სახის კანის მოვლა ზაფხულზე

სტანდარტული

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო რამოდენიმე საშუალებაზე,რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია ზაფხულზე.იმიტომ რომ თითქმის ყველას გვაქვს მაცივარში ყოველდღიურად გადანახული,რათა ცხელი და დამღლელი დღის მერე,გემრიელად და ჯანსაღად გავიგრილოთ ყელი ქორფა,ცივი ხილით.

ვინაიდან ზაფხულის სიცხე,მცხუნვარე მზე,გახურებული ჰაერი,მტვერი და გარემო ტემპერატურით გამოწვეული ხშირი ოფლიანობა სასტიკად მოქმედებს კანზე,აუცილებელია ვიზრუნოთ მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც აღვკვეთოთ ეს იძულებით უარყოფითი კვალი ჩვენს ,,ბუნბერივ სამოსზე”- კანზე.ძირითადად აქტიური ზრუნვა უნდა დავიწყოთ ზაფხულის დასრულების მერე.მაგრამ მე მირჩევნია თავად ზაფხულის განმავლობაშიც მსუბუქად ,,წავეხმარო” ხოლმე კანს,რათა საშემოდგომოდ ზედმეტად გაუბედურებული კანი არ შემრჩეს ხელთ.იგივეს გირჩევთ თქვენც,თუ მით უმეტეს პრობლემური კანი გაქვთ.არ არსებობს კანის მოვლისთვის განკუთვნილი სეზონი.წელიწადის ყველა სეზონზე უნდა გვეცალოს საკუთარი თავისთვის და კანისთვის.მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ხანგრძლივად ლამაზ და ახალგაზრდა კანს.
მიუხედავად უამრავი კოსმეტიკური ფირმისა,რომლებიც კანის მოვლის მარტივ და ძვირადღირებულ გზებს გვთავაზობენ,შესაძლოა მაინც ვერ მოხერხდეს სრულფასოვნად იმ პრობლემატური საკითხებისგან თავის დარწევა,რომელიც ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს და ჩვენს გარემო პირობებს დავაბრალე :დ
ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანი – ზოგადად – ბუნებასთან უფრო ახლო კავშირს ეძებს,იქნება ეს კვება – ნატურალური პროდუქტის,ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება,ცხოვრება ბუნებასთან ახლოს თუ სხვა – თითქოსდა ეს ინსტინტქში აქვს გამჯდარი.ამიტომაც 21-ე საუკუნის მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა რატომღაც ამჯობინებს სილამაზის და ახალგაზროდიბის შენარჩუნების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გზას – ჯანმრტელობისა და სხეულის მოვლას ბუნებრივი საშუალებებით გამდიდრებული პროდუქტებით.როგორ დაგიმალოთ და მეც მათ რიცხვს განვეკუთვნები.მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა – საუკეთესო ბრენდის პროდუქტების მომხარებლობაში,უპირატესობას მაინც ე.წ. ,,ბებიების მეთოდებს” ვანიჭებ.ბევრად უფრო კარგ და სრულფასოვან შედეგს იძლევა ბუნების ,,შიშველი” ნაყოფი :დ
ამიტომ ვისაუბრებ ნატურალური პროდუქტების სამედიცინო და კოსმეტოლოიურ დადებით/სასარგებლო თვისებებზე.

დავიწყებ ზაფხულის განუმეორებელი მეგობრით,ყველასთვის საყვარელი წვნიანი,გაგრილების საუკეთესო საშუალება -საზამთროთი.

1) საზამთრო.

გარდა იმისა,რომ ყველაზე სასიამოვნოდ გამაგრილებელი სასუალებაა ზაფხულზე(მე პირადად სხვა ყველაფერს მირჩევნია),საზამთროს გააჩნნია სამკურნალო და სხეულის გარეგანი მოხმარებისთვის სასარგებლო თვისებებიც.საზამთრო არის მაგნიუმის,ფოლის მჟავის და რკინის წყარო.ადამიანები,რომლებიც ორგანიზმში დაბალ ჰემოგლობინს უჩიავიან,საზამთრო ერთ-ერთი სასურველი პროდუქტია მათთვის.ასევე შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, მინერალებს: კალიუმს,კაროტინს, პექტინურ ნივთიერებებს და უჯრედისს,რომლის წყალობითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

საზამთროს აქვს ასევე ორგანიზმის გამწმენდი თვისება დაგროვილი მარილების,შლაკების,ტოქსინების,ორგანოებში არსებული კენჭებისგან.ის ამაღლებს იმუნიტეტს,ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.ასევე აღადგენს შარდსადინარების დაქვეითებულ ფუნქციას.ეს ხილი ასევე მიიჩნევა სკლეროზის და სიმსივნეების წარმოშობის ხელშემშლელად.

მას წარმატებით იყენებენ დიეტური კვებისას,ერთდროულად წონაში დასაკლებად და + ორგანიზმის გასაწმენდად.ამავე დროს აჩქარებს მავნე ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოდევნას.ხელს უწყობს დაქვეიტებული ნივთიერებათა ცვლის აღდგენას,მეტაბოლიზმის რითმის ნორმალიზებას.

და ამ ყველა დადებითი თვისების შემდეგ დავამატოთ მისი სასარგებლოობა ლამაზი და ჯანმრთელი კანის სამსახურში.

საზამთროს წვენი კანის ფუნდამენტურ დამატენიანებლად შეიძლება ჩაითვალოს. ის ღრმად ატენიანებს/კვებავს კანს.

საზამთროს წვენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.მისი ექსტარქტი შეიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ბუნებრივ ფილტრს,რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს.

საზამთროს წვენი არის ფორების შემკვრელი,ფორების ღრმა მწმენდავი.

კანის ერთფეროვნებაზე დასმას უწყობს ხელს და ებრძვის პიგმენტურ ლაქებს.

საზამთროს წვენი შეგვიძლია სხვადასხვანაირად გამოვიყენოთ.მაგ:

1)სახის გამწმენდი/დამატენიანებელი ლოსიონი:

თანაბარი რაოდენობით კიტრისა და საზამთროს წვენი.გამოვიყენოთ როგორც ლოსიონი/ტონიკი.ეს სიწითლესაც აალაგებს სახიდან.

2)სკრაბი:

დაჭყლეტილ საზამთროს ავურიოთ გრანულებიანი შაქარი.

3)დამატენიანებელი ნიღაბი:

მშრალი კანის შემთხვევაში საზამთროს წვენს დავამატოთ კვერცხის გული.

ცხიმიანის დროს – ცილა.

4) საზამთროს წვენის კუბიკები:

გავყინოთ პატარა კუბიკებათ ახალგამოწურული საზამთროს წვენი და დღეში ერთხელ ან ორჯერ ,დილა-საღამოს დავიმუშავოთ მსუბუქი,წრიული მოძრაობებით სახის კანი,ყელი და თუ გნებავთ დეკოლტეც ან ტანიც.

Image

.

 

 

2) ატამი

ატამი ერთ-ერთ სამკურნალო მცენარედ მიიჩნევა.არმის ზეთი ისეთივე წარმატებითაა გაოყენებული კოსმეტიკაში,როგორც ნუშის,თუმცა ნუშზე ნაკლებად ძვირადღირებულია.
ატამი შეიცავს ბლომად სასარგებლო ელემენტებს.კალიუმს,კალციუმს,მაგნიუმს,ფოსფორს,რკინას,პროვიტამინებს,ვიტამინებს B,B1,დიდი რაოდენობით კალციუმს.

უფრო კონკრეტული ჩამონათვალი 100 გრ.ატამის შემადგენლობისა:
1.წყალს – 86 გ.
2.ცილას – 0.9 გ.
3.ცხიმს – 0.1 გ.
4.ნახშირწყლებს – 11.3 გ.
5.ორგანულ მჟავებს – 0.61 გ.
6.კალიუმს – 363 მგ.
7.კალციუმს – 20 მგ.
8.მაგნიუმს – 16 მგ.
9.ნატრიუმს – 30 მგ.
10.ფოსფორს – 34 მგ.
11.რკინას – 600 მგ.
12.იოდს – 2 მგ.
13.მანგანუმს – 140 მგ.
14.სპილენძს – 50 მგ.
15.ფტორს – 22 მგ.
16.თუთიას – 100 მგ.
17.ვიტამინ B-კაროტინს – 0.5 მგ.
18.ვიტამინ E-ს (tocopherol) – 1.5 მგ.
19.ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) – 10 მგ.
20.ვიტამინ B1-ს (thiamine) – 0.04 მგ.
21.ვიტამინ B2-ს (riboflavin) – 0.08 მგ.
22.ვიტამინ B9-ს(ფოლიუმის მჟავა) – 8 მგ.
23.ვიტამინ PP-ს (niacin) 0.7 მგ.

ატამი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას.სასარგებლოა მისი მიღება(წვენის,კამპოტის ან ნაყოფის სახით)შემდეგი დაავადებებისას:ანემიის,არითმიიის,კუჭის დაბალი მჟავიანობისას,წმენდს ნაღვლის ბუშტს,გამოიყენება ასევე შარდ-სასქესო სისტემის პრობლემების დროს,ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად.
ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. თუ ჭარბ წონას უჩივით ან შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ატმის კომპიტი უშაქროდ უნდა მოიმზადოთ.
გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და თესლი. მაგალითად, 3-6 მლ ფოთლის გამონაწურს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობებზე იწყობენ შეხორცების დასაჩქარებლად.

კოსმეტოლოგიაში ძირითადად იყენებნ ატმის თესლის და ატმის ზეთს.ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ეთეროვან ზეთს, სტეროიდებს – სიტოსტერონს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა ნივთიერებებს.
ატამი მდიდარია სილიციუმით, ამიტომ იგი კარგად აღადგენს სახის კანის უჯრედებს.
ატმის ნიღაბი საშუალებას იძლევა სახის კანმა ტენიანობა შეინარჩუნოს, რისი მეშვეობითაც ნელდება კანის დაბერება.

მარტივი ნიღაბი – ატმის ახლად გამოწურული წვენი ატონიზირებს და სიმკვრივეს ანიჭებს კანს.ეს აბაზანისთვისაც გამოიყენება.საკმარისი იქნება 1 ჭიქა ატმის ახალგამოწურული წვენი.

ასაკოვან ქალბატონებს კოსმეტოლოგები ატმისა და ჰერკულესისგან მომზადებულ ნიღაბს ურჩევენ. ატმის რბილობი აურიეთ ერთ სუფრის კოვზ ჰერკულესში, დაასხით ადუღებული წყალი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და დეკოლტეს ზონაში და გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

ნებისმიერი ფორმით და ნებისმეირი სასარგებლო დანამატით სეგვიძლია გამოვიყენოთ ატამი და ატმის ზეთი,როგორც ნიღაბი,ლოსიონი და. ა.შ.

გამოყენებული ინფო: http://www.mlk.ge/355.html

პ.ს. გაგრძელება იქნება :დ

დატოვე კომენტარი