Monthly Archives: მარტი 2011

AUNTIE ANN’s პრეცელები

სტანდარტული

რეცეპტის და ფოტოების ავტორი    TA_O

  • 1. ჭიქა რძე (მე გავაკეთე ნახევარი რძე და ნახევარი წყალი)
    2.1 პაკეტი დროჟი (21 გრ)
    3.3 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი…
  • 4.2 ჭ და 1/4 ჭიქა ფქვილი (და + კიდევ გასაბრტყელებლ დაფაზე გადასაზელად)(1ჭ=240მლ)
  • 5.1 ჩაის კოვზი (სუფრის) მარილი

მოვათავსოთ ჯამში თბილი რძე და მასში გავხსნათ დროჟი და შაქარი. რომ დადნება შაქარი და დროჟი გაიხსნება შევურიოთ ფქვილი ნელ-ნელა და მოვცომოთ საშუალოდ რბილი ცომი. ძალიან რბილი არა, იმიტომ მერე, ფორმის მიცემისას გაგაწვალებს.( მე ცომში ვუქენი 2ჭ და 1/4. დარჩენი დავტოვე ჭიქაშივე და სანამ გადმოვიტანდი დაფაზე გადასაზელად ის დარჩენილი ფქვილი მოვაყარე და ნელ-ნელა შევაზილე. მთლიანად არ დაჭირდა. რაც დარჩა მაგიდაზე ის ფორმების მისაცემად გამოვიყენე.
ე.ი. 1 ჭიქა 240 მლ)

დაახლოებით 1 სთ – 1.5 ამოვა ცომი, მივცეთ ფორმა. ამ ცომს შეგიძლია შენი გემოვნებით შეურიო ქიშმიში, ან მოცვი.

ეხლა, ყველაზე მთავარი, იმისათვის რომ პრეცელი გარედან ხრაშუნა იყოს და შიგნიდან რბილი და ფაფუკი. უნდა აადუღო 3 ლიტრა წყალი და გახსნა წყალში ნახევარი ჭიქა სოდა. გამზადებული პრეცელი დადე საცერზე, ან საწურზე და რამოდენიმე წამით ჩაუშვი ამ სოდიან წყალში. შემდეგ გადაიტანე ფრთხილად ცხიმწასმულ ტაფაზე და აცხვე მაღალ ტემპერატურაზე (350) 15-20 წუთი .
რომ გამოიღებ მოუსვი ზევიდან გამდნარი კარაქი.
დარიჩინიანი შაქარი უადვილესია. 1 წილი შაქარი და 1 წილი დარიჩინი აურიე ერთმანეთში და მოაყარე პრეცელებს….

ესეც ვიდეო:

ცომი ასე უნდა დაიხვეს:

ეს დარიჩინიანი შაქრით:

ეს კი ქიშმიშითა და გამომშრალი მოცვით:

http://forum.ge/?showtopic=34235009&view=findpost&p=24634779

კვერცხი და ბრინჯი სახის კანის სამსახურში

სტანდარტული

სახის კანი გავუსფთავოდ ყოველგვარი მაკიაჟისგან.სუფთა კანზე უნდა გამოვიყენოთ ხოლმე ნიღები.

კვერცი დავანაწვეროთ ცილად და გულად.

ცილა ავთქვიფოთ ჩანგლით,მსუბქად და წავისვათ მთელ სახეზე.გავაჩეროთ სანამ მთლიანად გაშრება.გაღიმება არ უნდა დაგანებოს კანზე გამშრალმა ცილამ.

ჩამოვბანოთ თბილი წყლით.

მაშინვე გავხვრიტოთ კვერცხის გული ჩანგლით და აუთქვეფავად წავისვათ მთელ სახეზე.

ესეც შევიშროთ და მერე თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

გადავისვათ მკვებავი კრემი.

* * *

კანი გავისუფთავოთ.

ავიღოთ სუფთა ბრინჯი,(დანამატების გარეშე).

ბრინჯი დავყაროთ თასზე და დავფაროთ სუფთა წყლით.დროდადრო ამოვურიოთ ხის ჩხირით.

წყალი რომ ფერს იცვლის კარგად,სითხის უმეტესი ნაწილი გადავასხათ მოზრდილ ჭურჭელში საიდანაც შევძლებთ საფენის დასველებას მთლიანი სახისთვის.დანარჩენი კი გადავასხათ მომცრო შუშაში და გამოვიყენოთ როგორც სახის დამატენიანებელი ტონიკი,შეგვიძლია ბაბმა დავასველოთ და გავიწმინდოთ სახე ამ შუშაში მოთავსებული სითხით.შუშაში მოთავსებული ტონიკი შევინახოთ მაცივარში 3-4 დღე მხოლოდ.

საფენი:

ბამბის ქსოვილი გამოვჭრათ ნირაბივით.ამოვჭრათ თვალები,ცხვირი(ცხვირის ადგილზე მხოლოდ ხაზი გავჭრათ) და პირი.მოზრდილ ჭურჭელში მოთავსებულ ბრინჯის ტონიკი მთლიანად შეისრუტოს უნდა მასში მოთავსებულმა ბამბის ნიღაბმა.დავიფინოთ სახეზე და გავაჩეროთ მანამ,სანამ ნიღაბი შეშრება.

არის სხვადასხვა ბრიჯნი.ბაბმბუკის(Bamboo); შავი ბრინჯი(Cinese black)

 

ქათამი ფორთოხლის სოუსით

სტანდარტული

მასალად საჭიროა:

  • ქათმის ბარკალი თეძოთი – 4 ცალი.
  • ერთი მოზრდილი თავი ხახვი
  • 4-5 კბილი ნიორი.
  • 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
  • ერთი ცალი პრასი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 5-6 მოწითალო ზოლებიანი ბორთოხალი.(ან ჩვეულებრივი)
  • ნახევარი ლიტრი ბულიონი

მომზადების წესი:

ქათამი გავრცხოთ(თუ გვინდა კანი მოვაცილოთ).ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.დავალაგოთ ღრმა ძირიან მინის ჭურჭელზე,რომელიც ღუმელში გამოიყენება.მოვასხათ ზემოდან 2-3 ს.კ.ზეითუნის ზეთი და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდგათ 10 წუთით.

სანამ ქატამი მზადდება ღუმელშ,მოვამზადოთ ბოსტნეულის სოუსი.

დავჭრათ ხახვი,ნიორი,ბულგარული წიწაკა,სტაფილო.პრასი და სემდეგი თანმიმდევრობით ვამატოთ ზეითუნის ზეთმოსხმულ გაცხელებულ ტაფაზე: პირველად ნიორი,მერე ხახვი,მერე ბულგარული,სტაფილო და ბოლოს პრასი.მოვშუშოთ მზაობამზე.

ცალკე თასში 4 -5 ცალ ფორთოხალს გამოვუწუროთ წვენი.უკვე მზა ბოსტნეულზე დავასხათ და მივიყვანოთ ადუღებამდე.დავამატოთ ბულიონი.

უკვე 10 წუთი გასული ქინება ამ დროისთვის და გამოვაღოთ ღუმელი.ეს მზა სოუსი,მოვასხათ უკვე ნახევრად მომზადებულ ქათამს და შევგათ ისევ ღუმელში,საბოლოოდ მოსამზადებლად.სოუსი ნახევრად უნდა ფარავდეს ბარკლებს.როდესაც ზედა პირი მოებრაწება ქათამს,უკვე მზადაა.

მორჩენი ფორთოხლები გავთალოთ სუფთად,ისე რომ მხოლოდ ნარინჯისფერი ნაყოფი ჩანდეს.დავანაწევროთ ლებნებად და გავაფორმოთ მისართმევი ტეფში მზესავით.მორჩენილი ნაწიელბიდან ლებნებზევე დავაწუროთ წვენი.

უკვე მომზადებული ქათმის ბარკლები ამოვიღოთ ტეფშებზე,ან ერთ თეფშზე,რომელსაც ოვალური ფორმა აქვს.

სოუსი გადავასხათ მოზრდილ თასში და ბატიდორათ გავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.მერე კი გავწუროთ ან არა,როგორც გვსურს.

ქათამს მოვასხათ სოუსი.

სალათის ფოთლებისაგან მოვამზადოთ მისატანებელი გარნირი:

დავჭღათ წვრილად სალათის ფოთლებუ.მოვასხათ ცოტა ზეითნის ზეთ,ძმარი და მარილით შევაზავოთ.

თუ ცალკეული თეფშებით უნდა მივართათ პერსონას,მაშინ თეფშის ერთ კუთხეში მოვათავსოთ ბარკალი ზედ მოსხმული სოუსით და მეორე კუთხეში მოვათავსოთ სალათის ფოთლები ირგვლივ შემოლაგებული ფორთოხლის ლებნებით და ოხრახუშის ფოთოლით.

ფოტოებს დავდებ მოგვიანებით.

ხილი ჟელეში

სტანდარტული

                                                          

მომზადებისთვის დაგჭირდებათ:

1 კგ. ხილი(ფორთოხალი, ყურძენი, ბანანი, ალუბალი), 45 გრ. ჟელატინი, 200 გრ. შაქარი, 900 გრ. თეთრი ღვინო, 2 ც. ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
ჟელატინი დაალბეთ წყალში 40 წუთით. ზედმეტი წყალი გადაასხით. გაფუებული ჟელატინი გაადნეთ წყლის ორთქლზე. 300 გრ. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და მასში გაადნეთ შაქარი. შეაგრილეთ 40º-მდე და შეურიეთ ჟელატინი. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ლიმონის წვენი და ღვინო. შეაგრილეთ. ხილი დაჭერით წვრილად, დადეთ ფენებად ფორმაში და მოასხით მომზადებული ჟელე. გააციეთ სრულ შედედებამდე 3 საათის განმავლობაში. სუფრაზე გატანის წინ ფორმები რამოდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ ბრტყელ თეფშზე. სუფრაზე მიიტანეთ დესერტის ბისკვიტთან ან ნამცხვართან ერთად.

ულუფების რაოდენობა: 10

მომზადების დრო: 35 წუთი + გაციება

რჩევა:
არ გამოიყენოთ ანანასი ან კივი, რადგან მათში შემავალი ნივთიერება ხელს უშლის შედედებას.

დაიკელით 25 კილოგრამი თვეში

სტანდარტული

ეს დიეტა ორგანიზმის ქიმიურ რეაქციაზეა აგებული, ამიტომ დადგენილი ინგრედიენტების შეცვლა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

პირველ ორ კვირაში – ყოველდღიური საუზმე – 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

პირველი კვირა:

 

  • ორშაბათი:

საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

ნებისმიერი სახის ხილი

(შეგიძლიათ აირჩიოთ სეზონურად),

 

ვახშამი:

მოხარშული მჭლე ხორცი

(ნებისმიერი,ცხვრის ხორცის გარდა).

 

  • სამშაბათი:

საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

 მოხარშული ან შემწვარი კანგაცლილი ქათამი,

 

ვახშამი:

2 ცალი მოხარშული კვერცხი,

სალათი (კიტრი, სალათს ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო).

1 ნაჭერი გახუხული ტოსტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • ოთხშაბათი:

საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

ნებისმიერი თეთრი,

 ცხიმგაცლილი ყველი (მიირთვით რამდენიც გსურთ).

1 ნაჭერი გახუხული პური, პომიდორი

 

ვახშამი:

მოხარშული ხორცი.

 

  • ხუთშაბათი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

ნებისმიერი სახის ხილი (შეგიძლიათ აირჩიოთ სეზონურად),

 

ვახშამი:

მოხარშული ხორცი; სალათის ფოთოლი.

 

  • პარასკევი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

2 მოხარშული კვერცხი,

მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეული

(ყაბახი, სტაფილო, ბარდა ან ლობიო).

 

ვახშამი:

შემწვარი თევზი (კრევეტკა),

სალათის ფოთოლი,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • შაბათი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

ნებისმიერი სახის ხილი (შეგიძლიათ აირჩიოთ სეზონურად),

 

ვახშამი:

შემწვარი ხორცი;

სალათი (კიტრი, სალათს ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო).

 

  • კვირა:

 საუზმე:

 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

 მოხარშული ან მოშუშული კანგაცლილი ქათამი,

პომიდორი, მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

 ვახშამი:

 მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული.

 

*     *     *

 

მეორე კვირა

 

  • ორშაბათი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

2 ცალი მოხარშული კვერცხი,

სალათი (კიტრი, სალათს ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო).

 

ვახშამი:

 2 ცალი მოხარშული კვერცხი,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • სამშაბათი:

საუზმე:

 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

შემწვარი უცხიმო ხორცი, (ცხვრის ხორცის გარდა),

სალათის ფოთოლი.

 

ვახშამი:

 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • ოთხშაბათი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

მოხარშული ხორცი, კიტრი.

 

ვახშამი:

 2 ცალი მოხარშული კვერცხი,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • ხუთშაბათი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

2 ცალი მოხარშული კვერცხი;

ნებისმიერი უცხიმო თეთრი ყველი (მიირთვით რამდენიც გსურთ);

მოხარშული ბოსტნეული.

 

ვახშამი:

 2 ცალი მოხარშული კვერცხი,

 

  • პარასკევი:

 საუზმე:

 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

შემწვარი ან მოხარშული თევზი ან კრევეტი.

 

 ვახშამი:

2 ცალი მოხარშული კვერცხი.

 

  • შაბათი:

 საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

შემწვარი ხორცი, პომიდორი,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

ვახშამი:

ხილის ასორტი: ფორთოხალი, მანდარინი, ნესვი, ატამი, ვაშლი,

შეგიძლიათ ხილის სალათის მომზადებაც.

 

  • კვირა:

საუზმე:

0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი

და 1-2 მოხარშული კვერცხი.

 

სადილი:

 მოხარშული ან მოთუშული ქათამი,

პომიდორი,

 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

 ვახშამი:

მოხარშული ან მოთუშული ქათამი,

პომიდორი,

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

*    *    *

 

 

 

მესამე კვირა:

 

  • ორშაბათი:

მთელი დღის განმავლობაში:

ნებისმიერი სახის ხილი, ყურძნის, მანგოს, ფინიკის, ბანანის და ლეღვის გარდა

რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 

  • სამშაბათი:

მთელი დღის განმავლობაში:

ნებისმიერი სახის მოხარშული ბოსტნეული და სალათი კარტოფილის გარდა.

 

  • ოთხშაბათი:

მთელი დღის განმავლობაში:

ნებისმიერი სახის ხილი, ყურძნის, მანგოს, ფინიკის, ბანანის და ლეღვის გარდა

რაოდენობა შეზღუდული არ არის;

მოთუშული ან მოხარშული ბოსტნეული, სალათის ფოთოლი.

 

  • ხუთშაბათი:

მთელი დღის განმავლობაში:

მოხარშული ან შემწვარი თევზი ან კრევეტი.

სალათს ფოთოლი ან კომბოსტო,

მოხარშული ბოსტნეული.

 

  • პარასკევი:

მოხარშული მჭლე ხორცი, ან კანგაცლილი ქათამი;

მოხარშული ბოსტნეული (რაოდენობა შეზღუდული არ არის).

 

  • შაბათი და კვირა:

1 სახეობის ხილი, რაოდენობა და დრო შეზღუდული არ არის. 

 

*    *    * 

 

მეოთხე კვირა:

 

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტები გათვლილია მთელ დღეზე, საათები შეზღუდული არ არის.

 

  • ორშაბათი:

4 ნაჭერი მოხარშული ხორცი ან ნახევარი ქათამი.

 3 ცალი პომიდორი.4 ცალი კიტრი,

 ერთი ბანკა ტუნას თევზი უცხიმოდ.

 1 ნაჭერი გახუხული პური

 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • სამშაბათი:

200 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი.

3 ცალი პომიდორი.

4 ცალი კიტრი.

1 ცალი გახუხული პური.

1 ცალი ვაშლი (ან მსხალი, ან ნესვი ან საზამთრო).

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • ოთხშაბათი:

1 სუფრის კოვზი ხაჭო, ან უცხიმო თეთრი ყველი.

მოხარშული ბოსტნეულის პატარა ულუფა.

2 ცალი პომიდორი.2 ცალი კიტრი.

1 ცალი გახუხული პური.

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • ხუთშაბათი:

ნახევარი მოხარშული ქათამი.

3 ცალი პომიდორი.1 ცალი კიტრი.

1 ცალი გახუხული პური.

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

1 სახეობის ხილი შეუზღუდავი რაოდენობით.

 

  • პარასკევი:

2 ცალი მოხარშული კვერცხი.

1 სალათის ფოთოლი.

3 პომიდორი.

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • შაბათი:

2 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი.

120 გრ. ხაჭო.

1 ცალი გახუხული პური.

2 ცალი პომიდორი, 2 კიტრი.

1 ქილა მაწონი.

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

 

  • კვირა:

1 სუფრის კოვზი ხაჭო.

ერთი ბანკა ტუნას თევზი უცხიმოდ.

მოხარშული ბოსტნეული მცირე ულუფა.

2 ცალი პომიდორი და 2 ცალი კიტრი.

1 ცალი გახუხული პური.

1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი. 

 

 

გაითვალისწინეთ:

1. ამ დიეტის განმავლობაში აუცილებელია 2-3 ლიტრი წყლის დალევა დღეში.

2. ბოსტნეულის მოხარშვის ან მოთუშვის დროს, არ შეიძლება სხვადასხვა საკვები დანამატი კუბიკების დამატება, თუმცა შეგიძლიათ ხარშვის დროს დაუმატოთ ცოტა მარილი, წიწაკა და სუნელები.

3. ამ დიეტის დროს არანაირი ცხიმი არ მიიღება.

გრეიპფრუტის დიეტა

სტანდარტული

 

ჯანმრთელი დიეტების ჩამონათვალი შეიძლება კიდევ ერთი – გრეიპფრუტის დიეტით შევავსოთ. აღმოჩნდა, რომ ამ ეგზოტიკურმა ხილმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი წონა. საქმე იმაშია, რომ გრიპფრუტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აქვეითებს ინსულინის დონეს ორგანიზმში და აქედან გამომდინარე, თქვენს სურვილსაც რაიმე ,,წაისუსნოთ“. საკვების რაოდენობის შემცირებისა და უწინდელი ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე, თქვენი წონა შემცირდება ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. რაციონი: ყოველდღიურად, საკვების მიღებამდე აუცილებელია დალიოთ 100 გრამი გრაიპფრუტის წვენი, ან მიირთვათ საშუალო ზომის გრეიპფრუტის მესამედი. ამგვარი რაციონის დაცვისას, 2 კვირის განმავლობაში წონაში დაკლებთ საშუალოდ 2 კგ-ით. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გრეიპფრუტის გემო არ მოსწონს, ამიტომ გთავაზობთ შემდეგს: შეურიეთ გრაიპფრუტის წვენს რაიმე სხვა ციტრუსის, მაგალითად, ლიმნის ან ფორთოხლის წვენი. ამგვარი ასორტი, დამატებით გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და გაწმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან.

სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ.

თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია.

მე პირადად ძალიანაც მომწონს გრეიფრუტის გემო.მართალია თავად ხილს არ გეახლებით და წვენც ახალ-ახლს ვწურავ,მაგრამ წვენი მშვენიერია მინდა გითხრათ.თან სასარგებლო .

ინტენსიურად გადავწყვიტე ვსვა 100 გრ.გრეიფრუტის ახლად გამოწურული წვენი ყოველ დღე სადილის წინ.

 

 

 

დიეტის ხანგრძლივობა 12 დღეა. ამ დროის განმავლობაში თქვენ თავისუფლად დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე.
ეს მეთოდი საკუთარ თავზე წარმატებით გამოსცადეს კაილი მინოუგმა და ბრუკ შილდსმა…

დიეტის დაცვის წესები

-აუცილებელია კალორიულობის შეზღუდვა, დღეში მხოლოდ-800 კალორია;
-დილა დაიწყეთ გრეიფრუტით ან გრეიფრუტის ახალგამოწურული წვენით;
-საუზმესა და სადილზე აუცილებლად მიირთვით გრეიფრუტი.ამავდროულად შეგიძლიათ მიიღოთ თევში.მოხარშული ან მოშუშული საქონლის,ქათმის ხორცი.
-ყავა-არა უმეტეს 1 ფინჯნისა დღეში

ნებადართულია
-უცხიმო ხორცი რძის პროდუქტები-მხოლოდ დაბალცხიმიანი, ხიხლი, ისპანახი , ბროკოლი ბულგარული წიწაკა.

აკრძალულია (აი ეს კი ყველაზე ძნელი)

-დესერტი,გაზიანი სასმელები, კარტოფილი,მაიონეზიანი სალათები, პური, მაკარონი, ყველი, რძიანი ფაფა , კობოსტო, ბურღულეული,კიტრი სტაფილი, ტომატი.

დიეტის დადებითი მხარე

-ეს დიეტა საკმაოდ დაბალენსებულია.ნებადართული პროდუქტების სია სდიდია და საშუალებას გაძლავთ მიიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი და მიკრო ელემენტი. გარდა ამისა, გრეიფრუტი დიდი რაოდენობით შეიცავს ცე ვიტამინს.

ალოე

სტანდარტული

 

 
                                             
ალოე უძველესი სამკურნალო მცენარეა. მისდამი ინტერესი თანდათანობით სულ უფრო იზრდება. XIX საუკუნეში ალოე ცნობილი იყო როგორც საფაღარათო საშუალება. სადღეისოდ ალოეს მედიცინაში გამოყენების სფერო მრავალმხრივია. ალოეს პრეპარატები გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების,  ანემიების,  სხივური დაზიანების,  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებების და სხვა დროს. ალოე აძლიერებს რეგენერაციის პროცესებს და აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. იგი ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში ბლეფარიტების,  რქოვანას და თვალის ბადურას დაავადებების,  მხედველობითი ნერვის ატროფიის და სხვათა დროს. მას იყენებენ ტრამვების,  ძნელად შესახორცებელი ჭრილობების,  ნაწოლების,  ეგზემის,  ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს,  როგორც რეგენერაციული პროცესების დამაჩქარებელი.

 

 

ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში),  იწვევს საფაღარათო ეფექტს.

ალოეს პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისას,  ასევე ნეფრიტის,  ორსულობის,  მენსტრუაციის,  ჰემოროის დროს.

ალოესგან ამზადებენ ექსტრატებს,  გამონაცემს,  გარეგან სახმარ ფორმებს (ლინიმენტი). თხევადი ექსტრაქტი გამოდის ინტრამუსკულარული საინექციო ფორმით.

ალოე ცნობილია როგორც ბიოგენური მასტიმულირებელი,  საფაღარათო და ქოლერეზული საშუალება.

ალოეს პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაცით!

ალოეს გამოყენებისას უნდა ავიღოთ მცენარის შუა და ქვედა ნაწილები.

1)შეაგროვეთ ქვედა და ღეროს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელთა სიგრძე 18 სმ-ს აღწევს და სამი წლისაა. მოაცილეთ ეკლები და გარეთა თხელი კანი,კარგად გარეცხეთ ანადუღარი,გრილი წყლით, დაჭერით პატარა, 0,2-0,3 სმ ზომის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ.ან გახეხეთ და მერე გაწურეთ დოლბანდში.სეიძლება ხორცსაკეპშიც გატარება და მერე გაწყრვა.

2)აკურატულად მოვჭრათ ალოეს ქვედა და შუათანა ფოთლები. შემდეგ გავრეცხოთ გაფილტრული ან ადუღებული წყლით. მოჭრილი ბოლოთი დაბლა მხარეს – ჩავდოთ ემალის ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში 10–12 დღის განმავლობაში. წვენი გამოიწურება.ასეთი მეთოდით მიღებული წვენი განსაკუტრებით სასარგებლოა.

  •  კანის ნაადრევად დანაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში ალოეს შემდეგი ნიღაბი დაგეხმარებათ:
     100გრ ალოე გარეცხეთ, შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ 2 საათით, შემდეგ კი 5 წუთი ადუღეთ საშუალო ცეცხლზე. გააციეთ და გადაწურეთ. დაიდეთ კომპრესის სახით სუფთა სახეზე და კისერზე  10-15 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ, წაისვით მკვებავი კრემი.
  • ბრონქიტი –  15 გ. ალოეს ფოთლების წვენი,  ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ,  კარაქი (უმარილო) – 100 გ,  ფუტკრის თაფლი – 100 გ,  გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
  • თმის ცვენა – ალოეს ფოთლები ალოეს წვენი ღვინოსთან შერეული.
  • კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები – ალოეს ფოთლების ნაყენი პირის ღრუში გამოსავლებად .
  • ალოესგან მომზადებული ნიღაბი – კომპრესი მგრძნობიარე კანისათვის. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი, 3 ჩაის კოვზი გამხმარი ცაცხვის ყვავილი, ორი ჩაის კოვზი კრაზანა, ორი ჩაის კოვზი გვირილა. გამხმარი ბალახები ერთმანეთში ავურიოთ და დავასხათ ადუღებული წყალი. გავაჩეროთ 20–30 წუთი და გავწუროთ. დავუმატოთ ალოეს წვენი. მიღებულ ნაყენში დავასველოთ მარლა, დავიდოთ სახეზე და გავიჩეროთ 10–20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
  • ნიღაბი პრობლემური კანისათვის – საჭიროა ერთი კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი. ავთქვიფოთ ცილა, როცა ქაფისებური გახდება დავუმატოთ წვენი და კიდევ ავთქვიფოთ. კიდევ დავუმატოთ 1–2 წვეთი ლიმონის წვენი. კოსმეტიკური ფუნჯით, აკურატულად სახეზე წავისვათ ნიღბის 2–3 ფენა. ამ ნიღაბს დავაცადოთ, სანამ არ გაშრება და შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით.
  • ლოსიონი მოწიფული კანისათვის – ვიღებთ ალოეს 2–3 დიდ ფოთოლს, წვრილად დავჭრათ და დავასხათ 1 ლიტრი ცივი, ანადუღარი წყალი. მიღებულ მასას ვადუღებთ 5–7 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვაცივებთ და ვწურავთ. მისი საშუალებით გავიწმინდოთ სახე დილას და საღამოს.
  • ლოსიონი ცხიმიანი თმისთვის – თავის დაბანამდე, თმის ძირებში შეიზილეთ შემდეგმ ნარევი. ის შედგება 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენის, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენის, ერთი ჩაის კოვზი თხევადი თაფლისა და ერთი კვერცხის გულისაგან. ამ ნარევის თავზე წასმით შემდეგ, თავზე მოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ზემოდან პირსახოცი. 30–60 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თავი დაიბანეთ შამპუნით. ეს შემადგენლობა დაგეხმარებათ თმის ცვენის დროსაც.
  •  მოვჭრათ ერთი ფოთოლი ალოეს და გამოვუწუროთ წვენი,1 ს.კ. ოდენობით.ერთი კვერცხის გული შევურიოთ წვენს,ერთი ს.კ. ზეითუნის ზეთი(ვირჯინ ექსტრა).კარგად ავურიეთ ეს ყველაფერი და 20 წუთით დავიდოთ სახეზე.მერე ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ მკვებავი კრემი.

 

  •   

 

გვირილა,ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის ელექსირი

სტანდარტული

სააფთიაქო გვირილა, სამკურნალო მატრიკარია,  ბაბუნა – Chamomikka recutita (L) Rausch. (=Matricaria recutita l.=M. chamomilla L.).

სააფთიაქო გვირილას შემადგენლობაში შემავალ ეთერზეთს გააჩნია სადეზინფექციო,  ოფლმდენი და ნაღვლმდენი თვისებები; ეთერზეთების შემადგენლობაში შემავალ აზულენს ახასიათებს ანტიჰისტამინური თვისებები,  ხოლო გლიკოზიდი აპიინი გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზურად მოქმედებს.აღნიშნული თვისებების გამო სააფთიაქო გვირილას ხშირად ხმარობენ კუჭ-ნაწლავის,  ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების,  დიათეზის,  ეგზემის,  პადაგრის,  რევმატიზმის მომატებული აღგზნებადობის,  უძილობის,  მალარიის,  კბილის ტკივილის,  საშვილოსნოდან სისხლდენის,  კრუნჩხვების დროს. გვირილის  ნაყენი ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას, ხსნის სპაზმს, კუჭის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სწრაფ შეხორცებას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ხალხური მედიცინა გვირილას იყენებს ნაყენის, ნახარშის, ჩაის, აბაზანის, აპლიკაციის, საფენისა და სავლების სახით.ეფექტურია გვირილას ყვავილების გამოყენება დამამშვიდებელ მცენარეულ ნაკრებებში. 

 შიგნით მისაღებად ამზადებენ სააფთიაქო გვირილას წყლიან ნაყენს. ამისათვის იღებენ 1 სუფრის კოვზ გამშრალ ყვავილებს,  დაასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს,  დააყოვნებენ 4 საათით. გაწურავენ,  ღებულობენ 30 გრამის ოდენობით ჭამამდე 30 წუთით ადრე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (კოლიტები,  გასტრიტები,  სანაღვლე გზების დაავადებები). ამასთან იგი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ შეთვისებას.

მცენარის ყვავილის ეთერზეთის შემადგენლობაში შემავალ ხამაზულენს მიეწერება სადეზინფექციო და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. ამის გამო გვირილას ყვავილები ნაჩვენებია ზედა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. ამ მიზნით ხმარობენ გვირილას ყვავილების ნაყენს(ან ნახარშს) გამოსავლებლად როგორც ცალკე,  ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში.

სააფთიაქო გვირილა დიდი პოპულარობით სარგებლობს პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში. იგი შედის კოსმეტიკური კრემებისა და ლოსიონების შემადგენლობაში,  რომელთა დანიშნულებაა სახის კანის გაწმენდა,  კანის ტონუსის აწევა,  გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანების შემცირება.

  • ამისათვის 1 ჩაის კოვზ გამშრალ ყვავილებს დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს,  ადუღებენ 10-15 წუთით წყლის აბაზანაზე,  შეაგრილებენ და გაწურავენ. მიღებული სითხე გამოიყენება გაპარსვის შემდეგ კანის მოსაბანად ან კანზე საფენებისათვის. კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება დაღლილი და გაწითლებული ქუთუთოს მოსაბანად დილით და საღამოს ძილის წინ. 
  •   საყოველთაოდ ცნობილია,  რომ დაბანილ თმაზე გვირილას ყვავილების გამონაწვლილის გადავლება თმას არბილებს და ოქროსფერ მბზინვარებას ანიჭებს.
  • გვირილის ნაყენი დავაყენოთ(როგორც ზემოთ წერია ისე) და ჰავყინოთ კუბიკებად.გავიწმინდოთ დილაობით სახე,გასუფთავების მერე.
  • ასევე ზემოთ დაწერილი ნაყენის მეთოდით კვირაში ერთხელ ან დიეტის დაწყების წინ გავიკეთოთ გვირილის ოყნა.(დიეტის წინ ან ზოგადად სახისთვისაც მარგებელია კვირაში ერთხელ).
  • თუ კი მიღებულ  წყლიან ნაყენს მცირე რაოდენობით სპირტსა და გლიცერინს დავუმატებთ,  მივიღებთ ეფექტურ საშუალებას სახის კანის მტვრისა და ჭუჭყისაგან გასაწმენდად.

 

 

-5 კგ ერთ კვრიაში

სტანდარტული

ამ დიეტას თუ ერთი თვის მანძილზე დაიცავთ,დაახლოებით 18 კგ-მდე დაიკლებთ.

  • 1 დღე – 3 ც.კარტოფილი,1 ქილა (500 გრ)მაწონი, მინერალური წყალი.
  • 2 დღე – 3 ც.კვერცხი,1 ქ.მაწონი, მინერალური წყალი.
  • 3 დღე – 3 ც. სოსისი,1ქ.მაწონი, მინერალური წყალი.
  • 4 დღე – 200 გრ.ხაჭო1ქ.მაწონი, მინერალური წყალი.
  • 5 დღე – 3ც ვაშლი,1ქ.მაწონი, მინერალური წყალი.
  • 6 დღე – 1 კიტრი,1 პამიდორი,1ქ.მაწონი, მინერალური წყალი.
  • 7 დღე – 1ქ.მაწონი,1 პრლიტკა შოკოლადი,მინერალური წყალი.
  • 8 დღე – განტვირთვის.ცომეულის გარდა ნებისმიერი რამის ჭამა შეიძლება.

9 დღე  – ვიწყებთ ისევ ახლიდან.

ასე ვაგრძელებთ ერთი თვე.

ყავა და ჩაი შეიძლება უშაქროდ,ან სახარინით.

1 თვეში დაახლოებით 18 კგ-მდე დაიკლებ.

(თიკაკო-თაკო)

-6 კგ ერთ კვირაში.

სტანდარტული

ამჟამად ვარ ამდიეტაზე და 4 დღეში ჯერჯერობით 2.400 კგ. მაქვს დაკლებული.

  • 1 დღე – 200 გრ.ხაჭო, ნახევარი ლიტრი კეფირი, მინერალური წყალი.
  • 2 დღე – 500 გრამი კიტრი, ნახევარი ლიტრი კეფირი, მინერალური წყალი.
  • 3 დღე – 200 გრ.ქათმის მოხარშული ხორცი, ნახევარი ლიტრი კეფირი, მინერალური წყალი.
  • 4 დღე – 500 გრ.შავი ქლიავის ჩირი, ნახევარი ლიტრი კეფირი, მინერალური წყალი.
  • 5 დღე – 5 ც.სოსისი, ნახევარი ლიტრი კეფირი, მინერალური წყალი.
  • 6 დღე – 1 ლიტრი კეფირი მხოლოდ, მინერალური წყალი.
  • 7 დღე – 2 ლიტრი მინერალური წყალი.

ხო ეს დამავიწყდა:მე დილით ვსვამ კეფირს და საღამოს.სადილის დროს ვჭამ იმ პროდუქტს,რაც არის მითიტებული.კიტრზე მაგალიტად მოვასხი ცოტა კეფირი და კარგად წავიდა biggrin.gif შეგიძლია ასე მოიქცე,თუ გინდა.რა ვიცი ადვილია უფრო,იმ გოგომაც ასე მითხრა მასე ვაკეთებო.
ხო,მე მარილს არ ვრიცხვა,ცოტას ვაყრი სადილზე.