Monthly Archives: მაისი 2017

ჰელოუინის ღამის ჯადოსნური რიტუალი

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ჰელოუინის ღამის ჯადოსნური რიტუალი კუდიანებისთვის.  😀

,,ყველა წმინდანის დღე” ოკულტურ სფეროში ცნობილია როგორც წლის ყველაზე მაგიური დღე.რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ამ დღის რელიგიური დატვირთვა, მას მოიხსენიებენ როგორც ,,კუდიანების ღამეს”. ,,კუდიანების ღამე” – იგივე ,,ყველა წმინდანის დღე”(ევროპაში) და ჰელოუინის დღესასწაული( ამერიკაში) ემთხვევა ოქტომბრის თვის ბოლო ღამეს.ლეგენდების თანახმად ამ ღამით კუდიანები საიდუმლო შეკრებას ახორციელებდნენ,რათა თაყვანი ეცათ ბოროტების ღმერთისთვის.ენერგიების ფიზიკურ სამყაროში ზემოქმედების ვისაც სჯერა მათთვის ცნობილია,რომ ამ ღამის ზებუნებრივი ენერგია ქმნის სრულყოფილ ფონს სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად.
,,წმინდანების დღე” მომდინარეობს ,,სამაინის”(კელტური ახალი წელი) დღესასწაულიდან,რომელიც ასევე ითვლება ,,ჰელოუინის” დღესასწაულის წინამორბედად.კელტური ,,სამაინის” დღესასწუალი აღინიშნებოდა მოსავლის აღების პერიოდში და სწორედ ამიტომ მოიაზრებოდა ახალი წლის დასაწყისად.მათ სწამდათ,რომ მიმავალი წლის ბოლო ღამე იყო ყველაზე მაგიური.ამ ღამეს იხსნებოდა კარიბჭე ფიზიკურ და სილიერ სამყაროებს შორის და როგორც კეთილი,ასევე ბოროტი სულები სტუმრობდნენ რეალურ სამყაროს.
ევროპაში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კელტური ,,სამაინი” გარდაიქმნა ,,ყველა წმინდანის” დღედ,რომლის მიხედვითაც პატივი უნდა მიეგოთ ყველა ცნობილი თუ უცნობი პირისთვის,ვინც ეწამა ქრისტიანობისთვის.
როგორც აღვნიშნე ზემოთ,ოქტომბრის თვის ბოლო ღამე წლის ყველაზე აქტიური ღამეა ენერგეტიკული თვალსაზრისით.
სწორედ ამ ღამით ასრულებდნენ ჯადოქრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალს – კოლექტიური თაყვანისცემა ბოროტი ძალისა.ზოგი ვერსიის მიხედვით კუდიანთა ეს შეკრებები სხვა არა იყო რა, თუ არა მადლიერების გამომხატველი რიტუალური თავყრილობა ქალღმერთ გაიასადმი( ნაყოფიერების,პურის და დედამიწის ღვთაება) პატივის მისაგებად.
დროის სვლასთან ერთად წარმოიშვა უამრავი რიტუალი,ჯადოქრობა – თაყვანისცემის თუ ენერგიების მართვის უამრავი ფორმა,რომლითაც ოქტომბრის იმ ცივ და ბნელ ღამეს წინა ეპოქების მკვიდრი ქალები თავიან თავს უძღვნიდნენ ბოროტ ძალებს.
ეს რიტუალები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერად (უმეტესწილად ზეპირსიტყვერად იმიტომ,რომ ისტორიიდან ყველამ ვიცით ინკვიზიციის ის სისხლიანი ეტაპი,რომელიც ევროპამ განვლო).
ამ რიტუალების გარკვეული ნაწილი დღემდე შემორჩენილია ხალხურ მედიცინასა თუ ოკულტურ წყაროებში.ზოგი მათგანი ცნობილია როგორც სამკურნალო შედეგის მომტანი.რიტუალების მიზანია ასევე გვასწავლოს თუ როგორ მოვიზიდოთ სასურველი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში და მოვიპოვოთ მატერიალური თუ მენტალურ/სულიერი კეთილდღეობა.

აქ გაგიზიარებთ ერთ-ერთ ძველ რიტუალს,რომელიც პირად ცხოვრებაში სიყვარულის და წარმატების მოსაზიდად გამოგადგებათ.როგორც მისი მომხმარებლები აცხადებენ,რწმენით და გულდასმით შესრულების შემთხვევაში,წარმატებით მუშაობს.

რიტუალისთვის საჭირო ატრიბუტები:

3 ტოტი დარიჩინი;
1 წითელი სანთელი;
1 თეთრი სანთელი;
თეთრი ქაღალდი;
წითელი კალამი;
ლითონის ან მინის სინი – ცეცხლგამძლე;
ასანთი ან სანთებელა.

რიტუალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოქტომბრის თვის ბოლო ღამეს – ,, მზის ჩასვლის შემდეგ,როცა დედამიწას მთვარის შუქი მოეფინება”.
ასევე აუცილებელია იყოთ განმარტოებით და მშვიდ გარემოში.თავს უნდა გრძნობდეთ რელაქსირებულად,მყუდროდ,კომფორტულად.
ანთებთ ორივე სანთელს,ვალაგებთ დარიჩინის ტოტებს მათ სიახლოვეს.წითელი კალმით დაწერეთ ფურცელზე თქვენი სურვილი ან პიროვნების სახელი,რომლის სიყვარულის მოპოვებაც გსურთ.დახუჭეთ თვალები,ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ სამჯერ და სიტყვიერად (ან გონებაში) წარმოთქვით სურვილი(ან სახელის მისამართით თქვენი სურვილი),რომელიც ფურცელზე დაწერეთ.მოათავსეთ დარიჩინის ტოტები და ფურცელი ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და ერთად დაწვით.როცა ფურცელი დაიწვება აიღეთ ფერფლი და მარცხენა ხელისგულში მოათავსეთ.მიმართეთ საიქიოდან მოსულ სულებს შემდეგი სიტყვებით:
,,იმქვეყნიურო სულებო,რომლებიც გვეწვიეთ ამ ჯადოსნურ ღამეს,დაუშვით რომ ჩემი სურვილი ასრულებული იქნას”.

როცა წარმოთქვამთ ამ სიტყვებს,ღია ფანჯარაში სული უნდა შეუბეროთ ფერფლს,რომელიც მარცხენა ხელში გაქვთ.უნდა გაფანტოთ ჰაერში ეს ფერფლი სულის შებერვით.და რაც მთავარი უნდა გწამდეთ ღრმად,რომ ეს სურვილი ასრულდება.

მოკლედ,თუ ვინმე გააკეთებთ ამ რიტუალს და სასურველ შედეგს მიიღებთ(სურვილის დაკონკრეტება არაა საჭირო),ანუ თუ იმუშავებს,გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ^_^

Advertisements