Category Archives: კულინარია

იმერული ლობიო,იგივე მიწალობიო,იგივე ჭიპშავა.

სტანდარტული

miwalobio2
ე.ი. ლობიო,რომელზეც დღეს უნდა მოგითხროთ,არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი პარკოსანი,ოსპზე მეტადაც კი მიყვარს.პარკოსნების სასარგებლო თვისებებზე მე არ დავიწყებ ლაპარაკს,ისედაც იცის უმეტესობამ.ამ ლობიოსთან მაკავშირებს ბავშვობის მოგონებები.ცხონებული ბებიაჩემი ისეთ გემრიელს ამზადებდა,რომ როგორც ჩვენში – ვანში იტყვიან – შემწვარ გოჭსაც დაგატოვებინებდა. 🙂 ცხონებული ,,ებრაელების ლობიოს” ეძახდა.რომ ვკითხე ასე რატომ ქვიათქო,სულ ამას ჭამენო,მიპასუხა. 🙂
ჩემს მოზარდობაში,ჩემს ოჯახში ძალიან იშვიათად ამზადებდა დედა ამ ლობიოს.ისედაც დიდი მოყვარულები არ ვიყავით ზოგადად ლობიოსი და მით უმეტეს,ამ იშვიათ ჯიშს ვინღა დაგიდევდათ,მივიწყებას მიეცა. 🙂
და მრავალი წლის მერე,უცხო მიწაზე გადასახლებულმა,უბნის ერთ პატარა ბოსტნეულის და ხილის მაღაზიაში აღმოვაჩინე პარკოსნების თაროზე ლამაზად,მორიდებულად ჩამოდებული და სიხარულით გამიბრწყინდა თვალები.მაშინვე ვიგრძენი თუ როგორ ამევსო ნერწყვით პირი,იმიტომ,რომ ბებიაჩემის მომზადებული მიწალობიოს გემო გამახსენდა.არც დავფიქრებულვარ,არც ფასი მიკითხავს(ეს ნაკლი მაქვს საერთოდ,ფასს ან საერთოდ არ ვკითხულობ რამეს ყიდვის დროს,ან როცა უკვე შეფუთულს მაწვდიან მერე ვეკითხები თუ რამდენი უწევს. :3 ), დავავლე ხელი და ვიყიდე.იმ დღესვე მოვამზადე ჩვეულებრივად,იმერულად,კვაწარახით(დედაჩემმა ჩამომიტანა და ვიზოგებ).მას შემდეგ ხშირი მუშტარი ვარ ამ ლობიოსი და ვამზადებ ხან როგორ ხან როგორ.
ამ ორი დღის წინაც გადავწყვიტე მომზადება და დამაინტერესა,თუ რა რეცეპტები მოიპოვებოდა ინტერნეტში ქართულ ენაზე.ხოდა,ჩემდა გასაოცრად ინტერნეტ სივრცეში ხსენებაც კი არ არის მიწალობიოსი,არათუ მრავალფეროვანი რეცეპტებისა.სწორედ ამან შთამაგონა ჩემს ბლოგზე განმეთავსებინა ჩემი რეცეპტებიდან ერთ-ერთი – სასარგებლო,ვიტამინებით,მცენარეული პროტეინით,მინერალებით სასვსე რეცეპტი.აქვე აღვნიშნავ,რომ ამ რეცეპტით თავისუფლად შეგიძლიათ კვებოთ ბავშვი იმ პერიოდიდან,როგორც კი პედიატრი მას დამატებით კვებაში ლობიოს,ოსპს,მუხუდოს,ბარდას დაუმატებს.რასაკვირველია ბავშვისთვის ნაკლები მარილით და აუცილებლად ერთ ნახარშ გადაღვრილი(რათა პატარა გაზებმა არ შეაწუხოს).
მაშ,ასე.ავიღოთ ნახევარი კგ,მიწალობიო.გავრეცხოთ 3-4 ჯერ,გამდინარე წყალში.მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და 3-4 თითის დადებაზე დავფაროთ წყლით.როდესაც ადუღდება,ვაცადოთ დუღილი კარგა ხანს.შევამოწმოთ ლობიოს მარცვალი,თუ კი სულ ოდნავ შერბილდა(მოხარშული არ უნდა იყოს)გადავუღვაროთ ნახარში წყალი(როგორც ზემოთ აღვნიშნე,რათა გაზებმა არ შეგვაწუხოს.ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს/არ აქვს,ან საერთოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებს).დავასხათ ახალი წყალი და დავდგათ ცეცხლზე.ერთი პატარა თავი ხახვი გავფრცქვნათ,გავრეცხოთ,გავჭრათ ოთხად და ჩავაგდოთ ქვაბში ლობიოსთან ერთად,ასევე დავამატოთ გარეცხილი 2-3 დაფნის ფოთოლი და ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი. 4-5 ნაჭერი დაფნის ფოთოლის ოდენა ტყლაპი ჩავყაროთ ალაგ-ალაგ ლობიოში (ან 1-2 ჩ.კ. კვაწარახი, ძმარიც შეიძლება). როდესაც უკვე ხელში ისრისება ლობიო,დავამატოთ 2 საშუალო ზომის გათლილი სტაფილო,2 ჭიპ ამოჭრილი მოზრდილი პამიდორი და ვხარშოთ სანამ ბოსტნეული მთლიანად მზად არ იქნება,ანუ სტაფილო რბილი.როდესაც უკვე მოხარშულია სტაფილო და პამიდორი,ჩავუწიოთ მინიმუმამდე ცეცხლს და ცალკე თეფშზე ამოვიღოთ ის პატარა,ოთხად გაჭრილი ხახვი,სტაფილოები და პამიდვრები.,დაველოდოთ გაგრილებას,რათა პამიდორს კანი გავაცალოთ.უკვე კანგაცლილი პამიდორი ჩავჭრათ ბლენდერის ჭურჭელში,დავაჭრათ მოხარშული სტაფილოც,ჩავაყაროთ ხახვის მეოთხედები,დავაყაროთ ნახევარი ჩ.ჭ.ნიგოზი და ერთად დავაბლენდეროთ.
ერთი საშუალო ზომის ხახვი და ერთი საშუალო ზომის კბილი ნიორი დავჭრათ წვრილად და 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ,სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.როდესაც უკვე მოიშუშება ხახვი/ნიორი,ბლენდერის ჭურჭრლიდან გადმოვიღოთ ბოსტნეული და ნიგოზი,უკვე დაბლენდერებული და დაბალ ცეცხზლე ავურიოთ ხახვსა და ნიორს.წამოვადუღოთ და ჩავუშვათ მიწალობიოიან ქვაბში.კარგად ავურიოთ.კერძს კონსისტენცია უნდა ჰქონდეს საშუალო,არც თხელი და არც სქელი.როდესაც კიდევ ერთხელ წამოდუღდება ქვაბში არსებული კერძი,გამოვრთოთ ცეცხლი,შევაზავოთ მარილით და დავამატოთ წვრილად დაჭრილი 1 კონა ოხრახუში.
სუფრაზე მიტანისას,თეფშზე მოთავსებულ კერძს,მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით. 🙂
მიწალობიო

ომლეტი (ტორტია) ბოსტნეულით.

სტანდარტული

                                     tortilla

ამ რეცეპტით შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს 1 წლიდან.
(თუ მხოლოდ კვერცხის გულს გამოვიყენებთ(ცილის გარეშე)იმ დროიდან შეიძლება,როცა პედიატრი კვერცხის გულს დაამატებს კვებაში.)

მასალა:

კვერცხი 2 ცალი.

უმი ბარდა(არა კონსერვირებული.შეგვიძლია გამოვიყენოთ გაყინულიც).

კარტოფილი 1ც. საშუალო ზომის.

ოხრახუში,ქინძი და კამა ორ-ორი ღერი.

მარილი.

მომზადების წესი:

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და გავჭრათ ჯვარედინად სიგრძივად.დავთალოთ თხელ-თხელ ნაჭრებად.მოვხარშოთ.
ორიგინალური რეცეპტის მიხედვით,კარტოფილი იწვება/ითუსება ბლომად ზეთში.მაგრამ ვინაიდან ჩვენ პატარა ბავშვისთვის ვამზადებთ,ვეცადოთ ცეცხლზე მომწვარი ზეთი მინიმალური რაოდენობით გამოვიყენოთ.ამიტომ მოვხარშოთ კარტოფილი.

საშუალო ზომის ღრმა ჯამზე ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი(ან მხოლოდ ორი კვერცხის გული) და დავამატოთ ყველა ინგრედიენტი:კარტოფილი,ბარდა,წვრილად დაჭრილი მწვანილი და სულ ცოტა მარილი.თუ ბაია მიჩვეულია უმარილო საკვებს და არ იწუნებს,უმჯობესია თუ საერთოდ არ დავამატებთ მარილს. 🙂

ტეფალის ზედაპირიანი ყველაზე პატარა ზომის ტაფა(მგონი 14 სმ-იანი დაიმეტრით) გავაცხელოთ და დავუწიოთ ცეცხლს დაბალზე.ცხელ ტაფაზე  დავასხათ რამდნეიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.მთლიანი ტაფა მოვფაროთ ამ ზეთით,სამზარეულოს ქაღალდის ან ჯაგრისის დახმარებით(ასე იმიტომ  ვიქცევით,რომ აღვკვეთოთ პატარას საკვებში დიდი ოდენობით ე.წ. გამომწვარი” ზეთი,რომელიც მხოლოდ ქოლესტერინის წყაროა და არავითარი დიდი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის) და დავასხათ კვერცხიანი მასა.

აი,აქ იწყება ცოტა სიძნელე. 🙂

დავაკვირდეთ ძირი არ დაეწვას.იმიტომაც გვავქს დაბალ ცეცხლე,რომ ნელ-ნელა უნდა გამოცხვეს.

შემდეგი საფეხური და ცოტათი ძნელი მიუჩვეველი ხელისთვის.როგორც კი ოდნავ გაუმუქდება ძირი ომლეტს,ვიღებთ დესერტის თეფშს(ე.წ. თხელ თეფშს,რომელსაც ასევე ,,ფრიალა თეფშსაც” ეძახიან).დიდ ტაფაზე უფრო დიდი ზომის თხელი თეფში არის საჭირო,სავარაუდოდ წვნიანის ღრმა ტეფშის დაბლა დასადები დიდი და გაშლილი თეფში.მაგრამ იმ ზომის ტაფაზე,რომელსაც მე ვიყენებ,დესერტის თეფშიც გამოდგება.წინა ზედაპირით ვადებთ ამ ტეფშს ტაფაზე,ვაჭერთ მჭიდროდ და გადმოვაბრუნებთ ტაფას,ისე რომ შიგთავსი თეფშზე მოთავსდეს.თეფშის კიდე მივადოთ თაფის ზედაპირს და სწრაფი მოძრაობით ჩავასრიალოთ მასა ტაფში,უმი ზედაპირი მოვუქციოთ ტაფის ფსკერზე.დავდოთ ისევ დაბალ ცეცხზლე.როცა დაბლიდან შემუქდება გავიმეოროთ თეფშით იგივე პროცედურა.ასე რამოდნეიმეჯერ უნდა ამოვაბრინოთ ტორტია.იქმადე სანამ გული კარგად არ გამოუცხვება. 🙂

პ.ს. მე ჩემთვის ზითის გარეშეც მომიმზადებია,როცა ორიენტირებული ვიყავი უცხიმო საკვების მიღებაზე.ოღონდ კარგი ტაფა უნდა გვქონდეს,ტეფალის ზედაპირით მაგალითად. 🙂

აქ დავდებ ვიდეოს,რომელიც დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება ტორტიას მომზადებაში.

კარტოფილი ქათმის ხორცით და ღვიძლით.

სურათი

P1250765

 

მასალა:

კარტოფილი (1.5 კგ.)

ქათმის ბარკალი ( 0.5 კგ.)

ქათმის ღვიძლი ( 0.5 კგ.)

პამიდორი ,,ჩერი” ( 0.5 კგ.)

ზეითუნის ზეთი ( 100 მლ.)

ლიმონის წვენი ( გემოვნებით)

როზმარინი (გემოვნებით)

პილპილი (გემოვნებით)

წითელი მწარე წიწაკა (გემოვნებით)

ბაზილიკი ან რეჰანი (გემოვნებით)

მარილი.

მომზადების წესი:

ყიდვისას შევეცადოთ შევარჩიოთ მომცრო ზომის მრგვალი კარტოფილები.საუკეთესო ვარიანტია პატარა ზომების ახალი კარტოფილი,რომელიც კარგად გარეცხვის მერე კანიანად შეიძლება შევწვათ.ჩვეულებრივი ძველი კარტოფილი გავთალოთ და გავრეცხოთ.

ქათმის ბარკლებს გავაცალოთ კანი(თუ გნებავთ დატოვეთ კანითურთ).ბარკლებიც და ღვიძლებიც გავრეცხოთ კარგად და 5-10 წუთით დავალაგოთ ფართო სინზე დაფენილ სამზარეულოს ქაღალდზე,რათა დაიწრიტოს წყლისგან.

საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი.ჩავყაროთ ყველანაირი სანელებილი და მარილი.

ამ ნაზავში სათითაოდ ამოვავლოთ ქათმის ბარკლებიც და ღვიძლებიც.დარჩენილ ნაზავში კარგად ამოვგაგნგლოთ კარტოფილები.

ფართო და საშუალო სიღრმის თუნუქის ფურცელი მოვფაროთ ჯერ ღვიძლებით და ბარკლებით.მერე სიცარიელეებში მოვათავსოთ კარტოფილები,საჭირო თუ გახდება მჭიდროთ დავალაგოთ.თავზე მოვალაგოთ პამიდორი ,,ჩერი” რა შევდგათ ღუმელში მაქსიმალურ სიმხურვალეზე.ღუმელი 10-15  წუთით ადრე უნდა გვქონდეს ჩართული.

სიმინდის ფქვილის კექსი

სტანდარტული

მასალა:

3 ცალი კვერცხი (L)

160 გრ.შაქარი

100 გრ.ყვითელი სიმინდის ფქვილი

100 გრ.ხორბლის ფქვილი

50 მლ.მზესუმზირის(უსუნო)ზეთი

60მლ.რძე.

8-10 გრ.საფუარი(მშრალი).

მწიკვი მარილი და ვანილი.

მომზადება:

ცალკე თასზე ავურიოთ ორივე სახის ფქვილი,მარილი და საფუარი.

ავთქვიფოთ მიქსერით ან ხელის ბლენდერით კვერცხი და შაქარი.ფაფუკი მასის მიღებამდე.დავამატოთ ზეთი,რძე,ვანილი დაბოლოს შევათქვიფოთ ფქვილის მასა.ვთქვიფოთ მანამ,სანამ ერთგვაროვან,ფაფუკ მასას არ მივიღებთ.

ავიღოთ ფორმა,რაშიც ვაცხობთ.გავპოხოთ კარგად ზეთით,მოვაყაროთ ფქვილი,განსაკუთრებით კუთხეებში.და ცოტა საქარიც მოვაყაროთ.ამის შემდეგ დავასხათ მასა და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში,რომელსაც ორივე-ზედა და ქვედა წვა ექნება ჩართული 180 გრადუსზე.ვაცხოთ 35-40 წუთის განმავლობაში.გავსინჯოთ ხის ჩხირით,არის თუ არა გამომცხვარი საბოლოოდ.გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ ფორმა ღუმელიდან და დავდოთ გაგრილებამდე.გადმოვიღოთ ფორმიდან და ვადროვოთ საბოლოოდ გაცივება.

პ.ს.

1)შეგვიძლია ცომის მომზადებისას დავამატოთ წინასწარ დამბალი(მდუღარე წყალში) და გაწურუული ქიშმიში.

2)ასევე შეგვიძლია ქიშმიშის ნაცვლად ცომის მომზდებისას ცომის მასაში დავამატოთ 230 გრ.დაბლენდერებული მწიფე ბანანი.

ორივე მიცდია და გემრიელია.

ქიშმიშიანის ფოტოს შემოგთავაზებთ:

P1240799

P1240795

134 კკ-იანი გუფთა

სტანდარტული

P1240733

მასალა აღებულია 2.400 გრ.ხორცზე.შეზავებულ ფარშს მე ვინახავ ნახევარს საყინულეში.
ვყიდულობ დაფასოებულ ფარშს,რომელსაც 100 გრამზე აწერია 207კკ.
მზა გუფთა წვენითურთ – 100გრ-ზე 134 კკ.

მასალა:
2400 გრ.ძროხის ხორცი.
300 გრ.თეთრი ბრინჯი(მე გრძელ ბრინჯს ვიყენებ).
200 გრ.ხახვი
10 გრ.ნიორი.
200 გრ.ტომატი.
25-25გრამი ქინძი,ოხრახუში,ან კამა ან ცერეცო.
1-2 ს.კ. ხმელი რეჰანი ან 25 გრამი რეჰანის ცოცხალი ფოთოლი.
1-2 ჩ.კ. ქონდარი ან ძირა.
3-4 დაფნის ფოთოლი.
ზეთი 15 გრ.
პილპილი,მწარე წიწაკა,მარილი გემოვნებით.

მომზადება:
ბრინჯი გავრეცხოთ და გავწუროთ.
ხახვის,ნიორის და მწვანილის მეოთხედი ნაწილი მოვიტოვოთ წვენისთვის.
ხახვი,ნიორი,მწვანილი(ხმელი მწვანილიც და სუნელიც აქვე),მწარე წიწაკა,პილპილი – მოვათავსოთ ჭურჭელში,რომელშიც დავაბლენდერებთ ხელის ბლენდერით(მინის ჭურჭელი არაა სასურველი),ან გავატაროთ ხორცსაკეპში.გატარებული მასალა და გარეცხილ/დაწურული ბრინჯი დავამატოთ ფარშს და ხელით კარგად ავურიოთ.მარილი დავამატოთ.სველი ხელით ამოვაგუნდავოთ საშუალო ზომის ბურთულებად.

P1240636

მე მაგალითად წვენში ხან ვამატებ კარტოფილს,ხან არა.ამჯერად ამ რეცეპტში არ შედის.თუ გნებავთ დაამატეთ.
წვენს ვამზადებ შემდეგნაირად(ყველას ჩვენი მეთოდი გვაქვს).ვალაგებ გუფთებს ქვაბში და ვაყოლებ აქა იქ დაფნის ფოთლებს.ვფარავ წყლით და ვდგამ ცეცხლზე.როდესაც მოიხარშება ცალკე ტაფაზე ზეთში ვშუშავ ხახვს,ნიორს,მწარე წიწაკას და დაჭრილი მწვანილის ღერებს.ხახვის დაყრისთანავე ვაფქვავ საფქვავით პილპილს.ახალდაფქვილ პილპილს შეუდარებელი არომატი აქვს.მოშუშულ მასას დავამატებ გუფთებიან ქვაბში და სითხეში კარგად ავურევ.თუ წვენის დამატებას განიზრახავთ აუცილებლად ანადუღარიწყალი დაამატეთ უნდა წამოადუღოთ წყლის დამატების შემდეგ.როდესაც კერძის მზადება დასრულებულია,დავაყაროთ რაც დავიტოვეთ დაჭრილი მწვანილის ფოთლოვანი ნაწილი,დავაფაროთ ქვაბს თავსახური და გამოვრთოთ ქურა.რამდენიმე წუთი დავაყოვნოთ, რათა მწვანილი ჩარბილდეს ორთქლში.ცხლად მივირთვად.

პ.ს.ბრინჯს წვენში არ ვამატებ,კერძისთვის კალორიების არ მომატების თვალსაზრისით.ბრინჯი ისედაც გამოიყოფა გუფთების ხარშვის დროს და ამ რაოდენობის ბრინჯი წვენში – ჩემი აზრით საკმარისია,წვნიანი რომ არ ჩასქელდეს.

ყველა ინგრედიენტი მეორედება მეორე ვარიანტში,მხოლოდ ვამზადებ უცხიმო ხორცით,წვენიც უზეთოდ(შესაბამისადუხახვოთ,უნივროდ),მხოლოდ დაფნის ფოთლის არომატი აქვს და მზადდება ასე:გუფტების ჩალაგებისას თავიდანვე ვამატებ დაფნის4-5 ფოთოლს და პილპილის მარცვლებს ბლომად.ცალკე წყალში ვხსნი 300-400 გრ.ტომატს და ვასხამ ქვაბში ჩალაგებულ გუფთებს ზემოდან.გუფთა იხარშება ამ წვენში.განსხვავება კიდევ იმაშია,რომ წვენში დამატებულია კარტოფილიც.
kart.gufta

312 კკ-იანი ხაჭოს კრემიანი ნამცხვარი

სტანდარტული

P1240745

ვისაც ჩემსავით გიყვართ ჩირები საკონდიტრო ნაწარმში და განსხვავებული,დელიკატური გემო,ისიამოვნეთ.100 გრამში312 კკალორია. :))

თამამად შემიძლია დავარქვა ჩემი გამოგონილი. :დ

ე.ი.არის ნებისმიერი 3 ბისკვიტი ან 3 ფირფიტა(მე იდეალის ფირფიტებისცომის რეცეპტი გამოვიყენე) ხაჭოს კრემი და შოკოლადის მინანქარი თავზე.

მასალა ნახევარი პორციისთვის:

400 გრ. ბისკვიტი.(100გრ/406 კკ)
250 გრ.ხაჭო
75 გრ.შაქარი
40 გრ.მარგარინი(180კკ-იიანი)
65 გრ.ვაშლის იოგურტი(ან ჩაანაცვლეთ სხვა ხილის იოგურტით)
65 გრ.გარგარის ჩირი
65 გრ. ქიშმიში
65 გრ.ქლიავის ჩირი
1/4 ლიმონის ცედრა.(ზედმეტი არმოგვივიდეს,გემოს უცვლის)
100 გრ.შავი შოკოლადის ფილა.

მომზადება:

ქლიავის და გარაგრის ჩირი დავჭრათ კვადრატებად.ქიშმიშთან ერთად მოვათავსოთ პატარა ჯამზე და მდუღარე წყლით დავფაროთ,დავაფაროთ ტავზედა დავტოვოთ 5-10 წთ-ით.
P1240740
შემდეგ კარგად გადავწუროთ დაგავაშროთ რამდენიმეფად მოკეცილ სამზარეულოს ქაღალდზე.
ხაჭო მოვათავსოთ მომცრო ჯამში,დავამატოთ იოგურტი,შაქარი,მარგარინი,ლიმონის ცედრა,ვანილი და გავთქვიფოთ ხელის ბლენდერით ან მიქსერით.
მივიღებთ ასეთ მასას:
P1240742
დაწურული და მშრალი ჩირი შევურიოთ ხაჭოსგან მომზადებულ მასას:
P1240743
ამ სქელი მასით დავფაროთ ორი ფირფიტა.მესამე დავაფაროთ და წინასწარ მიკროტალღურში დამდნარი შოკოლადის ფილა მოვასხათ თავზე.შევდგათ მაცივარში ცოტა ხნით.გემრიელად და ვინაიდან დათვლილი მქონდა _ სუფთა სინდისით მივირთვი მე პირადად. :დ

მარწყვის ტორტი

სტანდარტული

შემოგთავაზებთ ძალიან მარტივ და გემრიელ რეცეპტს,რომლითაც მე ვსარგებლობ და არასოდეს დავუღალატებივარ.
როგორც ვიცით,ტორტისთვის გვესაჭიროება ფუმფულა ბისკვიტი,კრემი – (ამათ მასალაზე ცალკე ვისაუბრებ),არაყი ან კონიაკი დასანამად,ხილი(ამ შემთხვევაში მარწყვი),პერგამენტის ფურცელი,ტორტის ფორმა(24 სმ მრგვალი ან 25/25 სმ-ზე კვადრატული ფორმის),მიქსერი,სილიკონის ხელის სათქვეფი,სუფრის კოვზი,ე.წ. ,,სილიკონის ნიჩაბი”,საკონდიტრო კრემის ტომარა,მოსართავი ფორმები,სწორპირიანი,ფართო დანა.(ზოგი დანას არ იყენებს,მე დანას უფრო მოხერხებულად ვიყენებ ტორტის გარედან კრემის ზედაპირის მოსასწორებლად),კრემის მოსახარში აუცილებლად – მომინანქრებული (ემალის) ქვაბი,სამი ცალი მოზრდილი ჯამი,სიროფის მოსახარსი მომცრო ქვაბი,გაზქურა და ყველაზე აუცილებელი ატრიბუტი ღუმელი. 😀

მოკლედ,თუ კი ყველა ეს ნივთი გაგვაჩნია,შევუდგეთ უგემრიელესი ტორტის მომზადებას,რომელიც დიდად ნასიამოვნებს დაგტოვებთ.

ე.ი.

მასალა ბისკვიტისათვის:

15 ც.საშუალო ზომის (M) კვერცხი.
15 ს.კ. შაქარი.
15 ს.კ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
ნახ.ს.კ. გამაფხვიერებელი ( თუ გნებავთ,მე არ ვუკეთებ).
ვანილი,მარილი.

მასალა კრემისთვის:

12-13 ს.კ. თეთრი,უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
800 მ.ლ. რძე (ან წყალი).(შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაბამისი რაოდენობით განზავებული რძის ფხვნილით მომზადებული წყალი).
300-350 გრ.შაქარი.
მწიკვი მარილი,ვანილი.
200 გრამი კარაქი(ამოყვანილი).
200 გრ.35%-იანი ნაღები.
3-4 ს.კ. შაქრის პუდრა.

მასალა სიროფისთვის:

200-300 გრ.ხილი.
300 მლ. წყალი
150 – 200 გრ.შაქარი.
ვანილი და კონიაკი – გემოვნებით.

გადავიდეთ მომზადების დაწვრილებით აღწერაზე:

ბისკვიტის მომზადება:

პირველ რიგში მინდა ერთი კარგი რჩევა მოგცეთ.მთლიანად ბისკვიტის თქვეფის პროცესში მიქსერი გეჭიროთ ოდნავ დამრეცად(დახრილად) და დროდადრო ფართო წრედ მოატარეთ ხოლმე ჯამის მთელ სიმრგვალეზე.ბისკვიტი ჟანგბადით გამდიდრდება და ღუმელში კარგად ამოფუმფულდება.
ბისკვისტის მომზადება მთელი რომანტიული პროცედურაა.ესაჭიროება განსაკუთრებული მოპყრობა,ნაზი და ფრთხილი.
15 კვერცხის ცილა მოვათავსოთ ჯამზე და მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,მანამ სანამ ამოტრიალებული ჯამიდან არ დავტესტავთ,რომ არ მოძრაობს ჯამზე.როდესაც ამოვა,ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი,ისე რომ ახალი დოზის დამატებამდე წინა დაყრილი შაქრის დოზა დამდნარი იყოს.როდესაც შაქრის ათქვეფასაც მოვრჩებით,მიქსერის სიჩქარეს დავუწიოთ მინიმუმამდე და 2-2 ცალად ან 3-3 ცალად შევათქვიფოთ კვერცხის გულებიც.მიქსერი ისევ დახრილ მდგომარეობაშია,რათა მასა გამდიდრდეს ჟანგბადით.როდესაც მოვრჩებით გულების შეთქვეფას,დავამატოთ ვანილი.
ცალკე გვაქვს წინასწარ მომზადებული გაცრილი უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
გასათვალისწინებელია,რომ ფქვილის შერევის დროს,მასამ არ უნდა დაიწიოს.ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილით,ნელ-ნელა (მიქსერის მინიმუმი სიჩქარით)ვათქვეფთ ფქვილს.ვეცადოთ მიქსერი ვამოძრაოვთ მასის ზედაპირზე და ნელ-ნელა ჩავაღრმავოთ,ანუ ფსკერიდან არ ამოვიტანოთ ცომი ეგრევე სწრაფად.ნელ-ნელა,ძალიან ნაზად შევათქვიფოთ მთლიანად ფქვილი – 2-2 ან 3-3 კოვზობით.
ცალკე წინასწარ გვაქვს მომზადებული სასურველი ფორმის ყალიბი,შიგ ჩაფენილი პერგამენტის(კალკის) ქაღალდით.ქაღალზე და ფორმის მთელ კიდეებზე კარაგად უნდა იყოს მოსმული კარაქი.
ბისკვიტის გამოცხობამდე 10-15 წუთით ადრე ჩართეთ ღუმელი 180º -ზე.
ძალიან ფრთხილად გადმოვასხათ ცხიმწასმულ,პერგამენტიან ფორმაში ბისკვიტის ცომი და შევდგათ გამოსაცხობად.დაახლოებით საათ ნახევარში გამოცხვება ჩვენი ფუმფულა ბისკვიტი.
უკვე მზა,გამომხვარ ბისკვიტს მოაყარეთ ძალიან თხლად ფქვილი თავზე,რათა გადმოღებისას(გადმოტრიალებული გადმოგვაქვს) ზედაპირი არ მიეწებოს დაბლა,ფოდნოსზე.დანით მოაცილეთ თუ კიდეები ყალიბზე მიკრული იქნება და ფართო ფიცრის ან ფოდნოსის ზედაპირი დააფარეთ ყალიბს,გადმოატრიალეთ ყალიბი და ფრთხილად დაუშვით ფორმიდან ბისკვიტი ფოდნოსის ზედაპირზე.ვაცადოთ გაგრილება და მერე მოვაცილოთ პერგამენტი.ბისკვიტი ისევ წაღმა დავდოთ იმ ფორმაზე,რომელზეც უნდა დავკრემოთ.
თითქოს ჩანს რომ ბისკვიტს ზედმეტად ვაწვალებთ,მაგრამ დამიჯერეთ,თუ კი ბისკვიტი ზემოთ აღწერილი წესითაა მომზადებული და გადმოღების წესებიც ზუსტადაა დაცული,ნახევარი მილიმეტრითაც არ დაიწევს.როგორი მაქსიმალური სიმაღლეც ჰქონდა ღუმელში ყოფნისას,ზუსტად იმხელა იქნება დაკრემვის წინაც.

2-ნაირი კრემის მომზადება:
1) მოხარშული კრემი:

ა) თუ მოხარშულ კრემს ვამზადებთ რძის ფხვნილით,მაშინ მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში მოვათავსოთ ერთად შაქარი,რძის ფხვნილი და ფქვილი.ავურიოთ კარგად და მერე დავასხათ იმ რაოდენობის წყალი,რომელიც საჭიროა რძის ფხვნილის გასაზავებლად.გავსხნათ ჯერ ხელით, ბურთულებივით რომ არ დარჩეს ისე.მერე კი მოვიმარჯვოთ სილიკონის ხელის სათქვეფი.

ბ)ხოლო თუ მოხარშულ კრემს ვამზადებთ რძით(ან წყლით) ქვაბში ერთმანეთში ავურიოთ შაქარი და ფქვილი და მერე დავასხათ რძე(ან წყალი).მე ცივად ვასხამ(წყლის შემთხვევაშიც და რძისაც).გავსხნათ ჯერ ხელით, ბურთულებივით რომ არ დარჩეს ისე.მერე კი მოვიმარჯვოთ სილიკონის ხელის სათქვეფი.

თავიდან ვდგამთ საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურევთ სილიკონის ხელის სათქვეფით ადუღებამდე.(მეტალის ხელის სათქვეფი არ გამოდგება, ფერს უცვლის კრემს).
საუბარია აი ასეთ ხელის სათქვეფზე:

როდესაც კრემი უკვე იწყებს ადუღებას/შესქელებას,დავუწიოთ ცეცხლს და განვაგრძოთ რევა/თქვეფა უფრო სწრაფ ტემპში რათა არ ,,დაკორკოშალდეს”.
კრემს უმი ფქვილის სუნი არ უნდა ჰქონდეს და მაშინაა მოხარშული.
გადმოდგით ცეცხლიდან,მთელი კრემი გადმოღეთ სხვა ჯამში და დროდადრო მორევით გააცივეთ კარგად.
კარაქი,რომელიც კრემისთვის გვაქვს განკუთვნილი,მთელი ჩვენი საქმიანობის პროცესში(ან უფრო ადრიანადაც) გვიდევს ოთახის ტემპერატურაზე.იმიტომ რომ კარაქის ბუნებრივად დარბილებას ამოყვანის წინ,დრო სჭირდება.გაქვავებულ კარაქს კი ვერ ამოვიყვანთ,მიქსერი ვერ შეძლებს უბრალოდ.
გადმოვიტანოთ კარაქი ჯამზე და ვტქვიფოთ მიქსერის მაქსიმუმი სიჩქარით.დროდადრო ცავურთუთ ტურბოს ფუნქციაც.მივიყვანოთ სრულიად გათეთრებამდე.
აწ უკვე გაცივებული კემი ნელ-ნელა შევათქვიფოთ ამოყვანილ კარაქს.ნელ-ნელა და ნაზად,იმიტომ რომ არ აგვეჭრას.თუმცა აჭრის შემთხვევაშიც არის გამოსავალი:აჭრილ კრემს დაამატეთ 1 ს.კ. ნაღების ფხვნილი ან შაქრის პუდრა.
მზა კრემს დავამატოთ ვანილი და სურვილისამებრ 1-2 ს.კ. კონიაკი ან არაყი.

2) ნაღების კრემი:

ცალკე მომცრო ჯამში ავთქვიფოთ ნაღები,აუცილებლად გავითვალისწინოთ – კრემის კონსისტენციის მისაღებად დიდ ხანს არ უნდა ნაღებს თქვეფა,თორემ მივიღებთ კარაქს.ათქვეფილ ნაღებს ვამატებთ შაქრის პუდრას და ვანილს.

სიროფი ტორტის დასანამად:

ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ წყალი.ავადუღოთ.
ა)თუ გვინდა ადუღებულ სიროფში ჩავალაგოთ ხილი(არა მარწყვი) და 2-3 წთ.ვადუღოთ.გადმოვდგათ გავაცივოთ სიროფი,ამოვალაგოთ ხილი და დავჭრათ(მაგ.ატამი ან სხვა რომელიმე მკვრივნაყოფიანი ხილი,ამ სიროფში მომზადებულ ხილს ვიყენებ მე ტორტის გარედან მოსართავადაც) ან როგორი ფორმითაც გვინდა ისე მოვრთოთ ტორტის გული.
ბ)თუ ცოცხლად გვინდა ხილის გემო,მაშინ ცალკე დავჭყლიტოთ მარწყვი, წვენი გამოვადინოთ და ისე შევურიოთ უკვე გაცივებულ სიროფს.
ტორტის დასანამავ უკვე გაცივებულ სიროფს ვამატებთ კონიაკს ან არაყს და ვანილს(ორივეს გემოვნებით).

თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს ტორტის გასამზადებლად.

ბისკვიტი გავჭრათ გრძელი,ბასრი დანით შუაზე,2 თანაბარ ნაწილად.ტორტი რომ ცალ მხარეზე დაქანებული არ იყოს,სწორად გაჭრას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გადმოვდოთ გვერდზევე ზემოთა ნაწილი და ორივე ბისკვიტი შიდა მხრიდან დავნამოთ სიროფით.გავითვალისწინოთ,რომ ქვედა ნაწილი ძალიან არ დავნამოთ,რათა არ დალბეს ზედმეტად და კრემის წასმის მერე ქვედა ფენა არ დაჯდეს.
დაბლა ფენას,უკვე ზომიერად დანამულს – გადავუსვათ მოხარშული კრემი.კრემიან ზედაპირზე მოვალაგოთ ხილი.
კრემი გადავუსვათ უკვე დანამულ ზედა ფენასაც.
მეორე – ზედა ფენა დავაფაროთ პირველ – ქვედა ფენას.
ზემოდანაც დავნამოთ ზომიერად.
სწრაფად წავუსვათ მთლიან ბისკვიტს მოხარშული კრემი თავზეც და გვერდებზეც,სწრაფად იმიტომ,რომ დანამულმა ბისკვიტმა დეფორმირება არ განიცადოს და 10-15 წთ-ით.(მე საყინულეში ვდებ).
გაცივებული ტორტი გამოვიღოთ მაცივრიდან და მოხარშული კრემის ფენაზე წავუსვათ ნაღების კრემის ფენა,მთლიან ტორტზე,ისე რომ მოხარშული კრემი ნაღების კრემმა კარგად დაფაროს.მოვასწოროთ ზედაპირი კარგად.
ბოლოს რჩება ტორტის მორთვა.რისთვისაც დაგვჭირდება საკონდიტრო ტომარა,კრემის მოსართავი ფორმები და სასურველ ფორმებზე დაჭრილი ხილი.
გემრიელად მიირთვით. 🙂

პ.ს. ამ მეთოდით ნებისმიერი ხილის,ყავის,თუ სხვა არომატების ტორტს ვამზადებ ხოლმე.კარგი გამოდის. 🙂

ეს კი ჩემი შინაურულად მომზადებული მარწყვის ტორტი,არც ძალიან ლამაზად მორთული,მაგრამ ძალიან,ძალიან გემრიელი.