Monthly Archives: ოქტომბერი 2013

ომლეტი (ტორტია) ბოსტნეულით.

სტანდარტული

                                     tortilla

ამ რეცეპტით შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს 1 წლიდან.
(თუ მხოლოდ კვერცხის გულს გამოვიყენებთ(ცილის გარეშე)იმ დროიდან შეიძლება,როცა პედიატრი კვერცხის გულს დაამატებს კვებაში.)

მასალა:

კვერცხი 2 ცალი.

უმი ბარდა(არა კონსერვირებული.შეგვიძლია გამოვიყენოთ გაყინულიც).

კარტოფილი 1ც. საშუალო ზომის.

ოხრახუში,ქინძი და კამა ორ-ორი ღერი.

მარილი.

მომზადების წესი:

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და გავჭრათ ჯვარედინად სიგრძივად.დავთალოთ თხელ-თხელ ნაჭრებად.მოვხარშოთ.
ორიგინალური რეცეპტის მიხედვით,კარტოფილი იწვება/ითუსება ბლომად ზეთში.მაგრამ ვინაიდან ჩვენ პატარა ბავშვისთვის ვამზადებთ,ვეცადოთ ცეცხლზე მომწვარი ზეთი მინიმალური რაოდენობით გამოვიყენოთ.ამიტომ მოვხარშოთ კარტოფილი.

საშუალო ზომის ღრმა ჯამზე ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი(ან მხოლოდ ორი კვერცხის გული) და დავამატოთ ყველა ინგრედიენტი:კარტოფილი,ბარდა,წვრილად დაჭრილი მწვანილი და სულ ცოტა მარილი.თუ ბაია მიჩვეულია უმარილო საკვებს და არ იწუნებს,უმჯობესია თუ საერთოდ არ დავამატებთ მარილს. 🙂

ტეფალის ზედაპირიანი ყველაზე პატარა ზომის ტაფა(მგონი 14 სმ-იანი დაიმეტრით) გავაცხელოთ და დავუწიოთ ცეცხლს დაბალზე.ცხელ ტაფაზე  დავასხათ რამდნეიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.მთლიანი ტაფა მოვფაროთ ამ ზეთით,სამზარეულოს ქაღალდის ან ჯაგრისის დახმარებით(ასე იმიტომ  ვიქცევით,რომ აღვკვეთოთ პატარას საკვებში დიდი ოდენობით ე.წ. გამომწვარი” ზეთი,რომელიც მხოლოდ ქოლესტერინის წყაროა და არავითარი დიდი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის) და დავასხათ კვერცხიანი მასა.

აი,აქ იწყება ცოტა სიძნელე. 🙂

დავაკვირდეთ ძირი არ დაეწვას.იმიტომაც გვავქს დაბალ ცეცხლე,რომ ნელ-ნელა უნდა გამოცხვეს.

შემდეგი საფეხური და ცოტათი ძნელი მიუჩვეველი ხელისთვის.როგორც კი ოდნავ გაუმუქდება ძირი ომლეტს,ვიღებთ დესერტის თეფშს(ე.წ. თხელ თეფშს,რომელსაც ასევე ,,ფრიალა თეფშსაც” ეძახიან).დიდ ტაფაზე უფრო დიდი ზომის თხელი თეფში არის საჭირო,სავარაუდოდ წვნიანის ღრმა ტეფშის დაბლა დასადები დიდი და გაშლილი თეფში.მაგრამ იმ ზომის ტაფაზე,რომელსაც მე ვიყენებ,დესერტის თეფშიც გამოდგება.წინა ზედაპირით ვადებთ ამ ტეფშს ტაფაზე,ვაჭერთ მჭიდროდ და გადმოვაბრუნებთ ტაფას,ისე რომ შიგთავსი თეფშზე მოთავსდეს.თეფშის კიდე მივადოთ თაფის ზედაპირს და სწრაფი მოძრაობით ჩავასრიალოთ მასა ტაფში,უმი ზედაპირი მოვუქციოთ ტაფის ფსკერზე.დავდოთ ისევ დაბალ ცეცხზლე.როცა დაბლიდან შემუქდება გავიმეოროთ თეფშით იგივე პროცედურა.ასე რამოდნეიმეჯერ უნდა ამოვაბრინოთ ტორტია.იქმადე სანამ გული კარგად არ გამოუცხვება. 🙂

პ.ს. მე ჩემთვის ზითის გარეშეც მომიმზადებია,როცა ორიენტირებული ვიყავი უცხიმო საკვების მიღებაზე.ოღონდ კარგი ტაფა უნდა გვქონდეს,ტეფალის ზედაპირით მაგალითად. 🙂

აქ დავდებ ვიდეოს,რომელიც დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება ტორტიას მომზადებაში.

კარტოფილი ქათმის ხორცით და ღვიძლით.

სურათი

P1250765

 

მასალა:

კარტოფილი (1.5 კგ.)

ქათმის ბარკალი ( 0.5 კგ.)

ქათმის ღვიძლი ( 0.5 კგ.)

პამიდორი ,,ჩერი” ( 0.5 კგ.)

ზეითუნის ზეთი ( 100 მლ.)

ლიმონის წვენი ( გემოვნებით)

როზმარინი (გემოვნებით)

პილპილი (გემოვნებით)

წითელი მწარე წიწაკა (გემოვნებით)

ბაზილიკი ან რეჰანი (გემოვნებით)

მარილი.

მომზადების წესი:

ყიდვისას შევეცადოთ შევარჩიოთ მომცრო ზომის მრგვალი კარტოფილები.საუკეთესო ვარიანტია პატარა ზომების ახალი კარტოფილი,რომელიც კარგად გარეცხვის მერე კანიანად შეიძლება შევწვათ.ჩვეულებრივი ძველი კარტოფილი გავთალოთ და გავრეცხოთ.

ქათმის ბარკლებს გავაცალოთ კანი(თუ გნებავთ დატოვეთ კანითურთ).ბარკლებიც და ღვიძლებიც გავრეცხოთ კარგად და 5-10 წუთით დავალაგოთ ფართო სინზე დაფენილ სამზარეულოს ქაღალდზე,რათა დაიწრიტოს წყლისგან.

საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი.ჩავყაროთ ყველანაირი სანელებილი და მარილი.

ამ ნაზავში სათითაოდ ამოვავლოთ ქათმის ბარკლებიც და ღვიძლებიც.დარჩენილ ნაზავში კარგად ამოვგაგნგლოთ კარტოფილები.

ფართო და საშუალო სიღრმის თუნუქის ფურცელი მოვფაროთ ჯერ ღვიძლებით და ბარკლებით.მერე სიცარიელეებში მოვათავსოთ კარტოფილები,საჭირო თუ გახდება მჭიდროთ დავალაგოთ.თავზე მოვალაგოთ პამიდორი ,,ჩერი” რა შევდგათ ღუმელში მაქსიმალურ სიმხურვალეზე.ღუმელი 10-15  წუთით ადრე უნდა გვქონდეს ჩართული.