Monthly Archives: ივლისი 2017

სიკვდილი

სტანდარტული

,, სიკვდილი არის თემა, რომელიც ყველა ადამიანს ასე თუ ისე აღელვებს. ჩემმა რეგრესული ჰიპნოზის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიკვდილი ნამდვილად არ არის ის, რისაც ასე ძალიან უნდა გვეშინოდეს. ადამიანები წინა რეინკარნაციების მონახულებისას ხშირად ხედავენ გარდაცვალების მომენტებს და თავიანთ სულს,როდესაც ის ტოვებს სხეულს. არ ყოფილა შემთხვევა,როდესაც ადამიანს უთქვამს რაიმე უარყოფითი თავისი გარდაცვალების შესახებ (წინა რეინკარნაციებში). ყველა ამბობს, რომ გარდაცვალების და სხეულის დატოვების შედეგად განიცადა სიმსუბუქე, შვება და სიმშვიდე.
ფაქტიურად, სიკვდილი, ან უფრო სწორედ გარდაცვალება, არის ჩვენი სულის უკან დაბრუნება მის მარადიულ სამყოფელში. ჩვენ, ადამიანებს, თითქოს ყველაფერი შებრუნებით გვაქვს წარმოდგენილი. ადამიანი იმდენად ღრმად ეფლობა ამ მატერიალურ რეალობაში/ილუზიაში,რომ თავისი ჭეშმარიტი არსი ავიწყდება და გონია,რომ მისი ერთადერთი და განუმეორებელი არსებობა სწორედ ამ სამყაროში ხდება. სინამდვილეში კი, ჩვენ ყველანი აქ დროებით ვიმყოფებით ჩვენი სულისთვის სასურველი გამოცდილების მისაღებად.
უფრო მეტიც, როგორც ერთერთმა ადამიანმა რეგრესული ჰიპნოზის დროს ნახა დღეს, სიკვდილის ანგელოზი სულაც არ ყოფილა საშინელი და სასტიკი. პირიქით, ის ძალიან მოსიყვარულე ანგელოზია და ეხმარება ადამიანებს ეს გარდასვლა ამ მატერიალური სამყაროდან სულიერში სიმშვიდეში და სიყვარულით სავსემ განახორციელოს”. – ამბობს რეგრესული ჰიპნოზის სპეციალისტი რუსიკო კვირიკაშვილი.

კითხვებზე პასუხობს ქნ.რუსიკო.

1) ,, – რა ვიცი, მე მაინც საშინელება მგონია, საშინელებაა ადამიანების და ახლობლების დაკარგვისას განცდილი გრძნობა.
– გეთანხმებით, ეს ჩვენთვის, აქ დარჩენილებისთვის, რთული და მტკივნეული პროცესია, მაგრამ თავად გარდაცვლილის სულისთვის სასიამოვნო და შვების მომგვრელი. ის ფაქტი, რომ ისინი (მათი სულები) კარგად არიან, ჩვენთვისაც მანუგეშებელი უნდა იყოს…მე ასე მგონია.”

2) ,, – მეც ასე მგონია რომ არის…. სადღაც შორს ვგრძნობ… უბრალოდ ახლობლებთან და ნათესავებთან განშორება კონტაქტი როგორ არის? ან თუ გრძელდება ეს იქით?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულები მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს, ვიდრე რეინკარნირდებოდნენ დედამიწაზე (განსაკუთრებით ეს ეხებათ ახლობლებს) და გარდაცვალების შემდეგაც ჩვეულებრივ განაგრძობენ ურთიერთობას, თუკი მათ ამის სურვილი აქვთ. ზოგიერთი ადამიანი, მაგალიტად მედიუმები, ფიზიკურ რეალობაშიც ახერხებენ სულებთან კონტაქტს მიღმიერ სამყაროსი.”

 

Advertisements