Monthly Archives: თებერვალი 2017

დაწყევლილი ტილოები – ,,მტირალა ბავშვები”

სტანდარტული

ბრუნო ამადიო ,იგივე ჯოვანი ბრაგოლინი – იტალიელი მხატვარი – რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი სევდასა და მწუხარებაში გაატარა,ვიდრე სიხარულსა და ბედნიერებაში.მის ტოლოებს დაწყევლილ ნახატებს უწოდებენ.მის მიერ შესრულებული 27 ტილო,რომელზეც მიტოვებული,უპატრონო ბავშვთა სახლში მცხოვრები მტირალი ბავშვები არიან გამოსახულნი,არც თუ ისე უსაფუძვლოდ ატარებენ დაწყევლილი ნახატების სახელს.ამბობენ,რომ ამ 27 ტილოს კოლექციაში თითოეული ნახატი,არის სხვა განზომილებაში გამავალი კარი. იმასაც ამბობენ,რომ ეს სურათი სადაც ყოფილა განთავსებული,იმ ადგილისთვის მას უბეედურება და ტრაგედიები მოუტანია.
თავად მხატვრის შესახებ არც თუ ისე მდიდარი ინფორმაცია მოიპოვება.ბრუნო ამადიო ვენეციაში დაიბადა 1911 წლის 15 ნოემბერს.ის ფაშისტი და კონსერვატორი იყო და მუსოლინის რეჟიმის ერთგულ მიმდევართა სიაში ირიცხებოდა.ვარაუდობენ,რომ მეორე მსოფლიო ომშიც მიიღო მონაწილეობა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თავისი ცნობილი სერიის ხატვა,რომელსაც ,,მტირალი ბავშვების ’’ სახელით იცნობს საზოგადოება.ამადიო ამ ნახატებში სიმბოლურად ცდილობდა ობოლი ბავშვების ცრემლებით გადმოეცა ომის მთელი სისასტიკე და საშნელება. ხსენებულ ნახატებს ჯოვანი ბრაგოლინის,ფრანშოტ სევილლე, ჯ.ბრაგოლინის სახელით აწერდა ხელს.ყველა მის ნახატზე გამოსახული ბავშვი იყო ობოლი და ცხოვრობდა უპატრონოთა ან მოწყალების სახლში.
ომის დასრულების შემდეგ ამადიო საცხოვრებლად გადადის ესპანეთში,თავიდან სევილიაში,სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა,ხოლო მოგვიანებით საცხოვრებლად მადრიდში გადადის,საიდანაც მისი კვალი მთლიანად იკარგება ისტორიისთვის.
როგორც მხატვრის შემოქმედებას,ასევე მისი პირადი ცხოვრების დეტალებსაც გასდევს ბნელი ხაზი.არის აზრი,რომ თავიდან ის საკმაოდ წარუმატებელი მხატვარი გახლდათ.მის ეპოქაში, ამადიოს უეცარი წარმატების შემდგომ ამბობდნენ: უკვე იმდენად დაიღალა საკუთარი წარუმატებლობით, პოპულარობა და აღიარება რომ მოეპოვებინა,ხელშეკრულებაც კი დადო ბნელ ძალებთანო.და ამ ვერსიას მისი ელვისსისწრაფით მიღებულ წარმატებით ამყარებდნენ,რაც რეალურად სიმართლეს შეესაბამებოდა – გაუგონარიო სისწრაფით იყიდებოდა მისი ორიგინალები,ტილოები ფასდაუდებელი განძი გახდა.წელიწადში ათიათასობით რეპროდუქციას ქმნიდნენ ბრაგოლინის შემოქმედებისას.დღევანდელ დღემდე 21-ე საუკუნეშიც კი,ძალიან ბევრ ოჯახს უკიდია ბრაგოლინის მტირალი ბიჭუნა სახლის სალონში.იმ დროს კი,როცა ბრაგოლინის პოპულარობა პიკს აღწევდა,სადაც კი ამ სერიის ორიგინალი ყოფილა განთავსებული,იმ სახლში ხდებოდა ხანძარი,პარანორმალულ ფენომენთა გამოვლინება.ამ სახლებში მომხდარი ტრაგიკული ისტორიოებიც ამ მტირალა ბავშვის ნახატებთანაა დაკავშირებული ქალაქური ლეგენდების მიხედვით.
სწორედ ამ ქალაქური ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიით, ,,მტირალა ბავშვების’’ სერიის პირველი ნახატი,რომელიც დახატა ბრუნო ამადიომ,დარჩა იმ თავშესაფარში,რომელშიც ცხოვრობდა ამ პირველ ნახატზე გამოსახული ბავშვი.გამოდის მისი პირველი მუზა რეალური ვინაობის მქონე ბავშვი იყო.იმასაც ამბობენ,რომ მოგვიანებით ეს ბავშვთა თავშესაფარი დაიწვა,აბსოლუტურად ყველა ღსაზრდელი,მასწავლებელი თუ მომვლელი – ყველანი დაიღუპნენ ხანძრის დროს, ერთადერთი რაც გადარჩა,სწორედ ამადიოს ეს პირველი ნამუშევარი იყო – მტირალი ბიჭუნა.როგორც ამბობენ,ამ ნახატში დარჩა გამოკეტილი იმ დაღუპული ბავშვის სული,რომლის სახეც ამადიომ დახატა.სწორედ აქედან მოდის ქალაქური ლეგენდა ნახატრის დაწყევლილობაზე.
70-იანი წლების დასასრულს,ბრაგოლინის ნახატთა სერიის დაწყევლილობის ამბავი შავი ჭირივით მოედო საზოგადოებას. უბედურებას თუ წარუმტებლობას ყველა ამ ნახატს უკავშირებდა და უკვე აღარავის უნდოდა სახლში ჰქონოდა არათუ ორიგინიალი,არამედ რეპროდუქციებიც კი.იმასაც კი ამბობდნენ,ნახატის წინ დიდ ხანს თუ დადგები და მტირალ ბავშვს თვალებში ჩააჩერდები,სატანასთან შედიხარ კონტაქტში და თავად ეშმაკი ბავშვის უმანკო,ცრემლიანი თვალებით პირდაპირ თვალში გიყრის თავის სისხლიან მზერასო.ხალხი შეძლებისდაგვარად სწრაფად იშორებდა 27-ივე ცრემლებიანი ბიჭუნას ტილოებს.
დღესაც,თუ კი სადმე შემორჩა ,,მტირალ ბავშვთა’’ სერიის რომელიმე რეპროდუქცია,ადგილზე მაცხოვრებლები ჩივიან,რომ მათ სახლში ამოუცნობი მოვლენები ხდება.
ქალაქური ლეგენდა, მოხუცების ზღაპარი თუ სინამდვილე?
ამის გადამოწმება მხოლოდ ,,მტირალი ბავშვები’’-ს ნახატის შეძენით და სახლში დაკიდებით შეიძლება.თქვენ გაბედავდით? 😉

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

 

გარდაცვლილთა სულების იდენტობა და მფარველი ანგელოზები.

სტანდარტული

ვინაობის თემა გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტისას,ერთ-ერთი ყველაზე რთული თემათაგანია პრაქტიკულ სპირიტიზმში.სულებს არ გააჩნიათ რამე სახის მტკიცებულება,რომ ისინი მიეკუთვნებიან კონკრეტულად ამა თუ იმ სახელს,გვარს და პიროვნულ მონაცემებს.ცნობილია,რომ ისინი იოლად მიისაკუთრებენ სხვის სახელს.დადგენა იმისა,სიმართლეს ამბობს თუ არა საკუთარ პიროვნებაზე გარდაცლილის სული,ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულებით ვერ იქნება გამყარებული.იმის მტკიცება,რომ ეს ნამდვილად იმ კონკრეტული პიროვნების სულია ვისადაც თავს ასაღებს,ძალიან ძნელი ან შეუძლებელია.მაგალითად,თუ სული წარსდგება ჩვენს წინაშე და გვამცნობს,რომ ის ვინმე ფენელონია(Fenelon) და ამბობს უმნიშვნელო,არაფრისმთქმელ,არასერიოზულ გამონათქვამებს,შეგვიძლია ვიეჭვოთ,რომ ეს ის იდენტობა არაა,ვისადაც თავს ასაღებს.ხოლო თუ მის მიერ წარმოთქმული ფრაზები ემთხვევა და ჰგავს ფენელონისთვის დამახასიათებელს,შეიძლება იმის დაშვება,რომ შესაძლოა მართლაც მისი სულია.რეალურად კი თუ ნეგატიური ხასიათის არაა მისი მანიფესტირება სეანსის დროს,მნიშვნელობა არც აქვს სინამდვილეში ვისი იდენტობაა.თუმცა მისი დადებითი ,,ქცევა’’ არ ამტკიცებს მისი ვერსიის სარწმუნოებას თავისი იდენტობის შესახებ.
აქ კარდეკი გულისხმობს სულის იდენტობის 100%-ით დადგენის შესაძლებლობის არ არსებობას,რადგან დაინტერესებული პირი სპირიტიზმის სეანსის დროს (ხაზს ვუსვამ – პროფესიონალის თანხლებით) ვერ იქნება სრულიად დარწმუნებული კონტაქტზე გამოსული სულის ვინაობის სისწორეში.

რაც შეეხება მფარველი ანგელოზის,უფრო სწორად კი გამორჩეული თვისებების მქონე,სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანთა სულები,გარდაცვალების შემდეგ განწმენდილნი ამაღლდებიან იერარქიულად,ხოლო მათი იდენტობა იშლება,იკარგება და ისინი აღარ არიან კონკრეტული პიროვნების ვინაობის მატარებელი სულები,ისინი ითვლებიან ანგელოზებად,მათი ადგილი იმ განზომილებაშია,სადაც სუფევენ იერარქიულად მოწინავე,წმინდა სულები.მიხვდებით ალბათ რომელი სულები იგულისხმებიან წმინდა სულებში.აქ მეეჭვება კარდეკი რელიგიური თვალსაზრისით მოიხსენიებდეს სულებს წმინდად.უფრო სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი სულები უნდა იგულისხმებოდეს,რომლებმაც თავისი ფიზიკური ცხოვრების მანძილზე სწორად იცხოვრეს.იმასაც თუ გავითვალისწინებთ,მთელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე რამდენი პიროვნების გარდაცვლილი სული განიწმინდა გარდაცვალების მერე,მათი ინკარნაციის ციკლთა რაოდენიობის გათვალისწინებით,როგორც ზემოთ ვთქვით, მათ უმეტესობას მაღალი იერარქიის სამყოფელში იდენტობა არ გააჩნია.ისინი ინდივიდუალობას არ კარგავენ და ზოგჯერ ადამიანს დამხმარედ ევლინებიან,რის გამოც მას უწოდებენ მფარველ ანგელოზს.ხშირ შემთხვევაში ისინი წარსდგებიან ადამიანისთვის ავტორიტეტული პიროვნების სახით,მაგალითად მორწმუნე რელიგიური ადამიანისთვის მიიღებენ რომელიმე მისთვის საყვარელი წმინდანის სახეს.არაფერი ამტკიცებს,რომ ეს ზუსტად იმ წმინდანის სულია,თუმცა ეს ცხადად ევლინება ადამიანს,იმიტომ რომ მან იმ წმინდანის პროექცია მიიზიდა სწორედ თავისი ფიქრებით და შთაგონებით.
იგივე ხდება როცა რომელიმე განვითარებული სული სპონტანურად ეცხადება ადამიანს.რა თქმა უნდა ვერავინ დაამტკიცებს სინამდვილეში ეს სწორედ ის წმინდანია თუ არა,მაგრამ თუ თვითონვე არ ამბობს რამეს ისეთს,რაც გააბათილებს მისი იდენტობის სინამდვილეს,არის ალბათობა იყოს სინამდვილეში ის კონკრეტული წმინდანი ან ვინმე სხვა სული,ამ დასახელებული წმინდანის რანგის,ასე ვთქვათ სულიერი იერარქიის იმავე განვითარების საფეხურზე მდგომი,იგივე კარდეკის მიერ წოდებული ,,წმინდა სული’’,ანუ იგივე ანგელოზი.
ალან კარდეკის ,,მედიუმების წიგნი”-ს მიხედვით.
თავი XXIV – სულების იდენტობა
მუხლები: 255; 256. გვერდი 341.