Monthly Archives: მაისი 2014

ცხოვრების უდიდესი საიდუმლო

სტანდარტული

გადავწყვიტე წერილობითი ფორმით შევინახო ეს მასალა.სიტყვასიტყვით არ იქნება გადმოწერილი,ზოგ ადგილას საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოვცემ ვიდეორგოლების შინაარსს.

ცხოვრების უდიდესი  საიდუმლო
როგორ გამოვიყენოთ საიდუმლო ცოდნა?!

(მიზიდულობის კანონი)

ყველაფერს,რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში,თქვენ თვითონ იზიდავთ.და ამ ყველაფერს იზიდავთ იმ სურათების,იმ სახეების ძალით,რომლებიც არის თქვენს ცნობიერებაში.იმის ძალით –  რაზეც ფიქრობთ.მნიშვნელობა არ აქვს რა აზრები გიტრიალებთ თავში,თქვენ იზიდავთ თქვენი ფიქრების ობიექტებს.
იმისათვის,რომ უფრო ჩავწვდეთ მიზიდულობის კანონის არსს,თავი მაგნიტად წარმოვიდგინოთ.მაგნიტს აქვს ძალა და ის იზიდავს საგნებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ფიქრებზე.
ჩვენ( მაგნიტის მსგავსად ) ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ.ამას მიზიდულობის კანონი ახორციელებს.
ჩვენ ვხდებით ისეთი,როგორიც წარმოგვიდგენია თავი ჩვენს ფიქრებში და ვიზიდავთ იმას,რაზეც ვფიქრობთ.რასაც გონებაში დაინახავთ,რეალობაშიც ის გექნებათ.
ეს პრონციპი შეგვიძლია შევაჯამოთ 3 მარტივი სიტყვით:
1) ფიქრი ხორცს ისხამს;
2) ხორციელდება;
3) ხდება მატერიალური.

ფიქრის დროს ვასხივებთ აზრობრივ ტალღებს და გვიბრუნდება,მოიზიდება ის,რაზეც ვფიქრობთ.
წარმოვიდგინოთ რაც გვინდა და მოვიზიდავთ მას ჩვენთან.
ვიფიქროთ იმაზე რაც გვინდა და არა იმაზე,რაც არ გვინდა.
ჩავფიქრდეთ და მოვახდინოთ ყურადღების მთელი კონცენტრირება სასურველზე.რაც მეტი განცდით იფიქრებ საკითხზე,მით მეტი სისწრაფით გამატერიალიზდება ის,რაზეც ვფიქრობთ.სულ ერთია ეს ფიქრი პოზიტიურია თუ ნეგატიური.ორივეს ვიზიდავთ ჩვენს მიერ მასზე ფიქრის შედეგად.
1)პოზიტიური ასეულჯერ უფრო ძლიერია ნეგატიურზე.ეს უკვე მნიშვნელოვნად ამცირებს შეშფოთების ხარისხს.
2)დროში შეფერხება.აზრების გამატერიალიზებისას აზრები მაშინვე,მყისიერად არ ხორციელდება.ასე რომ არა,დიდი პრობლემები გვექნებოდა.დროში შეფერხება გვეხმარება სწორი არჩევანი გავაკეთოთ.კარგად დავფიქრდეთ რა გვსურს სინამდვილეში.გვეხმარება ვაკონტროლოთ ჩვენი სურვილები.
მეცნიერება ამტკიცებს,ადამიანს დღის განმავლობაში 60 000-მდე აზრი მოსდის თავში.რასაკვირველია,ყველა აზრის კონტროლი შეუძლებელია.სამაგიეროდ შესაძლებელია გრძნობების კონტროლი.ჩვენი გრძნობები გვკარნახობენ რაზე ვიფიქროთ.
აზრები და ფიქრები  ბადებენ ემოციებს.ემოციები გვეხმარება გავიგოთ რას ვიზიდავთ.იფიქრეთ თქვენს ემოციებზე.
ემოციები არის ორნარი.უარყოფითი და დადებითი.

უარყოფითი ემოციებია:
1)შიში;
2)დეპრესია;
3)დანაშაულის შეგრძნება;
4)წყენა
5)სიძულვილი
6)შურისძიება
7)ბოროტება
8)განკითხვა
9)დარდი
10)განრისხება

დადებითი ემოციებია:

1)კმაყოფილება
2)იმედი
3)ვნება
4)სიხარული
5)მადლიერება
6)სიამოვნება
7)სიყვარული

როცა თავს კარგად გრძნობთ,თქვენ ქმნით თქვენს მომავალს საკუთარი სურვილების თანახმად.როდესაც თქვენ თავს ცუდად გრძნობთ,ქმნით მომავალს,ოღონდ საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ.ყველა თქვენი გრძნობა და ყოველი თქვენი ფიქრი ქმნის თქვენს მომავალს.მაგალითად:თუ თქვენ გეშინიათ ან აღელვებული ხართ,მომავალში ბევრი ასეთი გრძნობები გექნებათ,მიზიდულობის კანონის გამოისობით.
როდესაც დღეს იწყებთ უარყოფითი ემოციებით,გერევათ მთელი დღე.თუ ემოციებს გადავრთავთ სხვა ტალღაზე და არ დავუშვებთ რომ რამემ განწყობა გაგიფუჭოთ,მთელი დღე კარგად წაგივათ.თუ ასე იქნებით  ყოველდღიურად,მიზიდულობის კანონის თანახმად,თქვენ მომავალშიც მიიზიდავთ კარგ განწყობას,რომელიც თქვენს ყოველ დღეს,ყოველ კვირას,ყოველ წელს პოზიტიური განწყობით დატვირთავს და ყოველი კარგი დღე ხელს შეუწყობს თქვენს მომავალ ცხოვრებაში ბედნიერების დამკვიდრებას.ცუდი დღეების რაოდენობა კი შემცირდება.
თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ სიყვარული,რომელიც შეიძლება ახლა არც არსებობდეს.და სამყარო გარდაიქმნება იმ სიმღერად,რომელსაც თქვენ გულში მღერით.სამყარო მოერგება ამ შინაგან განწყობას და მატერიალიზდება თქვენი ემოციების შესაბამისად.იმიტომ,რომ თქვენ ამას ასე გრძნობთ.
როცა ცუდად ხართ  შეგიძლიათ ეს შეცვალოთ.ჩართეთ მუსიკა,იფიქრეთ რამე კარგზე.ეს შეგიცვლით  ემოციებს.იფიქრეთ ბავშვზე,რომელიც გიყვართ.შეაჩერეთ ფიქრი მასზე,დააფიქსირეთ.მოიშორეთ ყველა სხვა ფიქრი.უცბად გახდებით უკეთ.იგივე პრინციპი შეგიძლიათ განახორციელოთ შინაურ ცხოვბელზე,ნივთზე,სახლზე,რომელზეც ოცნებობთ,მანქანაზე,კარიერაზე და ა. შ.
როდესაც თქვენ ისწავლით ფიქრების და გრძნობების მართვას,თქვენ მიხვდებით როგორ უნდა შექმნათ სამყარო,რომელშიც ცხოვრობთ.როდესაც თქვენ დაიწყებთ მიზიდულობის კანონის გამოყენებას,მიხვდებით,რომ თქვენი ცხოვრება გახდება ისეთი,რომელსაც ახლა ვერაფრით წარმოიდგენთ.

როგორ გამოვიყენოთ მიზიდულობის ძალა?

სამყარო გეუბნება: ,,გისმენ და გემორჩილები’’.

ნაბიჯი პირველი –  ითხოვეთ!
სამყაროს მივცეთ განკარგულება.უთხარით მას ზუსტად რაც გსურთ და ის გამოეხმაურება თქვენს აზრებს.
სინამდვილეში რა გინდათ?! დაჯექით და ფურცელზე ჩამოწერეთ.წერეთ აწმყო დროში.მაგალითად: ,,მე ახლა ბედნიერი და მადლიერი ვარ იმიტომ,რომ… ‘’ და მერე აღწერეთ რაც გინდათ რომ გქონდეთ.მე ასე მინდა,მე მინდა ისე….

ნაბიჯი მეორე – ირწმუნეთ!
ჩავრთოთ უხილავის რწმენა.ყოყმანი და ეჭვები იწვევს იმედგაცრუებას.ეს კი უარყოფითი ემოციაა და თუ იმედგაცრუებული ფიქრები შეგვიპყრობს,სამომავლოდ სულ იმედგაცრუებას მოვიზიდავთ.გააცნობიერეთ ეს გრძნობა და შეცვალეთ ის ურყევი რწმენით.
,,მე ვიცი,რომ ვიცი მალე ყველაფერი გამომივა!!!!“

ნაბიჯი მესამე – მივიღოთ!
შევეცადოთ ახლა შევიგრძნოთ ის სიხარული,რომელიც სასურველის მიღებისას დაგვეუფლება.წარმოვიდგინოთ უკვე გვაქვს ის,რაც ასე გვწადია.და გვიხარია ამის გამო.შეიგრძენით ეს სიხარული ახლა.შევეცადოთ ახლა წარმოვიდგინოთ ის გრძნობა,რომელიც დაგვეუფლება სასურველის მიღებისას.წარმოვიდგინოთ თუ როგორ ვიგრძნობდით თავს,ახლა რომ გვქონდეს.რამეს მოზიდვის პროცესში,აუცილებელია განვიცადოთ სიხარული,ან სხვა რომელიმე დადებითი ემოციები.იმიტომ,რომ როცა კარგად ხართ,თქვენ ეწყობით იმ ტალღაზე,რაც გსურთ რომ მიიღოთ.
რწმენა თუ არ არის გამყარებული დადებითი ემოციებით,თქვენ შეიძლება ძალა არ გეყოთ მიიღოთ ის,რაც გსურთ.თქვენ უნდა შეიგრძნოთ და განიცადოთ ეს.
გააკეთეთ რამე ისეთი,გაგიჩნდეთ შეგრძნება,რომ უკვე ფლობთ იმას,რაც გსურთ.ეს დაგეხმარებათ მოიზიდოთ თქვენთვის სასურველი რამ.
თუ თქვენ ჰარმონიაში ხართ იმასთან,რის მოცემასაც ცდილობს თქვენთვის სამყარო,თქვენ სიხარული გიპყრობთ.თქვენ იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და მზად ხართ აკეთოთ ეს მთელი დღე.როცა ჩნდება შესაძლებლობა,როცა თქვენ გრძნობთ იმპულსს,როცა თქვენი შინაგანი ხმა გიბიძგებთ – იმოქმედეთ!ეს არის თქვენი ამოცანა.სულ ეს არის რაც მოგეთხოვებათ.მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს – რაც გჭირდებათ.
თუ თქვენ გჭირდებათ ფული – მოიზიდავთ ფულს; თუ თქვენ გჭირდებათ ადამიანები –  მოიზიდავთ ადამიანებს და ა. შ…….
სურვილი გადადის ფიზიკურ რეალობაში თქვენთან ერთად და თქვენი გავლით და ეს კანონის თანახმად ხდება.დაიწყეთ ნულიდან და თქვენ გაგეხსნებათ გზა.
,,ირწმუნეთ და გადაგით პირველი ნაბიჯი.აუცილებელი არაა მთელ კიბეს ხედავდეთ.გადადგით პირველი ნაბიჯი!“ მარტინ ლუთერ კინგი.
სურვილების ახდენის სიწრაფე დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად ჰარმონიაში ხართ სამყაროსთან(ე.ი. რამდენად მეტ პოზიტივს გასცემ).
დავუშვათ გენატრება ვინმე ადამიანი.გაიჩერეთ თავში ძველი მეგობრის სახება,რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ.ვიღაც ახსენებს მას თქვენთან,ეს ადამიანი ან დაგირეკავთ ან წერილს მოგწერთ.
გააკეთეთ ვიზუალიზაცია და წარმოიდგინეთ ის,რაც გინდათ რომ მოხდეს.მაგალითად წარმოიდგინეთ სასურველი თავისუფალი ადგილი პარკინგზე და დიდი შანსია ის მართლაც ცარიელი აღმოჩნდეს,ან მალე განთავისუფლდეს.
თუ კი გვინდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება,პირველ რიგში უნდა შევცვალოთ ჩვენი აზროვნება.ჩვენ ვიღებთ იმას,რასაც ველოდებით,თუნდაც ეს არასაურვლი იყოს.
გაუკეთეთ საკუთარ თავს სიკეთე და ელოდეთ მხოლოდ იმას,რაც გინდათ.ელოდეთ მხოლოდ კარგს.
რაც ჩვენ ახლა ვართ – აწმყოში(იგულისხმება მატერიალური მხარე,ურთიერთობები,წარმატება,ჯანმრთელობა,კარიერა)ეს არის შედეგი თქვენი წარსულში ფიქრებისა.იმან,რასაც თქვენ წარსულში ფიქრობდით,გამოიწვია აწმყო.
როდესაც თქვენ აფასებთ საკუთარ თავს თქვენი საქმეების ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით,თქვენ წირავთ თავს იმისთვის,რომ თქვენს მომავალ ცხოვრებაში არაფერი შეიცვალოს.
,,ჩვენი ახლანდელი ყოფა,ჩვენი წარსული ფიქრების შედეგია’’. ბუდა.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ,რათა ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყოს.
1) მადლიერება.
შეადგინეთ სია,რის ან ვის გამოც ხართ მადლიერი.ეს დაგეხმარებათ ენერგეტიკული ნაკადის გადართვაში.თქვენი აზროვნება თანდათანობით შეიცვლება.თუ ამ სავარჯიშოს წინ ყურადღებას აფიქსირებდით იმაზე რაც არ გაქვთ(და გინდა რომ გქონდეთ,მაგალითად თქვენს უკმაყოფილებაზე,პრობლემებზე),სავარჯიშოს შესრულების მერე თქვენ სულ სხვა მიმართულებით დაიწყებთ მოძრაობას.დაიწყებთ ფიქრს იმაზე,თუ რა გინდათ რომ გქონდეთ.
იყავით მადლიერი იმით,რაც პოზიტიურ ემოციებს იწვევს თქვენში.
მადლიერება ყველაზე საიმედო გზაა,მიიღოთ ცხოვრებისგან უფრო მეტი.
რაზეც ვფიქრობთ და რისთვისაც ვართ მადლობელი,იმას ვიღებთ.სწორედ ამის შეგრძნება უნდა გვქონდეს –  მადლიერების და სიხარულის.
ყოველ დილას ადექით და თქვით მადლობა.ყოველ დილას ჩამოთვალეთ ის ყველაფერი,რისთვისაც ხართ მადლობელი.და ეს გააკეთეთ იმის კეთების პროცესში,რასაც ჩვეულებრივ დილაობით აკეთებთ ხოლმე.და მექანიკურად ნუ კი იფიქრებთ და მექანიკურად ნუ კი წარმოთქვამთ მადლობას,არამედ გააკეთეთ ეს მთელი გულით და მართლა განიცადეთ ეს მადლიერება.
თუ დააფასებთ იმას რაც გაქვთ,მაშინვე მიიზიდავთ პოზიტივს.და კიდევ უფრო მეტი გექნებათ სამადლობელი.ესე იგი კიდევ უფრო მეტი სიკეთე და სიხარული მოიზიდება თქვენს ცხცოვრებაში.
იმაზე ნუ კი იდარდებთ რაც არ მოგწონთ ან არ გაკმაყოფილებთ,არამედ იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე,რაც კარგი გაქვთ და იყავით მადლობელი ამისთვის.ხშირად იფიქრეთ რომ ამ სიკეთეებისთვის მადლობელი ხართ.
მაგალითად: როდესაც პრობლემები გაქვთ,აიღეთ რამე პატარა ნივთი,რისი ტარებაც მუდმივად შეგეძლებათ თან.მაგ:ქვა (ან რამე პატარა ნივთი) და დაარქვით მას ,,მადლიერების ქვა’’.თქვით,როდესაც ამ ქვას შევეხები,ვიფიქრებ იმაზე რისთვისაც ვარ მადლიერი.ამის შემდეგ ყოველ დილით ჩაიდეთ ეს ქვა ჯიბეში და გონებაში ჩამოთვალეთ ის ყველაფერი,რისთვისაც ხართ მადლიერი.და საღამოს რა უნდა გააკეთოთ?იღებთ ქვას ჯიბიდან და კიდევ ერთხელ ჩამოთვლი რისთვისაც ხარ მადლიერი.
ჩვენთვის მთავარია გვქონდეს მადლიერების ,,პროგრამა’’.
ვიზუალიზაცია.

როდესაც აკეთებთ ვიზუალიზაციას,თქვენ აკეთებთ მატერიალიზაციას.ფიზიკური აქტივობის ვიზუალიზაციის დროს ჩვენი ტვინი ვერ არჩევს სხეულის რაიმე ნაწილის  მოძრაობას სინამდვილეში ვაკეთებთ თუ მხოლოდ წარმოვიდგენთ ამას.
ის რასაც წარმოიდგენთ ვიზუალიზაციისას,შეიძლება გააკეთოთ რეალურ სამყაროშიც.ეხება ეს ნებისმნიერი სახის ვიზუალიზაციას.
ვიზუალიზაციის დროს როცა გონებაში გაქვთ რაიმე სურათი,ეცადეთ დააფიქსიროთ ერთი საბოლოო შედეგი.მაგალითად შეხედეთ თქვენი მტევნების ზურგებს.დააფიქსირეთ თითები,ფრჩხილები,ბეჭდები,კანის ფერი,ხალები,სისხლძარღვები.დაიმახსოვრეთ და დახუჭეთ თვალები.შემდეგ წარმოიდგინეთ თქვენი ხელები და თითები როგორ ეჭდობა ახალთახალი სასურველი მანქანის საჭეს.ეს იმდენად რეალურია,რომ თქვენ განცდა გაქვთ რომ უკვე გყავთ ეს მანქანა.მიზიდულობის ძალას ქმნის თქვენი შეგრძნებები და არა მხოლოდ გონებით დანახული სურათი.
თუ თქვენ რეალურად არ განიცდით თითოეულ პოზიტიურ განცდას,მიზიდულობის ძალა არ წარმოიქმნება.
თუ თქვენ იფიქრებთ –  ,,ეჰ, ამ მანქანას როდის ვიყიდი’’ ან გაიფიქრებთ ,,როდესმე ვიყიდი?’’ ,ეს მანქანა დარჩება სულ მუდმივად მომავალში.მანქანის ფლობის სიხარული უნდა განიცადოთ ახლა,აწმყოში – თითქოს უკვე გყავთ.რომ უკვე ზიხართ და მიქრით ამ მანქანით.თქვენ რეალურად უნდა განიცადოთ ეს სიხარული,ისე,როგორც განიცდიდით მართლაც რომ გყავდეთ ახლა.და მიენდეთ სამყაროს,ის გაგაოცებთ თქვენ,როდესაც დაგიბრუნდებათ.
პირველივე წარმატების შემთხვევაში,თქვენ მოგინდებათ ყოველდღიურად გამოიყენოთ ეს ილეთები.ამ პროცესებით უნდა დატკბეთ,უნდა გქონდეთ პოზიტიური,ამაღლებული განწყობა,სიხარულის და ბედნიერების განცდა.

მიზნების დაფა.

შეგვიძლია ავიღოთ პატარა დაფა და ზედ გავაკრათ ჩვენი მიზნები(ვიზუალიზაციისათვის).ის მანქანა,ის საათი,ის სახლი,ის ადამიანი,ვინც და რაც გვინდა რომ ჩვენი გახდეს.და ყოველდღე,დღეში რამოდენიმეჯერ შევხედოთ ამ დაფას,ამ მიზნებს,რათა ისინი მოვიზიდოთ ჩვენსკენ.

,,წარმოსახვა ყოვლისმომცველია.ეს არის მომავალი ცხოვრების მოვლენების წინასწარი ჩვენება’’.აინშტაინი.
გადაწყვიტეთ რა გინდათ?
მაშინ დაიჯერეთ,რომ შეგიძლიათ ამის მიღება.ირწმუნეთ,რომ ამას იმსახურებთ.გჯეროდეთ,რომ ეს შესაძლებელია.
ყოველ დღე,რამდენიმე წუთით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ,რომ უკვე ფლობთ თქვენი ოცნების საგანს და დატკბით იმის შეგრძნებით,რომ ის უკვე გაქვთ.განიცადეთ ამ საგნის ფლობის სიხარული ამ წამს.გამოდით ამ მდგომარეობიდან და გულწრფელად იგრძენით მადლიერება და გაუშვით ეს იმპულსი სამყაროში.გჯეროდეთ,სამყარო თვითონ გაერკვევა როგორ გაამატერიალუროს ეს.
,,ადამიანის გონებას ყველაფრის მიღწევა შეუძლია რასაც წარმოიდგენს’’. კლემენტ სტოუნი.
გინდათ იშოვოთ ბევრი ფული?ირწმუნეთ,რომ ის უკვე გაქვთ.გააკეთეთ ყოველ დღე ვიზუალიზაცია იმ თანხის,რაც გინდათ რომ მიიღოთ.მაგალითად წელიწადში გინდათ გამოიმუშაოთ ამდენი და ამდენი თანხა.დახატეთ ეს თანხა ფულის კუპიურაზე,მიაკარით ჭერზე ან სადმე,სადაც  დილით,თვალის გახელისთანავე შეხედავთ მას.ეს შეგახსენებთ თქვენს მისწარაფებებზე.ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება.ცხოვრება,რომელშიც წელიწადში გამოიმუშავებთ იმ თანხას,რაზეც ოცნებობთ.წარმოიდგინეთ სასიამოვნო დეტალები,თუ რას გააკეთებთ,როცა ასეთი შემოსავალი გექნებათ.თქვენ იმაზე ფიქრით ნუ შეიწუხებთ თავს თუ რა გზებით მოხდება ეს.მიზიდულობის ძალა თავად იზრუნებს ამაზე.შეიძლება გაგიჩნდეთ შთაგონებული აზრი  და მოიზიდოთ ის მოვლენები,რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ თანხის გამომუშავებას წელიწადში.თქვენ უნდა მიყვეთ ამ შთაგონებულ აზრს.მთავარია ვირწმუნოთ და მოვიზიდოთ მოვლენები.
უნდა ითხოვოთ,ირწმუნოთ და მიიღოთ –  ,,გისმენ და გემორჩილები’’ – სამყარო ელოდება თქვენს თხოვნას.
გავამყაროთ ემოციურად ჩვენი თხოვნა,გავგზავნოთ სამყაროში,მოვიზიდოთ ჩვენსკენ სასურველი მოვლენა და ჩვენ მას მივიღებთ.
ყურადღება მიმართელთ წარმატებისკენ და იფიქრეთ იმაზე  აწმყო დროში,რაც გინდათ რომ მიიღოთ მომავალში.
გინდათ სიუხვე და წარმატება?მიმართეთ თქვენი ყურადღება წარმატებისკენ და სიუხვისკენ.
ყველამ ვიცით,ადამიანი რომ ბედნიერი იყოს გარეგანი ატრიბუტები უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული.ესენია ჯანმრთელობა,სიმდიდრე,წარმატება კარიერასა და პირად ურთიერთობებში და ა. შ.ესენი ბედნიერების გარეგანი ატრიბუტებია.ბედნიერება არის ყველა ამ ატრიბუტის ერთობლიობა და ასევე შინაგანი სიმშვიდე,შინაგანი სიხარული,შინაგანი კომფორტის განცდა.შიგნიდან უნდა მოდიოდეს ადამიანის ბედნიერება,რომელსაც აგვირგვინებს გარეგანი ატრიბუტების მოწესრიგებულობა.თორემ ცალკეული ატრიბუტის წარმატებულობა სულაც არაა ბედნიერება.ვეცადოთ შინაგანად მოვიპოვოთ სიმშვიდე და სიხარული,რასაც შინაგანი კომფორტის განცდა ახლავს თან.შეეცადეთ საკუთარ თავს მისცეთ მეტი და მეტი.მოიზიდოთ მეტი და მეტი პოზიტივი – სასურველი მოვლენა,პიროვნება და ა. შ.შეიყვარეთ საკუთარი თავი და თქვენ შეუყვარდებით მთელ სამყაროს.აუცილებლად იქნება თქვენში ისეთი რამ,რის გამოც უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი.მხოლოდ ამის მერე შეუყვარდებით სხვებსაც.
როცა ვწუწუნებთ,ჩვენ მხოლოდ ვაღრმავებთ წუწუნის მიზეზს.
თუ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ,ამის გამოსწორება შეგიძლიათ.აიღეთ ფურცელი და კალამი და ყოველდღიურად ჩამოწერეთ თუ რას აფასებთ მასში.ყველაფერი დაწერეთ რის გამოც გიყვართ იგი.მას მერე რაც მის დადებით მხარეებზე გააკეთებთ კონცენტრირებას,ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
თქვენი ცხოვრების და ბედნიერების განკარგვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და არავის სხვას.

 

ჯანმრთელობის საიდუმლო.

თუ რამე აწუხებს ადამიანს,აწმყო დროში უნდა წარმოთქვას ეს სიტყვები:
,,მადლობა უფალო იმისთვის,რომ განმკურნე მე’’.
დღეში ბევრჯერ,ხშირ-ხშირად გაიმეორეთ ეს სიტყვები.დაიჯერეთ,რომ განიკურნეთ,რომ ჯანმრთელი ხართ.დაიჯერეთ მთელი გულით.წარმოიდგინეთ,რომ უკვე გაქრა თქვენი სნეულება თქვენი სხეულიდან და განიცადეთ სიხარული და სიამოვნება ამის წარმოდგენისას.
და რაც მთავარია,დათრგუნეთ სტრესი,ნერვიულობა.მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესს,რომელიც იწვევს ორგანიზმის დასუსტებას და დაავადებებს.იცინეთ ბევრი.უყურეთ კომედიებს,ებრძოლეთ სტრესს.არ მისცეთ უფლება სტრესს დაიპყროს თქვენი არსება და კიდევ უფრო გააღრმავოს თქვენი ავადმყოფობა.სტრესი არის ყველაზე საშინელი მტერი თქვენი ჯანმრთელობისაც და განკურნებისაც.
არანაირ დაავადებას არ შეუძლია ემოციურად გაწონასწორებული ადამიანის ორგანიზმში შეღწევა.ჩვენი ორგანიზმი ყოველ წამს გამოდევნის მილიონობით მკვდარ უჯრედს და ქმნის მილიონ ახალს.ფაქტიურად მთელი სხეულის ნაწილები იცვლებიან ახლით.რაღაც სენს სჭირდება რამოდენიმე თვე და რაღაცას რამოდენიმე წელი.ასევე რამოდენიმე წელში ჩვენ ვიღებთ სრულიად ახალ სხეულს.თუ თქვენ თქვენი აზრების კონცენტრირებას აკეთებთ უძლურებაზე და საუბრობთ ამის შესახებ სხვებთან,თქვენ ქმნით უფრო მეტ უძლურ უჯრედებს.ადამიანი,რომელიც კონცენტრირდება იმედზე,ეს მას აძლევს სიხარულს და მადლიერების შეგრძნებას.ხოლო მეორე ადამიანი(იგივე დაავადებით)თუ ფიქრობს უძლურებაზე,ტკივილზე,თუ ცხოვრობს დევიზით ,,ვაიმე დავიღუპე.რა მეშველება…“  – ასეთი ადამიანი კონცენტრირებულია თავის ავადმყოფობაზე და ასეთი ფიქრებით და ემოციებით მხოლოდ აღრმავებს მას.იმიტომ, რომ მომავალში ისევ ტკივილს,ტანჯვას,ავადმყოფობას,უიმედობას და ნეგატიურ განწყობას მოიზიდავს დარდით.ის გამოჯანმრთელებას ვერ მიაღწევს,სანამ თავის ყურადღებას არ გადართავს დაავადებაზე ფიქრისგან/დარდიდან – გამოჯანმრთელებაზე ფიქრით.ასეთია მიზიდულობის კანონის არსი. უნდა თქვათ ,,მე ჯანმრთელი ვარ,მე დავამარცხე დაავადება,ჩემი სხეულიდან გაქრა ის და ახლა ჩემი სხეული სრულიად ჯანმრთელია’’.ასეთი პოზიტიური ფიქრი მოიზიდავს ჯანმრთელობას თქვენთან და თქვენ გამოჯანრთელდებით.გწამდეთ იმის,რასაც ამბობთ და ფიქრობთ და ის აუცილებლად აგისრულდებათ.ბედნიერ აზრებს მივყავართ სასარგებლო ბიო-ქიმიური პროცესების ჩართვამდე.ნეგატიური აზრები,სტრესი კი სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს და ხელს უშლის ტვინის მუშაობას.გაანთავისუფლეთ ორგანიზმი სტრესისგან და ის გააკეთებს იმას,რაც ჩადებულია მასში ბუნებით.ის თვითონ გამოაჯანსაღებს საკუთარ თავს.

,,უკურნებელი იკურნება შიგნიდან’’.
წარმოიდგინე შენი თავი შენს ფიქრებში და გახდები ეგეთი.

ჩვენ ვებრძვით ყველაფერს რაც არ გვინდა და ამ ბრძოლაზე დიდი ენერგია იხარჯება.ამ ბრძოლით ვიტანჯებით და ვწვალდებით;გაღიზიანებული ვართ ამ ტანჯვის გამო.ამ განცდით გამოწვეული ნეგატიური ენერგიით კი ვკვებავთ ამ უბედურებას,რომელიც გვტანჯავს.და ეს იწვევს დამატებით წინააღმდეგობას.
,,მე ეს არ მინდა და ამიტომაც ვგრძნობ თავს ასე’’.
,,როგორ არ მომწონს ეს ემოცია’’.
ამ დროს თქვენ ასხივებთ ძლიერ ემოციას და მიზიდულობის კანონით იგივე ემოცია გიბრუნდება უკან.ეს  ხდება იმიტომ,რომ თქვენ ფიქრობთ,საკუთარ ყურადღებას კონცენტრირებას უწევთ იმაზე,რაც არ გინდათ და რასაც გაურბიხართ.
რატომ უნდა დახარჯოთ თქვენი ფიქრები და ემოციები იმაზე რაც არ გინდათ?!
დააფიქსირეთ თქვენი ყურადღება და ფიქრები იმაზე,რაც გინდათ და თქვენ მიიღებთ მას.
იფიქრეთ და კონცენტრირება მოახდინეთ რამე საკითხის დადებით არსზე და არა უარყოფითზე.
თუ თქვენ ვინმე პიროვნების წინააღმდეგი ხართ,უმჯობესია იყოთ მისი ოპონენტის მომხრე.იმიტომ,რომ თქვენთვის არასასურველი პიროვნება იღებს მთელს იმ ენერგიას თავის სასიკეთოდ,რაც თქვენ,თქვენი უარყოფითი განწყობით(ემოციით) გაგზავნეთ მისი მისამართით – ნეგატივის სახით.
თქვი ის,რაც მოგწონს და არა ის,რაც არ მოგწონს.თქვი ის,რაც გინდა რომ გქონდეს და არ თქვა ის,თუ რა არ გინდა რომ გქონდეს. აი,ასე მარტივად!
დარჩით მშვიდი და გაწონასწორებული და არ იფიქროთ იმაზე,რაც არ გინდათ.დაუთმეთ ყურადღება მხოლოდ იმას,რაც გინდათ რომ გქონდეთ,რაც გინდათ რომ შეიგრძნოთ.
,,ენერგია მიემართება იქით,საითაც არის მიმართული ყურადღება’’.
ყველაფერი რაც გინდათ – ნეტარება,სიხარული,სიუხვე,სიყვარული,კეთილდღეობა – ეს ყველაფერი თქვენ გელით,როცა გაუწვდით ხელს და აიღებთ რაც თქვენ გჭირდებათ.მაგრამ თქვენ ეს ნამდვილად უნდა გინდოდეთ.როცა განეწყობით და მთელი არსებით მოინდომებთ რამეს,სამყარო მოგცემთ ყველაფერს ბოლო წვეთამდე.დააფასეთ ის ყველა საოცრება და სილამაზე,რაც თქვენს გარშემოა,აქეთ და ადიდეთ,დატკბით მისით.ნუ დახარჯავთ თქვენს ენერგიას წუწუნზე,დაგმობაზე,განკითხვაზე;იმაზე,რომ ამ მომენტში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც თქვენ გინდათ.გაიაზრეთ ზუსტად რა გინდათ,იმისათვის,რომ მიიღოთ მეტი.
,,ყველა ძალა მოდის შიგნიდან და ამიტომაც იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ’’.

ძალიან ხშირად ადამიანი თავს თვლის გარემოების მსხვერპლად.ის ხშირად იხსენებს წარსულში მომხდარ მოვლენებს.განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია ძალადობასთან ან ოჯახურ ტრაგედიებთან(ანუ უარყოფით ემოციებთან).ეს დაუშებელია!იმიტომ,რომ რაზეც ფიქრობთ ის მომავალშიც მოიზიდება თქვენსკენ.უნდა დაივიწყოთ ნეგატიური მოგონებები და განცდები თქვენი წარსულიდან,იმიტომ რომ ისინი მხოლოდ უარყოფით ემოციებს წარმოშობენ თქვენში.უნდა იზრუნოთ,აწმყო დროში იფიქროთ კარგზე,პოზიტივზე.ბედნიერებაზე,ოცნებებზე,სურვილებზე,ისე თითქოს უკვე ახდენილი გაქვთ.რათა მომავალში მოიზიდოთ ეს ბედნიერი ფიქრები თქვენსკენ.თქვენ წერთ თქვენს ბედს თქვენივე ხელით.დროა დაწეროთ ისეთი,როგორიც ეს თქვენ გსურთ.
გამოიყენეთ მიზიდულობის კანონი.მისი გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.ჰარმონიულობის და ბედნიერების ემოციურ ტონალობაზე სწორად ფიქრი შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ დროს.ავტომატურად დაიწყებს მოქმედებას მიზიდულობის კანონი.თქვენ გაგიჩნდებათ სხვაგვარი რწმენა.
,,მე ყველაფერი რიგზე მაქვს’’.
,,მე კი არ ვბერდები,არამედ ვახალგაზრდავდები…’’

ზოგი თქვენგანი იფიქრებს:
,,დიახ,ეს ძალიან მაგარია,მაგრამ მე ვერ შევძლებ ამას.ეს ჩემს ძალებს აღემატება…’’
ყოველთვის,როცა თქვენ ამას ამბობთ,თქვენ ამას იზიდავთ.ანუ თქვენ რეალურად უძლურდებით.
დაისახავთ მიზანს და თქვენი ცხოვრება იქნება ზუსტად ისეთი,როგორსაც შექმნით.
სიხარული,სიყვარული,თავისუფლება,ბედნიერება,სიცილი და სულ ეს არის ჩამონათვალი.
აკეთეთ ის,რაც თქვენ სიხარულს განიჭებთ.აკეთეთ ის,რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ.
გიყვართ ბუნება?ისეირნეთ ბუნებაში.
გიყვართ ბავშვები?მოესიყვარულეთ მას.
გიყვართ ცხოველები?მოეფერეთ მათ.
და სწორედ ამ დროს გამოყოფილ სიამოვნების განცდისას წარმოიდგინეთ ის,რაც არის თქვენი მიზანი და ის აუცილებლად აგიხდებათ.
შინაგანი ბედნიერება არის თქვენი წარმატების წყარო.სიამოვნების განცდისას გაგზავნილი იმპულსით მოიზიდება სასურველი მოვლენები.
,,მიყევით სიამოვნების შეგრძნებას და სამყარო გაგიხსნით კარებს იქ,სადაც ადრე გხვდებოდათ კედელი’’.

ყველაფერი ის,რაც თქვენ დღემდე გამოიარეთ და რაც თქვენ გადაიტანეთ,ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის,რომ ამ წამისთვის მზად ყოფილიყავით.გაცნობიერება იმის,თუ ვინ გახდებით ან რას მიაღწევთ,იწყება ამ წამს.არ აქვს მნიშვნელობა რა ხდებოდა თქვენს თავს ადრე,არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდულად გრძნობთ თავს თუ არა,მაშინ როდესაც თქვენ იწყებთ სწორად ფიქრს,თქვენს შიგნით ეს ძალა ირთვება ავტომატურად.ის დაიწყებს თავის გამომჟღავნებას;ის დაეუფლება თქვენს ცხოვრებას.ის იქნება თქვენი ცხოვრების გზამკვლევი,მიმთითებელი და გვერდში მდგომი.თუ თქვენ არ შეუშლით მას ხელს.

წყარო: