Monthly Archives: სექტემბერი 2011

გუფთა ბოსტნეულით და ბრინჯით. Albondigas con verduras y arroz.

სტანდარტული

მასალა:

500 გრ.ფარშირებული ხორცი

400 გრ.ბრინჯი

100 გრ.მწვანე ბულგარული

200 გრ. წითელი ბუგარული

200 გრ. მსხვილად გახეხილი სტაფილო

300 გრამი უმი ბარდის მარცვალი.

400 გრ. კარტოფილი

300 გრამი ტომატ-პასტა

4-5 დაფნის ფოთოლი

ნახ. ჩ.კ. ხმელი ნიორი(ან ერთი პატარა კბილი დანაყილი ნიორი)

100 გრ. ზეითუნის (შეიზლება მზესუმზირისაც) ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით.

2 კვერცხი

დაახლ:400-500 გრამი ორცხობილის ფხვნილი.

ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ და უკვე გაწურულს დავასხათ მდუღარე წყალი,ისე რომ დაახლოებით 2 სმ-ით დაიფაროს.გავაჩეროთ ერთი-ორი საათით.

წვრილ კუბიკებად დავჭრათ ორივე ფერის ბულგარული და მოვათავსოთ ღრმა,მოზრდილ თასზე.დავამატოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო,ბარდის გარეცხილი და დაწურული მარცვლები.ფარში და ასევე დაწურული ბრინჯი.შევაზავოთ მარილით და პილპილით.კარგად ავურიოთ ხელით.მასა უნდა გამოვიდეს საკმაოდ მშრალი.

ცალკე მომცრო ჭურჭელში გავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ მარილი.

ასევე მომცრო ზომის ღრმა ჭურჭელში მოვათავსოთ ორცხობილის ფხვნილი.

დაახლოებით ერთი სუფრის კოვზის ოდენი ფარშირებული მასა მკვრივად მოვამრგვალოთ ხელის გულით.ამოვავლოთ ჯერ ორცხობილის ფხვნილში,მერე კვერცში.მერე ისევ ორცხობილაში,მერე ისევ კვერცხში.და ბოლოს ვასრულებთ ორცხობილის ფხვნილში ამოვლებით. ე.ი. ჯამში ორ პროცედურას ვაკეთებთ ორცხობილისა და კვერცხის ,,აბაზანისას”.

დავალაგოთ გაშლილ თეფშზე.

უკვე გამზადებული გუფთები ფრთხილად მოვატავსოთ ღრმა ქვაბში

                                         

და მოვასხათ დაახლოებით 100 გრამი ზეითუნის ზეთი.დავბრაწოთ მაღალ ცეცხლზე.მალ-მალე ვატრიალოთ ხის კოვზით,რათა არ დაგვეწვას.როდესაც თიტქმის ყველა მხრიდან დაიბრაწება დავასხათ უკვე მომზადებული ტომატის ხსნარი.

(ტომატის პასტა გავხსნათ 300 გრამ მდუღარე წყალში.)

დავამატოთ დაფნის ფოთლები,პილპილი და ნახ. ჩ.კ. ხმელი ნიორი(ან ერთი პატარა კბილი დანაყილი ნიორი).

15 წუთით ვხარშოთ გუფთა და მერე დავამატოთ მომცრო კვადრატებად დაჭრილი კარტოფილი.განვაგრძოთ ხარშვის პროცესი კატოფილის მზად ყოფნამდე.სუფრასთან მიგვაქვს ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით 😀

ესეც ჩემი მომზადებული ზემოტაღწერილი კერძი.შინაურული გარემოსთვის,ამიტომ ბოდიშს ვიხდი ფოტოს არაესთეტიურობისთვის 😀