როგორც ყველაფრის დასაწყისი,პირველი პოსტი აქაც ვერ იქნება შთამბეჭდავი. 😀 ვერც მრავალფეროვანი იქნება,მსგავსად თავისი მფლობელისა,რომლის ბუნება ძნელად ეგუება მრავალფეროვნებას,ფერების სიუხვეს.არადა გარეგნულად სულაც არ ჩანს ასეთი.პირიქით,რომ არა  მრავალი – თითქმის უცხო სახეებით სავსე,მაგრამ მაინც რატომღაც მარტოდ გატარებული უკანასკნელი 2 წელიწადი,ამას ვერც ვერასოდეს აღმოაჩენდა საკუთარ თავში _ ხასიათს მიდრეკილს მარტოობისადმი.ამ 2-მა წელმა იმდენი მისცა,რამდნეიც დანარჩენმა 28-მ ვერა.ამ 2-მა წლ ა ჩამოაგლიჯა ბევრ ნაცნობს საგულდაგულოდ აკერებული ნიღაბი და გამოუჩინა მათ ნამდვილი სახე.მადლობა ამ ბოლო 2 წელს 😀

თუმცა,როგორც ცნობილია,დასაწყისის მერე უცილობლად მოდის დასასრულიც.მოეღო ბოლო უცხო ცის ქვეშ  მარტოდ გატარებულ 2 წელს და ,,ერთი მთლიანი სრულყოფილ იქმნა”.დასრულა სენტიმენტალური და მელანქოლიური ,,ეპოქა”.დასაბამი დაედო მუდმივ ნეტარებას და სიცოცხლით ტკბობას.უკანასკნელი ორი წლის მონოტონური ტონალობის კარდინალური ცვლილების რიგი მიზეზის გამო,ერთი ,,მთლიანი” გახდა საწყისი ამქვეყნიური ცხონებისა.და ამას ცხოვრებით სრულფასოვანი ტკბობა ქვია.აი,რაც გინდა ის რომ გაქვს – ყველაფერი ერთად და იმ დოზით,რა დოზითან გჭირდება.
ვინაიდან ავტორს  ყველაზე ნაკლებად სურს ამ ბლოგზე საკუთარ თავზე საუბარი,ეს არც თუ მოკლე ,,ანალიზი” დავტოვოთ მისი პოზოტიური განწყობის დამადასტურებლად და ჩავთვალოთ,რომ მთლად ინკოგნიტოდ არ დარჩენილა.მან ხომ დიდი ხნის წინ მიატოვა წინა ბლოგი,რომელიც გამჭირვალე აბრეშიმივით ლანდავდა მისი სულის სიშიშვლეებს.სულიერი სიშიშვლეების  საჯარო არენაზე გამოტანა  კი არ ყოფილა მართებლი სვლა.ბლოგი იქნება მხოლოდ ავტორის ინტერესების შესახებ,კონკრეტული თემების,მიმდინარეობების და ზოგადად ხელოვნების რომელიმე კონკრეტული დარგის შესახევ ან კონკრეტული პიროვნებების შესახებ,რომლებიც  აინტერესებს და მას დიდ ადამიანებად მიაჩნია.

წარმატება ვუსურვოთ ბლოგს.

ჰოდა,რა მინდოდა ამ პოსტში ძირითადად მეთქვა.
არის მომენტი,როცა მოთხოვნილებად გვექცევა ,,გავნიავდეთ” ხოლმე პერიოდულად.გადავიწიოთ ,,ღამის” ფარდები,რათა შემოვუშვათ მაცოცხლებელი ჰაერი – საგნებზე დაყრილი მტვერი რომ გადააბნიოს დრო და დრო შემოჭრილმა ნიავმა.თორემ ვინ იცის,დაგმანულ ფანჯრებს და ყოველდღიური ცხოვრების  გიჟურ რიტმს,რა ავის ქმნა ძალუძთ?! პირველი რაც თავში მომდის,არის ის,რომ შეიძლება ადამიანი ისე დაცარიელდეს ინტერესებისგან,რომ სულიერად იმაზე ადრე დაბერდეს,ვიდრე ამას მისი ბიოლოგიური ასაკი იმსახურებდეს.ყველაზე ცოდოა სულიერად უდროოდ დაბერებული ადამიანი,რომელსაც ინტერესები ისე შემოელია ხელში,რომ ტავი მხოლოდ ურვას და ჭმუნვას მისცა.ცოდოა და ყველასთვის არასასურველი კომპანიონი.

დახურული ფანჯარასავითაა 21 საუკუნის ადამიანის ცხოვრება.სამსახური,გადასახადები,საფოსტო გზავნილები,წერილები,მგზავრობა,მოგზაურობა ამ ქალაქიდან იმ ქალაქში,ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში,ჭამა,ლიფტი,საპირფარეში,საწოლი,ძილი ან უძილობა.

ადამიანები ზომბებივით არიან დაპროგრამებულნი:

,,იქ მიდი,ის გააკეთე!”

დახურული ფანჯარა.უჰაერო სივრცე,რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.უმუშევრად დარჩენილის გარდა ვიღას აქვს დრო კინოში,თეატრში,მუზეუმში,ექსკურსიებზე,გამოფენებზე სიარულისთვის.წელიწადში  2 კვირიანი ან საუკეთესო შემთხვევაში ერთ თვიანი შვებულება არ გაძლევს გასაქანს ყველაფრისთვის.რომ გინდოდეს შუაღამეზე ადგე საწოლიდან,იბოდიალო ღამის 3 საათამდე ლამპიონებით განათებულ ქუჩებში,შეეხეტო სადმე ღამის ბარში,კათხა ყინულივით ცივი ლუდი დალიო,თვალებიდან ნაპერწკლებს რომ გაყრევინებს ისეთი ცივი.ვერ იზამ ამას,იმიტომ რომ დილით 8:00_ზე ხარ ასადგომი საწოლიდან და მერე მინიმუმ 30 წუთი გჭირდება ,,პროპკებს” რომ თავი დააღწიო,ლიფტიდან გამოეკვეხო,თანამშრომლებს გამოუძინებელი,ყალბად გაღიმებული სახით მიესალმო და შენს სამუშაო ოთახამდე მიაღწიო.მეე კი ან გაართმევ ტავს სამუსაოს იმ დღით,ან ვერა.გამოუძინებელი ტვინი როგორ ფუნქციონირებს კი ვიცით ყველამ.მერე მიბოდიალდები სარამოს სახლში 8 საათზე.მიგედები დივანზე და თუ გაგიმართლა და მურთაზა მეუღლე არ გყავს და ისიც შენსავით მკვდარიოვთ არაა მოსული სამსახურიდან,ქე მოგიტანს დივანტან ვახშამს ან რამეს მსუბუქს.მერე ფეხების ტრევით აბაზანაში შებანცალდები და საოლში თუ დურტავ ტავს 11-ზე ან 12 საატზე მაინც,დილას უკვე ნორმალური გონებრივი შესაძლებლობებით მიხვალ სამსახურში და არც ყალბი იქნება ის ღიმილი,სახეზე რომ უნდა გქონდეს სავიზიტო ბარათივით აკრული ტანამშრომლებტან ირთიერთობისას.ამ ქვეყანაში ხო ყველა ბედნიერი,მხირაული,კარგად გამოძინებული და ღიმილიანია და შენს შუბლშეკრულ სახეს თუ ხედავნ მოურიდებლად გამოხატავენ რომ ეშინიათ შენი.ამიტომ საჭიროა ღიმილიიიიიი…..თუნდაც ხელოვნური.

რუტინა!

დახშული სამყარო!

მონოტონურად მოძრავი კარუსელივით ერთ ადგილზე მბრუნავი ერთი და იგივე,ერთი და იგივე. . .   ყოველ დღე. . .

ჰოდა. . .

ზოგჯერ იმდენად დიდია სურვილი ამ ვაკუუმიდან გამოღწევისა, გამოცოცხლებისა,რომ მზად ხარ სიამოვნებით დადგე დახურულ სარკმეთან,ფართოდ გამოაღო  და ფილტვების დახეთქვამდე ,,ანიავო” და ,,ანიავო” გონების ხვეულებზე მიკირული ,,მტვერი”… და ამას მხოლოდ სარკმლის გამოღება სჭირდება,მეტი არაფერი…

ჩემი ბლოგის სახელიც აქედან მოდის – ,,Ventana” – ესპანურად ფანჯარას ნიშნავს

პ.ს.ეს პოსტი გასამხნევებლად ეძღვნება ამ ახალ ბლოგს…

3 responses »

  1. დიდი მადლობა,საინტერესო იქნება ძალიან. 🙂
    (იქნებ გავიგო როგორ გავასწორო,რომ მკითხველის კომენტარი გამოჩნდეს.)

    • მართლა გადავიკარგე,არ მაცლის ხოლმე ჩემი ქაჯანა.არადა იმდენი მასალა მაქვს დასაწერი,როდის რას მოვაბამ თავს არ ვიცი.ან ვერასოდეს,იმიტომ რომ უბრალოდ დამავიწყდება რა მინდოდა დამეწერა 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s