Monthly Archives: თებერვალი 2011

თავაძის საწებელი

სტანდარტული

ტომატი+ტყემალი პორციით 1+1, ძმარი გემოვნებით უნდა გაძრა ერთმანეთში, თუ გინდა, ცოტა წყალიც დაუმატე – სისქე რომ დაარეგულირო, დაუმატე ხახვი, ნიორი, ნედლი ქინძი, იგივე დაფქული შავი წიწაკა, ჩვეულებრივი წიწაკა. გემოვნების მიხედვით შეგიძლია ცოტა ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილიც უქნა. საერთოდ, ყვითელი ყვავილი ლამის ყველაფერს უხდება. ის მეზობლის კაცი ყაურმასაც კი უშვება.
ის საწებელი ძალიან გემრიელი გამოდის. თან კარგადაც ინახება და გადავწყვიტე, ბლომად გავაკეთო და შევინახო – ჯემივით გეახლებოდით, როცა გავაკეთებდი. ქათამზეც ხოშიანად მიდის.

შეწვის წინ თევზს მეგრულ აჯიკაში თუ ამოავლებთ, კარგ გემოს აძლევს.

© tavadze

http://forum.ge/?showtopic=34225208&view=findpost&p=24241060

თევზის ჩახოხბილი

სტანდარტული
ფოტოებისა და რეცეპტის ავტორი Breaky.
 
მასალა:
პანგასიუსის ფილე,
ჩემი დედამთლის გაკეთებული “სალსა”,
ტომატი,
სუნელების ნაკრები (თავზის სუნელით წოდებული),
დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი,
ბროკოლი,
ქინძი,

ეს ყველაფერი ფენა-ფენა ჩავყარე ქვაბში ბროკოლის და მწვანილების გარდა. ნელ ცეცხლზე ვშუშე და თითქმის მზად რომ იყო, ბროკოლი მერე ჩავყარე. სულ ბოლოს კი მწვანილები. ბირნჯთან უგემრიელესია.


http://forum.ge/?showtopic=33695689&view=findpost&p=24238121

ლიმონის კრემი

სტანდარტული

რეცეპტისა და ფოტოს ავტორი ნინო ჯანანაშვილი

მასალად საჭიროა:

  • 4 დიდი ლიმონი
  • 4 კვერცხი
  • 125 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი

 

ლიმნებს შემოახეხეთ კანი წვრილ სახეხზე (მხოლოდ ყვითელი ნაწილი) და გამოწურეთ წვენი ოთხივედან.

კვერცხები ათქვიფეთ ჩანგლით კარგად,

კარაქი გაადნეთ ნელ ცეცხლზე, დაამატეთ ლიმნის წვენი, შაქარი და ათქვეფილი კვერცხები, ცედრა, თან ურიეთ.

წამოდუღების შემდეგ კრემი დაიწყებს გასქელებას, ადუღეთ 5-7 წუთი, სანამ კრემის სისქის არ გახდება, მორევა არ შეწყვიტოთ.

ცხელივე გაატარეთ საწურში, ცედრა რომ არ გაყვეს და გაციებული მინის ჭურჭლით შეინახეთ მაცივარში.

დიდხანს ინახება საყინულესთან ახლო მდებარე თაროზე. შესაძლებელია გაყინვაც.

lemoncurd 

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=162&Itemid=55

შოკოლადის ტორტი

სტანდარტული

ფოტოების და რეცეპტის ავტორი გახლავთ ნინო ჯანანაშვილი

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • 3 ს.კ ფქვილი
  • 1 ს.კ სიმინდის სახამებელი
  • 4 ს.კ კაკაო
  • 1/2 ჩ.კ სოდა (ან 1 ჩ.კ) გამაფხვიერებელი
  • 200-250 გ ჟოლოს კონფიტიური
  • კრემი: 200 გ მაღალპროცენტიანი ნაღები, 80 გ შოკოლადი, 50 გ კარაქი, 1 ჩ.კ კაკაო
  • გლაზური: 80-100 გ შოკოლადი, 1 ს.კ ნაღები, 2 ს.კ წყალი 1-2 ჩ.კ კაკაო

 

მომზადება:

  • კვერცხის ცილებით მოამზადეთ ბეზე და ნელ ნელა შეათქვიფეთ შაქარი,შედეგ თითო-თითოდ კვერცხის გულები. ბოლოს დავაცრათ კაკაო, ფქვილი,სოდა და სახამებელი და ფრთხილად შევურიოთ მიქსერის გარეშე. თუ სახამებელი არ გაქვთ მის მაგივრადაც ფქვილი დაამატეთ.
  • გამოაცხეთ 18-20 სმ დიამეტრის ფორმაში, 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  • სანამ ცხვება მოამზადეთ კრემი: ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი, ჩაამატეთ კაკაოც. კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან პრიალა მასას.
  • ათქვიფეთ ნაღები კრემის კონსისტენციამდე და ნელ-ნელა შეურიეთ შეგრილებული შოკოლადი. შეინახეთ მაცივარში გამოყენებამდე. თუ სიტკბო არ გაკმაყოფილებთ შეურიეთ შაქრის პუდრა გემოვნებით
  • გაცივებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე და მსუბუქად დანამეთ ჟოლოს კონფიტიურის წვენის, ალკოჰოლისა და წყლის ნარევით.
  • შემდეგ პირველ ფენას წაუსვით დარჩენილი კონფიტიური, ზემოდან კრემის ფენა, დააფარეთ მეორე ბისკვიტი და თავზე და გვერდებზე კვლავ კრემი.
  • ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი, ნაღები კაკაო და წყალი, მიღებული მასა შეაგრილეთ და მოასხით ტორტს. მორთეთ ცოცხალი ან გაყინული ჟოლოთი და შოკოლადის ბურბუშელით.
  • რეცეპტი არებულია საიტიდან   http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=847&Itemid=55

    ინგლისური სალათი

    სტანდარტული

    საჭიროა:

    200 გრ. წიწილა
    75 გრ. ნიახურის ძირები
    35 გრ. მოხარშული ქამა სოკო
    10 გრ. მჟავე კიტრი
    35 გრ. მაიონეზი
    5 გრ. მზა მდოგვი
    15 გრ. ბულგარული წიწაკა
    5 გრ. სალათის ფოთლები
    მარილი

     წიწილა მოხარშეთ, გააგრილეთ, რბილობი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით. მოხარშული სოკო და კანგაცლილი და თესლებამოღებული კიტრი დაჭერით ნაჭრებად. ნიახური გარეცხეთ, გაწმინდეთ და დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ყველა პროდუქტი შეაერთეთ, მოაყარეთ მარილი, შეანელეთ მაიონეზით და მდოგვით. სალათი გადაიტანეთ სასალათეში, მორთეთ წიწაკით და სალათის ფურცლებით.

    ახალი კიტრის სალათი

    სტანდარტული

    საჭიროა:

    კიტრი – 4 ცალი
    ხახვი (მწვანე) – 2 კონა
    კინძა – 1 კონა (პატრა)
    ოხრახუში – 1 კონა (პატრა)
    ლიმონი წვენი – 2 ჩ/კ
    შაქარი – 1 ჩ/კ

    კიტრი დავჭრათ კუბიკებად. ხახვი დავჭრათ მსხვილად და მწვანილი წვრილად. ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყაროთ შაქარი და ყველაფერი ავურიოთ. სურვილისამებრ შეიძლება დავაყაროთ ქუნჯუთი.ისეთი გემრიელია,რომ თიტებს ჩაიკვნეტთ.განსაკუთრებით უხდება ბრინჯიან კერძებს.

    © http://mzareuli.ucoz.com/publ/salatebi/k_39_it_39_ris_salati/5-1-0-583

    10 დღიანი დიეტა

    სტანდარტული

    ეს დიეტა გათვლილია 10 დღეზე.თუ ზედიზედ გადავაბამთ 3-ჯერ,დაახლოებით 10 კგ-მდე კლებას გვპირდება.
    გავითვალისწინოთ:
    დილით, ჭამამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე რეკომენდებულია ერთი ჭიქა (250-300მლ.) წყლის დალევა.
    ხორცი ან თევზი შეწვის დროს ფქვილში ან საფანელში არ ამოავლო.
    ვახშამი 19.30 სთ-მდე.
    არ შეიძლება: ყურძენი, ლეღვი, თეთრი ბრინჯი, მანანის ბურღული, ლუდი, ლიქიორი, არაყი, კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, რედ ბული, ტკბილი იოგურტი, ტკბილი ხაჭო, ფინიკი, თეთრი შაქარი, ქიშმიში, საფანელი, თეთრი ფქვილი, მაიონეზი, კეტჩუპი, ფრინველის კანი, ტვინი, ცხიმიანი ხორცი, ხორცის, სოკოსა და თევზის ნახარშისგან მომზადებული სოუსები. მწნილი, ძეხვი და სოსისი, კონსერვირებული პროდუქტები, ძმარი, გაზიანი მინერალური წყალი.
    P.S.დღის განმავლობაში შეგიძლია მიირთვა 2ფინჯანი ყავა ან 3 ფინჯანამდე ჩაი (შავი ან მწვანე).

    დიეტის ბოლოს დავწერ რამოდენიმე სპეციფიური კერძის რეცეპტს,რომელიც ამ დიეტაში გვჭირდება.

    1 დღე.
    საუზმე:ჰერკულესის ფაფა 150გრ. 5ცალი გარგარის ან შავქლიავის ჩირი ან 5ცალი ნუში.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 2ცალი კივი.
    სადილი:ყველი ან სულგუნი 100გრ. ხაჭო 100გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:მოხარშული უცხიმო ხორცი 150გრ. ბოსტნეული 200გრ.
    მაწვნის ან ბოსტნეულის წვნიანი 300გრ.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    2 დღე
    საუზმე:ყველი ან სულგუნი 70გრ. 3ცალი შავქლიავის ან გარგარის ჩირი ან 3ცალი ნუში.
    მეორე საუზმე:1ცალი გრეიფრუტი ან 1ცალი ვაშლი ან 2ცალი კივი.
    სადილი: უცხიმო ვიჩინა ან ჩალაღაჯი 150გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:ბოსტნეულის ან მაწვნის წვნიანი 300გრ. მოხარშული უცხიმო ხორცი 150გრ. ბოსტნეული 200გრ.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი 1ჩაის კოვზამდე.

    3 დღე
    საუზმე:ყველი ან სულგუნი 50გრ. 2ცალი მოხარშული კვერცხის ცილა.
    1ცალი სტაფილო. 1სუფრის კოვზი არაჟანი.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 1ცალი ბანანი ან 2ცალი კივი.
    სადილი:უცხიმო ვიჩინა ან ჩალაღაჯი 150გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი: ყველი ან სულგუნი 50გრ. შემწვარი უცხიმო ხორცი 150გრ. ბოსტნეული 200გრ.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    4 დღე
    საუზმე:ფრანგული საუზმე.
    მეორე საუზმე:2ცალი ვაშლი ან 3ცალი კივი ან 2ცალი ფორთოხალი.
    სადილი:უცხიმო ვიჩინა 100გრ. ზეთისხილი 8ცალი. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:ყველი ან სულგუნი 50გრ. 1ცალი მოხარშული კვერცხის ცილა. ბოსტნეულის ან ყველის წვნიანი 300გრ. შემწვარი უცხიმო ხორცი 100გრ.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზი.

    5 დღე
    საუზმე:უსაფუარო პური 100გრ. 5ცალი გარგარის ან შავქლიავის ჩირი ან 5ცალი ნუში.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 2ცალი კივი ან 1ცალი გრეიფრუტი.
    სადილი:ყველი ან სულგუნი 100გრ. ზეთისხილი 8ცალი. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:ბოსტნეულის ან ყველის წვნიანი 300გრ. კატლეტი ან ქაბაბი 150გრ. სალათის ფოთლები.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    6 დღე
    საუზმე:ფრანგული საუზმე ან მოხარშული წიწიბურა 150გრ.
    3ცალი გარგარის ან შავქლიავის ჩირი ან 3ცალი ნუში.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 1ცალი ბანანი ან 2ცალი კივი.
    სადილი:უცხიმო ვიჩინა ან ჩალაღაჯი 100გრ. ყველი ან სულგუნი 50გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:ხაჭო 100გრ. ყველი ან სულგუნი 50გრ. 1ცალი მოხარშული კვერცხი. 1სუფრის კოვზი არაჟანი. სალათის ფოთლები ან 1ცალი ტკბილი წიწაკა.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    7 დღე
    საუზმე:უსაფუარო პური 100გრ. 3ცალი გარგარის ან შავქლიავის ჩირი
    ან 3ცალი ნუში.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 1ცალი ფორთოხალი ან 1ცალი გრეიფრუტი.
    სადილი:ყველი ან სულგუნი 70გრ. 1ცალი მოხარშული კვერცხი. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:კატლეტი ან ქაბაბი 150გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ბოსტნეულის ან სოკოს წვნიანი 300გრ.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    8 დღე
    საუზმე:მოხარშული ყავისფერი ან ყვითელი ბრინჯი ან ჰერკულესი 150გრ. ფორთოხლის ან ვაშლის წვენი 200გრ.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 1ცალი ფორთოხალი.
    სადილი:მოხარშული უცხიმო ხორცი 100გრ. ან შემწვარი სოკო 200გრ. ყველი ან სულგუნი 50გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:ბოსტნეულის ან სოკოს წვნიანი 300გრ. მოხარშული უცხიმო ხორცი 150გრ. 1ცალი მოხარშული კვერცხის ცილა.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი 2ჩაის კოვზი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    9 დღე
    საუზმე:ყველი ან სულგუნი 50გრ. 1ცალი სტაფილო. 7ცალი ზეთისხილი.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 2ცალი კივი ან 1ცალი გრეიფრუტი.
    სადილი:უცხიმო ვიჩინა 120გრ. ბოსტნეული 200გრ. 3ცალი ზეთისხილი.
    ვახშამი:მოხარშული ან შემწვარი უცხიმო ხორცი 150გრ. ბოსტნეული 200გრ. ბიფიდო მაწონი 200გრ. ან ბიფიდო კეფირი 250გრ.
    მთელი დღის განმავლობაში:სითხე 1,8ლიტრამდე. 2 ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    10 დღე
    საუზმე:ჰერკულესის ფაფა ან მოხარშული ყავისფერი ან ყვითელი ბრინჯი 150გრ. 5ცალი შავქლიავის ან გარგარის ჩირი ან 5ცალი ნუში.
    მეორე საუზმე:1ცალი ვაშლი ან 2ცალი კივი.
    სადილი:შემწვარი ბადრიჯანი ან სოკო 200გრ. ბოსტნეული 200გრ.
    ვახშამი:შემწვარი ან მოხარშული უცხიმო ხორცი 150გრ. ბოსტნეული 200გრ. ბიფიდო მაწონი 200გრ. ან ბიფიდო კეფირი 250გრ.
    მთელი დღის განმავლობაში: სითხე 1,8ლიტრამდე. 2 ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი ან თაფლი ან 25გრ. შავი შოკოლადი. მცენარეული ზეთი 2სუფრის კოვზამდე. მარილი ½ ჩაის კოვზამდე.

    * * *

    1)
    ფრანგული საუზმე:
    2სუფრის კოვზი ჰერკულესი, 5 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი, 1ცალი ვაშლი( გახეხილი კანიანად), 1ჩაის კოვზი ფრუქტოზა ან ყავისფერი შაქარი, 1ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1ცალი ნიგოზი (გახეხილი ან წვრილად დაჭრილი).
    წინა ღამით ჰერკულეს დაასხი ადუღებული წყალი. დილით დაუმატე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები.

    2)
    მაწვნის წვნიანი:
    მაწონი -500გრ.
    კვერცხი -1ცალი.
    ხახვი -2თავი.
    კარაქი -25გრ.
    ყავისფერი ან ყვითელი ბრინჯი- 50გრ.
    რძე -50გრ.
    წყალი -500გრ.
    მწვანილი- გემოვნებით.
    მარილი- ½ ჩაის.კოვზი
    დავკეპოთ ხახვი და მოვშუშოთ ახალ კარაქში. მაწონი წინასწარ გავწუროთ, გავხსნათ თბილ წყალში და თანდათანობით ჩავუშვათ მოშუშულ ხახვში. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. ჩავამატოთ მოხარშული ბრინჯი; ჩავასხათ თბილ რძეში გახსნილი კვერცხის გული და კიდევ მოვურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი.

    3)
    ბოსტნეულის წვნიანი
    500 გრამი თავიანი თეთრი კომბოსტო; 50გრ ნიახური; 100 გრ. თეთრი ხახვი; 50გრ მწვანე ხახვი; 300გრ. ყვავილოვანი კომბოსტო; 300 გრ. პომიდორი; 10 გრ ნიორი; 0,1 ლ გაფცქვნილი, გახეხილი ტომატი; 30მლ. მცენარეული ზეთი; 1,5 ლ წყალი. 1 ს.კ. დანაყილი ქინძის თესლი; ½
    ს.კ. დაქუცმაცებული ძირა; ½ ცალი გამხმარი წითელი მწარე წიწაკა; 2 დაფნის ფოთოლი; 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი.
    თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი (მწვანე ხახვთან ერთად) ოდნავ მოხრაკეთ ზეთში. ჩაყარეთ დანაყილი ქინძი, ნიორი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ ნიახური, აგრეთვე დაჭრილი თავიანი კომბოსტო, ყვავილებად დაშლილი ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი პომიდორი. დაასხით წყალი. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და დარჩენილი ინგრედიენტები. წვნიანი ხარშეთ, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება.

    4)
    ყველის წვნიანი (პირველი ვარიანტი)
    ინგრედიენტები:
    • 200 გრ ქათმის ხორცი, უკანო და უძვლო
    • 200 გრ ქამა სოკო
    • 1სუფრის კოვზი ყვითელი ან ყავისფერი ბრინჯი
    • 1 სტაფილო
    • 1 ხახვი
    • 100 გრ მდნარი ყველი
    • 1/2 ჩ.კ ბაზილიკი, კამა
    • 1სუფრის კოვზი ზეთი
    მომზადების წესი:
    • პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ხორცი, სოკო და ხახვი მოშუშეთ ძალიან ცოტა ზეთში.
    • დაამატეთ ბრინჯი, დაასხით 700 მლ წყალი და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთი ადუღებიდან. თუ ბრინჯი თითქმის მზად არის, ჩაამატეთ გახეხილი სტაფილო და ბაზილიკი,
    • 5-7 წუთში მდნარი ყველი.
    • კარგად ამოურიეთ და აცალეთ წამოდუღება.
    • ბოლოს დაამატეთ დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი ზომიერად.

    5)
    ყველის წვნიანი (მეორე ვარიანტი)

    ინგრედიენტები:

    300გრ. ქათმის ფილე
    100გრ. მდნარი ყველი
    2 სუფრის კოვზი ყვითელი ან ყავისფერი ბრინჯი
    1 სტაფილო და 1 ხახვი
    მარილი, წიწაკა, ოხრახუში გემოვნებით

    მომზადების წესი:

    ქათმის ფილეს დაასხით 2 ლიტრი წყალი, მარილი და ხარშეთ ადუღებიდან 20 წუთი, ფილე რომ მოიხარშება ამოიღეთ ბულიონიდან. ბულიონი დუღდეს და ჩაყარეთ ბრინჯი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ბოლოს სტაფილო (გახეხილი) მერე ჩაუმატეთ ქათმის ფილე და ხარშეთ 5წუთი. დაუმატეთ მდნარი ყველი, კარგად გადაურიეთ, შავი პილპილი, მარილი და გამორთეთ. მერე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

    ამჟამად ვარ ამ დიეტაზე.მეორე დღეა დღეს.წარმატებები მე 😀

    ქათმის სალათი – სოკოთი

    სტანდარტული

    ქათმის მკერდი მოვხარშოთ მარილწყალში და მოხარშვის მერე დავჩეჩოთ.
    სოკო და მსხვილად დახეხილი სტაფილო მოვხრაკოთ წინასწარ ზეთში მოხრაკულ ხახვში.კარგია თუ გამოვიყენებთ ახალ ხახვს.
    ტაფაშივე დავამატოთ საცივის სუნელები ცოტა,დაფქვილი ნიორი(თუ ცოცხალი ნიორი გვირნა ტავიდანვე მოვხრაკოთ ხახვთან ერთად),ცოტა შავი პილპილი,ცოტა მწარე წითელი წიწაკა და მარილი.
    ეს მასა კარგად ავურიოთ მოზრდილ ჯამზე დაყრილ ქათმის დაჩეჩილ ფილეს.ბლომად მაიონეზი,მწვანე ხახვი და კიდევ დავამატოთ შავი პილპილი(ისე რომ კარგად ემჩნეოდეს).
    უგემრიელესია.

    დრო____მკვლელი

    სტანდარტული

    უბრალოდ დროს ვკლავთ…დროს ჩვენს მკვლელს…დროს ვუხდით სამაგიერსოს…ვაზღვევინებთ ყველა იმ განცდილი თუ განუცდელი ტკივილის საფასურს.დროს სად აქვს გული…

    დრო უგულოა,უგრძნობი,ცივსისხლიანი…განურჩევლად ყველას კლავს,ასამარებს,კოცონზე წვავს და ფერფლს ჰაერში ფანტავს…წყალში ახრჩობს… დრო ყველას სიკვდილით გვსჯის… დრო ატეხილი,დრო არასანდო და დრო მაინც სასურველი.

    ქალივითაა დრო,თავისი ავხორცობით რომ გიზიდავს.თავისი მწველი მზერით და ქორფა ძუძუებით რომ გაბრმავებს…დრო ბოზი ქალივითაა,რომელიც თავისი სურვილისამებრ მოგიხმარს და საზღაურსაც გადაგახდევინებს.

    კახპაა დრო,რომელიც თავს შეგაყვარებს და მერე რომელიმე ლოთ სოვდაგარზე ერთი ქურქის ფასად გაგცვლის….დრო ისეთი დაუმორჩილებელი მეძავია,რომლის აღვირსაც ვერავინ მიაგნო,რომ მართოს…მაინც ვემონებით და დორბლმორეული რევერანსებით ვანებივრებთ დროს…

    ნეტავი რატომ?

    ხომ შეგვიძლია უბრალოდ მოვკლათ დრო?უბრალოთ ვისაუბროთ თუნდაც პოეზიაზე ან ნიკალასავით დავსხდეთ ბუხრის წინ,მივირთვათ სამოვარში ადუღებული ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე.ან ვჯღაბნოთ,ვისაც რა შეგვიძლია…ან ვითამაშოთ ფეხბურთი…ან სულაც სხვის ნერვებზე ვითამაშოთ…დავფქვათ ყავა ვენეციურ ყავის საფქვავში დაა გაურკევევლი წარმოშობის იეროგლიფებით დაფარული სპილენძის ,,ტოლჩა” შემოვდგათ გაზქურაზე — მივირთვათ თურქული ყავა.

    უბრალოდ დრო მოვკლათ…

    უბრალოდ გავერთოთ…

    უბრალოდ მოვკლათ დრო,სანამ ის მოგვკლავს…

    2009.31.03 15:22

    ფრიდა კალო

    სტანდარტული

    იმდენი რამეა დაწერილი ამ ქალზე,რომ სიახლეს ვერაფერს დავწერ მე.
    მაგრამ საინტერესოა ჩემთვის მისი ხელოვნება და როგორც აღიარებულია საზოგადოდ,უფრო მეტად საინტერესოა მისი ცხოვრების გზა.
    მე მასში უფრო მომწონს,დაუოკებელი ქალის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს. საკუთარი ტკივილის გამოკვეთილად აფიშირების სურვილს, ამბიციურობაში ვუთვლი.(თუმცა ესეც მომწონს). მის ბიოგრაფიას როცა კითხულობ,წარმოდგენა გექმენება,რომ ეს ქალი მიწიერი ცხოვრებით ვერ დაკმაყოფილა…
    სხვათაშორის ამ აზრის განვითარებაში ხელს მიწყობს მისი სიტყვები,რომელიც სიკვდილის წინ უთქვამს: ,,მხიარულად ველოდები წასვლას და იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები”.
    ცნობილია,რომ ყავდა სექსუალური პარტნიორები – კაცები,ქალები…ბი სექსუალი იყო.ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ,ერთ_ერთ ესპანურ არხზე იყო დოკუმენტური ფილმი ფრიდაზე და იქ გააჟღერეს.თუმცა მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე,სულაც არ არის გასაკვირი თუ მას მდედრობითი სქესიც იზიდავდა.
    მისი გამოკვეთილად ხაზგასმული ქალური ბუნება,საკუთარი შესაძლებლობებით უკმაყოფილება,თუმცა ამავე დროს საკუთარი თავის ფეტიში,მიდრეკილება ფემინიზმისკენ,რევოლუციონერობისკენ,ხაზს უსვამს მის მეამბოხე ბუნებას.თუმცა ამავე დროს,ხაზგასმული ფიზიკური ტკივილები თუ ნაკლოვანებები იმდენად მუქი და შეგრძნებადია მისი ხელოვნების ნიმუშების ნახვისას,რომ თითქოს გაიძულებს ის იგრძნო,რასაც თავად გრძნობდა მხატვარი რეალურ ცხოვრებაში…მისი ნამუშევრები ისეთნაირ გავლენას ახდენს მნახველზე, შთაბეჭდილება გრჩება,რომ მისი ტკივილიც გადმოგეცემა და თავად გრძნობ ამ ტკივილს,იმდენად ცხადად არის გადმოცემული მხატვრის ის სულიერი თუ ფიზიკური განწყობა,რასაც ამა თუ იმ სურათის შექმნისას განიცდიდა.

    მე როცა არ უნდა ვნახო და რამდენჯერაც არ უნდა ვნახო მისი ნახატები,ყოველთვის ერთსა და იმავე ემოციას იწვევს ჩემში.მთელი სიმძაფრით ფიზიკურობამდე დასულ შეგრძნებას სურათის არსისა.
    ფრიდა ასეთი ,,მჭახე” ხასიათის მიუხედავად,რომელიც მის ტილოებში წარმოჩინდება და რომელიც მნახველს აიძულებს დასევდიანდეს,დაითრგუნოს,ის მაინც საოცრად რომანტიული და სიცოცხლის მოყვარული იყო.ამას მისი სისხლსავსე ცხოვრებაც ამბობს.აქტიური,ემოციური,?ქსტრავაგანტული,ტემპერამენტიანი ფრიდა,მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო.მისი პოლიომიელიტისაგან დამახინჯებული ფეხის,გადაბმული წარბების და ულვაშის მიუხედავად,ის მაინც ყველა კაცისთვის სასურველი ქალი იყო.მას ბოჰემის სენიორად აღიქვამდნენ.სხვათა შორის,ცნობილი ფაქტია,რომ მას არ რცხვენოდა თავისი ფიზიკური ნაკლოვანებების.ხაზსაც კი უსვამდა საკუთარ ნამუშევრებში.მაგრამ ეს გაფიქრებინებს,რომ სწორედ იმ კომპლექსის დასაძლევად აკეთებდა ამას,რომელიც სინამდვილეში სტანჯავდა მას,როგორც ქალს და რომელი კომპლექსიც ასე მიჩუმათებული ჰქონდა საკუთარ თავში.ბავშვობაში მახინჯი ფეხის დასაფარად ერთიმეორის ზემოდან რამოდენიმე სქელ, ყელიან წინდას იცვამდა თურმე.
    18 წლისას ავარიაში მოყვა და საშოში გაუარა ტრამვაის რაღაც რკინის ნაწილმა.ამის გამო შვილის გაჩენა არ შეეძლო.სწორედ ამის გამოა მის ნახატებში მრავლად მკვდარი ბავშვების პორტრეტები.
    სახლს,სადაც ცხოვრების უკანასკნელი წლები საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა,თავისი ცხოვრების სიყვარულთან – დიეგო რივერასთან ერთად, Blue House უწოდეს.
     

    ესეც Blue House:

     


    ეს ვიდეო რეალურად ასახავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას.


    ასეთია ჩემი თვალით დანახული რომანტიულ_მისტიური ფრიდა კალო…