Category Archives: იყო და არა იყო რა…

Post Mortem ფოტოები

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ახალგაზრდა რუსი მსახიობი ქალი, ვერა ხოლოდნაია (30.07.1893 – 16.02.1919 ), რუსული მუნჯი კინოს პირველი ვარსკვლავი, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ,,ესპანური გრიპით”.მისი პიროვნება ბრწყინვალე კარიერის და შესაბამისად პოპულარობის ზენიტში იყო,როცა სიცოცხლე მოუსწრაფა ვერაგმა დაავადებამ. ,,ესპანური გრიპის” ეპიდემია, ევროპის დიდ ნაწილს პირველი მსოფლიო ომის დასასრულს მოედო და სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით ადამიანს.ჩვენ უკვე ვახსენეთ ჯგუფის ადრინდელ პოსტებში
მე-19-ე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული,მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებამდე(შემთხვევები დღესაც ფიქსირდება)ევროპაში დამკვიდრებული ფრიად უცნაური მოდა – გარდაცვლილი ადამიანებისთვის(ცხედრისთვის) ფოტოების გადაღება – Photos Post Mortem.ეს ტრადიცია რუსეთის სოციუმის მაღალ კლასებშიც იყო პოპულარული.ცნობილ პიროვნებებს,მეცნიერებს,წარჩინებული გვარების წარმომადგენლებს,მდიდრებს – მოკლედ საზოგადოების ნაღებს ტრადიციად ჰქონდათ დამკვიდრებული გარდაცვლილი ახლობლის საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული გვამის ,,ჩაკარტოჩკება”. ვერა ხოლოდნაია თავისი პოპულარობის წყალობით ცნობილი პიროვნებების რანგში გადიოდა და მისმა გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.სამახსოვროდ კი ფოტო გადაუღეს მიცვალებულ ვარსკვლავს.

 

Advertisements

ოკულტიზმი სამეფო კარზე

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო კონკრეტული სახელებით,ციფრებით,თარიღებით – კონკრეტულ მონაცემებზე,რომლებიც არის რეალური ფაქტები და ამოღებულია ისტორიიდან – ანუ არ არის ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი,როგორც სკეპტიკოსები მიიჩნევენ ამ სფეროს ზოგადად.ნახსენები იქნებიან მეფეები,მაგები,ალქიმიკოსები და მათი ერთობლივი საქმიანობა… ეზოთერული ცოდნა,ოკულტიზმი,ალქიმიია,მაგია ფუნდამენტალურად გამოიყენებოდა თვით მეფეების მხრიდან სახელმწიფოს მართვის საქმეებში.
ეს ყველა მონაცემი დოკუმენტურადაა აღწერილი ისტორიულ წყაროებში,რომელთა დიდი ნაწილიც დაცულ საცავებში საიდუმლოდ ინახება – ნებისმიერი მკითხველის თვალისთვის მიუწვდომლად.
შუასაუკენეების ეპოქაში ევროპაში,სხვადასხვა ქვეყნების სამეფო კარზე ძალიან აქტუალური იყო ისეთი მეცნიერებების შესწავლა, როგორიცაა მაგალითად ასტრონომია,ასტროლოგია,ალქიმია.არსებობდა სპეციალური სკოლები,სადაც ასწავლიდნენ ამ მეცნიერებებს.ესპანეთის სამეფო კარი ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი გახდა ევროპაში აღმოსავლური ცოდნისა.ეს ოკულტური ცოდნა ძირითადად შემოვიდა არაბეთიდან,ჩინეთიდან,სპარსეთიდან,ინდოეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან.ესპანეთის მეფე ალფონსო X ბრძენი ამ ცოდნის დამფუძნებლად მიიჩნევა ევროპის სამხრეთ ნაწილში.მან დააარსა სპეციალური სკოლები სამეფო ქალაქ ტოლედოში,რომლის წევრებიც შეისწავლიდნენ ასტროლოგიას,ასტრონომიას,ოკულტრიზმს,მაგიას,ალქიმიას.ისინი თარგმნიდნენ უცხოურ ენაზე მოპოვებულ მასალებს.თარჯიმნები,ეზოთერული მეცნიერებების ექსპერტები,სპეციალისტები ერთად ავითარებდნენ აღმოსავლური ოკულტური ცოდნის ღრმად შესწავლა/დანერგვას ამ სპეციალურ სკოლებში.
მიუხედავად მისი ინტერესისა ოკულტური მეცნიერებების მიმართ,ალფონსო X არის პირველი მეფე,რომელმაც დაიწყო ებრაელების მასიური დევნა მათი წარმოშობის გამო.მას,როგორც სახელმწიფო მმართველს,მხარი უნდა დაეჭირა ეკლესიისთვის.ინკვიზიცია ბრალს დებდა ებრაელ მაცხოვრებლებს კუდიანობასა და სატანის მსახურებაში.ინკვიზიტორებს მიაჩნდათ,რომ ებრაელები ატარებდნენ შავი მაგიის რიტუალებს,რომლებშიც იყენებდნენ პატარა ბავშვებს,იპარავდნენ მათ მოსახლეობებში,სამსხვერპლო ქვაზე აკრავდნენ,აწამებდნენ,გულს აგლეჯდნენ და ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალს.ქრისტიანები ფიქრობდნენ,რომ ებრაელები ცდილობდნენ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ქრისტიანებისთვის რაც მიოხდა ქრისტეს ჯვარცმის დღეს.სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა წმინდა ინკვიზიციის ტრიბუნად ჩამოყალიბების ეტაპი – როგორც წმინდა სამართლის აღვლენის ორგანო .წმინდა ინკვიზიცია,როგორც სადამსჯელო ორგანო,დაუღალავად იბრძოდა ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ.ის იქცა სამეფო კარის ,,შავ ხელად”.წმინდა ინკვიზიცია იმდენად ძლიერი ორგანო გახდა,რომ საუკუნეების მანძილზე ახდენდა გავლენას ქვეყნის შიდა სახელმწიფო მოვლენებზე,როგორც წმინდა მართლმსაჯულების აღსრულების უმაღლესი ორგანო.
მე-15-ე და მე-16-ე საუკუნეებში ებრაელების დევნამ პიკს მიაღწია,ვინც ინკვიზიციის მსახვრალ ხელს გადაურჩა,ყველამ დატოვა სამეფოს ტერიტორია და ევროპის სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი.ისინი ყველგან იდევნებოდნენ.მათ ბრალი ედებოდათ ჯადოქრობაში,კუდიანობაში,შავი მაგიის ,სატანის მსახურებაში.ეს ის პერიოდია,როცა მთელს ევროპაში მიმდინარეობს ჯადოქრობის წინააღმდეგ ბრძოლა.რაშიც რასაკვირველია, რომის პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი.იკარგებიან ბავშვები,იღუპებიან ახალგაზრდები,ტყეებში პოულებონ მხეცების მიერ დაგლეჯილ ადამიანებს – მოკლედ სრული ქაოსი.მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თავიანთი პატარების უსაფრთხოებას.ბავშვებზე განსაკუთრებული ნადირობა იყო ბნელი ძალების მიერ გამოცხადებული.ბავშვი – თავისი უცოდველობის,უმანკოობის გამო,რაც მაგიაში განსაკუთრებული სიმბოლიზმით გამოირჩევა – წმინდა და უცოდველი,როგორც იესო.
არსებობს 1887 წლის ოფიციალური დოკუმენტი,რომელიც ამოღებულია ტოლედოს ეკლესიის არქივიდან,სადაც აღწერილია პატარა ბიჭის,სახელად კრისტობალის წამებისა და ჯვარცმის ფაქტი.მკვლევარები ვარაუდობენ,რომ ეს სასტიკი ფაქტი შესაძლოა მომხდარიყო სადღაც მე-15-ე საუკუნის ბოლოს,თუმცა მთელი დოკუმენტური მონაცემები ამ ეპოქიდან მოყოლებული – ხსენებულ 1887 წლამდე არ არსებობს, განადგურებულია.ექსპერტები იმასაც ეჭვობენ,რომ შესაძლოა ეს ფაქტი არც მომხდარა და შეთხზული იქნდა წმინდა ინკვიზიციის მესვეურთა მიერ,ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გამო.ინკვიზიცია რომ აფიორის ხერხსაც იყენებდა,ეს არაა უცხო ისტორიისთვის.ისინი მიმართვადნენ ყველა ხერხს.მათი დაქირავებული მუშაკები შუღლს აღვივებდნენ მოსახლეობას შორის,ერთმანეთს გადაჰკიდებდნენ,რათა მერე მოწმედ გამოეყენებინათ საეჭვო პირის საწინააღმდეგოდ.მეზობლები ერთმანერთს არ ზოგავდნენ,მათ შეეძლოთ მიწის ნაკვეთის მისაკუთრების მიზნით მეზობლისთვის ჯადოქრობაში დაედოთ ბრალი და უპატრონოდ მიტოვებული მიწა დასმენის სანაცვლოდ მიეღოთ.ვიღაც ეკლესიაში ჯვარს არ ემთხვია,ვიღაცა წირვაზე არ დადის,ვიღაცამ ვიღაცა გათვალა და უეჭველი ეშმაკეულია.იყო ათასი სხვა მიზეზი ადამიანის გასაწირად.ადამიანები ერთმანერთს დაერივნენ,ასმენდნენ როგორც კუდიანებს,ჯადოქრებს,ეკლესიის მტრებს.რაც შეეხება კუდიანობის ბრალდებას,ყოველგვარი გამოძიების გარეშე ატყვევებდნენ ბრალდებულს,მხოლოდ ვინმეს დასმენის საფუძველზე.დაპატიმრებულს ჯერ თხოვდნენ აღიარებით ჩვენებას,თუ ის უარყოფდა ბრალდებას,წამების უსასტიკესი მეთოდებით ცდილობდნენ მიეღოთ ეს აღიარება,მერე კი სასჯელის ზომა მხოლოდ ერთი იყო – ქალაქის მთავარ მოედანზე გაჩაღებულ კოცონზე ცოცხლად დაწვა – მთელი მოსახლეობის თვალწინ.
ეკლესიის დოკუმენტებში მოხსენიებულია ერთი რეალური შემთხვევა,როდესაც დილის წირვისას ეკლესიაში გამოვლენილმა ნათებამ მიანიშნა სწორედ ის პიროვნება,რომელიც ეჭვმიტანილი იყო ჯადოქრობაში.რა თქმა უნდა ის დაატყვევეს და აწამეს აღიარების მიზნით.მან რა თქმა უნდა აღიარა,რომ მონაწილეობდა მაგიურ რიტუალებში და დაასახელა 8 თანამეინახე,სახელებით და გვარებით(ეკლესიის წიგნში წერია კიდეც ყველა მათგანის სახელები,გვარები და სხვა მონაცემები). წმ.ინკვიზიციის განაჩენით ისინი ყველანი აწამეს და ყველა მათგანი დაწვეს ქალაქის ცენტრში,დიდი ბაზრის ავილას მოედანზე,ზოგი ცოცხლად,ზოგის ცხედარი დაწვეს,რადგან მათ სული განუტევეს ერთ-ერთი საწამებელი იარაღის – ,,გარროტე ვილ” -ით კისრის გადამტვრევის მერე.ეს არის ისტორიული დოკუმენტის მიერ მოწოდებული რეალური შემთხვევა.
მაგიის წიგნები უკვე ისეთვივე მოხმარებაში იყო,როგორც ,,ბიბლია”.ისინი იწერებოდა ხელით,გადადიოდა ხელიდან ხელში,იყო მცირე ზომის წიგნი,რომელიც თავისუფლად ეტეოდა ჯიბეში.ჯიბეში საგულდაგულოდ მალავდნენ,საშიში იყო ვინმეს დაენახე ამ წიგნით ხელში,რაც გარანტირებულ სასჯელს ნიშნავდა.სასჯელი კი იმის მიხედვით გაიცემოდა,რა სიმძიმის ინფორმაციასაც იტევდა წიგნი.ინკვიზიციის ასეთი გააქტიურებით,კუდიანების ასე მასიური დევნით,მე-16-ე საუკუნის ბოლოს მაგია და ოკულტური მეცნიერებები უკვე აკრძალული დოქტრინების სიაში შევიდა.

დაწყევლილი ტილოები – ,,მტირალა ბავშვები”

სტანდარტული

ბრუნო ამადიო ,იგივე ჯოვანი ბრაგოლინი – იტალიელი მხატვარი – რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი სევდასა და მწუხარებაში გაატარა,ვიდრე სიხარულსა და ბედნიერებაში.მის ტოლოებს დაწყევლილ ნახატებს უწოდებენ.მის მიერ შესრულებული 27 ტილო,რომელზეც მიტოვებული,უპატრონო ბავშვთა სახლში მცხოვრები მტირალი ბავშვები არიან გამოსახულნი,არც თუ ისე უსაფუძვლოდ ატარებენ დაწყევლილი ნახატების სახელს.ამბობენ,რომ ამ 27 ტილოს კოლექციაში თითოეული ნახატი,არის სხვა განზომილებაში გამავალი კარი. იმასაც ამბობენ,რომ ეს სურათი სადაც ყოფილა განთავსებული,იმ ადგილისთვის მას უბეედურება და ტრაგედიები მოუტანია.
თავად მხატვრის შესახებ არც თუ ისე მდიდარი ინფორმაცია მოიპოვება.ბრუნო ამადიო ვენეციაში დაიბადა 1911 წლის 15 ნოემბერს.ის ფაშისტი და კონსერვატორი იყო და მუსოლინის რეჟიმის ერთგულ მიმდევართა სიაში ირიცხებოდა.ვარაუდობენ,რომ მეორე მსოფლიო ომშიც მიიღო მონაწილეობა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თავისი ცნობილი სერიის ხატვა,რომელსაც ,,მტირალი ბავშვების ’’ სახელით იცნობს საზოგადოება.ამადიო ამ ნახატებში სიმბოლურად ცდილობდა ობოლი ბავშვების ცრემლებით გადმოეცა ომის მთელი სისასტიკე და საშნელება. ხსენებულ ნახატებს ჯოვანი ბრაგოლინის,ფრანშოტ სევილლე, ჯ.ბრაგოლინის სახელით აწერდა ხელს.ყველა მის ნახატზე გამოსახული ბავშვი იყო ობოლი და ცხოვრობდა უპატრონოთა ან მოწყალების სახლში.
ომის დასრულების შემდეგ ამადიო საცხოვრებლად გადადის ესპანეთში,თავიდან სევილიაში,სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა,ხოლო მოგვიანებით საცხოვრებლად მადრიდში გადადის,საიდანაც მისი კვალი მთლიანად იკარგება ისტორიისთვის.
როგორც მხატვრის შემოქმედებას,ასევე მისი პირადი ცხოვრების დეტალებსაც გასდევს ბნელი ხაზი.არის აზრი,რომ თავიდან ის საკმაოდ წარუმატებელი მხატვარი გახლდათ.მის ეპოქაში, ამადიოს უეცარი წარმატების შემდგომ ამბობდნენ: უკვე იმდენად დაიღალა საკუთარი წარუმატებლობით, პოპულარობა და აღიარება რომ მოეპოვებინა,ხელშეკრულებაც კი დადო ბნელ ძალებთანო.და ამ ვერსიას მისი ელვისსისწრაფით მიღებულ წარმატებით ამყარებდნენ,რაც რეალურად სიმართლეს შეესაბამებოდა – გაუგონარიო სისწრაფით იყიდებოდა მისი ორიგინალები,ტილოები ფასდაუდებელი განძი გახდა.წელიწადში ათიათასობით რეპროდუქციას ქმნიდნენ ბრაგოლინის შემოქმედებისას.დღევანდელ დღემდე 21-ე საუკუნეშიც კი,ძალიან ბევრ ოჯახს უკიდია ბრაგოლინის მტირალი ბიჭუნა სახლის სალონში.იმ დროს კი,როცა ბრაგოლინის პოპულარობა პიკს აღწევდა,სადაც კი ამ სერიის ორიგინალი ყოფილა განთავსებული,იმ სახლში ხდებოდა ხანძარი,პარანორმალულ ფენომენთა გამოვლინება.ამ სახლებში მომხდარი ტრაგიკული ისტორიოებიც ამ მტირალა ბავშვის ნახატებთანაა დაკავშირებული ქალაქური ლეგენდების მიხედვით.
სწორედ ამ ქალაქური ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიით, ,,მტირალა ბავშვების’’ სერიის პირველი ნახატი,რომელიც დახატა ბრუნო ამადიომ,დარჩა იმ თავშესაფარში,რომელშიც ცხოვრობდა ამ პირველ ნახატზე გამოსახული ბავშვი.გამოდის მისი პირველი მუზა რეალური ვინაობის მქონე ბავშვი იყო.იმასაც ამბობენ,რომ მოგვიანებით ეს ბავშვთა თავშესაფარი დაიწვა,აბსოლუტურად ყველა ღსაზრდელი,მასწავლებელი თუ მომვლელი – ყველანი დაიღუპნენ ხანძრის დროს, ერთადერთი რაც გადარჩა,სწორედ ამადიოს ეს პირველი ნამუშევარი იყო – მტირალი ბიჭუნა.როგორც ამბობენ,ამ ნახატში დარჩა გამოკეტილი იმ დაღუპული ბავშვის სული,რომლის სახეც ამადიომ დახატა.სწორედ აქედან მოდის ქალაქური ლეგენდა ნახატრის დაწყევლილობაზე.
70-იანი წლების დასასრულს,ბრაგოლინის ნახატთა სერიის დაწყევლილობის ამბავი შავი ჭირივით მოედო საზოგადოებას. უბედურებას თუ წარუმტებლობას ყველა ამ ნახატს უკავშირებდა და უკვე აღარავის უნდოდა სახლში ჰქონოდა არათუ ორიგინიალი,არამედ რეპროდუქციებიც კი.იმასაც კი ამბობდნენ,ნახატის წინ დიდ ხანს თუ დადგები და მტირალ ბავშვს თვალებში ჩააჩერდები,სატანასთან შედიხარ კონტაქტში და თავად ეშმაკი ბავშვის უმანკო,ცრემლიანი თვალებით პირდაპირ თვალში გიყრის თავის სისხლიან მზერასო.ხალხი შეძლებისდაგვარად სწრაფად იშორებდა 27-ივე ცრემლებიანი ბიჭუნას ტილოებს.
დღესაც,თუ კი სადმე შემორჩა ,,მტირალ ბავშვთა’’ სერიის რომელიმე რეპროდუქცია,ადგილზე მაცხოვრებლები ჩივიან,რომ მათ სახლში ამოუცნობი მოვლენები ხდება.
ქალაქური ლეგენდა, მოხუცების ზღაპარი თუ სინამდვილე?
ამის გადამოწმება მხოლოდ ,,მტირალი ბავშვები’’-ს ნახატის შეძენით და სახლში დაკიდებით შეიძლება.თქვენ გაბედავდით? 😉

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

Catherine-ს ფოტო.

 

გრაფი სენ ჟერმენი

სტანდარტული

გრაფი სენ ჟერმენის წარმოშობის ისტორია ენიგმას წარმოადგენს ყცველა დროის ოფიციალური ისტორიისთვის.მისი დაბადების ადგილის შესახებ სხვადასხვა ვერსიებია.მაგრამ შედარებით სარწმუნოდ ვერსიად შეიძლება მივიჩნიოთ პრინც კარლ I ჰესე-კასსელის ვერსია,რომელიც თავის მემუარებში წერს,რომ სენ ჟერმენი ამტკიცებს,რომ ტრანსილვანიის პრინც რაკოცის და მისი პირველი ცოლის თელეკის ვაჟიშვილია.
მიუხედავად პრინცის ამ განცხადებისა,მთელი ევროპა იკვლევდა სენ ჟერმენის წარმომოშიბის ისტორიას.
როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან,იტალიის ტერიტორიაზე მდებარე თავისი მამულის ,,San Germano´´-ს სახელიდან გამომდინარე,სენ ჟერმენმა თავის თავს ,,Saint-Germain´´ – ,,წმინდა ძმა’’ უწოდა.
ეს უცნაური პერსონაჟი,რომელიც სრულყოფილად საუბრობდა 30 ენაზე(როგორც ძველ, ასევე თანამედროვე ენებზე), ფლობდა ეპოქის ყველა ცოდნას ,აოცებდა მთელს ევროპას თავისი განსწავლულობით.ეს ხდებოდა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში.მან მოიარა მთელი ევროპა სხვადასხვა სახელებით.როგორებიცაა მაგალითად: მარკიზი მონფერატი,გრაფი ბელამარი,კავალერი შუნინგი,კავალერი ველდონი,გრაფი სილტიკოვი,პრინცი რაკოცი,გრაფი სურმონტი და სხვები.ის ექსპეტი იყო ლითონების და ძვირფასი ქვების გარდაქმნაში,რაც იმის დასტური იყო,რომ ალქიმია მისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა.ის ასევე ამბობდა,რომ იცოდა სამარადისო ახალგაზრდობის ელექსირის დამზადება,რომლის მიღების შედეგიც მარადიული ახალგაზრდობა იყო.როგორც მისი თანამდეროვენი (სხვადასხვა ეპოქაში) ამტკიცებენ,მას მუდმივად 40 წლის კაცის გარეგნობა ჰქონდა.სენ ჟერმენი მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთ ადამიანად,ვის ხელთაც იყო დიდი შესაძლებლობები.ის იყო პირადი მრჩეველი ლუი XV-სა,ლუი XVI-სა და მარია ანტონიეტასი,ის იყო მხედველი მოვლენებისა,რომელიც ახლო მომავალში უნდა მომხდარიყო ევროპაში.ამბობენ,რომ ის ფლობდა ტელეპატიის და ტელეპრტაციის უნარს.მას ჰქონდა ფენომენალური მეხსიერება,რაც არა მხოლოდ ენების ცოდნაში გამოიხატებოდა,არამედ უზარმაზარი ტექსტების სწრაფ კითხვაში და მერე ამ ტექსტების შეუცდომლად,სიტყვა-სიტყვით განმეორებაში.
ის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად აკონტროლებდა.მას შეეძლო ერთდროულად ორივე ხელით ეწერა სხვადასხვა წერილი,ერთი სასიყვარულო, ხოლო მერეო ფილოსოფიაზე.გააჩნდა ექსტრაორდინალური მუსიკალური ნიჭი.შეეძლო დაეკრა ყველა ინსტრუმენტზე,მაგრამ ვიოლონო იყო მისთვის ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტი.
მის გარეგნობას აღწერენ,როგორც პროპორციული აგებულების და საშუალო წონის მქონდეს.სწორი და სასიამოვნო ნაკვთები,შავი თმები და ფერმკრთალი კანის ფერი, მაღალი შუბლი და შორი-შორს ჩამსხდარი თვალები ჰქონდა.ელეგანტურად,მაგრამ უბრალოდ იცვამდა.მისი სამოსი ძირითადად შავი ფერისა იყო.
ის თავის საუბრებში ყვებოდა საკუთარ მრავალსაუკუნიოვან გამოცდილებაზე და ცხოვრებაზე სხვადასხვა საუკუნეებში,რაც ბუნებრივია მსმენელში დიდ ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევდა.იყვნენ რა თქმა უნდა სცეპტიკოსებიც,რომლებიც ბოდვად მიიჩნევდბებ მის ამ საუბრებს და დასცინოდნენ კიდეც მას,მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ მასთან და უდიდეს პატივს სცემდნენ ახლო მეგობრები,რომლებიც მისი ერთგულნი იყვნენ და არც ტუ ისე ბვერნი.
სენ ჟერემნი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა დიპლომატიურ წრეებში.განსაკუთრები მნიშვნელოვანი იყო მისი მოგზაურობა ჰააგაში,სადაც მან სამშვიდობო მისია შეასრულა ჰოლანდიელებთან, საფრანგეთის მეფე ₾იუ XI-ს დავალებით.
რაც შეეხება მისი სიკვდილის ამბავს,ისიც ისეთივე საიდუმლოებითაა მოცული,როგორც ამბავი მისი დაბადების შესახებ.ოფიციალური ინფორმაციით ის გარდაიცვალა 1784 წლის 27 თებერვალს,თავისი მეგობრის და მფარველის პრინცი კარლ I ჰესენ-კასელის სახლში.სიმართლეა ვითომ?დიახ,სიმართლეა!
მაშინ,როგორ აიხსნება 1789 წელს მისი გამოჩენის ფაქტი მადამ დ’ადემარის კომპანიაში,რათა მისთვის ეწინასწარმეტყველებინა რევოლუციური ეპიზოდები? ასევე, 1790 წელს შეხვედრა რუდოლფ გრაფერთან,გაემჟღავნებინა მისთვის ამბები,რომლებნიც მოხდებოდა XIX და XX საუკუნეებში.როგორიცაა მაგალითად – რკინიგზის მშენებლობები და XIX საუკუნის ორთქლის გემები. ასევე კლიმატური არეულობა რაც დადგებოდა იმჟამინდელი ასტრონომიული ციკლის ბოლოს ანუ XX საუკუნუს დამდეგს.საიდან ფლობდა ის ამ ინფორმაციას?ვინ არის სინამდვილეში გრაფი სენ ჟერმენი?ოკულტური სწავლებები გვეუბნებიან,რომ უმაღლესი ევოლუციური განვითარების მქონე ინდივიდუალობა,რომელიც ამ სახელით ( სენ ჟერმენი) მოვიდა ევროპაში,ჩასახლდა პრინცი რაკოცის ვაჟიშვილის ფიზიკურ სხეულში,რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი.როცა ის ფოლოსოფოსის სახელით ცხოვრობდა რეალობაში,შექმნა ნაშრომები,რომლებიც ასევე აღმოჩნდნენ უილიამ შექსპირის შემოქმედებაშიც.მიაღწია რა თავის მესამე განსხეულებას ფრენსის ბეკონის სხეულში, მეოთხე და მეხუთე განსხეულება განახორციელა რაკოცის სხეულში.უკვე როგორც მე-7 სხივის მფლობელი ოსტატი რაკოცი,რომლეიც მიღებული იქნა ევროპის და ამერიკის მსოფლიო ორგანიზაციაში,რომელიც მართავს კაცობრიობის ევოლუციას.XX საუკუნის პირველ ნახევარში იტვირთა მაჰაჩოჰანის პოსტი(?),რომელიც ასევე ცნობილია ,,ცივილიზაციის ბატონის’’ სახელით და რომელიც გიდია სამი უდიდესი სხივის ( ,,თავისუფალი ნება-ძალაუფლება’’ , ,,სიყვარული-ცოდნა’’ და ,,ჭკუა-მოქმედება’’ ) ადამიანის ძეთა სრულყოფისთვის.ის,რომ სენ ჟერმენს ჰქონდა მე-7 ფაზის სული(ცერემონიული მაგია),მისი ფიზიკური სხეულის სიცოცხლის განმავლობაში ის მიეკუთვნებოდა საიდუმლო ორგანიზაციებს,ლოჟებს,როგორიცაა ფრანკომასონური თუ როზენკროიცერების ლოჟები,მიგვანიშნებს იმაზე,რომ მისი მოქმედების მთავარი საშუალება არის ეზოთერული რიტუალები.
ის,ვინც თავის თავს უწოდა ,,წმინდა ძმა’’,ნუთუ კვლავ უნდა მოევლინოს ქვეყანას ახალი შესაფერისი,სუფთა სხეულით,რათა მიაწოდოს კაცობრიობას საჭირო მესიჯი? ისევე როგორც თავის დროზე ეს გააკეტეს ქრისტემ- იესოს სხეულით და ბუდამ გაუტამას სხეულით?სად იქნება კოშკი(შემთხვევითი სხეული),რომელშიც ,,გრაფი’’ დაიდებს ბინას?

წყარო: სენ ჟერმენის სწავლებანი ,,ალების პრაქტიკა,განმარტებანი მერწყულის ერასთვის’’.

ფრიდა კალო

სტანდარტული

იმდენი რამეა დაწერილი ამ ქალზე,რომ სიახლეს ვერაფერს დავწერ მე.
მაგრამ საინტერესოა ჩემთვის მისი ხელოვნება და როგორც აღიარებულია საზოგადოდ,უფრო მეტად საინტერესოა მისი ცხოვრების გზა.
მე მასში უფრო მომწონს,დაუოკებელი ქალის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს. საკუთარი ტკივილის გამოკვეთილად აფიშირების სურვილს, ამბიციურობაში ვუთვლი.(თუმცა ესეც მომწონს). მის ბიოგრაფიას როცა კითხულობ,წარმოდგენა გექმენება,რომ ეს ქალი მიწიერი ცხოვრებით ვერ დაკმაყოფილა…
სხვათაშორის ამ აზრის განვითარებაში ხელს მიწყობს მისი სიტყვები,რომელიც სიკვდილის წინ უთქვამს: ,,მხიარულად ველოდები წასვლას და იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები”.
ცნობილია,რომ ყავდა სექსუალური პარტნიორები – კაცები,ქალები…ბი სექსუალი იყო.ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ,ერთ_ერთ ესპანურ არხზე იყო დოკუმენტური ფილმი ფრიდაზე და იქ გააჟღერეს.თუმცა მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე,სულაც არ არის გასაკვირი თუ მას მდედრობითი სქესიც იზიდავდა.
მისი გამოკვეთილად ხაზგასმული ქალური ბუნება,საკუთარი შესაძლებლობებით უკმაყოფილება,თუმცა ამავე დროს საკუთარი თავის ფეტიში,მიდრეკილება ფემინიზმისკენ,რევოლუციონერობისკენ,ხაზს უსვამს მის მეამბოხე ბუნებას.თუმცა ამავე დროს,ხაზგასმული ფიზიკური ტკივილები თუ ნაკლოვანებები იმდენად მუქი და შეგრძნებადია მისი ხელოვნების ნიმუშების ნახვისას,რომ თითქოს გაიძულებს ის იგრძნო,რასაც თავად გრძნობდა მხატვარი რეალურ ცხოვრებაში…მისი ნამუშევრები ისეთნაირ გავლენას ახდენს მნახველზე, შთაბეჭდილება გრჩება,რომ მისი ტკივილიც გადმოგეცემა და თავად გრძნობ ამ ტკივილს,იმდენად ცხადად არის გადმოცემული მხატვრის ის სულიერი თუ ფიზიკური განწყობა,რასაც ამა თუ იმ სურათის შექმნისას განიცდიდა.

მე როცა არ უნდა ვნახო და რამდენჯერაც არ უნდა ვნახო მისი ნახატები,ყოველთვის ერთსა და იმავე ემოციას იწვევს ჩემში.მთელი სიმძაფრით ფიზიკურობამდე დასულ შეგრძნებას სურათის არსისა.
ფრიდა ასეთი ,,მჭახე” ხასიათის მიუხედავად,რომელიც მის ტილოებში წარმოჩინდება და რომელიც მნახველს აიძულებს დასევდიანდეს,დაითრგუნოს,ის მაინც საოცრად რომანტიული და სიცოცხლის მოყვარული იყო.ამას მისი სისხლსავსე ცხოვრებაც ამბობს.აქტიური,ემოციური,?ქსტრავაგანტული,ტემპერამენტიანი ფრიდა,მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო.მისი პოლიომიელიტისაგან დამახინჯებული ფეხის,გადაბმული წარბების და ულვაშის მიუხედავად,ის მაინც ყველა კაცისთვის სასურველი ქალი იყო.მას ბოჰემის სენიორად აღიქვამდნენ.სხვათა შორის,ცნობილი ფაქტია,რომ მას არ რცხვენოდა თავისი ფიზიკური ნაკლოვანებების.ხაზსაც კი უსვამდა საკუთარ ნამუშევრებში.მაგრამ ეს გაფიქრებინებს,რომ სწორედ იმ კომპლექსის დასაძლევად აკეთებდა ამას,რომელიც სინამდვილეში სტანჯავდა მას,როგორც ქალს და რომელი კომპლექსიც ასე მიჩუმათებული ჰქონდა საკუთარ თავში.ბავშვობაში მახინჯი ფეხის დასაფარად ერთიმეორის ზემოდან რამოდენიმე სქელ, ყელიან წინდას იცვამდა თურმე.
18 წლისას ავარიაში მოყვა და საშოში გაუარა ტრამვაის რაღაც რკინის ნაწილმა.ამის გამო შვილის გაჩენა არ შეეძლო.სწორედ ამის გამოა მის ნახატებში მრავლად მკვდარი ბავშვების პორტრეტები.
სახლს,სადაც ცხოვრების უკანასკნელი წლები საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა,თავისი ცხოვრების სიყვარულთან – დიეგო რივერასთან ერთად, Blue House უწოდეს.
 

ესეც Blue House:

 


ეს ვიდეო რეალურად ასახავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას.


ასეთია ჩემი თვალით დანახული რომანტიულ_მისტიური ფრიდა კალო…