Category Archives: დამატებითი კვება და საბავშვო რეცეპტები

რჩევები პირადი გამოცდილებიდან.

ომლეტი (ტორტია) ბოსტნეულით.

სტანდარტული

                                     tortilla

ამ რეცეპტით შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს 1 წლიდან.
(თუ მხოლოდ კვერცხის გულს გამოვიყენებთ(ცილის გარეშე)იმ დროიდან შეიძლება,როცა პედიატრი კვერცხის გულს დაამატებს კვებაში.)

მასალა:

კვერცხი 2 ცალი.

უმი ბარდა(არა კონსერვირებული.შეგვიძლია გამოვიყენოთ გაყინულიც).

კარტოფილი 1ც. საშუალო ზომის.

ოხრახუში,ქინძი და კამა ორ-ორი ღერი.

მარილი.

მომზადების წესი:

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და გავჭრათ ჯვარედინად სიგრძივად.დავთალოთ თხელ-თხელ ნაჭრებად.მოვხარშოთ.
ორიგინალური რეცეპტის მიხედვით,კარტოფილი იწვება/ითუსება ბლომად ზეთში.მაგრამ ვინაიდან ჩვენ პატარა ბავშვისთვის ვამზადებთ,ვეცადოთ ცეცხლზე მომწვარი ზეთი მინიმალური რაოდენობით გამოვიყენოთ.ამიტომ მოვხარშოთ კარტოფილი.

საშუალო ზომის ღრმა ჯამზე ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი(ან მხოლოდ ორი კვერცხის გული) და დავამატოთ ყველა ინგრედიენტი:კარტოფილი,ბარდა,წვრილად დაჭრილი მწვანილი და სულ ცოტა მარილი.თუ ბაია მიჩვეულია უმარილო საკვებს და არ იწუნებს,უმჯობესია თუ საერთოდ არ დავამატებთ მარილს. 🙂

ტეფალის ზედაპირიანი ყველაზე პატარა ზომის ტაფა(მგონი 14 სმ-იანი დაიმეტრით) გავაცხელოთ და დავუწიოთ ცეცხლს დაბალზე.ცხელ ტაფაზე  დავასხათ რამდნეიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.მთლიანი ტაფა მოვფაროთ ამ ზეთით,სამზარეულოს ქაღალდის ან ჯაგრისის დახმარებით(ასე იმიტომ  ვიქცევით,რომ აღვკვეთოთ პატარას საკვებში დიდი ოდენობით ე.წ. გამომწვარი” ზეთი,რომელიც მხოლოდ ქოლესტერინის წყაროა და არავითარი დიდი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის) და დავასხათ კვერცხიანი მასა.

აი,აქ იწყება ცოტა სიძნელე. 🙂

დავაკვირდეთ ძირი არ დაეწვას.იმიტომაც გვავქს დაბალ ცეცხლე,რომ ნელ-ნელა უნდა გამოცხვეს.

შემდეგი საფეხური და ცოტათი ძნელი მიუჩვეველი ხელისთვის.როგორც კი ოდნავ გაუმუქდება ძირი ომლეტს,ვიღებთ დესერტის თეფშს(ე.წ. თხელ თეფშს,რომელსაც ასევე ,,ფრიალა თეფშსაც” ეძახიან).დიდ ტაფაზე უფრო დიდი ზომის თხელი თეფში არის საჭირო,სავარაუდოდ წვნიანის ღრმა ტეფშის დაბლა დასადები დიდი და გაშლილი თეფში.მაგრამ იმ ზომის ტაფაზე,რომელსაც მე ვიყენებ,დესერტის თეფშიც გამოდგება.წინა ზედაპირით ვადებთ ამ ტეფშს ტაფაზე,ვაჭერთ მჭიდროდ და გადმოვაბრუნებთ ტაფას,ისე რომ შიგთავსი თეფშზე მოთავსდეს.თეფშის კიდე მივადოთ თაფის ზედაპირს და სწრაფი მოძრაობით ჩავასრიალოთ მასა ტაფში,უმი ზედაპირი მოვუქციოთ ტაფის ფსკერზე.დავდოთ ისევ დაბალ ცეცხზლე.როცა დაბლიდან შემუქდება გავიმეოროთ თეფშით იგივე პროცედურა.ასე რამოდნეიმეჯერ უნდა ამოვაბრინოთ ტორტია.იქმადე სანამ გული კარგად არ გამოუცხვება. 🙂

პ.ს. მე ჩემთვის ზითის გარეშეც მომიმზადებია,როცა ორიენტირებული ვიყავი უცხიმო საკვების მიღებაზე.ოღონდ კარგი ტაფა უნდა გვქონდეს,ტეფალის ზედაპირით მაგალითად. 🙂

აქ დავდებ ვიდეოს,რომელიც დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება ტორტიას მომზადებაში.

Advertisements

დამატებითი კვება.

სტანდარტული

აქ მინდა დავწერო ჩემი პირადი გამოცდილება ბავშვის დამატებით კვებასთან დაკავშირებით.ჩვენი პედიატრი მრავალწლიანი სტაჟის მქონე ექიმია და ჩემმა ამხანაგმა,სანდო ადამიანმა,ფარმაცევტმა(ამ ქვეყანაში ფარმაცევტები ცოდნით და კვალიფიკაციით ექიმებს არ ჩამოუვბარდებიან)და თავადაც დედამ გაუწია რეკომენდაცია.თავისი შვილის ექიმია.ვინაიდან აქაური ამბულატორიის ექიმები დიდი გულისხმიერებით არ გამოირჩევიან პატარა პაციენტების მიმართ,საჭიროდ ჩავთვალე კერძო ექიმი აგვეყვანა.ჩემი შვილი ერთი თვისაც არ იყო ჯერ Doctor Jose Manuel Garcia Bru-სთან რომ დავარეგისტრირე.უკვე 1 წლის და ერთი თვის ხდება ანა და დღემდე მასთან ვართ,პირადი ექიმის შეცვლა აზრადაც არ მოგვსვლია.ძალიან კმაყოფილი ვარ და ვენდობი ამ ექიმს. 🙂

5 თვე:

თებერვლის თვე.

4 თვე მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე ვიყავით.ანა იყო 68 სმ სიმაღლეში და წონაში ზუსტად 8 კგ.

ზოგადი მდგომარეობით კმაყოფილია ექიმი,ანა ჯანმრთელია და ასაკის შესაბამისად კარგად ვითარდება. 🙂

ვინაიდან 4 თვის ვიზიტზე როდესაც აწონა და იყო 7.650 გრ.წონაში,ჩათვალა,რომ 1 თვეში 350 გრ.მატება ცოტაა,ამიტომ მე-5 თვიდან დაგვიმატა ფაფა ღამის  ძილის წინ:

210 მლ დედის რძე ან ადაპტირებული რძე(ფორმულა) + 3 ფორმულის კოვზი სერეალი(გლუტენის გარეშე).არის თხელი,ოდნავ მოცულობიანი კონსისტენციის და ისმება ბოთლით.3 პოზიციიანი (ნახვრეტის სიდიდეს რომ განსაზღვრავს)საწოვარა უნდა დავაყენოთ შუა,მე-2 პოზიციაზე,რათა ფაფიანი რძე არც ძალიან სწრაფად გამოვიდეს(მე-3-ე პოზიცია) და არც გაუჭირდეს გამოსვლა(1 პოზიცია).ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის კომფორტის არ დარღვევის თვალსაზრისით.ამავე დროს საშიშიცაა,შეიძლება გადასცდეს პატარას ჭავლით გამომავალი საკვები(მე-3-ე პოზისიცია,ყველაზე მსხვილი ნახვრეტი).

ღამის ძილის წინ იმ მოტივით დაგვინიშნა ფაფა,რომ სერეალი უფრო ხანგრძლივად დაანაყრებდა,6 საათიან სავალდებულო შუალედსაც გააკეთებდა,უფრო დიდ ხანს დაიძინებდა დანაყრებული და ჩემთვისაც კარგი იყო,მეც მაცლიდა ძილს. 😀

დამატებით კვებას იწყებენ ორი ვარინატით: სერეალით(მარცვლეულის ფაფა) ან ბოსტნეულით.

თუ კი ბავშვი წონაში ჩამორჩება ან ნორმაზე მცირე მატება აქვს,პირველად უმატებენ სერეალს(მარცვლეული).

თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და ნორმალური მატება აქვს ან ნორმაზე მეტი აქვს მატება და მიდრეკილია ჭარბი წონისკენ,6 თვიდან უნიშნავს ექიმი დამატებით კვებას,ეს ბავშვები  ძირითადად იწყებენ ბოსტნეულის სუპ-პიურეთი.

ჩვენ მხოლოდ 3 კოვზი სერეალი დაგვინიშნა 24 საათში,მე მგონი არც ისე ბევრია.დანარჩენი კვება ისევ განვაგრძეთ ძუძუ,ყოველ 3 საათში ერთხელ მიირთმევდა ჩემი გოგო — ღამის 6 საათიანი შუალედის გარეშე.ანუ,24 საათში ერთხელ მაინც უნდა იყოს, მინიმუმ 6 საათიანი შესვენება კვებებს შორის,მაგალითად ღამე.მაგრამ ანა არ აკეთებდა ამ შუალედს,ღამით 3-ჯერ  ჭამდა,ყოველ 3 საათში ერთხელ.ღამის ძილის წინ არ ისურვა სერეალიანი რძის დალევა და დღის განმავლობაში გადმოვუტანე.

6 თვე:

მარტი.გეგმიური აცრა 6 თვეზე(7/03/13) და ფასიანი აცრა Prevenar(4/03/13)

გავაგრძელეთ ისევ ბუნებრივი კვება და დღე-ღამეში ერთხელ სერეალი+რძე.(210 მლ+3 კოვზი სერეალი)შუადღეზე ჭამდა.

სამხრის დროს ასე 4 ან 5 საათზე ვაძლევ დაბლენდერებულ ხილს.ბანანი,ვაშლი,მსხალი.რაოდენობა – ნაყოფის ნახევარი.თავიდან მხოლოდ თითო სახეობა ხილი,მერე შევურიოთ.დავაყოლებინოთ ძუძუ.

ამ თვეში მატება წონაში 500 გრ.

სიმაღლე 69 სმ,წონა 8.500 გრ.

ექიმი კმაყოფილია მონაცემებით.აბსოლუტურად ჯანმრთელია ანა. 🙂

7 თვე:

აპრილი.ფასიანი აცრა Prevenar(08/04/13)

სიმაღლე 71 სმ,წონა 8.550 გრ.

ნამატი ამ თვეში მხოლოდ 50 გრ.ექიმი არ შფოთავს,ბავშვი ყველა მონაცემით ნორმის ფარგლებში ჯდება.

დაგვემატა ბოსტნეული და ქათამი.

შემდეგი ბოსტნეული:კარტოფილი,სტაფილო,ნიახურის მსხვილი ღერები,პრასი,მწვანე ლობიო.

მომზადების წესიჩ ვენი პედიატრის მიერ ნასწავლები:

ვრეცხავთ,ვარჩევთ/ვთლით ბოსტნეულს და ნახევარი სთ-ით ვათავსებთ ცივ წყალში.

წიწილის ხორცს(ან ქათმის მკერდს) ვაცლი კანს და ცხიმს,ვრეცხავ.ვასხამ ცივ წყალს და წამოვადუღებ მხოლოდ.

ბოსტნეულს ვყრი ქვაბში და ვასხამ იმდენ წყალს,რომ მხოლოდ დაიფაროს.ვხარშავთ თავდახურულს და დაბალ ცეცხლზე.კარტოფილს და სტაფილოს ცოტა რომ დააკლდება მოხარეშვა ვაგდებ წიწილის წამონადუღებ ხორცს.თუ ქათმის ფილეთი ვაკეთებ,ცოტა უფრო ადრე ვაგდებ ქვაბში ხორცს,იმიტომ რომ ქათმის ფილებს უფრო მეტ ხანს სჭირდება ხარშვა.

როცა მზადაა,გავაგრილებ,გადმოვუწურავ წვენს და დავაბლენდერებ.თუ სქელი დარჩა,თავისივე გადმოწურული წვენით შევათხელებ სასურველ კონსისტენციამდე.

(ამ დროისთვის ჯერ არ ვამატებ კამას და ოხრახუშს).

უნდა ჭამოს 6 სუფრის კოვზი მიანც.

ვაძლევ პირველ ან ორ საათზე,სადილის დროს.სადილის მერე ვაყოლებინებ ძუძუს(ექიმის რეკომენდაციით).

სამხრის დროს,ისევ 4-5 საათისთვის იგივე ხილისგან მომზადებული ცოიცხალი ხილფაფა.დავაყოლებინოთ ძუძუ.
მაგრამ მე ჩემი ინიციატივით ხანდახან დავამატე ქლიავი,ატამი,გარგარი და ალერგია არ აქვს.ერთი-ორჯერ კივიც გავასინჯე.

ხილს ვრეცხავ გამდინარე წყალში სამზარეულოს პატარა ჯაგრისით და ვავლებ მდუღარე წყალს.ვთლი,ვაცლი გულებს და ვაბლენდერებ.

ასევე შეიძლება გარეცხო ხელით გამდინარე წყალში და ჩაყარო სოდიან წყალში(1 ლ.წყალი/2 ს.კ.სოდა)  15-20 წთ-ით.მერე ამოიღებ გაავლებ სუფთა წყალს,დათლი,გულებს გამოაცლი და დააბლენდერებ.

მენიუში არანაირი შაქარი ან მარილი.

ძილის წინ 210 მლ რძე + 4 კოვზი სერეალი.

პ.ს.ძალიან მაწვალა სუპ-პიურეს ჭამაზე.მთელი თვე ნახევარი.ერთ კოვზსაც კი არ ყლაპავდა.ბოლოს ძლივს მოვიფიქრე ერთი ტრუკი:მარილწყალი შევურიე ცოტა სადილში და დაიწყო ჭამა.სულ 3 დღე ვაჭამე მარილწყლიანი სადილი.მერე აღარ დავამატე საერთოდ,მაგრამ უკვე დაწყებული ქონდა ჭამა და აღარ შეუმჩნევია რომ უმარილო იყო. 😀  უმარილოს ვაჭმევ დღემდე,1 წლის და 1 თვისაა.

აქვე დავწერ მარილწყალის მომზადების წესს(იქნებ ვინმეს დასჭირდეს):
25 გრ.მარილი გავხსნათ 100 მლ.ცხელ წყალში.წამოვადუღოთ.გავწუროთ რამდენიმეფად გადაკეცილ დოლბანდში.100 მლ-მდე შევავსოთ მდუღარე წყლით.ამ ხსნარის ნახევარი ჩაის კოვზი(2.5 მლ) საკმარისია 200 მლ.საკვებისთვის.იოდიანი მარილი პირდაპირ დაამატეთ ხოლმე საკვებში.

8 თვე:

მაისი.სიმაღლეში 73 სმ,წონაში ზუსტად 9 კგ.

ახალი პროდუქტები:

იოგურტი ,,ჩემი პირველი დანონი”,რომელიც სპეციალურად ფორმულაზეა დამზადებული და განკუთვნილია ამ ასაკისთვის.აუცილებლად ნატურალური,ხილის დანამატების გარეშე.

ოსპი.

ვამატებთ ე.წ. თეთრ თევზს და ძროხის ხორცს.

ასევე,მზა საკვებზე(უკვე თეფშზე) 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს.

ბოსტნეულიდან გვემატება:
პამიდორი,ხახვი.დანარჩენი ბოსტნეული იგივე,რაც წინა თვეში დავიწყეთ.

უკვე დავიწყე სადილში ოხრახუშის და კამის დამატება.

ხორცის კომბინაცია ოსპთან და სხვადასხვა ბოსტნეულთან(ოხრახუში/კამა) ერთად.
თევზის კომბინაცია მწვანე ლობიოსთან ერთად და დანარჩენი ბოსტნეული სურვილის მიხედვით.+მწვანილიც.

ვამზადებთ იგივენაირად,როგორც წინა თვეში ვისწავლეთ.თევზსაც და ხბოს ხორცსაც მხოლოდ წამოვადუღებ ხოლმე ცალკე.

ხბოს ხორცს ვრეცხავ,ვჭრი მწვადის ხელებზე და ასე ვყრი წყალში.

თევზზე გამყიდველს ვაცლევინებ  დიდ ძვალს,(ალბათ ქერცლსაც,მე გაწმენდილს ვყიდულობ)ვრეცხვა და წამოვადუღებ.გაგრილებულს ვაცლი ძალიან ფრთხილად ფხას.ასე გასუფთავებულს ვყრი ბოსტნეულიან ქვაბში.

თევზს ვაგდებ უკვე მოხარშულ ბოსტნეულში,ვხარშავ სულ 5 წუთი.თევზის ვარიანტის მომზადებისას მწვანილებს თევზზე ადრე ვაგდებ.მერე ჩვეულებისამებრ,გავაგრილებ,ამოვიღებ მწვანილებს,გადმოვუწურავ წვენს და დავაბლენდერებ.თუ სქელია,თავისივე წვენით გავაზავებ.

ოსპს ცოტა სხვანაირად ვამზადებ.ვარჩევ,ვრეცხავ,ცალკე წამოვადუღებ და წყალს ვუღვრი.ვასხამ ახალ წყალს და მივიყვან იმ კონდიციამდე,როცა სულ ცოტა აკლია მოხარშვას.
ბოსტნეულიან ქვაბში,როცა უკვე ნახევრად მოხარშულია ბოსტნეული,ვაგდებ წამონადუღებ ხბოს ხორცს და მზა,თითქმის მოხარშულ ოსპს ვყრი.კიდევ ვხარშავ.როცა ყველაფერი თითქმის მზადაა,ცეცხლის გამორთვამდე 5-10 წუთით ადრე ვაგდებ გარეცხილ 3-4 ღერ ოხრახუშს და 3-4 ღერ კამას.როცა გამუქდება მწვანილის მწვანე ფერი,გამოვრთავ ცეცხლს.მწვანილს ვტოვებ ქვაბშივე შეგრილებამდე.როცა გაგრილდება კერძი,მწვანილს ამოვიღებ,გადავწურავ წვენს  და მერე ვაბლენდერებ.თუ სქელია,თავისივე წვენით შევათხელებ.

შენიშვნა:ძროხის ხორცს უფრო მეტ ხანს უნდა ხარშვა ვიდრე ხბოს ხორცს.ამიტომ ბოსტნეული რომ წამოდუღდება მაშინ ვაგდებ გარეცხილს და ნაჭრებად დაჭრილს.

ამ ასაკის ბავშვმა სადილი უნდა ჭამოს 180-200 გრ.აქედან დაახლოებით 50 გრამამდე უნდა იყოს ხორცის(თევზის,წიწილის) რაოდენობა სადილში.

სადილს ისევ ძუძუს ვაყოლებთ ან იოგურტს.არჩევანისამებრ.

ხილი იგივე დაგვიტოვა.კომბინაციებს ვუკეთებ ხილფაფის სახით.ხანდახან ჩემი ინიციატივითაც ვუმატებ ზემოთ ჩამოთვლილი ხილიდან.ბალიც დამიმატებია,კანგაცლილი.ასევე ქლიავს აუცილებლად ვაცლი კანს.

ხილი უნდა ჭამოს 150 გრ.+ ძუძუს ან იოგურტს.

ძილის წინ ისევ სერეალი+რძე,იგივე დოზა.

9 თვე:

ივნისი.სიმაღლეში 75 სმ,წონაში ისევ 9 კგ.

თავის ასაკს არ ჩასმორჩება წონაში,საგანგაშო არაფერია და ვაგრძელებთ კვებას ზუსტად იგივეს რაც 8 თვისა.

დოზები იგივე.

ხილს დაგვიმატა ყურძენი და ფორთოხლის წვენი.

აქ დავამატებ რომ აქამდე ვაჭმევდი კვირაში ორჯერ ხბოს ხორცს,ორჯერ წიწილას,ორჯერ თევზს.ბოსტნეულთან სხვადასხვა კომბინაციაში.კვირაში ერთხელ ვაჭმევდი ხან უცხიმო თეთრ ყველს(ჩემი ინიციატივით) ან მხოლოდ ბოსტნეულის სუპ-პიურეს.ექიმმა მითხრა,რომ თევზი შეიძლება ვაჭამოთ კვირაში სამჯერაც კი.
მე პირადად კვირაში ერთხელ ვაჭმევ დაბლენდერებულ ხბოს ხორცის სუპ-პიურეს ოსპით და ბოსტნეულით და ერთხელ ვაჭმევ ძროხის ხორცის გუფთას ბრინჯით.წვენში ვამატებ სტაფილოს,კარტოფილს,ხახვს,ზოგჯერ ჭარხალსაც.ანუ ძროხის ხორცი მაინც 2-ჯერ გამოსდის.გუფთას იმიტომ ვაძლევდი 9 თვიდან, რომ ჩანგლით ვუჭყლეტ გუფთასაც და გუფთის წვენში მოხარშულ ბოსტნეულსაც.მინდოდა ნელ-ნელა შეჩვეოდა დაჭყლეტილ საკვებს და ასეც მოხდა.ზუსტად 1 წლიდან ანას დაბლენდერებული სადილები აღარ უნდა,მხოლოდ ისეთი მოსწონს და ჭამს,რომელსაც დაღეჭვა სჭირდება.

ძილის წინ უკვე 240 მლ.რძე+4 კოვზი სერეალი.

10 თვე:

ივლისი.სიმაღლე 75 სმ,წონა 9.250 გრ.

კვებაში დანამატი:

კვერცხის გული.ვიწყებთ მეოთხედით.თუ კარგად აიტანა მომდევნო კვირიდან შეგვიძლია ნახევარი კვერცხის გული მივცეთ ბოსტნეულის სუპ-პიურეში გასრესილი.კვირაში 2 -ჯერ შეიძლება კვერცხის გულის ჭმევა.

ბოსტნეულიდან ემატება ყაბაყი,ყვავილოვანი,გოგრა,თეთრი ბოლოკი(nabo),კომბოსტო,კიტრი,ბროკოლი,ბოლოკი(ჩვეულებრივი),ბულგარული წიწაკა,ისპანახი,ბარდის მარცვალი,acelgas(ქართულად არ ვიცი რა ეწოდება).

სადილს რაც ეხება,ყველაფერი დანარჩენი იგივენაირად,როგორც წინა თვეებში.

სადილს ვაყოლებთ ძუძუს ან იოგურტს ,,ჩემ პირველ დანონეს”.

ხილიდან დაგვიმატა ქლიავი და ქლიავის ჩირის კომპოტი(სახლში მომზადებული.ეს მე ვკიტხე თუ შეიძლება მეთქი და კიო.კამპოტები ზოგადად შეიძლება აქამდეც,უშაქროდ.მე ხილი როცა დავიწყე იქედან მოყოლებული ზოგჯერ კომპოტსაც ვიმზადებ). 200 გრამამდე,ხილფაფას(ცოცხალი ხილის ფაფა) ვაჭმევთ სამხრის დროს ისევ.ვაყოლებინებთ ან ძუძუს ან იოგურტს.

ძილის წინ ფაფა ისევ ბოთლით _ 240 მლ.რძე + 4 კოვზი სერეალი.

11 თვე:

აგვისტო.ექიმი შვებულებაშია სექტემბრამდე.

მისი რეკომენდაციით წლამდე ვაგრძელებთ ყველაფერს ძველებურად.

12 თვე:

სექტემბერი.

1-ში ანა 1 წლის გახდა 🙂

სიმაღლეში 77 სმ,წონაში 9.450 გრ.

შეიცვალა რაღეცეები კვებაში.

მაგალითად უკვე ძილის წინ სერეალთან ერთად ვსვამთ ადაპტირებულ რძეს ნომერ 3-ს.ეს არის ფორუმლა/რძე,თხევადი  სახით.ექიმის რჩევით არჩევანი შევაჩერეთ  << Puleva peque 3 >>-ზე.

ხილის და ბოსტნეულის წვენი მხოლოდ სახლში დაწურული.

ბოსტნეულიდან გვეჭმება აბსოლუტურად ყველაფერი.

გვეჭმება მთლიანი კვერცხი(ცილით) კვირაში ორჯერ თითო ცალი.

უფროსების მაგიდიდან ყველაფერი შეგვიძლია ცოტ-ცოტა გავასინჯოთ,რასაც არ აქვს ბევრი მარილი,სანელებლები და წიწაკა/პილპილი.

შეგვიძლია მივართვათ მაკარონი,შემწვარი კარტოფილი,თეთრი ყველი(ნაკლებცხიმიანი fresco),ჩვეულებრივი(დიდების) იოგურტი-ნატურალურიც და ხილის ნაჭრებიანიც.შეგვიძლია სერეალის ფაფა გავასქელოთ და ისე მივართვათ.

ეჭმევა ყველა სახის ხორცი:ძროხა,ღორი,კურდღელი,ფრინველი(ქათამი,ინდაური).

დილაობით შეგვიძლია ბაია ვასაუზმოთ ზეითუნის ზეთით(ვირჯინ ექსტრა) და პურით,ასევე jamon cocido ან jamon serrano.(ესპანური ლორის 2 სახეობაა).

დაგვემატა ლურჯი თევზის სახეობაც.(pescado azul) და ქვირითიც.(არა ხიზილალა).

სადილის და ხილის მერე ისევ ან ძუძუ ან იოგურტი.

დილის საათებში ისევ ძუძუ.

გვემატება ვახშამიც.არა უგვიანეს 8 საათისა.ვახშამზე მივართმევთ ბოსტნეული+რომელიმე ხორცი.

თუ ვახშამზე კარგად არ დანაყრდება,ამ შემთხვევაში ძილის წინ მივცემთ ისევ 240 მლ.რძე+4 კოვზი სერეალი.თუ მსუყედ ივახშმებს მხოლოდ რძე დავალევინოთ ძილის წინ.

ეგრეთ წოდებული კერატინული პიურეები შეგვიძლია მოვუმზადოთ მოხარშული სტაფილოთი და მოხარშული გოგრით,როცა უკვე გოგრა შემოვა მენიუში ასაკის მიხედვით.ასევე მე ვაჭმევდი როგორც კი გამოზაფხულდა ანუ 8 თვიდან  _უმი სტაფილო + გახეხილი ვაშლი.ისე კარგად მოეკიდა მზე. 🙂

კატეგორიულად აკრძალულია ამ ასაკის ბავშვისთვის:

1)შოკოლადი

2)ძეხვეული

3)კოლა-კაო (იგივე კაკაო,ცხელი სასმელია ბავშვების.)

4)იოგურტი სხვადასხვა გემოთი(ექსტრაქტებზე დამზადებული).

5)ზღვის პროდუქტები.მოლუსკები,კრევეტები,რვაფეხა,კალმარი და ა.შ.

დღის მენიუ:

გამთენიისას ძუძუ.

1)საუზმეზე ან ძუძუ ან ზეითუნის ზეთი+პური ან ხამონი და პური.

2)ისევ ძუძუ ან მეორე საუზმეს ტოვებს,დამოკიდებულია იამზე,ტუ რომელზე ისაუზმა.ჭამებს შორის 4 საათიან შუალედებს ვიცავთ.

3)სადილი ხორციანი სუპი,პასტიან-ხამონიანი სუპი,შემწვარი კვერცხი,შემწვარი კარტოფილი,მაკარონი ყველით,პარკოსნები ხორცით,ბრინჯი ქათმით და ბოსტნეულით,გუფთა,ქათმის ხორცის კატლეტი,ძროხის ხორცის კატლეტი,ჩახოხბილი და საერთოდ რაზეც გაგვწვდება ფანტაზია.

+ ძუძუ ან იოგურტი.

4)სამხარზე წესით ხილი+იოგურტი ან ძუძუ,მაგრამ რაღაც აითვალწუნა ანამ ხილი.

5)ვახშამი.ბოსტნეულის ხორციანი სუპი ან რამე მსგავსი.

ძილის წინ 1 ჭიქა რძე.(ან დამატებით სერეალი).

რამდენიმე დღეა ანა ხილს არ ჭამს სამხრის დროს.ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რამ.ვასადილებ ორ საათზე.მერე იძინებს.სამხარი ხომ 4-5 ზე უნდა ჭამოს წესით და ვახშამი არაუგვიანეს 8-ზე,ხოდა ვაერთიანმებ.6-ზე ან 7-ზე ვაჭმევ ისეთ რამეს,რაც მას უყვარს.მაგალითად გუშინ ჭამა მჭადი და ყველი 6 საათზე და დააყოლა ძუძუ.

დღეს ვაჭამე ბოსტნეულის სუპი(წვენი ბოსტნეულებით მომრჩა სადილზე,გუფთას ნაშთი ანუ.ამ წვენში გახეხილი ყველი ჩავუმატე.100 გრამამდე ჭამა და დავაყოლეთ ძუძუ.

ღამით დავალევინებ სერეალიან რძეს,ძილის წინ.

სხვა გზა არ მაქვს,ხილს არ იკარებს.არც დაბლენდერებულს და არც წვრილად დაჭრილს.სულ მშიერი დარჩენას,მირჩევნია გავუერთიანო ვახშამი და სამხარი. 🙂

ეს არის ჩემეული პრაქტიკა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით.იქნებ ვინმეს გამოადგეს.ან მე გამომადგება მეორე შვილზე,თუ გადავწყვიტე როდესმე გაჩენა. 😀