როგორ დავამარცხოთ მტერი

სტანდარტული

luciernagas

როგორ დავამარცხოთ მტერი?!

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა.
არ არსებობს ადამიანი,ვისაც პირდაპირი გაგებით მტერი თუ არა,არაკეთილმოსურნე მაინც არ ჰყავდეს.
მტერში არ იგულისხმება მხოლოდ მოსისხლე მტერი,ვინც დაუფიქრებლად გაგიმეტებდათ სასიკვდილოდ.მტერში იგულისხმება ყველა ის ადამიანი,ვისაც შენთვის სიკეთე არ სურს.ეს არ აგვერიოს ინერტულად განწყობაში ვინმეს მხრიდან.ინერტული განწყობაა,როდესაც ვინმესთვის სულ ერთი ხარ.მტრის ძალა სწორედ იმაში გამოიხატება,რომ სულ ერთი არ ხარ მისთვის.
მაგრამ მტრობის ძალა არასოდეს არ არის ცალმხრივი.მტერი მაშინ იძენს ძალას,როცა მისი ნეგატიური განწყობა პასუხგაცემულია მსგავსივე დამოკიდებულებით.
მაგალითად, პიროვნება A მტრობს პიროვნება B-ს. B-ც იგივენაირად პასუხობს.სწორედ აქ იკვრება მოჯადოებული წრე.ეს ურთიერთობა არის თავად ,,ჯადო”. ურთიერთმიმართული ნეგატივი უკვე წარმოადგენს იმ ენერგიას,რომელიც რეალიზებას ჰპოვებს ფიზიკურ პლანზე.თუ მომხდური უმიზეზოდ გმტრობს და შენ მას მისივე იარაღით არ პასუხობ,მტერი ასეთ დროს კარგავს ძალას და ის შენ ვერაფერს დაგიშავებს ვერც ფიზიკურ,ვერც ენერგეტიკულ დონეზე.ეს არის მტრის განიარაღება და მისგან გამოსროლილი ნეგატივისგან თავის დაცვა.თუმცა ვიცით, რომ მხოლიდ ასე მარტივად არ ხდება მტრების ჩამოშორება.
მივუბრუნდეთ A და B პიროვნებების მაგალითს,როდესაც ორი პიროვნება თანაბრად მტრულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთის მიმართ.ისინი განუწყვეტლივ უშვებენ ერთმანეთისადმი სიტყვიერ,აზრობრივ,ენერგეტიკულ თუ ქმედით ნეგატივებს.ამით ისინი აძლიერებენ ერთმანეთს. A კვებავს თავისი საკუთარი ენერგიით B-ს და პირიქით,B კვებავს საკუთარი ენერგიით A-ს. ხანგრძლივი დროით გაგრძელებული მტრული ურთიერთგანწყობა,თავის მხრივ წარმოქმნის ახალ ენერგეტიკულ ველს,რომელიც დროთა განმავლობაში ხდება უფრო ძლიერი.მან შეიძლება განაპირობოს საგვარეულო მტრობის წარმოქმნაც ორი პიროვნების საახლობლოს შორის. ამ ახალ ენერგეტიკულ წარმონაქმნს კვებავს სიძულვილი. სიძულვილი არის ძლიერი ემოცია,რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე უნგრევს ადამიანს აზროვნებას.ანუ, სიძულვილი ჯერ აავადებს გონებას(არაჯანსაღი ემოციებისა და განცდების,ეჭვების,არასწორი დასკვნების,ყალბი ტკივილების და ა.შ. ფონზე),დაავადებული გონება წარმოშობს არაჯანსაღ აზრებს და ფიქრებს,აზრები და ფიქრები როგორც ვიცით ძლიერ ვიბრაციებს ფლობენ იმდენად, რომ მიზიდულობის ძალით იზიდავენ თავიანთ მსგავს მოვლენებს,რაც საბოლოო ჯამში ფიზიკურ პლანზე მატერიალიზდება.დაავადებული გონების,მატერიალიზებული ნეგატივის,მოზიდული უარყოფითი მოვლებების ფონზე ჯერ ზიანდება სუბიექტის აურა.დაზიანებული აურა კი პირდაპირ დარტყმას ახდენს ფიზიკურ სხეულზე და იწყება სხეულის დასნეულება.აი,ეს არის მტრობის, სიძულვილის,შურის,ბოღმის საბოლოო შედეგი.
ამბობენ – როდესაც დიაგნოზი ცნობილია,სნეულების განკურნებაც ადვილიაო.ასეცაა,როცა იცი მიზეზი და რეზულტატი,უკვე სწორ გზაზე ხარ იბრძოლო ამ მიზეზის აღმოფხვრით რეზულტატის გასანეიტრალებლად.
მტრობის მიზეზი თუ სიძულვილია,გამოდის სიძულვილის ანტონიმი გააქარწყლებს მას.
დიახ,მტრობის და სიძულვილის დასამარცხებელი უძლიერესი იარაღი სიყვარულია.
მე არაფერზე ვსაუბრობ,რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია.ასევე ვსწავლობ სხვათა მაგალითზეც,ვაკვირდები მათ თვისებებს,ცხოვრებას,რეზულტატებს. ამიტომ ვთვლი,რომ საკუთარი ნააზრევის და გამოცდილების გაზიარება შემიძლია.მე არც მასწავლებელი ვარ,არც გურუ,არც ფსიქიატრი და არც ეზოთერიკოს-ოკულტისტი,როგორც ვგონივარ თურმე ხალხს,მე ვარ მაძიებელი და მოსწავლე სამყაროსი.მე ყველასგან ვსწავლობ,თითოეული თქვენგანისგან ვსწავლობ,ბევრი ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებების ნაშრომებიდან ვიღებ ცოდნას.ვიღებ ინფორმაციას ბავშვისგან,მოხუცისგან,ცხოველისგან,მცენარესგან,ჩემნაირი მაძიებლისგან და ა.შ.რისთვისაც მადლიერი ვარ თითოეული მათგანის.
გამოცდილებაზე ვლაპარაკობდი – პირადად გამოვცადე თუ რა საოცრების ჩადენა შეუძლია ადამიანს მენტალურად,მხოლოდ აზროვნებით.ესენია:
1) რეიკის ენერგიით ფიზიკური ტკივილს დათრგუნვა.
2) სიყვარულის პრაქტიკით დაუძინებელი მტრის შემორიგება.
3) მედიტაციების საშუალებით წინა ინკარნაციების ხილვა.

ეს თემები და მათთან დაკავშირებული შეკითხვები ვისაც ექნება, შეუძლია მკითხოს.

რაც შეეხება პოსტის მთავარ თემას, მტრის დამარცხებას, არავითარი აზრი არ აქვს მას,თუ მთლიანად არ გავთავისუფლდით მისი ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან.მაგალითად,შეიძლება ადამიანს აპატიო,მაგრამ ვერ დაუვიწყო რაც გაწყენინა თუ დაგიშავა.ძალიან ჩვეულებრივი,ყოფითი დამოკიდებულებაა ეს.მაგრამ ასეთ პატიებას აზრი არ აქვს.ფაქტობრივად ეს არც არის პატიება.პატიება უფრო ფუნდამენტალური დამოკიდებულებაა სუბიექტის ბუნებისა – ზოგადი განწყობის ჩამოყალიბებაში.მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპატიეთ,მაგრამ გვახსოვს(ცნობიერად), რა გამოდის? ის განწყობა ისევ ჩვენს ცნობიერშია,ისევ ისე ნეგატიურ დამოკიდებულებაში ვართ ობიექტისადმი და ვფარისევლობ – თითქოს ვაპატიეთ. ეს არის განწყობა ,,ბომბი”, რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება.
მაშასადამე,ამ განწყობის გაქრობა,ცნობიერიდან ამოშლაა საჭირო,რათა დადგეს ის ნატურალური სიმშვიდის განცდა,რაც წესით მტრობისა და სიძულვილის გარეშე იქნებოდა.
ამ განცდის გამოწვევის მანიპულაცია შესაძლებელია ხელოვნურად.შესაძლებელია ცნობიერიდან წაიშალოს ის ნეგატიური დამოკიდებულება,რაც მთავარი კვების წყაროა სიძულვილისა.
და ეს მეთოდი არის სიყვარულის პროვიცირება ჩვენში.სიყვარულის ჯერ დაპროგრამება,მერე აღმოჩენა და ბოლოს ბუნებრივად წარმოქმნილი ვიბრაციებით გაშვება ინტერესის ობიექტისკენ,ე.წ. მტრისკენ.

პრაქტიკა მარტივია:

დღეში თუნდაც მინიმუმ სამჯერ(რაც მეტჯერ დააპრაქტიკებ მით უკეთესი,შედეგიც მალე დადგება.ჩემი შედეგი დადგა ორ თვეში.არც თუ ისე დააგვიანდა.) აპრაქტიკებ აზრობრივად ან სიტყვიერად:

,,მიყვარხარ,სიყვარულს გიგზავნი,სიყვარული შენ”

მიმართავ სახელით მას,ვის მიმართაც გზავნი.
ეს პრაქტიკა შეგიძლიათ განახორციელოთ ასევე ახლობლების,მეგობრების,საყვარელი ადამიანების,უცნობების,სამსახურში უფროსების,გამოცდებზე გამომცდელების,ცხოველების,დედამიწის,კოსმოსის,მზის და ნებისმიერის მისამართით.მაგრამ სასურველია თუ პირველად მოიხსენიებთ მტრებს ან იმ პირებს,ვისაც იცით რიმ არ უყვარხართ,ან თქვენ არ გიყვართ ისინი.
დამიჯერეთ,გამოცდილი და ფუნქციონირებადი მეთოდია მტრის დასამარცხებლად და მის საბოლოო,ენერგეტიკულ დონეზე ჩამოსაშორებლადაც კი.მას თქვენ საერთოდ ამოშლით თქვენი კარმიდან.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s