ძველი სასაფლაოს ბინადარნი

სტანდარტული

ამ პოსტში,ესპანური ლუდის ,,სან-მიგელი” (ცივ-ცივი და უალკოჰოლო :დ) თანხლებით მინდა ვისაუბრო ესპანეთში,ქალაქ მალაგაში არსებულ ერთ ძველ სასაფლაოზე,რომელიც ცნობილი გახდა იქ განვითარებული დაუჯერებელი ამბებით და რომელიც  გახლავთ (უცნაური დამთხვევით) სან-მიგელის სახელობის.(წერის დროს შევცნიშნე ეს უცნაური დამთხვევა და არ შემეძლო არ აღმენიშნა. :დ )
მაშასადამე,დავიწყოთ ამ სასაფლაოს დაარსების ისტორიის თხრობით.
სან-მიგელის სახელობის სასაფლაო ქალაქ მალაგის  ცენტრიდან არც თუ ისე შორს და არც მთლად გარეუბანში მდებარეობს. თანამედროვე სტილის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს  შორის,თითქოს და უადგილოდ ჩაჩრილი ეს მიწის ნაკვეთი,სადაც სამუდამო განსასვენებელი უპოვიათ გარდაცვლილთა ნეშტებს – ხელოვნების ნიმუში ძეგლებით, მონუმენტებით არის მჭიდროდ დაკომპლექტებული.ისე რომ,ლამის ,,ნემსის ჩასაგდები ადგილი” არ არის დარჩენილი საფლავებს,აკლდამებს შორის.სასაფლაო 1810 წელს იქნა გახსნილად გამოცხადებული და იმ დროინდელი არისტოკრატიისთვის ამ საპატიო ადგილზე სამუდამო განსასვენებლად კურთხეული.
19 საუკუნის დასაწყისში,ესპანეთის სამხრეთში არსებულ ქალაქს ინდუსტრიული აღმავლობის პერიოდი ედგა.ამ პერიოდში აღორძინდა მრეწველობა,რამაც ქალაქის რამდენიმე ბინადარს დიდი ფინანსური და იერარქიული წარმატება მოუტანა.სრულიად უტიტულო,მაგრამ მდიდარი ადამიანები ქალქის და ქვეყნის არისტოკრატიას დაუნათესავდა და ამ კავშირებმა წარმოშვა ახალი ე.წ. ,,ნაღები” საზოგადოება,რომელიც მდიდარ საქმოსნად გარდაქმნილ,ჯიბეგამოფხეკილ მუშადან დაწყებული –  გრაფებით და მარკზებით დასრულებულ  მე-19 საუკუნის ესპანეთის და კერძოდ ანდალუსიის არისტოკრატიას წარმოადგენდა. მათ შექმნეს იმ იერსახის მთავარი  ნაწილი,რაც დღესაც ამშვენებს ამ ზღვისპირა ქალაქს.ერთი დიდი სოფლიდან შექმნეს უზარმაზარი ინდუსტრიული ქალაქი.
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ქალაქის განვითარების ისტორიის შესახებ,აქ დავამთავრებ იმ გრანდიოზული ღონისძიებების შესახებ თხრობას,რაც იმ დროინდელმა არისტოკრატიამ შექმნა ქალაქისთვის.დავუბრუნდები  ქალაქისთვის.დავუბრუნდები სასაფლაოს თემას და განვაგრძობ იმ ამბის თხრობას,რისთვისაც ეს მცირედი წინასიტყვაობა წავუმძღვარე.სან-მიგელის სახელობის სასაფლაო გახდა საბოლოო ნავსაყუდელი იმ საზოგადო მოღვაწეთა,ვინც ზოგადი სახით ზემოთ მოვიხსენიე  მეცხრამეტე საუკუნის ქალაქის ,,ნაღებ საზოგადოებად’’..სწორედ მათი განსასვენებელი გახდა ეს პატარა კიუთხე ქალაქისა,სადაც დღეს ტურისტული  ვიზიტები მიმდინარეობს და  რაც ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ-კულტურულ ძეგლად არის მიჩნეული თავისი მდიდრული აკლდამებით და საგვარეულო სამარხებით.(ქვემოთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებსაც შემოგთავაზებთ).
სასაფლაოს ტერიტორიაზე არის პატარა სამლოცველო ტაძარი,სადაც დაარსების დღიდან მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საეკლესიო ღონისძიებები,წირვა,მწუხრის ლოცვები,პარაკლისები და ა.შ.სამლოცველოს ემსახურებოდნენ სასულიერო პირნი – მღვდელი,ბერები და ჰყავდა დარაჯთა გუნდიც.თავისი არსებობის მანძილზე,რამდენიმე მღვდელი სიცოცხხლის უკანაკსნელ წუთებამდე ემსახურებოდნენ პატარა ტაძარს და სასაფლაოს ტერიტორიაზე არიან დაკრძალულნი.
ამამად სამლოცველოს თავისი ფუნქცია გაუქმებული აქვს.ღვთისმსახურება აღარ მიმდინარეობს და უმეტეს წილად ახურული გახლავთ.ზოგ ქრისტიანულ დღესასწაულზე იხსნება მხოლოდ,ისიც დილის საათებში.
ვინაიდან,როგორც უცხოელი დამთვალიერებლისთვის,ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც დიდი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს სან მიგელის სახელობის სასაფლაო,დღემდე ემსახურება მას რამდენიმე პიროვნება.1987 წელს გარდაცვლილი მღვდელის შემდგომ,სამლოცველო ჩააბარეს  ბერს,სახელად ხოსეს.მღვდლის გარდაცვალების შემდგომ,ბერი დაბინავდა სამლოცველოს გვერდით არსებულ სენაკში და მთელ დროს დღემდე სასაფლაოს ტერიოტორიაზე ატარებს.ის გიდის და ეკლესიის მეთვალყურის როლებს ერთდროულად ითავსებს.ათასობით დამთვალიერებელი იცნობს ძმა პეპეს(ხოსეს შინაურული სახელი) მისი აქ მოღვაწეობის მანძილზე.ის ყველას მიმართ ზედმიწევნით ყურადღებიანი,მჭერმეტყველი,დაუზარელი და მეგობრულია,ამიტომაც მოიპოვა სასაფლაოს მუდმივი დამთვალიერებლის პატივისცემა და სიყვარული.ჩემთანაც  მეგობრული დამოკიდებულება აქვს(ამდენჯერ შეხვედრის მერე,დავმეგობრდით.მე და ჩემმა მეუღლემ სამხარზეც დავპატიჟეთ,რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s