Monthly Archives: სექტემბერი 2016

ჰექტოპლაზმა

სტანდარტული

ჰექტოპლაზმა – ამოუხსნელი ფენომენი

 

Catherine-ს ფოტო.

ზოგიერთი ექტოპლაზმას სპირიტისტულ სამყაროს მიაკუთვნებს,თუმცა ასე არ არის.როცა მასზე ვსაუბრობთ,ჩვენ აღმოვჩნდებით ფენომენ ,,ცოცხალი ადამიანების მოჩვენებების´´ ( ამაზეც ვთარგმნი და დავპოსტავ მოგვიანებით ამონარიდს) ერთ-ერთი მაგალითის წინაშე.
XIX საუკუნის ბოლოს,როცა სპირიტიზმი მოდად დამკვიდრდა,ბევრი მედიუმი ირწმუნებოდა,რომ შეეძლო საიქიოდან სული ცოცხლების სამყაროში გადმოეყვანა.ისინი სეანსებზე წარმოქმნიდნენ ხმაურს,დარტყმების ხმებს; მაგიდები,ტუმბოები და ოთახის მორთულობის სხვა შემადგენელი ნაწილები მაყურებელთა თვალწინ იწყებდნენ ქანაობას,ცეკვას ან ჰაერში ტივტივს.ამის მხილველი მოწმეები რა თქმა უნდა განცვიფრებულები და დაინტრიგებულები უცქერდნენ მსგავს სასწაულებს.ყველა სხვა წარმოდგენილ ფენომენთა შორის,ექტოპლაზმა იყო ყველაზე ამოუხსნელი.
სიტყვა ,,ექტოპლაზმა´´ პირველმა გამოიყენა შარლ რიშემ,პარიზის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ფსიქოლოგიის დარგში,1913 წლის ნობელის პრემიის მფლობელმა.
სპირიტიზმის სეანსის დროს,მედიუმი მსუბუქი კრუნჩხვებით(?) შედიოდა ტრანსში და შემდეგ ჟელატინის მსგავსი ნივთიერება ნელ-ნელა იწყებდა გადმოსვლას მედიუმის სხეულის ბუნებრივი ხვრელებიდან,როგორიცაა: პირი,ყურები,ცხვირი და ა.შ.
ექტოპლაზმა ფოსფორისფერი ტონალობისაა და შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი კონსისტენცია.ზოგი აღწერს როგორც მარლის სიფრიფანა ქსოვილის მსგავსს,ზოგი როგორც მსუბუქი ღრუბლის მაგვარს,ზოგი როგორც ფაფუკი ცომის მსგავსს.როცა ექტოპლაზმა სხეულის ხვრელებიდან იშლება,მორაობს ისე,თითოქს სიცოცხლე გააჩნდეს,თითოს ცოცხალი არსება იყოს.
პარიზში არსებობს ექტოპლაზმის პარაფინის ყალიბები. წყლით სასვე ჯამზე ესხა პარაფინი,რომელიც წყლის თხევად ზედაპირზე მოტივტივე (პარაფინის) ფენას წარმოადგენდა. როცა მედიუმი ჩაუშვებდა ამ ჯამში ექტოპლაზმის ნაწილს,პარაფინით იქმნებოდა ექტოპლაზმის ყალიბი.
მიუხედავად იმისა,რომ შეიძლება ჩანდეს თითქოს ექტოპლაზმას სიცოცხლე გააჩნია,ასე არ არის.ის ვერც საკუთარ მოძრაობას აკონტროლებს და მისი არსებობაც არის ხანმოკლე,ეფემერული.ის სწრაფად კარგავს ფორმას და უბრუნდება მედიუმის სხეულს,რომელზეც მთელი სეანსის განმავლობაში მიმაგრებულია ,,ჭიპლარით´´.ექტოპლაზმის წონა ზუსტად იმდენი გრამია,რამდენი გრამიც ექნება დაკლებული მედიუმს სეანსის მერე.
1912 წელს,მედიცინის დოქტორმა, გერმანელმა შრენკ ნოცინგმა,პროფესორ რიშეს თხოვნით ექტოპლაზმის სინჯის მიკროსკოპული კვლევა ჩაატარა.მან აღმოაჩინა,რომ ექტოპლამა შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს,კალციუმის ფოსფატს,ცხიმის უჯრედებს,ლეიკოციტებს და ეპითელიოციტებს.
1983 წლის 15 ოქტომბერს ჯგუფმა ,,Hipergea´´ ჩაატარა ექტოპლაზმის ახალი ანალიზი და შედეგი იყო 1912 წელს დოქროტ ნოცინგის მიერ გამოკვლეული შედეგის იდენტური.
პარაფსიქოლოგიის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ექტოპლაზმა XIX საუკუნის 70-იან წლებში წარმოიქმნა 15 წლის მედიუმის მიერ.ფლორენს ქუქის ექტოპლაზმის მატერიალიზებამ სრულყოფილების ისეთ მაღალ ნიშნულს მიაღწია,რომ მკვლევარებმა ექტოპლამა ქეითი კინგის სახელით მონათლეს – მისი საოცარი მსგავსების გამო ჯონ კინგთან – ჯონ კინგი ,,ცნობილი´´ სული,რომელმაც დაარწმუნა ისინი,რომ ქეითი მისი ქალიშვილი იყო. ქეითი კინგის ექტოპლაზმა წარმოადგენდა ახალგაზრდა ქალს თეთრი,მაქმანებიანი სამოსით.ის ცოტათი უფრო ტანმაღალი იყო,ვიდრე თავად ფლორენს ქუქი.
უამრავი ფოტო იქნა გადაღებული სეანსის დროს,რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაშინდელ საზოგადოებაში და პარაფსიქოლოგიის ეს ექსპერიმენტი იმ პერიოდის კლასიკად იქცა.
ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი სერ უილიამ კრუქსი ( მან 1861 წელს აღმოაჩინა ლითონი თალიუმი) პარაფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი,რომელმაც გამოიკვლია ფლორენს ქუქის ჰექტოპლაზმის ფენომენი დ ამ ისტორიის ორი გმირიდან ერთ-ერთი თავდავიწყებით შეუყვარდა,იდუმალებით მოცული ქეითი კინგი.

Sol Blanco-Soler

¿hay alguien aqui?

 

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Advertisements