9 მცენარე,რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.

სტანდარტული

home4

ლამაზი სხეულის და სასურველი ზომების ფლობა,ეს არის რაზეც ქალების უმეტესობა ვოცნებობთ.იდეალური ფიგურის მისაღებად ვცდით სხვადასხვა საშუალებებს – დიეტებს,მედიკამენტებს,ვარჯიშს,წყლის რეჟიმის დაცვას,ჯანსაღი კვების სტილის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცოხვრებაში.მაგრამ ეს მცდელობები ხშირად მთავრდება უამრავი ფულის ხარჯვით და რაც მთავარია არც თუ სასურველი რეზულტატით.სავაჭრო ქსელები თუ აფთიაქები გვთავაზობენ უამავ საშუალებას,რაც ეხმარება ადამიანს ზედმეტი წონის დამარცხებაში,ისინი იდეალური სხეულის გარანტიას იძლევიან,მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს საშუალებები არ მუშაობენ ან იმდენად ძვირი ჯდება მათი მოხმარება,იულებული ვხდებით უარი ვთქვათ.გარდა ამისა,გასახდომი მედიკამენტებისადმი პუბლიკის სკეპტიკური დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს მთლად უსაფუძვლო.
უნდა ვიცოდეთ,რომ არსებობს ძვირადღირებული საშუალებების ალტერნატივა არსებობს.რომელიც რეალურად დაგვეხმარება ჯანსაღ კვებასთან,ფიზიკურ აქტივობასთან ერთად გაცილებით უკეთესი შედეგი ვნახოთ წონის დაკლების მხრივ.რასაკვირველია ჯადოსნური შესალებლობებით არ ხასიათდება ეს მცენარეები.მათი დამხარებით უბრალოდ ჩვენ უკეტეს შედეგს მივიღებთ.დაბალნსებული მენიუ,ფიზიკური აქტივობა და ეს გასახდომი მცენარეები – თქვენ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

 

1.მწვანე ჩაი

Te-verde-2

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიოქსიდანტი,რომელიც საკმაოდ შედეგიანად წვავს ცხიმს. თუ დაბალი წნევა არ გვაწუხებს მისი მიღება რამდენიმეჯერ შეგვიძლია დღეში,შეგვიძლია მწვანე ჩაით ჩავანაცვლოთ სხვა სასმელები(წყლის გარდა).დაბალი წნევის შემთხვევაში კი რეკომენდირებული მიღების დოზა 2 ჭიქა დღეში.წონაში დაკლებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია მწვანე ჩაის ყოველდღიური მიღება.

 

2.ალოე

aloeveraparalacarabeneficios1

ალოეს გააჩნია დეზოქსიდანტი თვისებები.აუმჯობესებს დიგესტიური (საჭმლის მომნელებელი)  სისტემის ფუნქციონირებას,წვავს ცხიმს.ალოე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გასახდომი საშუალება,რომლის შედეგსაც რამოდენიმე კვირაში ნახავთ.ზოგადად მიიღება ალოეს გული,კრისტალისებული გამჭვირვალე ნაწილი(კანი უნდა მოვაცალოთ),ჩავწუროთ რომელიმე ციტრუსის(ან ნებისმეირი სხვა ხილის) წვენთან ერთად და დავატკბოთ თაფლით.

 

3.დარიჩინი

Canela1

დარიჩინი ცნობილია  მეტაბოლიზმის ტემპის დასაჩქარებელი და სისხლში შაქრის რეგულირების თვისებებით.არეგულირებს  ტრიგლიცერიდებს და ქოლესტერინს.საკვების მონელებას უწყობს ხელს და მოკლედ წონაში კლებისთვის სასურველია დავამატოთ ყოველდღიურ მენიუში.

 

4.მდოგვი

semillas-de-mostaza-3

მდოგვი მსგავსი ეფექტით გამოირჩევა დიეტისას,როგორიც გააჩნია კომბოსტოს,ბროკოლს,ყვავილოვან კომბოსტოს.მისი თესლი მეტაბოლიზს 25%-ით აჩქარებს,რაც მეტი სისწრაფით და უკეთესი შედეგით წვავს კალორიებს.რეკომენდირებულია ყოველ დღიურად მივიღოთ 3/4 ჩ.კ.მდოგვის თესლი.მისი დახმარებით დღის განმავლობაშჳ,ყოველ საათში დავწვავთ 45 კალორიას.აუცილებლად გასათვალისწინებელია,რომ არ გადავაჭარბოთ მითიტებულ დოზას.წინააღმდეგ შემტხვევაში შეიძლება გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს და ზიანი მოუტანოს ჯანმრთელობას.

 

5.ძირა

Cominos

ძირას გააჩნია სასარგებლო თვისებები საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის,ენერგიის მომატებისთვის და მე-2 ჯგუფის დიაბეტისთვის.საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად,გასახდომად.დავამატოთ საკვებში.

 

6.არტიშოკი

alcachofa

არტიშოკი ცნობილი გასახდომი მცენარეა.მას გააჩნია შარდმდენი,გამწმენდი თვისებები.არტიშოკი შედის უამრავი პოპულარული გასახდომი საშუალებების შემადგენლობაში.მისი ნატურალური გამოყენების საუკეთესო ვარიანტია გაწმენდა უხეში ფოთლებისგან.

alcachofa-pelada

მივირთვათ მხოლოდ გული და რბილი ნაწილი ფოთლებისა.ორთქლზე მომზადება საუკეთესო ვარიანტია მისი სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად.შეგვიძლია რბილი ფოთლები გამოვიყენოთ ნაყენის მოსამზადებლად და მივირთვათ როგორც ჩაი.

 

7.არყი

infusion_abedul_contra_celulitis.eliminar-celulitis

არყი გახლავთ სიმსუქნესთან ბრძოლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.მას გააჩნია შარდმდენი თვისება და შეკავებული,ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს ორგანიზმს.რაც სხეულს მასის შემცირებაში ეხმარება.ის ეხმარება ორგანიზმს გამოდევნოს ტოქსინები და დდიდი ხნის დაგროვებული ცხიმი.რეკომენდირებულია შემდეგი დოზები:1 ჭიქა წყალზე/1 ან 2 ჩ.კ. არყი.ნაყენის/ჩაის სახით.

 

8.ნიახური

Jugo-de-apio-para-adelgazar-1

ნიახური არის ანმრთელობისთვის  უამრავი სასარგებლო თვისების მქონე.განსაკუტრებით ორგანიზმის,ცალკეული ორგანოების გასაწმენდად და წონაში დასაკლებად არის საუკეთესო საშუალება.მის ყოველ დღიურ გამოყენებას არ აქვს დაწესებული განსაზღვრული რაოდენობა.რაც მეტს მიირთმევთ მით უკეთესია და სასარგებლო.რეკომენდირებულია:უმი სახით დავჭრათ,მოვხარშოთ წყალში 30 წუთის განმავლობაში.გავწუროთ და ნახარში მინიმუმ სამერ მაინც მივირთვათ დღეში.


9.წითელი მწარე წიწაკა

pimienta

წითელი მწარე წიწაკა შეიცავს კაპსაიცინს,რომელიც აძლევს მას ასეთ მწარე გემოს.საკვებში მისი დამატება,ოდნავი სიცხარე გახდომაში უწყობს ხელს ორგანიზმს.წვავს კალორებს, ცხიმოვან ქსოვილს და სისხლში ცხიმის შემცველობას ამცირებს.ის ორგანიზმში ააქტიურებს პროტეინებს,რაც ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.გარდა ამისა მწარე წითელი წიწაკის მიღებისას ორგანიზმში ენდორფინი გამომუშავდება,რომელსაც სიამოვნების ჰორმონს უწოდებენ.ამიტომაც არის,ცხარე კერძების მოყვარული ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსენი არიან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s