ახალგაზრდა რუსი მსახიობი ქალი, ვერა ხოლოდნაია (30.07.1893 – 16.02.1919 ), რუსული მუნჯი კინოს პირველი ვარსკვლავი, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ,,ესპანური გრიპით”.მისი პიროვნება ბრწყინვალე კარიერის და შესაბამისად პოპულარობის ზენიტში იყო,როცა სიცოცხლე მოუსწრაფა ვერაგმა დაავადებამ. ,,ესპანური გრიპის” ეპიდემია, ევროპის დიდ ნაწილს პირველი მსოფლიო ომის დასასრულს მოედო და სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით ადამიანს.ჩვენ უკვე ვახსენეთ ჯგუფის ადრინდელ პოსტებში
მე-19-ე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული,მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებამდე(შემთხვევები დღესაც ფიქსირდება)ევროპაში დამკვიდრებული ფრიად უცნაური მოდა – გარდაცვლილი ადამიანებისთვის(ცხედრისთვის) ფოტოების გადაღება – Photos Post Mortem.ეს ტრადიცია რუსეთის სოციუმის მაღალ კლასებშიც იყო პოპულარული.ცნობილ პიროვნებებს,მეცნიერებს,წარჩინებული გვარების წარმომადგენლებს,მდიდრებს – მოკლედ საზოგადოების ნაღებს ტრადიციად ჰქონდათ დამკვიდრებული გარდაცვლილი ახლობლის საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული გვამის ,,ჩაკარტოჩკება”. ვერა ხოლოდნაია თავისი პოპულარობის წყალობით ცნობილი პიროვნებების რანგში გადიოდა და მისმა გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.სამახსოვროდ კი ფოტო გადაუღეს მიცვალებულ ვარსკვლავს.