Category Archives: ტრანსფორმაცია – მე.

როგორ დავამარცხოთ მტერი

სტანდარტული

luciernagas

როგორ დავამარცხოთ მტერი?!

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა.
არ არსებობს ადამიანი,ვისაც პირდაპირი გაგებით მტერი თუ არა,არაკეთილმოსურნე მაინც არ ჰყავდეს.
მტერში არ იგულისხმება მხოლოდ მოსისხლე მტერი,ვინც დაუფიქრებლად გაგიმეტებდათ სასიკვდილოდ.მტერში იგულისხმება ყველა ის ადამიანი,ვისაც შენთვის სიკეთე არ სურს.ეს არ აგვერიოს ინერტულად განწყობაში ვინმეს მხრიდან.ინერტული განწყობაა,როდესაც ვინმესთვის სულ ერთი ხარ.მტრის ძალა სწორედ იმაში გამოიხატება,რომ სულ ერთი არ ხარ მისთვის.
მაგრამ მტრობის ძალა არასოდეს არ არის ცალმხრივი.მტერი მაშინ იძენს ძალას,როცა მისი ნეგატიური განწყობა პასუხგაცემულია მსგავსივე დამოკიდებულებით.
მაგალითად, პიროვნება A მტრობს პიროვნება B-ს. B-ც იგივენაირად პასუხობს.სწორედ აქ იკვრება მოჯადოებული წრე.ეს ურთიერთობა არის თავად ,,ჯადო”. ურთიერთმიმართული ნეგატივი უკვე წარმოადგენს იმ ენერგიას,რომელიც რეალიზებას ჰპოვებს ფიზიკურ პლანზე.თუ მომხდური უმიზეზოდ გმტრობს და შენ მას მისივე იარაღით არ პასუხობ,მტერი ასეთ დროს კარგავს ძალას და ის შენ ვერაფერს დაგიშავებს ვერც ფიზიკურ,ვერც ენერგეტიკულ დონეზე.ეს არის მტრის განიარაღება და მისგან გამოსროლილი ნეგატივისგან თავის დაცვა.თუმცა ვიცით, რომ მხოლიდ ასე მარტივად არ ხდება მტრების ჩამოშორება.
მივუბრუნდეთ A და B პიროვნებების მაგალითს,როდესაც ორი პიროვნება თანაბრად მტრულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთის მიმართ.ისინი განუწყვეტლივ უშვებენ ერთმანეთისადმი სიტყვიერ,აზრობრივ,ენერგეტიკულ თუ ქმედით ნეგატივებს.ამით ისინი აძლიერებენ ერთმანეთს. A კვებავს თავისი საკუთარი ენერგიით B-ს და პირიქით,B კვებავს საკუთარი ენერგიით A-ს. ხანგრძლივი დროით გაგრძელებული მტრული ურთიერთგანწყობა,თავის მხრივ წარმოქმნის ახალ ენერგეტიკულ ველს,რომელიც დროთა განმავლობაში ხდება უფრო ძლიერი.მან შეიძლება განაპირობოს საგვარეულო მტრობის წარმოქმნაც ორი პიროვნების საახლობლოს შორის. ამ ახალ ენერგეტიკულ წარმონაქმნს კვებავს სიძულვილი. სიძულვილი არის ძლიერი ემოცია,რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე უნგრევს ადამიანს აზროვნებას.ანუ, სიძულვილი ჯერ აავადებს გონებას(არაჯანსაღი ემოციებისა და განცდების,ეჭვების,არასწორი დასკვნების,ყალბი ტკივილების და ა.შ. ფონზე),დაავადებული გონება წარმოშობს არაჯანსაღ აზრებს და ფიქრებს,აზრები და ფიქრები როგორც ვიცით ძლიერ ვიბრაციებს ფლობენ იმდენად, რომ მიზიდულობის ძალით იზიდავენ თავიანთ მსგავს მოვლენებს,რაც საბოლოო ჯამში ფიზიკურ პლანზე მატერიალიზდება.დაავადებული გონების,მატერიალიზებული ნეგატივის,მოზიდული უარყოფითი მოვლებების ფონზე ჯერ ზიანდება სუბიექტის აურა.დაზიანებული აურა კი პირდაპირ დარტყმას ახდენს ფიზიკურ სხეულზე და იწყება სხეულის დასნეულება.აი,ეს არის მტრობის, სიძულვილის,შურის,ბოღმის საბოლოო შედეგი.
ამბობენ – როდესაც დიაგნოზი ცნობილია,სნეულების განკურნებაც ადვილიაო.ასეცაა,როცა იცი მიზეზი და რეზულტატი,უკვე სწორ გზაზე ხარ იბრძოლო ამ მიზეზის აღმოფხვრით რეზულტატის გასანეიტრალებლად.
მტრობის მიზეზი თუ სიძულვილია,გამოდის სიძულვილის ანტონიმი გააქარწყლებს მას.
დიახ,მტრობის და სიძულვილის დასამარცხებელი უძლიერესი იარაღი სიყვარულია.
მე არაფერზე ვსაუბრობ,რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია.ასევე ვსწავლობ სხვათა მაგალითზეც,ვაკვირდები მათ თვისებებს,ცხოვრებას,რეზულტატებს. ამიტომ ვთვლი,რომ საკუთარი ნააზრევის და გამოცდილების გაზიარება შემიძლია.მე არც მასწავლებელი ვარ,არც გურუ,არც ფსიქიატრი და არც ეზოთერიკოს-ოკულტისტი,როგორც ვგონივარ თურმე ხალხს,მე ვარ მაძიებელი და მოსწავლე სამყაროსი.მე ყველასგან ვსწავლობ,თითოეული თქვენგანისგან ვსწავლობ,ბევრი ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებების ნაშრომებიდან ვიღებ ცოდნას.ვიღებ ინფორმაციას ბავშვისგან,მოხუცისგან,ცხოველისგან,მცენარესგან,ჩემნაირი მაძიებლისგან და ა.შ.რისთვისაც მადლიერი ვარ თითოეული მათგანის.
გამოცდილებაზე ვლაპარაკობდი – პირადად გამოვცადე თუ რა საოცრების ჩადენა შეუძლია ადამიანს მენტალურად,მხოლოდ აზროვნებით.ესენია:
1) რეიკის ენერგიით ფიზიკური ტკივილს დათრგუნვა.
2) სიყვარულის პრაქტიკით დაუძინებელი მტრის შემორიგება.
3) მედიტაციების საშუალებით წინა ინკარნაციების ხილვა.

ეს თემები და მათთან დაკავშირებული შეკითხვები ვისაც ექნება, შეუძლია მკითხოს.

რაც შეეხება პოსტის მთავარ თემას, მტრის დამარცხებას, არავითარი აზრი არ აქვს მას,თუ მთლიანად არ გავთავისუფლდით მისი ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან.მაგალითად,შეიძლება ადამიანს აპატიო,მაგრამ ვერ დაუვიწყო რაც გაწყენინა თუ დაგიშავა.ძალიან ჩვეულებრივი,ყოფითი დამოკიდებულებაა ეს.მაგრამ ასეთ პატიებას აზრი არ აქვს.ფაქტობრივად ეს არც არის პატიება.პატიება უფრო ფუნდამენტალური დამოკიდებულებაა სუბიექტის ბუნებისა – ზოგადი განწყობის ჩამოყალიბებაში.მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპატიეთ,მაგრამ გვახსოვს(ცნობიერად), რა გამოდის? ის განწყობა ისევ ჩვენს ცნობიერშია,ისევ ისე ნეგატიურ დამოკიდებულებაში ვართ ობიექტისადმი და ვფარისევლობ – თითქოს ვაპატიეთ. ეს არის განწყობა ,,ბომბი”, რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება.
მაშასადამე,ამ განწყობის გაქრობა,ცნობიერიდან ამოშლაა საჭირო,რათა დადგეს ის ნატურალური სიმშვიდის განცდა,რაც წესით მტრობისა და სიძულვილის გარეშე იქნებოდა.
ამ განცდის გამოწვევის მანიპულაცია შესაძლებელია ხელოვნურად.შესაძლებელია ცნობიერიდან წაიშალოს ის ნეგატიური დამოკიდებულება,რაც მთავარი კვების წყაროა სიძულვილისა.
და ეს მეთოდი არის სიყვარულის პროვიცირება ჩვენში.სიყვარულის ჯერ დაპროგრამება,მერე აღმოჩენა და ბოლოს ბუნებრივად წარმოქმნილი ვიბრაციებით გაშვება ინტერესის ობიექტისკენ,ე.წ. მტრისკენ.

პრაქტიკა მარტივია:

დღეში თუნდაც მინიმუმ სამჯერ(რაც მეტჯერ დააპრაქტიკებ მით უკეთესი,შედეგიც მალე დადგება.ჩემი შედეგი დადგა ორ თვეში.არც თუ ისე დააგვიანდა.) აპრაქტიკებ აზრობრივად ან სიტყვიერად:

,,მიყვარხარ,სიყვარულს გიგზავნი,სიყვარული შენ”

მიმართავ სახელით მას,ვის მიმართაც გზავნი.
ეს პრაქტიკა შეგიძლიათ განახორციელოთ ასევე ახლობლების,მეგობრების,საყვარელი ადამიანების,უცნობების,სამსახურში უფროსების,გამოცდებზე გამომცდელების,ცხოველების,დედამიწის,კოსმოსის,მზის და ნებისმიერის მისამართით.მაგრამ სასურველია თუ პირველად მოიხსენიებთ მტრებს ან იმ პირებს,ვისაც იცით რიმ არ უყვარხართ,ან თქვენ არ გიყვართ ისინი.
დამიჯერეთ,გამოცდილი და ფუნქციონირებადი მეთოდია მტრის დასამარცხებლად და მის საბოლოო,ენერგეტიკულ დონეზე ჩამოსაშორებლადაც კი.მას თქვენ საერთოდ ამოშლით თქვენი კარმიდან.

 

 

Advertisements

!

სტანდარტული

არასოდეს დაუშვათ დახატონ თქვენი პორტრეტი. ნახატი ცოცხალია,ინახავს ისტორიას და სულის ანარეკლს. არც ფოტოების გადაღებაა დიდად სასურველი,მაგრამ ბოლო ათასწლეულის დაუოკებელი მანია – კადრში აღვბეჭდოთ ყველა და ყველაფერი,ძნელად დასამარცხებელია. თუმცა,ვეცადოთ იოლად ხელმისაწვდომი არ იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახის ფოტოები უცნობი ადამიანებისთვის. 

Catherine-ს ფოტო.

კეთილ-ბოროტის მარცვალი

სტანდარტული

ჩემი მცირედი დაკვირვებით,ადრეულ ასაკში(ბავშვობის ასაკს რაც გულისხმობს მასთან მიახლოვებული),როცა მოზარდი უკვე იწყებს სულიერ თემებზე ფიქრს(გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი,როდის გაგიჩნდათ ფილოსოფიური კითხვები პირველად),გაცილებით უფრო ადვილია პოზიტიური მიმართულებით განავითაროს როგორც მენტალურ-ფილოსოფიური,ასევე მენტალურ-სულიერი ცნობიერება. პირდაპირ კავშირშია რა თქმა უნდა რამდენიმე ნიუანსი იმისა, თუ რა გარემოში იზრდება:
1) რამდენად არის აღმზრდელობითი გარემო რელიგიური იდეოლოგიით დატვირთული(რასაც მომიტევეთ და მისი მოქნილი აზროვნების არასწორ კალაპოტში მოქცევად ვთვლი);
2) არის თუ არა ბავშვი პირდაპირი ან ირიბი აგრესიის მსხვერპლი,იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური.
3) აქვს თუ არა მშობლებს ბავშვისადმი,როგორც პიროვნებისადმი სწორი დამოკიდებულება და რა დოზით უთრგუნავენ მას როგორც პერსონალიზმს, ასევე თავისუფალი ნების გააქტიურებას.
3) რამდენად ყურადღებამიქცეულია ბავშვის/მოზარდის თანდაყოლილი ან მოგვიანებით გამომუშავებული უნარები და მათი განვითარების რამდენად ეფექტური ხერხებია გამოყენებული;
4) საერთოდ არ აღიქვამენ ბავშვს ოჯახის თანასწორუფლებებიან,მოაზროვნე არსებად(სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიცაა ბუნებაში)

და ასე შემდეგ.
და რადგან ყველანი ჩვენი ბავშვობიდან ვყალიბდებით პიროვნებებად,ამ ზემოთჩამოთვლილს,ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თუმცა,მოზარდის ცნობიერება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გავიდეს პოზიტიურ მიმართულებაზე(სიკეთე,სიყვარული,შემწყნარებლობა,ჰუმანიზმი და ა.შ.),თუ მისი მოქნილი გონება მკვეთრად იცვლის მიმართულებას ერთი (გონებრივი განვითარებისთვის ხელისშემშლელი) გარემოდან – მეორეში(როგორც მხსნელში).ორი უკიდურესობის პრინციპით.ასეთ დროს ინდივიდს(მოზარდს) ამ მხსნელი გარემოს აღმტკინებელი,უსასრულო შესაძლებლობების ზეგავლენით მის (მოქნილ) ცნობიერებაზე იმდენად დიდი პოტენციალი გამოუმუშავდება პოზიტივის,რეალურად იცვლება მთელი მისი არსების აქამდე შედგენილი ფონი.სწორედ მისი ინფანტილური ბუნებიდან გამომდინარე,არაადეკვატურ დროს მიღებული ასაკისთვის შეუფერებელი ინფორმაციის მიღების გამო,ის გვევლინება როგორც უმანკო,ცოტათი მოსულელო(იგივე გულუბრყვილო) ,ე.წ. ,,უფრთო ანგელოზი”(ამ ტერმინს ვიყენებ იმიტომ,რომ მკითხველი ზუსტად ჩაწვდეს რას ვგულისხმობ).
არის მეორე მიმართულებაც,როცა ბავშვის/მოზარდის ბუნებრივი ინტელექტის დონე აღემატება მისი ასაკისთვის ნორმად მიჩნეულს,ამას დამატებული – ის ,,არაბავშვური” თემებით ინტერესდება და განუსაზღვრელი დოზით იღებს მისი ასაკისთვის შეუფერებელ ინფორმაციას თუ ცოდნას,ეს მეორე ვარიანტი გაცილებით მეტად საყურადღებოა ვიდრე პირველი.მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი მასში ავითარებს არამხოლოდ პოზიტივის მიმართულებას,არამედ ნეგატიური აზროვნების მიმართულებასაც.
კიდევ შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი,მაგრამ დანარჩენი არ ღირს ყურადღებად.

ჩემი პირადი დაკვირვებაა ეს მოზარდიდან პიროვნების ჩამოყალიბების,კეთილი ადამიანის და ბოროტი ადამიანის შექმნის ერთ-ერთი თეორია.

ღრმად რომ ჩავიხედოთ საკუთარ ტვინში,რომელი მათგანი ვართ ჩვენ?

ვინ მეთანხმებით და ვინ არა?
საინტერესოა.

სასაფლაო – სახიფათო ადგილი

სტანდარტული

 

Catherine-ს ფოტო.

მოკლედ,ვაგრძელებ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ თემას – სასაფლაოები. 😉

ამ პოსტში ვისაუბრებ არგუმენტირებულად(თუმცა გასარკვევია,ვისთვის რა წარმოადგენს არგუმენტს 😉 ),რომ სასაფლაოებს არამარტო ენერგეტიკული ზიანის მოტანა შეუძლია მოსახლეობისთვის,არამედ ფიზიკურისაც.
მოკლედ თემა ეხება იმ საშიშროებათა ჩამოთვლას,რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ძველი სასაფლაოების გაუქმებამ/გადათხრამ და განსვენებულთა ცხედრების ექსგუმაციამ.
არგუმენტებად კი მინდა მოვიყვანო ამონარიდები ძველი ისტორიული წიგნებიდან,რომელთა ავტორებიც მოგვითხრობენ რეალურ შემთხვევებზე,რომელთაც სერიოზული ზიანი მიაყენეს ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში.
ამ ამონარიდებში მოთხრობილია თუ რამდენად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცხედრების ამოთხრა და ჰაერთან მათი კონტაქტი. დღევანდელი ჩვენეული აღქმით,ეს მონათხრობები შეიძლება გადაჭარბებულიც მოგვეჩვენოს,თუმცა იმ ეპოქაში(საუბარია 200-300 წლის უკან) სრული სერიოზულობით იყო აღქმული მსგავსი მოვლენები.

1) ბერნარდინო რამაზინი,იტალიელი ექიმი თავის წიგნში ,,ხელოვანთა დაავადებები” 1777 წლის გამოცემაში ( გვერდი 205) მოგვითხრობს:
,,მესაფლავემ,სახელად პისტოუმ,დაკრძალა ახალგაზრდა კაცი.ძვირფასი ტანსაცმლით და ახალი ფეხსაცმლით შემოსილი იყო გარდაცვლილის ცხედარი.დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ,დღისით,12 საათზე,მესაფლავემ შეაღო ეკლესიის ჭიშკარი,გადასწია ქვა,რომლითაც საფლავი იყო დაგმანული და ჩავიდა სამარხში.მან მოინდომა მიცვალებულისთვის ფეხსაცმელების გახდა და ამის ჩადენის მომენტში თავად მკვდარი დაეცა.ის დაისაჯა წმინდა ადგილის შეურაცხყოფისთვის”.

2) Vicq’ d Azyr – ,,მსჯელობა სამარხების საფრთხეებზე”, გვერდი 113.
,,რომში,აუვერნიში,ქალაქის სკვერების გასალამაზებლად , ერთ-ერთი ძველი სასაფლაოდან აღებული მიწა გამოიყენეს. გარკვეული ხნის შემდეგ,გაჩნდა ეპიდემიური დაავადება,რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა იმავე პროვინციაში 6 წლით ადრე (Ambert).ორი მსგავსი შემთხვევა ეჭვს არ იწვევდა,რომ გამოწვეული იყო სასაფლაოების მიწის გავრცელებით საცხოვრებელ ზონებში.მიწა,რომელიც დაინფიცირებული იყო გახრწნილი ნეშტების მიზეზით”.

3) იმავე ავტორის Vicq’ d Azyr წიგნში ,,ბალზამირების შესახებ”(1719 წლის გამოცემა,გვერდი 117) წერია:
,,სამარხის ოხშივარმა,მესამარე ცხელებით დააავადა”.

4) Vicq’ d Azyr – გვერდი 117.
,,ერთ-ერთ მონასტერში დაინფიცირდა ჰაერი მხოლოდ ერთი ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ.ხსენებული ცხედარი ამოთხარეს სამარხიდან 12 წლით ადრე,მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხედრის ექსგუმაციამ გამოიწვია დაავადების გავრცელება,რომელმაც მთელი მონასტრის ბინადართა სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ”.

5) ხოსე რაულინი – ,,მედიცინის დაკვირვებანი”.1754 წელი,გვერდი 390.
,,1744 წელს,ქალაქ ლექტურში იფეთქა უცნობმა ეპიდემიამ,რომელმაც ქალაქის მოსახლეობის მესამედი შეიწირა. ამის მიზეზად მიჩნეული იქნა ქალაქში მდებარე ძველისძველი სასაფლაოს სიღრმისეული გათხრები. ცნობილი იყო,რომ გათხრებისას ამოღებული ნეშტები ბავშვების გასართობად იქნა გახდილი. ზოგი ნეშტებს თოკით კიდებდა ხეზე, ჩამომხრჩვალის იმიტაციას ქმნიდა.ერთ-ერთმა ბავშვმა ნეშტს მკერდის ძვალი ჩაუმტვრია მუშტით,საიდანაც უცნაური ფერის სითხეს გამოუჟონავს და ამ ბავშვს მკლავზე მოსცხებია.ცოტა ხნის მერე იმ ადგილზე სადაც ის სითხე მოეცხო,განგრენული წანაზარდი განუვითარდა”.

6) ჰაგენსტი – ,,მონტპელიერის საზოგადოების მემუარები” 1746 წელი.
,,1644 წელს მონტპელიერის ეკლესიაში გარდაიცვალა 3 ადამიანი,მეოთხე მხოლოდ იმიტომ გადარჩა ცოცხალი,რომ სწრაფად გაეცალა ადგილს. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა თავბრუსხვევა,გულისწასვლა.მთლიანად მის სხეულს და ამონასუნთქ ჰაერს გახრწნილი ცხედრის სუნი ასდიოდა”.

სასაფლაოზე მოქცევის წესები

სტანდარტული

საქართველოში არსებული ძველი ტრადიციის – აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე სურსათ-სანიოვაგით, ოჯახ-ნაგრამით მოსალხენად წასვლა – ფონზე, ნამდვილად არ აწყენთ ადამიანებს ამ ინფორმაციის ქონა.
ამ ჯგუფში გაწევრიანებულმა ყველა წევრმა თუ არა უმეტესობამ უნდა იცოდეს,თუ რამხელა ნეგატიური ენერგია სუფევს სასაფლაოებზე.სასაფლაოზე არსებულ ენერგიას სიკვდილის ენერგია ეწოდება.გთავაზობთ კომპეტენტურ რჩევებს ფენ-შუის სპეციალისტის თიკა ქოქაშვილის ვიდეოჩანაწერიდან,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ფენ-შუის ფეისბუქ ჯგუფში.ჯგუფის ლინკს პოსტის კომენტარში შემოგთავაზებთ.
სასაფლაოებზე არსებულ სიკვდილის ენერგიასთან ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ.სასაფლაოს მიწა,ყვავილები,ონკანებიდან გამომავალი წყალი და სხვადასხვა ნივთები ატარებენ ამ სიკვდილის ენერგიას.ამიტომ სასაფლაოდან გამოსვლისას სასურველია საგულდაგულოდ გავიწმინდოთ ფეხსაცმელი,რათა სახლში არ მივიტანოთ ფეხსაცმელზე აკრული მიწით სიკვდილის ენერგია.შინ მოსვლისთანავე გავრეცხოთ ტანსაცმელი,რომელიც გვეცვა და აუცილებლად კარგად დავიბანოთ ხელები,სასურველია შხაპის მიღება,მთლიანად გადავივლოთ წყალი,ჩამოვიბანოთ სასაფლაოდან გამოყოლიოლილ ენერგია.გავითვალისწინოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა – სასაფლაოს მიწის ენერგია სახლში არ უნდა შევიტანოთ.
და საერთოდ,როგორ ჯობია მოვიქცეთ სასაფლაოზე გასვლის დროს.რეკომენდირებულია მოკრძალებულად ჩაცმულ-დავარცხილი ,თავსაფრით,დაფარული სხეულით შევიდეთ აღდგომას სასაფლაოზე. თუ გვაქვს ბახილები უმჯობესია ჩამოვიცვათ ფეხსაცმლის ზემოდან,რათა ფეხსაცმელი დაცული იყოს სასაფლაოს მიწის დასვრისგან.მანქანით ვინც წავა,აუცილებელია სასაფლაოდან დაბრუნებისთანავე გაირეცხოს მანქანა.ტალახის სახითაც მოყვება ხოლმე ეს სიკვდილის ენერგია მანქანის საბურავებს.
რაც უფრო ძველია სასაფლაო,მით მეტია და ძლიერი იქ ენერგეტიკა.ძნელია იმის თქმა,რომ იქ რამე სახის დადებითი ენერგია იყოს.აქედან გამომდინარე,შეუძლებელია დადებითი ენერგია აიღოს ადამიანმა.ამიტომაცაა რეკომენდირებული თავი დავიზღვიოთ.
აღდგომას სასაფლაოზე საკვების გატანა ესეც ტრადიციის აუცილებელი ატრიბუტია.აუცილებელი არაა მილიონი სახის საჭმელი წაიღოთ.გასათვალისწინებელი რაცაა არის ის,რომ საკვები წაიღოთ ერთჯერადი ჭურჭლით,რომელსაც დატოვებთ იქვე ან გადაყრით.სახლის ჭურჭლით საკვების გატანა სასაფლაოზე ყოვლად მიუღებელია.სასაფლაოდან სახლში ჭურჭლის ან სხვა ნივთების მიტანა არაფრით არ შეიძლება.სიკვდილის ენერგია ნებისმიერ ნივთს შეიძლება გაჰყვეს.სასაფლაოს კანონებში წერია,რომ არ არის კარგი სახლიდან წაღებული დანა იხმაროთ.ან ერთჯერადი დანა გამოიყენეთ ან უკვე დაჭრილი საკვები წაიღეთ.საკვები პირდაპირ მიწაზე არ დადოთ.არ არის რეკომენდირებული პირდაპირ მიწაზე დადებული საკვების ჭამა,აქვე იგულისხმება საფლავზე გადაგორებული კვერცხის ჭამაც.არ არის სასურველი ეს კვერცხი შეჭამოს ვინმემ.პასკას ან სხვა საკვებს თუ დადებთ მიწაზე,აუცილებლად დაუფინეთ პარკი ან ქაღალდი.საკვების სასაფლაოზე დატოვება კარგია,ოღონდ თუ დატოვებთ საკვებს,პარკში ან ერთჯერად ჭურჭელში ჩადებული დატოვეთ.პირდაპირ მიწაზე დადებული საკვების მიღება იმიტომ არ არის სასურველი,რომ შეიძლება მან ავადმყოფობა გამოიწვიოს.
სასაფლაოებზე არის უამრავი სული.კარგიც და ცუდიც.კარგში იგულისხმება სულები,რომლებიც ადამიანებს არაფერს უშავებენ.ცუდებში კი იგულისხმება ის სულები,რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური ენერგია გამოგვატანონ.არ არის კარგი გარდაცვლილთა საფლავებზე დაბიჯება,ამან შეიძლება სულების გაბრაზება გამოიწვიოს.ასევე არ არის გამორიცხული გაბრაზებული სულს ეკუთვნოდეს საფლავი და თქვენზე იყაროს ჯავრი.ვისაც ახლობელი ჰყავს გარდაცვლილი, ახალ გარდაცვლილზე შეიძლება ხშირად ესტუმროს მის საფლავს,მაგრამ მერე ნელ-ნელა უნდა შეამციროს სიარული,რათა სულს მოსვენების საშუალება მისცეს,რათა ახალ სიცოცხლედ მოვიდეს,მისი სული ხელახლა დაიბადოს.
წყლის აღება სასაფლაოს ონკანებიდან არ არის სასურველი.სჯობს სახლიდან წაიღოთ წყალი.თუ დაგრჩებათ,იქვე გადაღვარეთ,უკან არ წამოიღოთ.
საერთოდ,სასაფლაოს წყლის და საპირფარეშოს თემა ძალიან რთულია და დიდ სიფრთხილეს საჭიროებს.ეცადეთ არც ერთი არ გამოიყენოთ.თუ მით უმეტეს ბავშვები გახლავთ,ორმაგად ფრთხილად უნდა იყოთ.იმიტომ,რომ შემდეგ ავად არ გახდნენ,ან თქვენ თავად არ გახდეთ ავად.
როცა ბვერი ხალხი გადის სასაფლაოზე,შესაძლოა მათ შორის იყვნენ ბოროტი ადამიანებიც,რომელთაც სხვისთვის ბოროტების ჩადენის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ და სასაფლაოზე უამრავ ადამიანში ეძებენ მსხვერპლს,ნადირობენ ადამიანებზე.ამიტომ კარგი იქნება დაფარული გქონდეთ სხეული,კანი,თმა,გეცვათ სადად,რათა თვალში არ მოხვდეთ ამ ბოროტ ადამიანებს.მათ შეუძლიათ ძალიან ცუდი ენერგია გამოუშვან თქვენი მისამართით სხვისი სულის სანაცვლოდ.
კიდევ ერთი ცუდი ჩვევა ახასიათებს ზოგ ადამიანს.სვამს უზომოდ და მერე მიწაზე კოტრიალობს.ყველაზე ცუდია სიკვდილის ენერგიასთან თამაში.
სასაფლაოზე ყოფნის დროს არ იჩხუბოთ,არ თქვათ ცუდი სიტყვები,არ უსურვოთ არავის ცუდი.უბრალოდ გადით,ეცით პატივი თქვენს წასულებს.სასურველი არაა მთელი დღე დაჰყოთ სასაფლაოზე.დიდი ხნით გაჩერება არაა მიზანშეწონილი.
არ არის სასურველი სასაფლაოს მიწას შეეხოთ შიშველი ხელით,გამოიყენეთ ხელთათმანები.საფლავის გაწმენდისას,მიწაზე შეხებისას,საფლავზე დარგულ ყვავილებზე შეხებისას,ფეხსაცმლის გაწმენდისას და ა.შ. გამოიყენეთ ხელთათმანები.მაქსიმალურად ეცადეთ სიკვდილის ენერგიას არ შეეხოთ და გქონდეთ თავი დაზღვეული,რომ ავად არ გახდეთ ან ცხოვრებაში რამე პრობლემები არ შეგექმნათ,რომლის გამოსწორებაც ძალიან ძნელია მერე.სასაფლაოზე ყოფნისას კარგია დაანთოთ სანთლები,სანთელი არის გამწმენდი ნეგატიური ენერგიებისგან.თქვენი მიცვალებულების სულები მოიხსენიეთ დადებითი მხრით.გრძელი სადღეგრძელოები არაა აუცილებელი.მკვდართა სამყაროს დიდად არ ესმის სადღეგრძელოები,იქ სხვა განზომილება აქვთ სულებს და აუციელებია დადებითად იყოთ განწყობილნი,მიუხედავად იმისა,რაც უნდა გაგაბრაზოთ სულმა.მით უმეტეს სასაფლაოზე მძიმე ენერგეტიკაა და შეიძლება უმნიშვნელო რამეზე გაღიზიანდეთ.ეცადეთ არ გაბრაზდეთ,არავის ეჩხუბოთ,არ გამოხატოთ თქვენი თავი ნეგატიური მხრით,ეს ისევ თქვენთვის იქნება ცუდი და შეიძლება დარტყმაც მიიღოთ ამის გამო.
ტრადიციის მიხედვით, საფლავზე კვერცხის გადაგორება და ღვინის მისხმა იციან.ეს კვერცხი სასურველია არავინ ჭამოს.
სასაფლაოს გარემონტება არასადღესასწაულო დღეებში არის რეკომენდირებული.
სასაფლაოდან ნივთების წაღება ან მოპარვა,ძალიან ცუდია ამის გამკეთებელისთვის.

გარდაცვლილთა სულების იდენტობა და მფარველი ანგელოზები.

სტანდარტული

ვინაობის თემა გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტისას,ერთ-ერთი ყველაზე რთული თემათაგანია პრაქტიკულ სპირიტიზმში.სულებს არ გააჩნიათ რამე სახის მტკიცებულება,რომ ისინი მიეკუთვნებიან კონკრეტულად ამა თუ იმ სახელს,გვარს და პიროვნულ მონაცემებს.ცნობილია,რომ ისინი იოლად მიისაკუთრებენ სხვის სახელს.დადგენა იმისა,სიმართლეს ამბობს თუ არა საკუთარ პიროვნებაზე გარდაცლილის სული,ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულებით ვერ იქნება გამყარებული.იმის მტკიცება,რომ ეს ნამდვილად იმ კონკრეტული პიროვნების სულია ვისადაც თავს ასაღებს,ძალიან ძნელი ან შეუძლებელია.მაგალითად,თუ სული წარსდგება ჩვენს წინაშე და გვამცნობს,რომ ის ვინმე ფენელონია(Fenelon) და ამბობს უმნიშვნელო,არაფრისმთქმელ,არასერიოზულ გამონათქვამებს,შეგვიძლია ვიეჭვოთ,რომ ეს ის იდენტობა არაა,ვისადაც თავს ასაღებს.ხოლო თუ მის მიერ წარმოთქმული ფრაზები ემთხვევა და ჰგავს ფენელონისთვის დამახასიათებელს,შეიძლება იმის დაშვება,რომ შესაძლოა მართლაც მისი სულია.რეალურად კი თუ ნეგატიური ხასიათის არაა მისი მანიფესტირება სეანსის დროს,მნიშვნელობა არც აქვს სინამდვილეში ვისი იდენტობაა.თუმცა მისი დადებითი ,,ქცევა’’ არ ამტკიცებს მისი ვერსიის სარწმუნოებას თავისი იდენტობის შესახებ.
აქ კარდეკი გულისხმობს სულის იდენტობის 100%-ით დადგენის შესაძლებლობის არ არსებობას,რადგან დაინტერესებული პირი სპირიტიზმის სეანსის დროს (ხაზს ვუსვამ – პროფესიონალის თანხლებით) ვერ იქნება სრულიად დარწმუნებული კონტაქტზე გამოსული სულის ვინაობის სისწორეში.

რაც შეეხება მფარველი ანგელოზის,უფრო სწორად კი გამორჩეული თვისებების მქონე,სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანთა სულები,გარდაცვალების შემდეგ განწმენდილნი ამაღლდებიან იერარქიულად,ხოლო მათი იდენტობა იშლება,იკარგება და ისინი აღარ არიან კონკრეტული პიროვნების ვინაობის მატარებელი სულები,ისინი ითვლებიან ანგელოზებად,მათი ადგილი იმ განზომილებაშია,სადაც სუფევენ იერარქიულად მოწინავე,წმინდა სულები.მიხვდებით ალბათ რომელი სულები იგულისხმებიან წმინდა სულებში.აქ მეეჭვება კარდეკი რელიგიური თვალსაზრისით მოიხსენიებდეს სულებს წმინდად.უფრო სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი სულები უნდა იგულისხმებოდეს,რომლებმაც თავისი ფიზიკური ცხოვრების მანძილზე სწორად იცხოვრეს.იმასაც თუ გავითვალისწინებთ,მთელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე რამდენი პიროვნების გარდაცვლილი სული განიწმინდა გარდაცვალების მერე,მათი ინკარნაციის ციკლთა რაოდენიობის გათვალისწინებით,როგორც ზემოთ ვთქვით, მათ უმეტესობას მაღალი იერარქიის სამყოფელში იდენტობა არ გააჩნია.ისინი ინდივიდუალობას არ კარგავენ და ზოგჯერ ადამიანს დამხმარედ ევლინებიან,რის გამოც მას უწოდებენ მფარველ ანგელოზს.ხშირ შემთხვევაში ისინი წარსდგებიან ადამიანისთვის ავტორიტეტული პიროვნების სახით,მაგალითად მორწმუნე რელიგიური ადამიანისთვის მიიღებენ რომელიმე მისთვის საყვარელი წმინდანის სახეს.არაფერი ამტკიცებს,რომ ეს ზუსტად იმ წმინდანის სულია,თუმცა ეს ცხადად ევლინება ადამიანს,იმიტომ რომ მან იმ წმინდანის პროექცია მიიზიდა სწორედ თავისი ფიქრებით და შთაგონებით.
იგივე ხდება როცა რომელიმე განვითარებული სული სპონტანურად ეცხადება ადამიანს.რა თქმა უნდა ვერავინ დაამტკიცებს სინამდვილეში ეს სწორედ ის წმინდანია თუ არა,მაგრამ თუ თვითონვე არ ამბობს რამეს ისეთს,რაც გააბათილებს მისი იდენტობის სინამდვილეს,არის ალბათობა იყოს სინამდვილეში ის კონკრეტული წმინდანი ან ვინმე სხვა სული,ამ დასახელებული წმინდანის რანგის,ასე ვთქვათ სულიერი იერარქიის იმავე განვითარების საფეხურზე მდგომი,იგივე კარდეკის მიერ წოდებული ,,წმინდა სული’’,ანუ იგივე ანგელოზი.
ალან კარდეკის ,,მედიუმების წიგნი”-ს მიხედვით.
თავი XXIV – სულების იდენტობა
მუხლები: 255; 256. გვერდი 341.

ვირჩევთ თუ არა დაბადებამდე ჩვენს ცხოვრებას?!

სტანდარტული

                                           Catherine-ს ფოტო.

(ნაწილი I )

უკანასკნელ წლებში ადამიანებში დიდმა ინტერესმა გაიღვიძა იმ თემების მიმართ,რაც იკვლევს ფენომენებს სიკვდილის და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის შესახებ.მათი კვლევა ხელმისაწვდომი გახდა ფსიქოლოგიური დაბრუნებით წარსულში,ღრმა ბავშვობის დროინდელი მოგონებების და მშობიარობის მომენტში ქვეცნობიერის გახსნის საშუალებით – როგორიცაა ჰიპნოზი,სოფროლოგია და რებირდინგი(rebirding).
სამედიცინო კვლევების შედეგები ფსიქოლოგიაში,ფსიქიატრიაში ( Dr.Raymond A.Moody, Helen Wambach, Edith Fiore ) ამტკიცებენ,რომ ადამიანი ინარჩუნებს ცნობიერებას და მენტალურ გონიერებას სხვადასხვა განზომილებებში გადასვლისას.აქ იგულისხმება გარდაცვალებაც.აქედან გამომდინარე,ბევრი განსჯის შემდეგ გაჩნდა კითხვა – აქვს თუ არა ადამიანის ჩანასახს,დედის მუცელში მყოფ ნაყოფს ეს ცნობიერება დაბადებამდე?
ამბობენ,რომ დედის წიაღში მყოფი ნაყოფი განიცდის ცნობიერ ყოფას.ის გრძნობს როგორც დედის მუცლის შიგნით არსებულ სამყაროს,ასევე მის გარეთ არსებულ სამყაროსაც.გრძნობს თუ რას განიცდის დედა,რა აშფოთებს მას.იმასაც კი ამბობენ,რომ ნაყოფს შესწევს უნარი ტელეპატიურად დაამყაროს კონტაქტი დედასთან.ამას ალბათ ყველა დედა დაადასტურებს,ვინც ორსულობის პერიოდში მსგავსი სახის დაკვირვებებს აწარმოებდა.ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე,შემიძლია დაზუსტებით განვაცხადო,რომ ეს სიამრთლეს შეესაბამება,როდესაც სტრესი მქონდა,ჩემი შვილი მოუსვენრობდა მუცელში.როდესაც ის იწყებდა განუწყვეტელ მოძრაობას,მე მას ვესაუბრებოდი და ვთხოვდი რომ გაჩერებულიყო,ის ჩერდებოდა.ის რეაგირებდა სასიამოვნო მუსიკის ხმაზე და ასევე სწრაფად რეაგირებდა თუ მე რამე უსიამოვნება შემემთხვეოდა.წყნარდებპოდა როცოა მუცელს ვეფერებოდი,ან როდესაც მამამისის ხმა ესმოდა იწყებდა მოუსვენრობას.
ზემოთ დასახელებული პიროვნებები,მედიცინის დოქტორები თავიანთ ნაშრომებში ირწმუნებიან,რომ დაუბადებელი სუბიექტი არა მხოლოდ ირჩევს თავის მომავალ მშობლებს,არამედ ასტროლოგიურ და გარემოებით პირობებსაც კი ითვალისწინებს თავისი მომავალი დაბადებისთვის.გარდა ამისა,იღებს პირობითად ,,პროგრამას’’,რაც შეიცავს მისი მომავალი ცხოვრების მთელ,ნამდვილ მისიას,მთლიანად მომავალი პიროვნების ბედ-იღბალს.თუმცა რასაკვირველია ყველამ ვიცით,რომ არც ისე იოლი გზა აქვს გასავლელი ფინიშთან მისასვლელად.

მეცნიერული კვლევა:

ჩატარდა კვლევა,რომელსაც აწარმოებდა თავისუფალი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ექიმები,ფსიქოლოგები,ფსიქიატრები,ფილოსოფოსები,რელიგიური პირები,ეზოთერიის მკვლევარები,პარაფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგიის წრეებში ავტორიტეტული,გამოცდილი ნათელმხილველებიც კი (phsychics) მონაწილეობდნენ ამ ექსპერიმენტულ კვლევაში.
შესწავლის ობიექტებად არჩეული იქნა განსაკუთრებული თვისებების და ინტელექტის მაღალი კოეფიციენტის,კრეატიული და ლიბერალური(?) პროფესიების მქონე პიროვნებები.ყველა მათგანი იქნა მომზადებული და დამუშავებული სპეციალური სარელაქსაციო და მოსადუნებელი სეანსების საშუალებით,რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ ტვინის მუშაობის პროცესი – ,,ბეტა’’ ტალღები და გამოევლინებინათ ტვინის ფუნქციონირების პროცესის აღმნიშვნელი მინიმალური მაჩვენებელი ,,ალბა’’ და ,,ზეტა’’ ტალღები.როცა ტვინი აქტივობის მინიმალურ დონეს მიაღწევდა ( ,,ზეტა’’ ტალღები 4 და 7 წრე წამში),ჰიპნოზის ქვეშ მყოფი სუბიექტების მენტალური მდგომარება იქნებოდა ,,სრულყოფილ ცნობერში’’,რაც იწვევდა საკვლევ სუბიექტებს გაეხსენებინათ თავიანთი ცხოვრების ყველაზე ადრეული ეტაპები,დაბადებისას,მშობიარობის მოგონებებიც კი.რეგრესულმა ჰიპნოზმა გამოავლინა,რომ ორსულობის,მუცლადყოფნის პროცესშიც კი ,,ცნობიერება’’და ინდივიდის ,,იდენტობა’’ მაქსიმალურადაა წარმოჩენილი.ადამიანი,მუცლადყოფნის პერიოდში არის სრულიად ცნობიერ მდგომარეობაში და მთლიანად იზიარებს რასაც ფიქრობს,განიცდის და აკეთებს დედა.ესმის გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენები,საუბრები,არჩევს ხმებს და ძალიან გარკვევით იცის თუ სად იმყოფება,რატომ და რისთვის….
ექსპერიმენტული კვლევისას რეგრესის სეანსის გაგრძელების შემდეგ,ასევე იქნა გამოკვლეული და დამტკიცებული ექპერიმენტში მონაწილე ავტორიტეტული სპეციალისტების მიერ,რომ ცნობიერება არის დედის საშვილოსნოში ჩასახვამდე,ანუ განაყოფიერების პროცესამდე.
კვლევის სუბიექტები – ადამიანები,რომლებზეც განახორციელეს რეგრესის სეანსი,იხსენებენ განზომილებების იმ ნიველს,რომელიც გაბრწყინებული იყო სინათლით,სიმშვიდით და ენერგიით.ისინი ამბობდნენ,რომ თავიანთ თავს ვერ ხედავდნენ,მაგრამ გრძნობდნენ როგორ ტკბებოდნენ დიადი,სრულყოფილების განცდით.ისინი იყვნენ მარტო,მაგრამ ამასთანავე გრძნობდნენ ,,ვიღაცის’’ მათთან ყოფნას.ეს ,,ვიღაც’’ სულიერ გიდობას უწევდა მათ ,აძლევდა ორიენტირს თუ რა უნდა ეკეთებინათ თავიანთ მომდევნო ფიზიკურ ცხოვრებაში.
ექსპერიმენტში მონაწილე მხედველები(Phsychics) ამ ,,ვიღაც’’ არსების იდენტიფიცირებას ახდენდნენ ანგელოზებად,ან ღვთიურ წინამძღოლებად,ან იგივე სულიერი იერარქიის მოწაფეებად.

გაგრძელება სხვა პოსტში.