Category Archives: უცნაურობები

პაგანისტური განმარტება მისნობის შესახებ:

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

როდესაც ადამიანი ლოცულობს,ლოცვით უმხელს ის ღმერთს/სამყაროს თავის გულისნადებს,სურვილებს,საჭიროებებს,წუწუნითაც კი წუწუნებს ლოცვებში. ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის ფორმაა – ელაპარაკო მას.
მაგრამ სად არის მისი პასუხი?
როგორ იღებს ადამიანი პასუხს ღმერთისგან?
როგორ უნდა მოისმინოს მან თუ რა აქვს ღმერთს სათქმელი მისთვის?
მისნობის სხვადასხვა სახეობებით მიიღება ღმერთისგან/სამყაროსგან პასუხი.საამისოდ ბევრი იარაღი არსებობს ადამიანის ხელთ: ქვები,რუნები,სტიქიის ელემენტები მაგალითად წყალი, ტარო, ორაკული, სანთლები,ასტროლოგია და ა.შ.

,,ღმერთის” ცნებაში შეგიძლიათ იგულისხმოთ ,,სამყარო” ან ,,უმაღლესი- ენერგო-ინფორმაციული ველი”.

თამაში ,,ლურჯი ვეშაპი”

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

 

მინდა მოგითხროთ ერთ მეტად საჭირბოროტო თემაზე,რომელიც ავი სენივითაა მოდებული თინეიჯერთა სამყაროში.
ამით მინდა გთხოვოთ მოზარდთა მშობლებო,ახლობლებო,მიაქციეთ ყურადღება რითია დაკავებული თქვენი მოზარდი შვილი.აკონტროლეთ მათი ინტერნეტში მოღვაწეობის ამბები,შეიძლება ისინი მეტად საშიშ თამაშში იყვნენ ჩათრეულნი.

საშიში ონლაინ თამაში ლურჯი ვეშაპი

2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ინფორმაცია,რომელმაც მოიცვა ჯერ რუსეთი,მერე ლათინური ამერიკის ქვეყნები და ევროპაშიც შეაღწია. არის საშიშროება,რომ მთლიანად მსოფლიოს მოედოს. ეს გახლავთ ინტერნეთ თამაში ,,ლურჯი ვეშაპი”.
ყველაფერი დაიწყო ვებ გვერდზე Vkontakte, რომელიც ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია,საქართველოში. პირადად მეც ვიყავი მისი მომხმარებელი 2008-2011 წლებში.მე და ჩემი მეუღლე ვიყენებდით მხოლოდ ფილმების ონლაინ რეჟიმში საყურებლად. რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი არქივის მქონე საიტი,სადაც ნებისმიერ ფილმს,დოკუმენტალს,ვიდეოს,ლაივ კონცერტების ვიდეო ჩანაწერებს თუ რასაც ისურვებთ, ყველაფერს იპოვით. იქამდეც კი,სანამ ფილმის ოფიციალური პრემიერა იქნებოდა, მსოფლიო კინოთეატრებში გამოსვლამდე უკვე მოპარული ჰქონდათ რუსებს და ვკონტაქტე-ზე იდო,შეგეძლო გენახა,რა თქმა უნდა დაბალი ხარისხით.
მოკლედ,ამ საიტზე დაიწყო ეს ონლაინ თამაში რუს ახალგაზრდებს შორის. თავიდან არავის გაჩენია რამე საწინააღმდეგო აზრი.მაგრამ როდესაც უკვე მსხვერპლი მოჰყვა,პოლიციამ კეთილი ინება და გამოძიებაში გაუშვა საქმე. აღმოჩნდა,რომ საქმე ეხებოდა მოზარდთა დაჯგუფებას,რომლებით კონტაქტობდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით,ჰქონდათ დახურული ჯგუფები სოც.ქსელებში და საერთო თამაშში ითრევდნენ თავიანთ თანატოლებს. ისინი ასევე ინტერნეტით გადასცემდნენ ერთმანეთს თამაშის პირობებს,რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. თამაში მოიცავდა 50 წესს,თუმცა მე აქ ძირითადებს მიგახსენებთ:
1) თამაში უნდა გაგრძელებულიყო 50 დღე.
2) მოთამაშეს ევალებოდა 24 სთ.ეყურებინა საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის.
3) არ უნდა დაეძინა 50 დღის განმავლობაში.
4) ბასრი დანით უნდა ამოეჭრა კანზე ვეშაპის გამოსახულება.
5) სუიციდი მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომით.

ეს არის ბოლო წესი თამაშისა.
ეს ინფორმაცია გავრცელებულია ,,The siberian times”-ის მიერ.დასახელებულია ორი მოზარდი გოგონა,15 წლის იულია კონსტანტინოვა და 16 წლის ვერონიკა ვოლკოვა.მათ ერთად დაასრულეს სიცოცხლე 14 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომით.
გამოძიების მასალებით დგინდება,რომ ორივე მოზარდმა გამოაქვეყნა ბოლო პოსტი თვითმკვლელობის წინ – ,,End” და ლურჯი ვეშაპის ფოტო.
ამ თამაშის გამო ასობით მოზარდი იქნა გაერთიანებული სოც.ქსელების დახურულ ჯგუფებში.ხოლო გამოძიების შედეგების მიხედვით რუსეთში 130 მოზარდმა მოიკლა თავი სწორედ ამ თამაშის წესების დაცვით.
ფსიქოლოგი,რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობდა ასკვნის,რომ ეს ბავშვები არიან იოლად ჩასათრევი,რომლებსაც მშობლების ყურადღება და სიყვარული აკლიათ.
მოგვიანებით დააკავეს არასრულწლოვანი,17 წლის გოგონა,რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება., რომელიც მიიჩნევა ,,ლურჯი ვეშაპის” დამფუძნებლად. მის ჯგუფს სოც. ქსელში ერქვა ,,სიკვდილის ჯგუფი”. ეს მოზარდი გოგონა მსხვერპლს ითრევდა თავის ჯგუფში,აწევრიანებდა თამაშში ,,ლურჯი ვეშაპი” და აძლევდა დავალებებს თამაშის წესების სახით. თუ მსხვერპლი წესებს არ დაემორჩილებოდა,ის ემუქრებოდა მისი ან მისი ოჯახის წევრების მოკვლით.
2017 წლის მაისში პოლიციამ დააკავა თამაშის მეორე ლიდერი 21 წლის ფილიპ ბუდეიკინი. დაკითხვაზე მან განაცხადა,რომ მისი ყველა მსხვერპლი იყო ,,ბიოლოგიური ნარჩენები” და ისინი ბედნიერები იყვნენ,რომ კვდებოდნენ.კითხვაზე,თუ რა იყო ამ თამაშის მთავარი მიზანი,ბუდეიკინი პასუხობს: ,,სოციუმის გაწმენდა”. ის მოთავსებულია სანკტ-პეტერბურგის ციხე ,,კრესტი”-ში. მას ასობით წერილი მისდის მოზარდებისაგან,სიყვარულით და სითბოთი სავსე,ისინი მას ამხნევებენ წერილებით.
მიუხედავად ლიდერების დაპატიმრებისა,თამაშს არ შეუწყვეტია არსებობა.ის ისევ გრძელდება.ნელ-ნელა გასცდა რუსეთის საზღვრებს.ლათინური ამერიკის ქვეყნებში უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა ამ თამაშში და ბევრმა მათგანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.ევროპაშიც შემოაღწია როგორც ცნობილია.მაგალითად ესპანეთში დაფიქსირდა ორი შემთხვევა,ბარსელონაში და პალმა დე მაიორკაზე,თუმცა საბედნიეროდ ყურადღებიანი მშობლების და მასწავლებლის წყალობით, მსხვერპლამდე არ მისულა საქმე.ესპანეთის ნაციონალური პოლიცია ყურადღებით აკონტროლებს ამ თამაშის საშიშ გავლენას.
ამ სასიკვდილო თამაშის ,,ლურჯი ვეშაპის” მიერ დაკარგულ ახალგაზრდა სიცოცხლეებს მტკივნეული რეაგირება მოყვა ოჯახების,საზოგადოების მხრიდან. უამრავი ოჯახი გაუბედურდა შვილის დაკარგვით.პროტესტის და დაღუპულთა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, ამ საბედისწერო თამაშს დაუპირისპირდა ბრაზილიის მთავრობა და შექმნა ახალი ონლაინ თამაში ,,ვარდისფერი ვეშაპი”.
,,ვარდისფერი ვეშაპის” წესებიც 50 წესისგან შედგება,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ თამაში მოუწოდებს სიყვარულის,ჩახუტების,კოცნის,მეგობრობისა და თანადგომის გამოხატვისკენ,ასევე სუსტის დაცვის და თანაგრძნობისკენ,პოზიტიური და მხიარული მესიჯების სოც.ქსელებში გამოქვეყნებისკენ.

Catherine-ს ფოტო.

!

სტანდარტული

არასოდეს დაუშვათ დახატონ თქვენი პორტრეტი. ნახატი ცოცხალია,ინახავს ისტორიას და სულის ანარეკლს. არც ფოტოების გადაღებაა დიდად სასურველი,მაგრამ ბოლო ათასწლეულის დაუოკებელი მანია – კადრში აღვბეჭდოთ ყველა და ყველაფერი,ძნელად დასამარცხებელია. თუმცა,ვეცადოთ იოლად ხელმისაწვდომი არ იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახის ფოტოები უცნობი ადამიანებისთვის. 

Catherine-ს ფოტო.

Post Mortem ფოტოები

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ახალგაზრდა რუსი მსახიობი ქალი, ვერა ხოლოდნაია (30.07.1893 – 16.02.1919 ), რუსული მუნჯი კინოს პირველი ვარსკვლავი, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ,,ესპანური გრიპით”.მისი პიროვნება ბრწყინვალე კარიერის და შესაბამისად პოპულარობის ზენიტში იყო,როცა სიცოცხლე მოუსწრაფა ვერაგმა დაავადებამ. ,,ესპანური გრიპის” ეპიდემია, ევროპის დიდ ნაწილს პირველი მსოფლიო ომის დასასრულს მოედო და სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით ადამიანს.ჩვენ უკვე ვახსენეთ ჯგუფის ადრინდელ პოსტებში
მე-19-ე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული,მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებამდე(შემთხვევები დღესაც ფიქსირდება)ევროპაში დამკვიდრებული ფრიად უცნაური მოდა – გარდაცვლილი ადამიანებისთვის(ცხედრისთვის) ფოტოების გადაღება – Photos Post Mortem.ეს ტრადიცია რუსეთის სოციუმის მაღალ კლასებშიც იყო პოპულარული.ცნობილ პიროვნებებს,მეცნიერებს,წარჩინებული გვარების წარმომადგენლებს,მდიდრებს – მოკლედ საზოგადოების ნაღებს ტრადიციად ჰქონდათ დამკვიდრებული გარდაცვლილი ახლობლის საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული გვამის ,,ჩაკარტოჩკება”. ვერა ხოლოდნაია თავისი პოპულარობის წყალობით ცნობილი პიროვნებების რანგში გადიოდა და მისმა გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.სამახსოვროდ კი ფოტო გადაუღეს მიცვალებულ ვარსკვლავს.

 

სპირიტიზმის სეანსი უიჯას გამოყენებით.

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

 

იქნება ვინმეს მოესურვოს უიჯას დაპრაქტიკებათქო,ვიფიქრე და გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. 😎

ყველამ ვიცით რა არის უიჯა,ამიტომ არ დავიწყებ ახსნას.აქ რამდენიმე რეკომენდაცია მინდა დავწერო საკუთარი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე,თუ რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა,ვინც გადაწყვიტა უიჯას სეანსის ჩატარება.

1) დღის რომელ მონაკვეთში არის რეკომენდირებული უიჯას სეანსის ჩატარება.
როგორც ვიცით,ნებისმიერი სულიერი პრაქტიკების და რიტუალების ჩასატარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს.ასევეა უიჯას რიტუალის ჩატარების დროსაც.ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა სრული სიჩუმე და სიწყნარე.სეანსის მონაწილეები უნდა იყვნენ სიმშვიდის სტადიაში.აუცილებელია სეანსის წინ მოთავსდნენ კომფორტულად,დახუჭონ თვალები და სუნთქვითი რელაქსაცია განახორციელონ (ისე როგორც მედიტაციის დროს ვაკეთებთ).სუნთქვაზე აქ მოკლედ ვიტყვი – ნელა და ღრმად შესუნთქვა (თვლაზე 1,2,3 – საათის წუთების ტემპის მიხედვით),შესუნთქულის გაჩერება (თვლაზე 1,2,3 (ფილტვები,დიაფრაგმა მაქსიმალურად გაშლილი)) და ამოსუნთქვა ორმაგად ნელ ტემპში,ვიდრე შესუნთქვა(1,2,3,4,5,6,).სეანსის დაწყებისას ვაკეთებთ 10 ღრმა სუნთქვას.ამ დროს გონება ქვეცნობიერის პლანისკენ ინაცვლებს.
ე.ი. უიჯას რიტუალის ჩასატარებლად,საუკეთესო დრო არის ღამის 12 სთ-დან.ამ დროს არის ნაკლები მოძრაობა,ხმაური,გარემო შედარებით მშვიდია და ზედგამოჭრილი დროა რიტუალებისთვის.

2) განათება.
განათება არ უნდა იყოს მკვეთრი.უმჯობესია თუ იქნება სუსტი განათება.რეკომენდირებულია სანთლებით დაფის განათება.

3) სპეციალისტი.
სასურველია თუ რიტუალის წამყვანი მონაწილე ე.წ. სენსიტივია.იგივე მედიუმი.მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის,სულ მცირე, ისეთი ადამიანი მაინც უნდა მონაწილეობდეს რიტუალში,ვისაც ნაწილობრივ მაინც აქვს განვითარებული სენსორიკა.

4) შემადგენლობა.
რეკომენდირებული არაა სეანსის ჩატარება ორზე ნაკლები ადამიანის შემადგენლობით.სპეციალისტები კატეგორიულად ურჩევენ ადამიანებს თავი შეიკავონ უიჯას სეანსის მარტო ჩატარებისგან.გარდა იმისა,რომ არსებობს მთელი რიგი რისკებისა,ერთი ადამიანის ენერგეტიკა საკმარისი არაა არამატერიალურ არსებებთან კონტაქტის დასამყარებლად,თუ რა თქმა უნდა ის გამოცდილი ექსტრასენსი არაა.სეანსის ჩასატარებლად რეკომენდირებულია 3-5 ადამიანის მონაწილეობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყვნენ ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში(მეგობრები,ნათესავები,ოჯახის წევრები და ა.შ).

5) განლაგება.
სეანსის მონაწილეები უნდა იყვნენ განლაგებულნი წრიულად,ეს არის რიტუალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ,რომ მათი ენერგეტიკით იქმნება ელექტრომაგნიტური ველი დაფის გარშემო.რაც აუცილებელია პროცესში მონაწილე არსების გააქტიურებისთვის.

6)ასევე რეკომენდირებულია უიჯას სეანსის წარმართვა კონკრეტული სახელის ,,გამოძახებით’’.ანუ , სჯობს გამოვიძახოთ ვინმე კონკრეტული გარდაცვლილი ადამიანის სული,რათა არ მოხდეს არასასურველი ,,დაუპატიჟებელი სტუმრების’’ კონტაქტზე გამოსვლა.მართალია ამის გარანტია არ არსებობს,რომ ეს არ მოხდება,მაგრამ ჩვენ ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ განწყობას – გინდ კოლექტიურს და გინდა ინდივიდუალურს.

7)ემოციური განწყობა.
სასურველია ვიყოთ მშვიდად და პოზიტიურად განწყობილნი.სეანსის დროს კატეგორიულად იკრძალება ღლიცინი და ხორხოცი.ასევე იმ ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენება,რასაც დაფაზე ვკითხულობთ.თუ მაინცდამაინც ეჭვობ,ეცადე სეანსის განმავლობაში თავი შეიკავო ამ ეჭვების და მოჭარბებული იუმორის დემონსტრირებისგან.ეცადეთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი კონტაქტზე გამოსული არსების კრიტიკისგან.

8)მიზანი.
არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ სასტიკად არარეკომენდირებულია უიჯას გამოყენება ნეგატიური განზრახვებისთვის.სეანსის განხორციელების ერთადერთი მოტივი არის კომუნიკაცია არამატერიალურ სამყაროსთან.თუ თქვენ საშაყიროდ გამოიყენებთ ამ ,,თამაშს’’,დაზღვეული არ ხართ მომავალში აუხსნელი საშიშროებების თუ სხვადასხვა სახის პრობლემებისა ყოფით ცხოვრებაში,რომელთა ლოგიკურ ახსნასაც ცხადია ვერ იპოვით.

9) რიტუალის დახურვა.
რიტუალის უმნიშვნელოვანესი,შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობის ეტაპი არის სეანსის დახურვა.არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ,რომ სეანსი დაუხურავი დავტოვოთ.ეს ნიშნავს,იდენტობას,რომელიც კონტაქტზე გამოვიდა,აუცილებლად უნდა ,,დავემშვიდობოთ’’.ეს ხორციელდება მიმანიშნებელის (ან ჭიქის)მიყვანით სიტყვაზე ,,მშვიდობით’’.

10) ვისთვის არ არის რეკომენდირებული უიჯას სეანსში მონაწილეობა.
უიჯა არ უნდა გამოიყენონ არასრულწლოვნებმა,სკეპტიკოსებმა,დეპრესიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა და საერთოდ მათ,ვისაც აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები,შიზოფრენია,პანიკის,შიშის ნიშნები.ასევე ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებმა,მათაც ვისაც გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ. იმიტომ,რომ მათი მგრძნობიარე ნერვული სისტემა ვერ იქნება გარანტი,რომ სეანსის დროს ისინი შეინარჩუნებენ სიმშვისიდ სტადიას და ასეცვე სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას.არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი,ასეთ ადამიანებს აქვთ დაბალვიბრაციული ენერგეტიკული ველი და პრინციპში დახმარებასაც კი ვერ გაგიწევენ ადეკვატური, საერთო ენერგოველის შესაქმნელად.აკრძალული არ არის რა თქმა უნდა მათი სეანსზე დასწრება,მაგრამ როგორც აღვნიშნე,ამას შეიძლება სერიოზული რისკფაქტორები მოყვეს,ამიტომ სჯობს თავი შეიკავონ.
11) ნეგატიური კომუნიკაცია.
თუ კი სეანსი არასასურველად წარიმართა და ვგრძნობთ რომ შედგა ნეგატიური კომუნიკაცია,რის გამოც თავს ვერ ვგრძნობთ მაინცდამაინც კარგად,ვგრძნობთ ნეგატიურ ვიბრაციებს კონტაქტზე გამოსული ობიექტისგან (ფიზიკური და მენტალური ნეგატიური შეგრძნებები იგულისხმება აქ),როგორ უნდა მოვიქცეთ.სასწრაფოთ უნდა დავხუროთ სეანსი და ენერგეტიკული წმენდა ჩავუტაროთ უიჯას დაფას.საერთოდ გასათვალისწინებელია,ყველა სეანსის დასრულების შემდეგ(იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური კონტაქტი) აუცილებლად უნდა გაიწმინდოს დაფა ენერგეტიკულად.

12)როგორ შევინახოთ უიჯას დაფა.
უიჯას დაფა შეგვიძლია შევინახოთ ნებისმიერ ადგილზე,სადაც ბავშვები ვერ მიწვდებიან და ვერ ითამაშებენ მისით.

13) უიჯას დაფის მოშორება.
თუ გადავწყვიტეთ დაფის მოშორება,რათა შევეშვათ ამ რიტუალის ჩატარების ჩვევას,ან არ გვინდა ჩვენი სახლის გარემო რამე რისკის ქვეშ დავაყენოთ არაამქვეყნიურ არსებებთან კომუნიკაციების გამო,ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი არის დაფის და მაჩვენებლის დაწვა.

 

გიორგი გურჯიევი – სიყვარულის ორი სახე

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ადამიანის ძილი – ეს სხვა არაფრია, თუ არა სხვადასხვა ცენტრებს შორის კავშირის დროებითი გაწყვეტა.

ადამიანის ცენტრებს არასდროს არ სძინავთ, ვინაიდან ასოციაციები წარმოადგენენ მათ ცხოვრებას. ასოციაციები კი არასოდეს არ წყდებიან და ჩერდებიან. ასოციაციათა შეჩერება სიკვდილს ნიშნავს. ასოციაციათა მოძრაობა არც ერთ ცენტრში, არც ერთი წამით არ ჩერდება. ისინი აქტიურობენ მუდამ, თვით ღრმა ძილის დროსაც კი არ სწყდება მათი მედინობა.

თუ ადამიანი ფხიზელ, მღვიძარე მდგომარეობისას ხედავს, ისმენს, შეიგრძნობს თავის აზრებს, იგი ხედავს, ისმენს, შეიგრძნობს თავის აზრებს ნახევრადმძინარე მდგომარეობისასაც და ძილს უწოდებს ამას. თვით მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ უკვე ღრმა ძილშია და სრულებით შეწყვიტა ხედვა და სმენა, მაშინაც კი არ წყდებიან ეს ასოციაციები.

ე. ი. ცენტრებში ასოციაციები არ წყდებიან. განსხვავება არსებობს მხოლოდ მათ შორის კავშირის სიმყარეში.

მეხსიერება, ყურადღება, დაკვირვება – არაფერია სხვა თუ არა ერთი ცენტრის მიერ მეორეზე დაკვირთბა, ან ერთი ცენტრის მიერ მეორის მოსმენა ან ყურება. აქედან გამომდინარე, თვითონ ცენტრებისათვის არ არის საჭირო არც გაჩერება, არც დაძინება. ძილს თვითონ ცენტრებისათის არც სიკეთე მოაქვს და არც ვნებს მათ. ამიტომ ე. წ. ძილი, არ არის განკუთვნილი ცენტების მოსასვენებლად როგორც უკვე ითქვა, ღრმა ძილი მოდის მაშინ, როდესაც ცენტრებს შორის კავშირი წყდება. ნამდვილად ღრმა ძილი, მანქანის სრული მოსვენება ხდება მაშინ, როდესაც ყველა კავშირი ყველა მაკავშირებელი კვანძები წყვეტენ ფუნქციონირებას. ჩვენ რამოდენიმე ცენტრი გაგვაჩნია და ამიტომ მათ შორის რამოდენიმე სახის კავშირია.

რაც დამახასიათებელია ჩვენი მღვიძარე მდგომარეობისათვის, არის ის, რომ ყველა ეს კავშირი შეუფერხებელ მუშაობის მდგომარეობაში იმყოფება. თუ ერთი ჯაჭვი გაითიშა – მაშინ ჩვენ არც ვფხიზლობთ, არც გვძინავს. თუ გაითიშა ორი ჯაჭვი ჩვენი სიფხიზლე კიდევ უფრო ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ახლაც არ გვძინავს. ამის შემდეგ, თუ კიდევ ერთი კავშირი გაწყდა, უკვე აღარ ვფხიზლობთ, მაგრამ არც ისე გვძინავს როგორც საჭიროა და ა. შ.

შესაბამისად, ჩვენს სიფხიზლეს და ძილს შორის არსებობენ განსხვავებული მდგომარეობები, სტადიები (ამ სტაადიაზე ლაპარკისას, ჩვენ ვიღებთ საშუალოს; არსებობენ ადამიანები, რომელთაც ორი კავშირი გააჩნიათ, სხვებს კი შესაძლოა შვიდი კავშირი გაჩნდეთ. მაგალითისათვის ვიღებთ ხუთს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველასათვის ზუსტი რიცხვია). ე. ი. ჩვენ გაგვაჩნია არა ორი მდგომარეობა ძილი და სიფხიზლე, – არამედ რამოდენიმე მდგომარობა.

ადამიანის ყველაზე აქტიურ, დაძაბულ მდგომარეობას და ყველაზე პასიურ (სომნამბულური ძილი) მდგომარეობას შორის განსაზღვრული სტადიები არსებობენ თუ ერთ-ერთი რგოლი წყდება, ეს ზედაპირზე ჯერ კიდევ არა ჩანს და სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მაშინაც კი შეუძლიათ სიარული, მოძრაობა, ცხოვრება, როდესაც ყველა კავშირი გაწყვეტილი აქვთ. მაგრამ არსებობენ სხვა ადამიანებიც რომლებშიც ორი კავშირიც კი თუ გაწყდა, მაშინათვე ჩაეძინებათ. თუ ავიღებთ შვიდკავშირიან რიგს ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშინ გამოვა, რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას ლაპარაკს სიარულს ძილის მესამე ხარისხის მდგომარეობისას.

ღრმა მდგომარეობები ყველასათვის ერთნაირია, მაგრამ შუალედურ მდგომარეობისას საქმე ხშირად გვაქვს სუბიექტურობასთან.

არსებობენ აგრეთვე „გამორჩეული“ ადამიანები, რომლებიც მაშინ, როდესაც მათში ერთი ან რამოდენიმე კავშირი დარღვეულია, ყველაზე აქტიურნი არიან. თუ ადამიანისთვის ასეთი მდგომარეობა ხდება ჩვეულებრივი მისი აღზრდისას, თუ მან ყველაფერი რაც კი გააჩნია (უნარები),ამ მდგომარეობაში მოიპოვა, მაშინ მისი მოღვაწეობა ამ მდგომარეობას დაეფუძვნება და მისთვის უკვე აქტიურობა შეუძლებელი ხდება, თუ ამ მდგომარეობაში არ იმყოფება.

პირადად თქვენთვის აქტიური მდგომარეობა ფარდობითია – რომელიღაც მდგომარობაში შეგიძლიათ აქტიურობა. მაგრამ არსებობს ობიექტური აქტიური მდგომარობა – როდესაც ყველ კავშირი სახეზეა და ასევე არსებობს სუბიექტური აქტიური მდგომარეობა, რომელიც არ წარმოადგენს სრულ აჭუიერობას, რადგან იგი რომელიღაც შესაბამის მდგომრეობაში ხორციელდება.

ამრიგად ძილს და ღვიძილს მრავალ ხარისხი გააჩნიათ. აქტური მდგომარეობა არის მდგომარეობა, როდესაც მთელი დაძაბულობით მუშაობენ აზრობრივი უნარები და გრძნობები. ჩვენი ინტერესის სფეროში უნდა იყოს, როგორც ობიექტურ ე. ი. ნამდვლად ფხიზელი მდგომარეობა, ასევე ობიექტური, ნამდვილი ძილს მდგომარეობა. „ობიექტური“ – ნიშნავს აქტიურს ან პასიურს ჭეშმარიტად, ნამდვილად.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ მიზანი მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ცენტრებს შორის არსებულ ყველა კავშირი დარდვეულია. მხოლოდ ასეთი ძილის დროს შეუძლია მანქანას გამოიმუშაოს ის, რისთვისაც არის განკუთვნილი ძილის ფუნქცია ამიტომ სიყვა “ძილი“ უნდა ნიშნავდეს მდგომარეობას როდესაც ყველა კავშირი გაწყვეტილია.

რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აუცილებელია გადაეჩვიოთ დაძაბულობას, როდესაც იგი საჭირო არაა. როდესაც გაუნძრევლად ზიხართ, ნება მიეცით სხეულს, რომ დაისვენოს; ძილის დროს კი თქვენში უნდა დაიძინოს ყველაფერმა.

 

ოკულტიზმი სამეფო კარზე

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო კონკრეტული სახელებით,ციფრებით,თარიღებით – კონკრეტულ მონაცემებზე,რომლებიც არის რეალური ფაქტები და ამოღებულია ისტორიიდან – ანუ არ არის ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი,როგორც სკეპტიკოსები მიიჩნევენ ამ სფეროს ზოგადად.ნახსენები იქნებიან მეფეები,მაგები,ალქიმიკოსები და მათი ერთობლივი საქმიანობა… ეზოთერული ცოდნა,ოკულტიზმი,ალქიმიია,მაგია ფუნდამენტალურად გამოიყენებოდა თვით მეფეების მხრიდან სახელმწიფოს მართვის საქმეებში.
ეს ყველა მონაცემი დოკუმენტურადაა აღწერილი ისტორიულ წყაროებში,რომელთა დიდი ნაწილიც დაცულ საცავებში საიდუმლოდ ინახება – ნებისმიერი მკითხველის თვალისთვის მიუწვდომლად.
შუასაუკენეების ეპოქაში ევროპაში,სხვადასხვა ქვეყნების სამეფო კარზე ძალიან აქტუალური იყო ისეთი მეცნიერებების შესწავლა, როგორიცაა მაგალითად ასტრონომია,ასტროლოგია,ალქიმია.არსებობდა სპეციალური სკოლები,სადაც ასწავლიდნენ ამ მეცნიერებებს.ესპანეთის სამეფო კარი ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი გახდა ევროპაში აღმოსავლური ცოდნისა.ეს ოკულტური ცოდნა ძირითადად შემოვიდა არაბეთიდან,ჩინეთიდან,სპარსეთიდან,ინდოეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან.ესპანეთის მეფე ალფონსო X ბრძენი ამ ცოდნის დამფუძნებლად მიიჩნევა ევროპის სამხრეთ ნაწილში.მან დააარსა სპეციალური სკოლები სამეფო ქალაქ ტოლედოში,რომლის წევრებიც შეისწავლიდნენ ასტროლოგიას,ასტრონომიას,ოკულტრიზმს,მაგიას,ალქიმიას.ისინი თარგმნიდნენ უცხოურ ენაზე მოპოვებულ მასალებს.თარჯიმნები,ეზოთერული მეცნიერებების ექსპერტები,სპეციალისტები ერთად ავითარებდნენ აღმოსავლური ოკულტური ცოდნის ღრმად შესწავლა/დანერგვას ამ სპეციალურ სკოლებში.
მიუხედავად მისი ინტერესისა ოკულტური მეცნიერებების მიმართ,ალფონსო X არის პირველი მეფე,რომელმაც დაიწყო ებრაელების მასიური დევნა მათი წარმოშობის გამო.მას,როგორც სახელმწიფო მმართველს,მხარი უნდა დაეჭირა ეკლესიისთვის.ინკვიზიცია ბრალს დებდა ებრაელ მაცხოვრებლებს კუდიანობასა და სატანის მსახურებაში.ინკვიზიტორებს მიაჩნდათ,რომ ებრაელები ატარებდნენ შავი მაგიის რიტუალებს,რომლებშიც იყენებდნენ პატარა ბავშვებს,იპარავდნენ მათ მოსახლეობებში,სამსხვერპლო ქვაზე აკრავდნენ,აწამებდნენ,გულს აგლეჯდნენ და ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალს.ქრისტიანები ფიქრობდნენ,რომ ებრაელები ცდილობდნენ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ქრისტიანებისთვის რაც მიოხდა ქრისტეს ჯვარცმის დღეს.სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა წმინდა ინკვიზიციის ტრიბუნად ჩამოყალიბების ეტაპი – როგორც წმინდა სამართლის აღვლენის ორგანო .წმინდა ინკვიზიცია,როგორც სადამსჯელო ორგანო,დაუღალავად იბრძოდა ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ.ის იქცა სამეფო კარის ,,შავ ხელად”.წმინდა ინკვიზიცია იმდენად ძლიერი ორგანო გახდა,რომ საუკუნეების მანძილზე ახდენდა გავლენას ქვეყნის შიდა სახელმწიფო მოვლენებზე,როგორც წმინდა მართლმსაჯულების აღსრულების უმაღლესი ორგანო.
მე-15-ე და მე-16-ე საუკუნეებში ებრაელების დევნამ პიკს მიაღწია,ვინც ინკვიზიციის მსახვრალ ხელს გადაურჩა,ყველამ დატოვა სამეფოს ტერიტორია და ევროპის სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი.ისინი ყველგან იდევნებოდნენ.მათ ბრალი ედებოდათ ჯადოქრობაში,კუდიანობაში,შავი მაგიის ,სატანის მსახურებაში.ეს ის პერიოდია,როცა მთელს ევროპაში მიმდინარეობს ჯადოქრობის წინააღმდეგ ბრძოლა.რაშიც რასაკვირველია, რომის პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი.იკარგებიან ბავშვები,იღუპებიან ახალგაზრდები,ტყეებში პოულებონ მხეცების მიერ დაგლეჯილ ადამიანებს – მოკლედ სრული ქაოსი.მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თავიანთი პატარების უსაფრთხოებას.ბავშვებზე განსაკუთრებული ნადირობა იყო ბნელი ძალების მიერ გამოცხადებული.ბავშვი – თავისი უცოდველობის,უმანკოობის გამო,რაც მაგიაში განსაკუთრებული სიმბოლიზმით გამოირჩევა – წმინდა და უცოდველი,როგორც იესო.
არსებობს 1887 წლის ოფიციალური დოკუმენტი,რომელიც ამოღებულია ტოლედოს ეკლესიის არქივიდან,სადაც აღწერილია პატარა ბიჭის,სახელად კრისტობალის წამებისა და ჯვარცმის ფაქტი.მკვლევარები ვარაუდობენ,რომ ეს სასტიკი ფაქტი შესაძლოა მომხდარიყო სადღაც მე-15-ე საუკუნის ბოლოს,თუმცა მთელი დოკუმენტური მონაცემები ამ ეპოქიდან მოყოლებული – ხსენებულ 1887 წლამდე არ არსებობს, განადგურებულია.ექსპერტები იმასაც ეჭვობენ,რომ შესაძლოა ეს ფაქტი არც მომხდარა და შეთხზული იქნდა წმინდა ინკვიზიციის მესვეურთა მიერ,ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გამო.ინკვიზიცია რომ აფიორის ხერხსაც იყენებდა,ეს არაა უცხო ისტორიისთვის.ისინი მიმართვადნენ ყველა ხერხს.მათი დაქირავებული მუშაკები შუღლს აღვივებდნენ მოსახლეობას შორის,ერთმანეთს გადაჰკიდებდნენ,რათა მერე მოწმედ გამოეყენებინათ საეჭვო პირის საწინააღმდეგოდ.მეზობლები ერთმანერთს არ ზოგავდნენ,მათ შეეძლოთ მიწის ნაკვეთის მისაკუთრების მიზნით მეზობლისთვის ჯადოქრობაში დაედოთ ბრალი და უპატრონოდ მიტოვებული მიწა დასმენის სანაცვლოდ მიეღოთ.ვიღაც ეკლესიაში ჯვარს არ ემთხვია,ვიღაცა წირვაზე არ დადის,ვიღაცამ ვიღაცა გათვალა და უეჭველი ეშმაკეულია.იყო ათასი სხვა მიზეზი ადამიანის გასაწირად.ადამიანები ერთმანერთს დაერივნენ,ასმენდნენ როგორც კუდიანებს,ჯადოქრებს,ეკლესიის მტრებს.რაც შეეხება კუდიანობის ბრალდებას,ყოველგვარი გამოძიების გარეშე ატყვევებდნენ ბრალდებულს,მხოლოდ ვინმეს დასმენის საფუძველზე.დაპატიმრებულს ჯერ თხოვდნენ აღიარებით ჩვენებას,თუ ის უარყოფდა ბრალდებას,წამების უსასტიკესი მეთოდებით ცდილობდნენ მიეღოთ ეს აღიარება,მერე კი სასჯელის ზომა მხოლოდ ერთი იყო – ქალაქის მთავარ მოედანზე გაჩაღებულ კოცონზე ცოცხლად დაწვა – მთელი მოსახლეობის თვალწინ.
ეკლესიის დოკუმენტებში მოხსენიებულია ერთი რეალური შემთხვევა,როდესაც დილის წირვისას ეკლესიაში გამოვლენილმა ნათებამ მიანიშნა სწორედ ის პიროვნება,რომელიც ეჭვმიტანილი იყო ჯადოქრობაში.რა თქმა უნდა ის დაატყვევეს და აწამეს აღიარების მიზნით.მან რა თქმა უნდა აღიარა,რომ მონაწილეობდა მაგიურ რიტუალებში და დაასახელა 8 თანამეინახე,სახელებით და გვარებით(ეკლესიის წიგნში წერია კიდეც ყველა მათგანის სახელები,გვარები და სხვა მონაცემები). წმ.ინკვიზიციის განაჩენით ისინი ყველანი აწამეს და ყველა მათგანი დაწვეს ქალაქის ცენტრში,დიდი ბაზრის ავილას მოედანზე,ზოგი ცოცხლად,ზოგის ცხედარი დაწვეს,რადგან მათ სული განუტევეს ერთ-ერთი საწამებელი იარაღის – ,,გარროტე ვილ” -ით კისრის გადამტვრევის მერე.ეს არის ისტორიული დოკუმენტის მიერ მოწოდებული რეალური შემთხვევა.
მაგიის წიგნები უკვე ისეთვივე მოხმარებაში იყო,როგორც ,,ბიბლია”.ისინი იწერებოდა ხელით,გადადიოდა ხელიდან ხელში,იყო მცირე ზომის წიგნი,რომელიც თავისუფლად ეტეოდა ჯიბეში.ჯიბეში საგულდაგულოდ მალავდნენ,საშიში იყო ვინმეს დაენახე ამ წიგნით ხელში,რაც გარანტირებულ სასჯელს ნიშნავდა.სასჯელი კი იმის მიხედვით გაიცემოდა,რა სიმძიმის ინფორმაციასაც იტევდა წიგნი.ინკვიზიციის ასეთი გააქტიურებით,კუდიანების ასე მასიური დევნით,მე-16-ე საუკუნის ბოლოს მაგია და ოკულტური მეცნიერებები უკვე აკრძალული დოქტრინების სიაში შევიდა.

სიკვდილი

სტანდარტული

,, სიკვდილი არის თემა, რომელიც ყველა ადამიანს ასე თუ ისე აღელვებს. ჩემმა რეგრესული ჰიპნოზის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიკვდილი ნამდვილად არ არის ის, რისაც ასე ძალიან უნდა გვეშინოდეს. ადამიანები წინა რეინკარნაციების მონახულებისას ხშირად ხედავენ გარდაცვალების მომენტებს და თავიანთ სულს,როდესაც ის ტოვებს სხეულს. არ ყოფილა შემთხვევა,როდესაც ადამიანს უთქვამს რაიმე უარყოფითი თავისი გარდაცვალების შესახებ (წინა რეინკარნაციებში). ყველა ამბობს, რომ გარდაცვალების და სხეულის დატოვების შედეგად განიცადა სიმსუბუქე, შვება და სიმშვიდე.
ფაქტიურად, სიკვდილი, ან უფრო სწორედ გარდაცვალება, არის ჩვენი სულის უკან დაბრუნება მის მარადიულ სამყოფელში. ჩვენ, ადამიანებს, თითქოს ყველაფერი შებრუნებით გვაქვს წარმოდგენილი. ადამიანი იმდენად ღრმად ეფლობა ამ მატერიალურ რეალობაში/ილუზიაში,რომ თავისი ჭეშმარიტი არსი ავიწყდება და გონია,რომ მისი ერთადერთი და განუმეორებელი არსებობა სწორედ ამ სამყაროში ხდება. სინამდვილეში კი, ჩვენ ყველანი აქ დროებით ვიმყოფებით ჩვენი სულისთვის სასურველი გამოცდილების მისაღებად.
უფრო მეტიც, როგორც ერთერთმა ადამიანმა რეგრესული ჰიპნოზის დროს ნახა დღეს, სიკვდილის ანგელოზი სულაც არ ყოფილა საშინელი და სასტიკი. პირიქით, ის ძალიან მოსიყვარულე ანგელოზია და ეხმარება ადამიანებს ეს გარდასვლა ამ მატერიალური სამყაროდან სულიერში სიმშვიდეში და სიყვარულით სავსემ განახორციელოს”. – ამბობს რეგრესული ჰიპნოზის სპეციალისტი რუსიკო კვირიკაშვილი.

კითხვებზე პასუხობს ქნ.რუსიკო.

1) ,, – რა ვიცი, მე მაინც საშინელება მგონია, საშინელებაა ადამიანების და ახლობლების დაკარგვისას განცდილი გრძნობა.
– გეთანხმებით, ეს ჩვენთვის, აქ დარჩენილებისთვის, რთული და მტკივნეული პროცესია, მაგრამ თავად გარდაცვლილის სულისთვის სასიამოვნო და შვების მომგვრელი. ის ფაქტი, რომ ისინი (მათი სულები) კარგად არიან, ჩვენთვისაც მანუგეშებელი უნდა იყოს…მე ასე მგონია.”

2) ,, – მეც ასე მგონია რომ არის…. სადღაც შორს ვგრძნობ… უბრალოდ ახლობლებთან და ნათესავებთან განშორება კონტაქტი როგორ არის? ან თუ გრძელდება ეს იქით?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულები მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს, ვიდრე რეინკარნირდებოდნენ დედამიწაზე (განსაკუთრებით ეს ეხებათ ახლობლებს) და გარდაცვალების შემდეგაც ჩვეულებრივ განაგრძობენ ურთიერთობას, თუკი მათ ამის სურვილი აქვთ. ზოგიერთი ადამიანი, მაგალიტად მედიუმები, ფიზიკურ რეალობაშიც ახერხებენ სულებთან კონტაქტს მიღმიერ სამყაროსი.”

 

ჰელოუინის ღამის ჯადოსნური რიტუალი

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ჰელოუინის ღამის ჯადოსნური რიტუალი კუდიანებისთვის.  😀

,,ყველა წმინდანის დღე” ოკულტურ სფეროში ცნობილია როგორც წლის ყველაზე მაგიური დღე.რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ამ დღის რელიგიური დატვირთვა, მას მოიხსენიებენ როგორც ,,კუდიანების ღამეს”. ,,კუდიანების ღამე” – იგივე ,,ყველა წმინდანის დღე”(ევროპაში) და ჰელოუინის დღესასწაული( ამერიკაში) ემთხვევა ოქტომბრის თვის ბოლო ღამეს.ლეგენდების თანახმად ამ ღამით კუდიანები საიდუმლო შეკრებას ახორციელებდნენ,რათა თაყვანი ეცათ ბოროტების ღმერთისთვის.ენერგიების ფიზიკურ სამყაროში ზემოქმედების ვისაც სჯერა მათთვის ცნობილია,რომ ამ ღამის ზებუნებრივი ენერგია ქმნის სრულყოფილ ფონს სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად.
,,წმინდანების დღე” მომდინარეობს ,,სამაინის”(კელტური ახალი წელი) დღესასწაულიდან,რომელიც ასევე ითვლება ,,ჰელოუინის” დღესასწაულის წინამორბედად.კელტური ,,სამაინის” დღესასწუალი აღინიშნებოდა მოსავლის აღების პერიოდში და სწორედ ამიტომ მოიაზრებოდა ახალი წლის დასაწყისად.მათ სწამდათ,რომ მიმავალი წლის ბოლო ღამე იყო ყველაზე მაგიური.ამ ღამეს იხსნებოდა კარიბჭე ფიზიკურ და სილიერ სამყაროებს შორის და როგორც კეთილი,ასევე ბოროტი სულები სტუმრობდნენ რეალურ სამყაროს.
ევროპაში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კელტური ,,სამაინი” გარდაიქმნა ,,ყველა წმინდანის” დღედ,რომლის მიხედვითაც პატივი უნდა მიეგოთ ყველა ცნობილი თუ უცნობი პირისთვის,ვინც ეწამა ქრისტიანობისთვის.
როგორც აღვნიშნე ზემოთ,ოქტომბრის თვის ბოლო ღამე წლის ყველაზე აქტიური ღამეა ენერგეტიკული თვალსაზრისით.
სწორედ ამ ღამით ასრულებდნენ ჯადოქრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალს – კოლექტიური თაყვანისცემა ბოროტი ძალისა.ზოგი ვერსიის მიხედვით კუდიანთა ეს შეკრებები სხვა არა იყო რა, თუ არა მადლიერების გამომხატველი რიტუალური თავყრილობა ქალღმერთ გაიასადმი( ნაყოფიერების,პურის და დედამიწის ღვთაება) პატივის მისაგებად.
დროის სვლასთან ერთად წარმოიშვა უამრავი რიტუალი,ჯადოქრობა – თაყვანისცემის თუ ენერგიების მართვის უამრავი ფორმა,რომლითაც ოქტომბრის იმ ცივ და ბნელ ღამეს წინა ეპოქების მკვიდრი ქალები თავიან თავს უძღვნიდნენ ბოროტ ძალებს.
ეს რიტუალები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერად (უმეტესწილად ზეპირსიტყვერად იმიტომ,რომ ისტორიიდან ყველამ ვიცით ინკვიზიციის ის სისხლიანი ეტაპი,რომელიც ევროპამ განვლო).
ამ რიტუალების გარკვეული ნაწილი დღემდე შემორჩენილია ხალხურ მედიცინასა თუ ოკულტურ წყაროებში.ზოგი მათგანი ცნობილია როგორც სამკურნალო შედეგის მომტანი.რიტუალების მიზანია ასევე გვასწავლოს თუ როგორ მოვიზიდოთ სასურველი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში და მოვიპოვოთ მატერიალური თუ მენტალურ/სულიერი კეთილდღეობა.

აქ გაგიზიარებთ ერთ-ერთ ძველ რიტუალს,რომელიც პირად ცხოვრებაში სიყვარულის და წარმატების მოსაზიდად გამოგადგებათ.როგორც მისი მომხმარებლები აცხადებენ,რწმენით და გულდასმით შესრულების შემთხვევაში,წარმატებით მუშაობს.

რიტუალისთვის საჭირო ატრიბუტები:

3 ტოტი დარიჩინი;
1 წითელი სანთელი;
1 თეთრი სანთელი;
თეთრი ქაღალდი;
წითელი კალამი;
ლითონის ან მინის სინი – ცეცხლგამძლე;
ასანთი ან სანთებელა.

რიტუალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოქტომბრის თვის ბოლო ღამეს – ,, მზის ჩასვლის შემდეგ,როცა დედამიწას მთვარის შუქი მოეფინება”.
ასევე აუცილებელია იყოთ განმარტოებით და მშვიდ გარემოში.თავს უნდა გრძნობდეთ რელაქსირებულად,მყუდროდ,კომფორტულად.
ანთებთ ორივე სანთელს,ვალაგებთ დარიჩინის ტოტებს მათ სიახლოვეს.წითელი კალმით დაწერეთ ფურცელზე თქვენი სურვილი ან პიროვნების სახელი,რომლის სიყვარულის მოპოვებაც გსურთ.დახუჭეთ თვალები,ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ სამჯერ და სიტყვიერად (ან გონებაში) წარმოთქვით სურვილი(ან სახელის მისამართით თქვენი სურვილი),რომელიც ფურცელზე დაწერეთ.მოათავსეთ დარიჩინის ტოტები და ფურცელი ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და ერთად დაწვით.როცა ფურცელი დაიწვება აიღეთ ფერფლი და მარცხენა ხელისგულში მოათავსეთ.მიმართეთ საიქიოდან მოსულ სულებს შემდეგი სიტყვებით:
,,იმქვეყნიურო სულებო,რომლებიც გვეწვიეთ ამ ჯადოსნურ ღამეს,დაუშვით რომ ჩემი სურვილი ასრულებული იქნას”.

როცა წარმოთქვამთ ამ სიტყვებს,ღია ფანჯარაში სული უნდა შეუბეროთ ფერფლს,რომელიც მარცხენა ხელში გაქვთ.უნდა გაფანტოთ ჰაერში ეს ფერფლი სულის შებერვით.და რაც მთავარი უნდა გწამდეთ ღრმად,რომ ეს სურვილი ასრულდება.

მოკლედ,თუ ვინმე გააკეთებთ ამ რიტუალს და სასურველ შედეგს მიიღებთ(სურვილის დაკონკრეტება არაა საჭირო),ანუ თუ იმუშავებს,გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ^_^

სასაფლაო – სახიფათო ადგილი

სტანდარტული

 

Catherine-ს ფოტო.

მოკლედ,ვაგრძელებ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ თემას – სასაფლაოები. 😉

ამ პოსტში ვისაუბრებ არგუმენტირებულად(თუმცა გასარკვევია,ვისთვის რა წარმოადგენს არგუმენტს 😉 ),რომ სასაფლაოებს არამარტო ენერგეტიკული ზიანის მოტანა შეუძლია მოსახლეობისთვის,არამედ ფიზიკურისაც.
მოკლედ თემა ეხება იმ საშიშროებათა ჩამოთვლას,რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ძველი სასაფლაოების გაუქმებამ/გადათხრამ და განსვენებულთა ცხედრების ექსგუმაციამ.
არგუმენტებად კი მინდა მოვიყვანო ამონარიდები ძველი ისტორიული წიგნებიდან,რომელთა ავტორებიც მოგვითხრობენ რეალურ შემთხვევებზე,რომელთაც სერიოზული ზიანი მიაყენეს ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში.
ამ ამონარიდებში მოთხრობილია თუ რამდენად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცხედრების ამოთხრა და ჰაერთან მათი კონტაქტი. დღევანდელი ჩვენეული აღქმით,ეს მონათხრობები შეიძლება გადაჭარბებულიც მოგვეჩვენოს,თუმცა იმ ეპოქაში(საუბარია 200-300 წლის უკან) სრული სერიოზულობით იყო აღქმული მსგავსი მოვლენები.

1) ბერნარდინო რამაზინი,იტალიელი ექიმი თავის წიგნში ,,ხელოვანთა დაავადებები” 1777 წლის გამოცემაში ( გვერდი 205) მოგვითხრობს:
,,მესაფლავემ,სახელად პისტოუმ,დაკრძალა ახალგაზრდა კაცი.ძვირფასი ტანსაცმლით და ახალი ფეხსაცმლით შემოსილი იყო გარდაცვლილის ცხედარი.დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ,დღისით,12 საათზე,მესაფლავემ შეაღო ეკლესიის ჭიშკარი,გადასწია ქვა,რომლითაც საფლავი იყო დაგმანული და ჩავიდა სამარხში.მან მოინდომა მიცვალებულისთვის ფეხსაცმელების გახდა და ამის ჩადენის მომენტში თავად მკვდარი დაეცა.ის დაისაჯა წმინდა ადგილის შეურაცხყოფისთვის”.

2) Vicq’ d Azyr – ,,მსჯელობა სამარხების საფრთხეებზე”, გვერდი 113.
,,რომში,აუვერნიში,ქალაქის სკვერების გასალამაზებლად , ერთ-ერთი ძველი სასაფლაოდან აღებული მიწა გამოიყენეს. გარკვეული ხნის შემდეგ,გაჩნდა ეპიდემიური დაავადება,რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა იმავე პროვინციაში 6 წლით ადრე (Ambert).ორი მსგავსი შემთხვევა ეჭვს არ იწვევდა,რომ გამოწვეული იყო სასაფლაოების მიწის გავრცელებით საცხოვრებელ ზონებში.მიწა,რომელიც დაინფიცირებული იყო გახრწნილი ნეშტების მიზეზით”.

3) იმავე ავტორის Vicq’ d Azyr წიგნში ,,ბალზამირების შესახებ”(1719 წლის გამოცემა,გვერდი 117) წერია:
,,სამარხის ოხშივარმა,მესამარე ცხელებით დააავადა”.

4) Vicq’ d Azyr – გვერდი 117.
,,ერთ-ერთ მონასტერში დაინფიცირდა ჰაერი მხოლოდ ერთი ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ.ხსენებული ცხედარი ამოთხარეს სამარხიდან 12 წლით ადრე,მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხედრის ექსგუმაციამ გამოიწვია დაავადების გავრცელება,რომელმაც მთელი მონასტრის ბინადართა სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ”.

5) ხოსე რაულინი – ,,მედიცინის დაკვირვებანი”.1754 წელი,გვერდი 390.
,,1744 წელს,ქალაქ ლექტურში იფეთქა უცნობმა ეპიდემიამ,რომელმაც ქალაქის მოსახლეობის მესამედი შეიწირა. ამის მიზეზად მიჩნეული იქნა ქალაქში მდებარე ძველისძველი სასაფლაოს სიღრმისეული გათხრები. ცნობილი იყო,რომ გათხრებისას ამოღებული ნეშტები ბავშვების გასართობად იქნა გახდილი. ზოგი ნეშტებს თოკით კიდებდა ხეზე, ჩამომხრჩვალის იმიტაციას ქმნიდა.ერთ-ერთმა ბავშვმა ნეშტს მკერდის ძვალი ჩაუმტვრია მუშტით,საიდანაც უცნაური ფერის სითხეს გამოუჟონავს და ამ ბავშვს მკლავზე მოსცხებია.ცოტა ხნის მერე იმ ადგილზე სადაც ის სითხე მოეცხო,განგრენული წანაზარდი განუვითარდა”.

6) ჰაგენსტი – ,,მონტპელიერის საზოგადოების მემუარები” 1746 წელი.
,,1644 წელს მონტპელიერის ეკლესიაში გარდაიცვალა 3 ადამიანი,მეოთხე მხოლოდ იმიტომ გადარჩა ცოცხალი,რომ სწრაფად გაეცალა ადგილს. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა თავბრუსხვევა,გულისწასვლა.მთლიანად მის სხეულს და ამონასუნთქ ჰაერს გახრწნილი ცხედრის სუნი ასდიოდა”.