ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ერთი კვირა.

სტანდარტული

შარშან მარტში გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ოპერაცია.ოპერაციამდე 6 თვით ადრე მოვხვდი სასწრაფო დახმარების ცენტრში,ნაღვლის ბუშტის შეტევით და ზედ დართული პანკრეატიტით.ყველაზე რთული გვერდითი მოვლენა მქონდა ამ ნაღვლის ბუშტის შეტევით გამოწვეული.ექიმმა(ქირურგმა) მოგვიანებით გულახდილად მამცნო,რომ შეიძლებოდა დავღუპულიყავი… ))) ღმერთმა დაგვიფარა ამ არასასურველი მოვლენისგან მე და ჩემი გოგო(ქმარიც,მაგრამ ჩვენ ორისთვის ვიქნებოდი მეტი დანაკლისი.ანა მაშინ 2 თვის იყო და ბუნებრივ კვებაზე იმყოფებოდა.ძვირფასო მეუღლევ,არ გეწყინოს. 😉 ) სასწრაფოში ნათესავმა წამიყვანა თავისი ავტომობილით,სწორედ მათი სტუმრობისას დამემართა უსასტიკესი შეტევა.თითქმის გონდაკარგული მიმიყვანეს სასწრაფოში.გასინჯვის,რენტგენის,ექოსკოპიის გადაღების შემდგეგ დამისვეს დიაგნოზი.მძიმე შემთხვევა ვიყავი და რა თქმა უნდა დამტოვეს.მინიმუმ ერთი კვირითო.ამასე საშინელ რამეს იმ დროს ვერ გავიგებდი.ვტიროდი და გავიძახოდი,რომ ვერ დავრჩები,სახლში 2 თვის ბავშვი მყავს და ძუძუზეა მეთქი… ვინ მომისმენდა,გაქანებული პანკრეატიტი მაქვს… ((( დამტოვეს.ის ღამე მკერდი გადამევსო.ვთხოვე ექთანს გამოსაწველი.არ გვაქვსო,ხვალ დილამდე არ მოხერხდება შემოტანაო.გადასხმებზე ვიყავი შეერთებული და დაძინება გამიჭირდა,თან რა დამაძინებდა სულ ანაზე ვფიქრობდი და ვდარდობდი…  როგორღაც გამთენიისკენ ჩამეძინა.დილით რომ გამაღვიძეს,უკვე სასწრაფოდან ჰოსპიტალში გადავყავდი,ყელიდან წელამდე ვიყავი რძისგან სველი.საზიზღრად ვგრძნობდი თავს.ბანაობა მინდოდა. მომცეს წყლის გადავლების უფლება,სუფთა პერანგი მომცეს და ამაგრიალეს სართულზე.გადასხმები,მკურნალობა,მკაცრი დიეტა.სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რა ტანჯვა გავიარე ამ ერთი კვირის განმავლობაში.ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისითაც.თითქმის 2 წელი გადის იმ ამბიდან და ახლაც არ შემიძლია მშვიდად ფიქრი ამაზე.მობილური მქონდა რა თქმა უნდა,მაგრამ უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა პალატის ტელეფონი.ხშირად ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს,ანას ღუღუნს მასმენინებდა.ანა რომ დაიძინებდა შეყვარებულებივით საათობით ვლაპარაკობდით მთელი ღამე… ანას როცა აძინებდა მაშინაც საწოლის კარუსელის მუსიკა მესმოდა ყურმილში და ვტიროდი… იმ მუსიკის მოსმენაზე ახლაც ცუდი შეგრძნებები მეუფლება.2 თვის პატარა,თოთო ბავშვი – გამოუცდელ მეუღლესთან დატოვებული – რომელიც პირველ დღეებში ბოთლით რძეს არ იკარებდა და მერე ძლივს მიეჩვია.მატყუარასაც ამ დროს მიეჩვია… მე საავადმყოფოში დღეში სამჯერ რძეს ვიწველიდი,რათა არ დამკარგვოდა.ერთი კვირის მანძილზე ეს არის ნამდვილი ტანჯვა.მერე რძე მაგრდება და გჭირდება მასაჟი,ცხელი წყლის დუში.ვინაიდან მე საწოლში ვიწექი და ავად ვიყავი,დუშს ყოველი გამოწველის წინ ვერ მივიღებდი და ამიტომ ჩემს მეუღლეს უთო და საფენები მოვატანინე.ვაცხელებდი საფენებს,ვიფენდი მკერდზე,ვიმასაჟებდი და ასე თუ ისე რძე გამომქონდა… რამოდენიმეერ მირჩიეს ექთნებმა,რომ შეეშვი,ნუ იწვალებ თავსო.აქედან რომ წახვალ მაინც ვერ მისცემ 10 დღე მაინცო და მაგდენი ხანი როგორ უნდა იწვალოო.არ შემეძლო…. არ შემეძლო ეს ბუნებრივი,ყველაზე სასარგებლო საკვები წამერთმია ბავშვისთვის… პალატაში,ჩემს გვერდით მოხუცი ქალი იწვა,და გაოცებული მიყურებდა ხოლმე და სულ მამხნევებდა. 🙂 დედაჩემი მუშაობდა იმ დროს,საღამოს 6 საათიდან დილამდე.გურო შუადღის 3 საათამდე მუშაობდა,თან ბავშვი თან ჰყავდა.ჩვენი საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე,ასე ახერხებდა.და მას დრო ჰქონდა მხოლოდ 3 საათი,რათა დღეში ერთხელ მაინც ვენახულებინე საავადმყოფოში.მერე ბავშვს მარტო ხომ არ დატოვებდა.6 საათისთვის დედაჩემი სამსახურში უნდა წასულიყო. 🙂 და ხან ველოსიპედით,ხან ფეხით,ხან ავტობუსით დადიოდა ჩემთან,ცოტა ხანი გაჩერდებოდა,ჩავეხუტებოდით ერთმანეთს,ვიტირებდით და მალევე უნდა გამოქცეულიყო… საშინლად ვიყავი,როცა მიდიდოდა… არ მეგონა როდესმე თუ დასრულდებოდა ეს.მეგონა საუკუნოდ გაიწელა დრო საავადმყოფოში… პალატის გამყოფ ფარდას გადავწევდი და ვტიროდი,ვტირდი… არ მინდოდა იმ ქალს და მის მომვლელს დავენახე.ერთი ორჯერ მისაყვედურეს ასე ნუ ხარ განწყობილიო.მერე რომ დაამუღამეს თუ რატომ ვწევდი ფარდას,არ მაწევინებდნენ.მეხუმრებოდნენ,მართობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ არ მომეწყინა… ანა საშინლად მენატრებოდა,ყურებში მესმოდა მისი ხმა,ტირილი… ღამე მესიზმრებოდა და მეღვიძებოდა… ძალიან რომ გამიჭირდა,ვთხოვე გუროს მოეყვანა რომ მენახა.არადა საავადმყოფოებში ასეთი პატარას მიყვანა არაა რეკომენდირებული,ათასი ვირუსი დადის…. იმედი მქონდა,რომ მისი ძლიერი იმუნიტეტეი და აცრები დაიცავდნენ… ანას ნახვამ ცოტა მომასულიერა.დედაჩემიც ახლდათ.იმდენი ეფერეს იმ ქალებმა ანას… 🙂 ყოველი წამი მახსოვს რომ ვითვლიდი,საშინლად ზლაზვნით გადიოდა დრო,ისე რომ მეგონა ზედ მაწვა უზარმაზარი ბეტონის კედელივით და მჭყლეტდა,სუნთქვას მიკრავდა…. ბოლოს როგორც იქნა დასრულდა ჩემი ტანჯვა და წავედი სახლში.გურომ წამიყვანა ტაქსით.მკურნალობა 10 დღე უნდა გამეგრძელებინა ანტიბიოტიკით და ანა კიდევ 10 დღე ვერ დაუბრუნდებოდა ბუნებრივ კვებას…
საავადმყოფოდან რომ გამოვედი,ასე მეგონა სხვა პლანეტიდან ჩამოვედი.ადამიანებს რომ ვხედავდი,ცხოველებს,მანქანებს,ხეებს,გიჟივით ვაკვირდებოდი ყველაფერს და გულში ვფიქრობდი,რა კარგია რომ ისევ ცოცხალი ვარ და ამ ყველაფერს ვხედავთქო.მაშინ მივხვდი თუ რამდენად ძვირფასია ყველაფერი ირგვლივ,ცოცხალი არსებები,უსულო საგნები… და ყველაზე მეტად მივხვდი იმას,თუ რა ძვირფასია სიცოცხლე და ჯანმრთელობა.იმ დროს განსაკუთრებით,როცა შვილი გყავს,პატარა უმწეო… შენს გარდა რომ ვერავინ გაუწევს დედობას,დედამიწის ზურგზე ვერავინ… რომ მხოლოდ შენ ერთი ხარ მისთის დედა და რომ ამიტომ უნდა გაუფრთხილდე ჯანმრთელობას,რომ შენს შვილს სჭირდები,ჰაერივით,სიცოცხლესავით… რომ შილის გაჩენა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა,რომ შენი სიცოცხლე მარტო შენ აღარ გეკუთვნის და რომ შენი სიცოცხლე ეკუთვნის მთლიანად შენს შვილს… და მივხვდი,რომ სიცოცხლეზე ძვიფასი არაფერია ამ ქვეყნად… არ ვიცი რამდენად გამომადგა გაკვეთილად და რამდენად ვუფრთხილდები ჯანმრთელობას,მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს ერთი კვირა ნამდვილად სამუდამოდ დამამახსოვრება როგოგორც მწარე გაკვეთილი,რომელიც არასოდეს უნდა დამავიწყდეს… გავუფრთხილდეთ რა ანმრთელობას და სიცოცხლეს,ყველას გთხოვთ…

Advertisements

2 responses »

  1. ჯანმრთელობის ფასი მართლა არაფერია… ყველაზე მეტად თუ არა ძალიან ძალიან კარგად მესმის შენი 🙂 ჯანმღტელობას და მხიარულ დღეებს გისურვებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s