ბელმესის სახეები

სტანდარტული

1971 წლის 23 აგვისტოს ესპანეთის ერთ წყნარ  სოფელში,სადაც არასოდეს არაფერი ხდებოდა,მოხდა ისეთი ამბავი,რომელსაც  ათწლეულების განმავლობაშიც არ დაუკარგავს საზოგადოების ინტერესი.ეს ერთი პატარა,არაფრით გამორჩეული სოფელი,მსოფლიომ გაიცნო იმ ამოუცნობი ფენომენის წყალობით,რომელიც ცნობილი გახდა ბელმესის სახეების სახელით. … დღისა და ღამის გასაყარზე,როცა მზე ჯერ კიდევ არ მიმალულა ცის ტატნობიდან,მარიამ სამზადის კარი შეაღო და დაღლილი ნაბიჯებით მიაშურა აგიზგიზებულ ბუხარს,სადაც რკინის სამფეხზე შემოდგმულ ქვაბში ვახშამი მზადდებოდა.ქალი ქვაბისკენ დაიხარა რათა კერძისთვის ხის ჩამჩით ამოერია და უცებ ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო.ხელით ბუხრის თავს დაეყრდნო, რათა არ წაეფორხილა.მოულოდნელად თითქოს იგრძნო,ოთახში მის გარდა კიდევ ვიღაც იმყოფებოდა.ზურგზე დაჟინებული მზერა ცხელი ტალღასავიოთ მოედო.ქალი დაიძაბა,თითქოს იატაკს მიეზარდა ფეხებით…. ნელა მოტრიალდა და ოთახს თვალი მოავლო.თვალებში შიში ჩადგომოდა… რა თქმა მის გარდა ოთახში არავინ იყო.მარიამ თავბრუსხვევა ისევ იგრძნო,თუმცა ამჯერად ყურადღება აღარ მიუქცევია;ისევ დაიხარა რათა კერძისთვის ამოერია.ის ურევდა ქვაბში ხის ჩამჩას და ცეცხლის ალის ანარეკლზე მისი დაღალული სახის ყველა კუნთი თითქოსდა თრთოდა განცდილი უსიამოვნო წამის შემდგეომ.შეგრძნება,რომ ოთახში მის გარდა კიდევ სხვაც იმყოფებოდა,არ შორდებოდა… ქალი მორჩა კერძის ამორევას,ის იყო ბუხრის თავს დაეყრდნო,რათა წამომდგარიყო,რომ გველნაკბენივით შეკრთა და ჩამჩა ხელიდან გაუვარდა… ბუხრის წინ,იატაკის ფილაქანზე,ზედ მისი ფეხების ქვეშ,ნელ-ნელა ისახებოდა ადამიანის სახე… belmez ქალი შინ მარტო იყო და ძალიან შეშინდა.მოწყვეტით დაეცა სკამზე და მთელს სხეულზე იგრძნო თუ როგორ დაუდგა შიშისგან თმები ყალყზე.მარიამ პირველი რაც გაიფიქრა,ის იყო,რომ ვიღაც უნიჭოდ ეხუმრებოდა.მიუახლოვდა ფილაქანზე გამოსახულ ადამიანის სახეს და ხელით შეეხო.აშკარა იყო,რომ ფილაქანის ზედაპირი რამე ზემოქმედების შედეგად არ იყო სახეცვლილი.არამედ,თითქოს და თავად ქვაში იყო სახე ჩახატული,თითქოს და ყალიბში ჩამოსხმული,მოზაიკასავით… … მეორე დღეს,როცა შინ დაბრუნებული მარიას ვაჟი – მიგელი გაეცნო საქმის ვითარებას,გადაწყდა,რომ ეს უნიჭო ხუმრობა უბრალოდ გაექროთ თავიანთი სახლის იატაკიდან და დაევიწყებინათ.თუმცა უამრავმა ცდამ ამაოდ ჩაიარა… ბელმესი პატარა სოფელია და ყველა ერთმანეთს იცნობდა იმ დროს.ამიტომ ელვის სისწრაფით მოედო ეს ამბავი მთელ სოფელს.აგორდა სხვადასხვა ჭორი: მავანმა იატაკზე გამოსახული სახე ქრისტეს სახედ შერაცხა,რომელიც სასწაულებრივად გამოსახა პერეირების სახლის იატაკზე;ზოგისთვის კი ეს სახე გარდაცვლილს ეკუთხვნოდა,რომელიც დიდი ხნის წინ ცოცხლად დამარხეს ამ სახლის საძირკველში. და 1971 23 აგვისტოს,პატარა სოფელ ბელმესში,სხვაზე აღარაფერზე საუბრობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები,მხოლოდ ფენომენზე,რომელიც ნამდვილად არ გავდა ხუმრობას. პერეირებს არ სურდათ მათ სახლის სამზარეულოში გამოსახული უცნაური გამოსახულება,მთელი სოფლის განხილვის საგანი ყოფილიყო და ყოველი ღონე იხმარეს,რათა იატაკის ზედაპირიდან მოეშორებინათ.როცა ვერანაირი საშუალებით ვერ მოახერხეს გამოსახულების წაშლა,მხოლოდ ერთი ხერხიღა დარჩა – წერაქვით ამომტვრევა და მთელი ფილაქნის დამსხვრევა ნაწილ-ნაწილ.ასეც მოიქცნენ.დაამსხვრიეს ძველი ქვის ფილაქანი და მის ადგილზე ახალი ცემენტის იატაკი დააგეს.ამით დაირწმუნეს თავი,რომ ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდნენ არასასურველი ნახატისგან.მაგრამ სწორედ აქ შეცდნენ ისინი. მარია გომეს კამარას ვაჟი,მიგელ პერეირა შემდეგს ყვება: miguel pereira ,,მინდოდა დედაჩემი მშვიდად ყოფილიყო,ამიტომ ავიღე წერაქვი და ამოვამტვრიე ბუხრის პირი,სადაც გამოსახულება ეხატა.იმავე დღეს,დაახლოებით საღამოს 10 საათზე ვივახშმეთ და შუაღამის პირველი საათი იქნებოდა როცა სამზარეულოში გავედი.გამოსახულება ისევ ისეთი სახით იყო ბუხრის წინ გამოსახული,როგორიც ფილაქნის ამომტვრევამდე.ზუსტად იმ სახით,როგორც ცნობილ ფოტოებზე არის აღბეჭდილი”. ბელმესში დატრიალებულ ჭორებზე,პრესაც დაინტერესდა.გაზეთები  ბელმესში მომხდარი უცნაური ფენომენის შესახებ სტატიებით და ფოტოებით აჭრელდა. gazeti2 gazeti3 gazeti4 gazeti1 საერთოდ,ჩემი თვალთახედვით,დღესაც კი,2014 წელს,ესპანელი ხალხი გამოირჩევა იდუმალებისადმი,მისტიციზმისადმი დიდი ინტერესით.განსაკუთრებით დიდი დაინტერესება იგრძნობა ამოუხსნელი,პარანორმალური მოვლენებისადმი.თითქოს და, ამ ხალხს ეს მიდრეკილება გენეტიკურად მოსდგამთ.და ამიტომ ჩემთვის ძალიან ადვილი წარმოსადგენი გახდა,თუ რატომ დაიძრა ხალხის ოკეანე პატარა სოფელ ბელმესში,მთელი ქვეყნის მასშტაბს ვგულისხმობ.მოდიოდნენ ესპანეთის სხვადასხვა კუთხეებიდან,გადიოდნენ ასობით კილომეტრს და თქვენ წარმოიდგინეთ,გარკვეულ თანხასაც კი იხდიდნენ იმ უცნაური მოვლენის საკუთარი თვალით სანახავად,რომელზეც ასე ყბადაღებით ალაპარაკდა ქვეყნის ყველა გაზეთი. პერეირების სახლის წინ გრძელი რიგები იდგა,სახლის სამზარეულოს ნახვის მსურველების უგრძესი რიგი.
xalxmravloba belmezshiროდესაც დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოვლინდა,სახლში შესვლა ფასიანი გახდა,როგორც ეს მუზეუმებში ხდება.
,,იძულებული გავხდით სახლის კარებთან ყოველ დღე მდგარიყო გუარდია ცივილის(პოლიცია) ორი თანამშრომელი.” – აცხადებს მიგელ პერეირა. – ,,ხალხი მზად იყო სახლის კარები ჩამოემტვრია,რათა შიგ შეეღწია და საკუთარი თვალით ენახა ბუხრის წინ,იატაკზე გამოსახული სახე”. ყოველ დღე, უზარმაზარი რიგები იყო ცნობისმოყვარე ხალხისა სახლის წინ;ხოლო სახლში,ცემენტის იატაკსა და კედლებზე ახალ-ახალი სახეები იკვეთებოდა.თავდაპირველად,ულვაშიანი კაცის სახის მერე(რომელიც პირველი გამოისახა ბუხრის წინ),კედელზე გამოისახა ქალის სახე,რომელსაც გაოცებული თვალები,ფართოდ გაღებული პირი ჰქონდა.მას მოჰყვა პატარა,ბავშვების სახეები,ასევე ფართოდ გახელილი თვალებით და ღია პირით.მნახველს შეგრძნება გაუჩნდებოდა,რომ კედლებე გამოსახულ სახეებზე პანიკური შიში იყო აღბეჭდილი. მოწმეები აცხადებდნენ,რომ სახეები ყოველდღიურად იცვლიდნენ ფორმას.ერთ დღეს რომ ერთნი გამოისახებოდნენ,მეორე დღეს სახე სრულიად შეცვლილი ჰქონდა ყველა მათგანს.თითქოსდა,ყოველდღიურად იზრდებოდნენ ის ბავშვები,ასაკი ემატებოდათ,ბერდებოდნენ და მერე ქრებოდნენ კედლების ზედაპირებიდან.მერე კი ისევ ახალი,უცხო სახეები ჩნდებოდნენ და პროცესი ისევ ისე მიმდინარეობდა – იზრდებოდნენ,ბერდებოდნენ და ქრებოდნენ ხალხის თვალწინ.თითქოს ამ სახეებს ჰქონოდათ სიცოცხლე,თითქოს ცოცხალი არსებები ყოფილიყვნენ. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სანახავი,ემოციის გარეშე ვერ ნახავდა ადამიანი.განსაკუთრებით დრამატული სიუეტი იყო მათთის,ვინც ყოველდღიურად აკვირდებოდა ამ პროცესებს.თავად პერეირების სახლის ბინადარნი,მათი მეზობელ-ნათესავნი და ახლობლები,რომლებიც მერე მედია საშუალებებში იძლეოდნენ ინტერვიუებს ამოუხსნელი ფენომენის შესახებ.
შეიქმნა კონტროლის სისტემა,რომელიც დაკომპლექტებული იყო ხელისუფლების წარმომადგენელი ავტორიტეტული პირებით.სევილიის და მადრიდის საგამოძიებო დეპარტამენტმა,გუარდია ცივილმა(პოლიცია) და ბირთვული ენერგიის საბჭომ,მობილიზება გაუწიეს პროექტს,გამოეკვლიათ და კვლევების განმავლობაში თვალყური ედევნებინათ რა ხდებოდა სინამდვილეში პერეირების სახლში.
პირველ რიგში სამზარეულოს იატაკზე,ბუხრის წინ გამოსახული ულვაშიანი მამაკაცის სახე იქნა გამოკვლეული.ცემენტის ფილაზე საღებავის ან რამე სხვა სახის მასალის ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს.
იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე აპარატებით იკვლევდა ბირთვული ენერგიის საბჭოს ექპერტი.ხაენის გუბერნატორმა განახორციელა კვლევა,რომელიც ადგენდა ჰქონდა თუ არა რადიაქტიული ენერგიის გამოვლინებას ადგილი სახლის ტერიტორიაზე.თუმცა კვლევებმა არ დაადასტურეს ეს ვარაუდი.პერეირების ოჯახი დაამშვიდეს – მათი საცხოვრებელი რადიაქტიულად საშიშ ზონაში არ მდებარეობდა.სამეთვალყურეო პროექტში მონაწილე ავტორიტეტულმა პირებმა საბოლოო დასკვნაც გააღერეს – აფიორას არ ქონდა ადგილი პერეირების ოახის მხრიდან და რომ ისინი პასუხისგებაში არ მიეცემოდნენ.მაგრამ სახლი,როგორც გამოძიების კვლევის ადგილი,გადამოწმებულ უნდა ყოფილიყო – რამდენიმე ექსპერტის აზრით,ენიგმის პასუხი იატაქვეშ იყო დამალული.
სახლის იატაკის გათხრებმა დრო და ენერგია წაიღო.სამზარეულოს იატაკი არაერთგზის იქნა გადათხრილი.ამოთხრილ მიწას იქვე,იატაკზე ყრიდნენ და მიწის ზვინები სამზარეულოს ჭერს ატანდა სიმაღლით.
სებასტიან ფუენტეს ლეონმა,რომელიც გუფს ხელმძღვანელობდა,უარი განაცხადა გათხრების გაგრძელებაზე.მისი სახე ნათლად გამოხატავდა მის ემოციებს – იატაკის ფილებქვეშ,მიწის სიღრმეში ადამიანების ძვლები აღმოაჩინეს.ბავშვების ძვლები,რომელთა არც ერთი თავის ქალა არ აღმოჩნდა დანარჩენი ძვლების გვერდით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s