Monthly Archives: აპრილი 2013

ლიზი ბორდენი

სტანდარტული

Lizzie_Borden_Poem_by_skypies
1892 წლის 4 აგვისტო არაფრით იქნებოდა სხვა დღეებისგან გამორჩეული ფოლ რივერის მცხოვრებთათვის,რომ არა ბორდენების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია.ტრაგედია,რომელსაც მოდევნო 121 წლის მანძილზე არ დაუკარგავს ხალხის ინტერსი – მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გათენდა ჩვეულებრივი დილა.ფოლ რივერის ხმაურიანი და სისხლსავსე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრნდებოდა ღამის მშვიდი ფშვინვის შემდეგ.
მეორე ქუჩის ნომერ 92-შიც ჩვეულებრივ შეხვდნენ დილას,როგორც საქმიანი და შეძლებული ადამიანის ოჯახს შეეფერებოდა.
ოჯახის უფროსი,შუახნის ასაკს გადაცილებული მისტერ ენდრიუ ბორდენი,დილაადრიან გაემართა ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკში,შემდეგ კი ფოსტაში,რამდენიმე ამანათს დასაგზავნად.საქმების მოგვარებისთანავე დაბრუნდა შინ,დაგვიანებული საუზმის მისაღებად.დილის 10:45 წუთი იყო ზუსტად.
დილის საქმეებზე სირბილით დაღლილი მრ.ბორდენი სახლის დაბლა სართულზე,მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოჯდა თვალის მოსატყუებლად – სანამ შინამოსასმახურე საუზმეს მოუმზადებდა და გვერდითა სასადილო ოთახში მოუხმობდა სუფრასთან.
ზუსტად ნახევარ საათში,სახლში ჩვეულებისამებრ დასადგურებული მყუდროება შემზარავმა კივილმა დაარღვია.
მრ.ბორდენის სისხლში მცურავი გვამი საკუთარმა ქალიშვილმა ლიზიმ დივანზე იპოვა.
გვამი ისეთ მდგომარეობაში იყო მოთავსებული დივანზე,თითქოს მრ.ბორდენი წამოწოლილი ისვენებდა,როდესაც მას მოულოდნელად დაესხა თავს მომხვდური და თავის ქალაზე 11 დარტყმა მიაყენა ბასრპირიანი საგნით.
Andrew dead 1
მრ.ბორდენის თავის ქალა ავტოფსიის შემდეგ:
Andrew skull
საქმის აღძვრის შემდეგ,დაკითხვის ოქმში ბორდენების შინამოსასმახურე ბრიჯიტ სალივანი იხსენებს:დაახლოებით დილის 11 საათისთვის  ეძინა სახლის ზედა სართულზე – თავის ოთახში,როცა შემოესმა ლიზის ყვირილი,რომელიც მას მოუხმობდა.როდესაც ძახილზე მიირბინა,ლიზიმ განუცხადა,რომ ვიღაცამ მამამისი მოკლა.
ლიზის ყვირილზე მოცვივდნენ მეზობლები და ოჯახის მეგობრები ლიზის დამშვიდებას ცდილობდნენ.სწორედ ამდროს მოახლემ და ერთ-ერთმა მეზობელმა ალის ჩერჩილმა სახლის მეორე სართულზე სტუმრების მოსასვენებელ ოთახში აღმოაჩინეს მისის ები ბორდენის გვამი.გვამს თავის ქალა ჩამსხვრეული ჰქონდა 19 დარტყმით,სავარაუდოდ მისის ბორდენიც იმავე იარაღით იქნა მოკლული,რითაც მისი მეუღლე.
images

Abby Borden (003)
მისის ბორდენის თავისქალა ავტოფსიის მერე:

Abby Borden (005)
Abby autopsy

Abby skull

სწრაფად გახმაურდა პატარა ქალაქში საზარელი დანაშაულის ამბავი.

ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება,სადაც დები ბორდენები 5000 დოლარს სთავაზობდნენ მას,ვინც მკლელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

ტრაგიკულად გარდაცვლილთა დაკრძალვიდან ორიოდ დღე იყო გასული.

ორმაგი მკვლელობის გამოძიებას  ქალაქის პოლიცია ჩაუდგა სათავეში.მკვლელობის მოტივი,მკვლელობის იარაღი,დამნაშავის კვალი,დამატკიცებელი საბუთები – ამ საქმის გამოძიების დეტალური მიმდინარეობა ჩვენთვის უცნობია.ფაქტი ერთი იყო – პოლიცია შეუდგა დამნაშავის ოჯახშივე ძებნას.

ბორდენის ოჯახის დანარჩენი ორი წევრი თავიდანვე გამოირიცხა ეჭვმიტანილთა სიიდან.მკვლელობის მომენტში ბორდენის უფროსი ქალიშვილი,ლიზის უფროსი და ემა,ქალაქგარეთ იმყოფებოდა.ხოლო სტუმრად მყოფი ბიძა ჯონ ვ.მორსი ქალაქში იყო გასული საქმიან ვიზიტზე.

პოლიცია მოახლესაც თუ გამორიცხავდა(რომელსაც არცთუ სანდო ალიბი ქონდა),როგორც ჩანს ერთადერთი ეჭვიტანილი მხოლოდ ლიზი რჩებოდა.ლიზი დააპატიმრეს 11 აგვისტოს,თუმცა ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა
სასამართლო დაიწყო ლიზის დაპატიმრებიდან 10 თვის შემდეგ.

აქტი,ბრალის წაყენების შეახებ:

LA_ACU~1

 

ცნობილი არის ფაქტი – გამოძიებისას სარდაფში აღმოჩენილ იქნა ტარმომტვრეული ნაჯახი.
the hatchetEl hacha (001)
იყო ეჭვი(თუმცა არ დამტკიცებული – რადგან ნაჯახზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა)რომ ამ იარაღით იყო ცოლ-ქმარი ბორდენები დახოცილი.იმ დროში არ იყო თანამედროვე საშუალებების მიხედვით დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა.ამიტომაც ნაჯახი ვერ გამოდგა ნივთმტკიცებად.
ვერ იქნა აღმოჩენილი დამნაშავის სამოსი,რომელიც ასევე ერთ-ერთ ნივთმტკიცებად იქნებოდა გამოყენებული ბრალდებულის წინააღმდეგ.თუმცა მკვლელობებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოახლემ დაინახა თუ როგორ წვავდა ლიზი ბორდენი თავის ლურჯ კაბას სამზარეულოს დიდ ღუმელში.

მკვლელობის მოტივად რა ვერსია გამოდგებოდა?

იყო რამდენიმე.

ვერსია პირველი_ ფული.დებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ დედინაცვალთან.იპოქონრიკ,მესაკუთრე ბუნების ქალთან,რომელსაც დები ცილს წამებდნენ ქალიშვილების წინააღმდეგ მამის ამხედრებაში,რათა ისინი მამას მემკვიდრეობის გარეშე დაეტოვებინა.რეალურად დები არც მამასთან იყვნენ სიამტკბილობაში.მისგან მუდმივად შევიწროვებულნი იყვნენ.მამა ცუდი ხასიათის,მკაცრი კაცი თავისფლად ცხოვრების საშუალებას ართმევდათ.განსაკუთრებით ლიზის.40 წლამდე სახლიდან მამის ნებართვის გარეშე ვერ გადიოდა.მამა სახლის ყველა კარებს დაკეტილს ტოვებდა, რათა ლიზი სახლიდან ჩუმად არ გასულიყო.მამის და დედინაცვლის დახოცვა იოლი გზა იყო მდიდარი მემკვიდრეობის მისაღებად.დედინაცვალიც აუცილებლად უნდა ჩამოეშორებინა გზიდან,რათა მემკვიდრეობის გამყოფი არავინ ყოფილიყო,მით უმეტეს ოჯახსითვის ,,უცხო”.

იყო მეორე ვერსიაც.ლიზიმ მამა და დედინაცვალი დახოცა ეპილეფსიის შეტევის დროს და არ ახსოვდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.თუმცა მკველობის იარაღი და სისხლის კვალი არ არსებობდა.(ზემოთ ნახსენები ნაჯახი გავიხსენოთ რომ არ მიიჩნიეს მკველობის იარაღად).

გაიჟღერა მკველობის მოტივის მესამე ვერსიამაც.დანარჩენ ორთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერმა და მას ქალის სახელი ერქვა_ნენსი ო’ნილი.ულამაზესი ახალგაზრდა ქალი,რომელზეც ლიზი თავდავიწყებით იყო შეყვარებული და რომლის საიდუმლო საყვარელიც ბევრი წლის განმვალობაში იყო.ეს ვერსია გულისხმობს,რომ მამამ გაიგო ქალიშვილის ლესბოსური სიყვარულის ისტორია და სასტიკი რეაქცია ქონდა.ლიზიმ მოუსავლეთს გაისტუმრა მამა,რათა თავი დაეღწია მამის დესპოტიზმისგან,რომელიც ემუქრებოდა,რომ  ყველა ხერხით ეცდებოდა ლიზის და თავისი ახალგაზრდა შეყვარებულის დაცილებას. დედინაცვლის მკლელობა ლოგიკური გაგრძელება იყო ამ გეგმის.

ნენსი ო’ნილი,ლიზის საყვარელი:

Nancy O'Neill, amante de Lizzie

 

…სასამართლო გაიმართა 1893 წელს.25 აგვისტოს ლიზი ბორდენი უდანაშაულოდ სცნეს.ყველა სამხილი(რომლებიც რეალურად უგულვებელყოფილი იქნა სასამართლოს მიერ)მიუთითებდა ლიზი ბორდენის დამნაშავეობაზე.ნაფიც მსაჯულთა ოცდაერთივე წევრმა ლიზი დამნაშავედ სცნო,მაგრამ ტრიბუნალს დომინირებდა ქალაქის მოსახლეობა,რომელსაც ლიზი ბორდენი უდანაშაულოდ მიაჩნდა.

სასამართლოს პარალელურად ქალაქში დიდი ვნებათაღელვა სუფევდა.გაზეთები დაუღალავად აშუქებდნენ სასამართლოს მიმდინარეობას,ხოტბას ასხამდენ ეჭვმიტანილს.ქალაქის მოსახლეობა გმირ ქალად რაცხდა ლიზი ბორდენს,ყველას სჯეროდა მისი უდანაშაულობის.ეკლესიაც კი მის მხარეს იჭერდა.ასევე რელიგიური ორგანიზაციები,ფემინისტთა ჯგუფები და ა.შ.

როდესაც სასამართლოს სხდომაზე ვერდიქტი ხმამაღლა წაიკითხეს,ლიზი მუხლებზე დაეცა,ხელით ხის თეჯირს ჩაეჭიდა,თავი ზედ დააყრდნო და აქვითინდა:,,შინ წამიყავნეთ”.

ვერდიქტი:

El veredicto

სასამართლოს დარბაზში აპლოდისმენტები და მილოცვები გრიალებდა.

გამართლებული ლიზი ბორდენი ყველა მხრიდან იღებდა მოლოცვებს.სასამრთლოს შენობიდან გამოსულს პუბლიკა დიდი სალმით და ოვაციებით შეეგება.ლიზი ბორდენი გაზეთების პირველი გვერდების ვარსკვლავი გახდა.

სასამართლო კი მოიგო,მაგარამ ლიზი იყო ერთადერთი,ვისაც შეეძლო მშობლები დაეხოცა.

მამის სივდილის შემდეგ  ქონებიდან მან 250.000 დოლარი მიიღო მემკვიდრეობით.რომლითაც მოგვიანებით შეიძინა სახლი,სადაც დარჩენილი 34 წელი გაატარა.

რა იყო ის უგულვებელყოფილი სამხილები?

სასამართლოს წინაშე ლიზი არ დაეთანხმა გამყიდველს,რომელმად გაიხსენა,რომ ლიზიმ ორჯერ შეიძინა ციანიდის მჟავა.ლიზიმ განაცხადა რომ მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენა.
ასევე არაფრად ჩააგდეს მოახლის ჩვენება,რომელმაც განაცხადა:მკვლელობების მომდევნო კვირა დღეს,ლიზიმ დაწვა ახალი კაბა,რომელიც დასვრილი იყო ,,საღებავით”.მოახლეს არაფერი უკითხავს,ლიზიმ თავად მოახსენა,რომ გარდერობს აწესრიგებდა.

ისიც შორს იდგა სიმართლისგან,რომ ლიზი აცხადებდა –  მკვლელობის დროს იმყოფებოდა ფარდულში..ისეთ გაუსაძლის სიცხეში რამდენიმე წუთიც ვერ გაძლებდა ადამიანი იქ.თანაც ფარდულის დამტვერილი იატაკი არ მოწმობდა უახლოეს წარსულში იქ ძეხორციელის ყოფნას.

ამ ყველაფრის ფონზე,ლიზი ბორდენი მაინც გაამართლეს.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბობოქრობდა ტალღა – ქალთა გასამართლების და დასჯის წინააღმდეგ გამოდიდონენ.რომელიც აგორდა მას შემდეგ,რაც წლებით ადრე ჩამოახრჩვეს ახალგაზრდა ქალი,რომელიც 5 თვის ორსული იყო.

ბორდენის საქმე ოფიციალურ ორგანოებში ჩაიფარცხა,მაგრამ ხალხი დიდი ხნის განმავლობაში არ ივიწყებდა ტრაგიკული და სასტიკი მკვლელობის ისტორიას.თუმცა ლიზისადმი ბრბოსკეთილგანწყობა,მისდამი ხალხის სიძულვილმა შეცვალა.ლიზის სიცოცხლის ბოლომდე შერჩა სასტიკი,ნაჯახიანი მკვლელის სახელი.

თუმცა ვინ იცის?იქნებ არც იყო მისი ჩადენილი?

მისი ცხოვრების წესის შემხედვარეს,ეჭვი გაგიჩნდება,იქნებ და მართლაც უდანაშაულო იყო?

სიმართლე კი ის არის,რომ სიბერე გაატარა  მარტოხელამ,ყველა ნათესავისგან და მეგობრისგან დავიწყებულმა.იყო წყნარი,კეთილი მოხუცი,რომელიც იცავდა და იფარებდა უპატრონო ცხოველებს.ლიზი 1923 წლამდე ცხოვრობდა თავის დასთან ერთად.

ლიზი ბორდენი გარდაიცვალა 1937 წელს და და ტოვა ქონება საქველმოქმედო ღონისძიებების დასაფინანსებლად.სიკვდილამდე იყო დამცირებული ერთ-ერთ ლექსში,რომელიც ყველაზე სასტიკ ლექსადაა ცნობილი.

“Lizzie Borden took an axe
And gave her mother forty whacks.
And when she saw what she had done,
She gave her father forty-one”.

სიკვდილის მერე თავისი საცოვრებლის ეზოში გაჩნდა მოკრძალებული საფლავის ქვა,რომელზეც მხოლოდ ეს წარწერაა გაკეთებული,თავისი სახელის და გვარის ნაცვლად:

Tumbas (004)

 

 

ფოტოსურათები:

ლიზი ბორდენი 19 წლის ასაკში.

Lizzie Borden (002) Lizzie Borden (003)

Lizzie Borden (004)Diapositiva48

ბოლო ფოტო სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდშია გადარებული.

 

 

ლიზი ბორდენის საძინებელი.

RECMAR~1

 

ემა ბორდენი,ლიზის და.

Emma Borden

მსხვერპლი:

ლიზი ბორდენის დედინაცვალი ები დაფრი და ლიზის მამა ენდრიუ ბორდენი:

Abby Borden (001) Andrew Borden (001)

 

შინამოსასმახურე ბრიჯიტ სალივანი:

Bridget Sullivan

 

ბორდენების სახლი 1892 წელს:

La casa (001) La casa (002)

 

მისტერ და მისის ბორდენების საფლავი:

Tumbas (001)

 

ხელბორკილი,რომლითაც დააპატიმრეს ლიზი ბორდენი.

El arresto (003)

ლიზი  ბორდენის ხელმოწერა ციხეში რეგისტრირების დროს:

El arresto (004)

 

ლიზი ბორდენის ხელნაწერი ერთ-ერი დოკუმენტის ორიგინალი:

La letra de Lizzie

 

სასამართლოს დარბაზი და ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი:

El juicio (001) El juicio (002)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

134 კკ-იანი გუფთა

სტანდარტული

P1240733

მასალა აღებულია 2.400 გრ.ხორცზე.შეზავებულ ფარშს მე ვინახავ ნახევარს საყინულეში.
ვყიდულობ დაფასოებულ ფარშს,რომელსაც 100 გრამზე აწერია 207კკ.
მზა გუფთა წვენითურთ – 100გრ-ზე 134 კკ.

მასალა:
2400 გრ.ძროხის ხორცი.
300 გრ.თეთრი ბრინჯი(მე გრძელ ბრინჯს ვიყენებ).
200 გრ.ხახვი
10 გრ.ნიორი.
200 გრ.ტომატი.
25-25გრამი ქინძი,ოხრახუში,ან კამა ან ცერეცო.
1-2 ს.კ. ხმელი რეჰანი ან 25 გრამი რეჰანის ცოცხალი ფოთოლი.
1-2 ჩ.კ. ქონდარი ან ძირა.
3-4 დაფნის ფოთოლი.
ზეთი 15 გრ.
პილპილი,მწარე წიწაკა,მარილი გემოვნებით.

მომზადება:
ბრინჯი გავრეცხოთ და გავწუროთ.
ხახვის,ნიორის და მწვანილის მეოთხედი ნაწილი მოვიტოვოთ წვენისთვის.
ხახვი,ნიორი,მწვანილი(ხმელი მწვანილიც და სუნელიც აქვე),მწარე წიწაკა,პილპილი – მოვათავსოთ ჭურჭელში,რომელშიც დავაბლენდერებთ ხელის ბლენდერით(მინის ჭურჭელი არაა სასურველი),ან გავატაროთ ხორცსაკეპში.გატარებული მასალა და გარეცხილ/დაწურული ბრინჯი დავამატოთ ფარშს და ხელით კარგად ავურიოთ.მარილი დავამატოთ.სველი ხელით ამოვაგუნდავოთ საშუალო ზომის ბურთულებად.

P1240636

მე მაგალითად წვენში ხან ვამატებ კარტოფილს,ხან არა.ამჯერად ამ რეცეპტში არ შედის.თუ გნებავთ დაამატეთ.
წვენს ვამზადებ შემდეგნაირად(ყველას ჩვენი მეთოდი გვაქვს).ვალაგებ გუფთებს ქვაბში და ვაყოლებ აქა იქ დაფნის ფოთლებს.ვფარავ წყლით და ვდგამ ცეცხლზე.როდესაც მოიხარშება ცალკე ტაფაზე ზეთში ვშუშავ ხახვს,ნიორს,მწარე წიწაკას და დაჭრილი მწვანილის ღერებს.ხახვის დაყრისთანავე ვაფქვავ საფქვავით პილპილს.ახალდაფქვილ პილპილს შეუდარებელი არომატი აქვს.მოშუშულ მასას დავამატებ გუფთებიან ქვაბში და სითხეში კარგად ავურევ.თუ წვენის დამატებას განიზრახავთ აუცილებლად ანადუღარიწყალი დაამატეთ უნდა წამოადუღოთ წყლის დამატების შემდეგ.როდესაც კერძის მზადება დასრულებულია,დავაყაროთ რაც დავიტოვეთ დაჭრილი მწვანილის ფოთლოვანი ნაწილი,დავაფაროთ ქვაბს თავსახური და გამოვრთოთ ქურა.რამდენიმე წუთი დავაყოვნოთ, რათა მწვანილი ჩარბილდეს ორთქლში.ცხლად მივირთვად.

პ.ს.ბრინჯს წვენში არ ვამატებ,კერძისთვის კალორიების არ მომატების თვალსაზრისით.ბრინჯი ისედაც გამოიყოფა გუფთების ხარშვის დროს და ამ რაოდენობის ბრინჯი წვენში – ჩემი აზრით საკმარისია,წვნიანი რომ არ ჩასქელდეს.

ყველა ინგრედიენტი მეორედება მეორე ვარიანტში,მხოლოდ ვამზადებ უცხიმო ხორცით,წვენიც უზეთოდ(შესაბამისადუხახვოთ,უნივროდ),მხოლოდ დაფნის ფოთლის არომატი აქვს და მზადდება ასე:გუფტების ჩალაგებისას თავიდანვე ვამატებ დაფნის4-5 ფოთოლს და პილპილის მარცვლებს ბლომად.ცალკე წყალში ვხსნი 300-400 გრ.ტომატს და ვასხამ ქვაბში ჩალაგებულ გუფთებს ზემოდან.გუფთა იხარშება ამ წვენში.განსხვავება კიდევ იმაშია,რომ წვენში დამატებულია კარტოფილიც.
kart.gufta

312 კკ-იანი ხაჭოს კრემიანი ნამცხვარი

სტანდარტული

P1240745

ვისაც ჩემსავით გიყვართ ჩირები საკონდიტრო ნაწარმში და განსხვავებული,დელიკატური გემო,ისიამოვნეთ.100 გრამში312 კკალორია. :))

თამამად შემიძლია დავარქვა ჩემი გამოგონილი. :დ

ე.ი.არის ნებისმიერი 3 ბისკვიტი ან 3 ფირფიტა(მე იდეალის ფირფიტებისცომის რეცეპტი გამოვიყენე) ხაჭოს კრემი და შოკოლადის მინანქარი თავზე.

მასალა ნახევარი პორციისთვის:

400 გრ. ბისკვიტი.(100გრ/406 კკ)
250 გრ.ხაჭო
75 გრ.შაქარი
40 გრ.მარგარინი(180კკ-იიანი)
65 გრ.ვაშლის იოგურტი(ან ჩაანაცვლეთ სხვა ხილის იოგურტით)
65 გრ.გარგარის ჩირი
65 გრ. ქიშმიში
65 გრ.ქლიავის ჩირი
1/4 ლიმონის ცედრა.(ზედმეტი არმოგვივიდეს,გემოს უცვლის)
100 გრ.შავი შოკოლადის ფილა.

მომზადება:

ქლიავის და გარაგრის ჩირი დავჭრათ კვადრატებად.ქიშმიშთან ერთად მოვათავსოთ პატარა ჯამზე და მდუღარე წყლით დავფაროთ,დავაფაროთ ტავზედა დავტოვოთ 5-10 წთ-ით.
P1240740
შემდეგ კარგად გადავწუროთ დაგავაშროთ რამდენიმეფად მოკეცილ სამზარეულოს ქაღალდზე.
ხაჭო მოვათავსოთ მომცრო ჯამში,დავამატოთ იოგურტი,შაქარი,მარგარინი,ლიმონის ცედრა,ვანილი და გავთქვიფოთ ხელის ბლენდერით ან მიქსერით.
მივიღებთ ასეთ მასას:
P1240742
დაწურული და მშრალი ჩირი შევურიოთ ხაჭოსგან მომზადებულ მასას:
P1240743
ამ სქელი მასით დავფაროთ ორი ფირფიტა.მესამე დავაფაროთ და წინასწარ მიკროტალღურში დამდნარი შოკოლადის ფილა მოვასხათ თავზე.შევდგათ მაცივარში ცოტა ხნით.გემრიელად და ვინაიდან დათვლილი მქონდა _ სუფთა სინდისით მივირთვი მე პირადად. :დ