ონლაინ-კურსი ,,მომავლის ნაბიჯი აწმყოში”

სტანდარტული

ფეისბუქ გვერდ ,, მე – სამყარო” -ს ახალ პროექტში განახლდა ჩაწერა ონლაინ-კურსზე

,, მომავლის ნაბიჯი აწმყოში – 2 ” .
15 აგვისტოდან იწყება მეორე ნაკადის კურსი.
ჯგუფის წევრების რაოდენობა იქნება მხოლოდ 15 წევრი.
ჩაწერა უკვე დაიწყო და ეცადეთ არ დარჩეთ სიაში მოხვედრის გარეშე. 🍀

ძვირფასო მაძიებლებო,ცნობისმოყვარენო და მენტალურ-სულიერი განვითარებისკენ მისწრაფებულო მეგობრებო,ვადგენ ჯგუფს,რომელიც ჩემთან ერთად შეუდგება საკუთარი გონების და სულის წიაღში მოგზაურობას. ეს მოგზაურობაა,რომელიც გაგიხსნით იმ ენერგეტიკულ არხებს,რომელიც ასე საჭიროა ღვთიურ არსთან დასაკავშირებლად,ღვთიური არსი,რომელიც ჩვენი წარმოშობის ადგილია.
ეს პროგრამა გათვლილია ყველასთვის,ვინც დაინტერესებულია შეიმეცნოს თავისი თავი.
დამწყებთათვის,ვინც ჯერ არ იცის რა გზა არის – გზა თვითშემეცნებისკენ,ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დაიწყოს ნულიდან.შეისწავლოს პირველი ნაბიჯები თვითშემეცნების დიდ გზაზე.
ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონეთაც.
მოკლედ,ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი პროექტში მონაწილეობის მიღება.
შეგიძლიათ ჩაერთოთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან,რადგან კურსი არის დისტანციური ხასიათის და ჩატარდება დახურულ ჯგუფში.

 გრძელდება ჩაწერა ჯგუფურ ონლაინ-კურსზე
,,მომავლის ნაბიჯი აწმყოში” 🔛🔜

კურსის ხანგრძლივობაა 5 კვირა.
კვირაში ჩატარდება 2 ონლაინ სეანსი,რომელიც გაგრძელდება 1.30 წთ.
კურსის პროგრამაში შედის:

 მედიტაცია_7_ჩაკრის_ბალანსი_გააქტიურება
თითო ჩაკრაზე მუშაობას დაეთმობა თითო სეანსი.
მოაწესრიგე შენი მატერიალური კეთილდღეობა,ფინანსები,კარიერა,ურთიერთობები,სიყვარული,სექსი,თვითშეფასება,ემოციების კონტროლი,საკუთარი თავის რწმენა,ინტუიცია,მენტალური და სულიერი ცოდნა.მიიღე სამყაროს ყველა წყალობა,მათი კოდები შენს ჩაკრებშია და გაააქტიურე ისინი.

 სხეულის_და_აურის_გაწმენდა_ნეგატივისგან_და_პოზიტიური_ენერგიით_დამუხტვა

ყოველ სეანსზე მონაწილეები მიიღებენ ჩემგან რეიკის მაკურნებელ ენერგიას და თავადაც ჩაერთვებიან რეიკის ენერგიაში,რომელიც გაწმენდს მათ ყველა ენერგეტიკულ სხეულს ნეგატიური ბლოკებისგან, დამუხტავს რეიკის უნივერსალური,ღვთიური,სამკურნალო ენერგიით. ასევე კოსმიური არხების გახსნა პირად ურთიერთობებში, ფინანსებში, კარიერაში, ჯანმრთელობის მდგომარეობაში. პოზიტიური ენერგიის გადინება მოხდება თქვენს ყველა ენერგეტიკულ არხში იმ მიმართულებით,რაც ამ ეტაპზე გჭირდებათ.

 ფინანსური_ამულეტი
ყოველი სეანსის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ პირადი ფინანსური ამულეტის დამუხტვას ჩემგან.

 დაამარცხე_სტრესი_დეპრესია
დეპრესიული და სტრესული განწყობის გაუმჯობესება.

 ახდენილი_ოცნება
სურვილის დამუშავება ორი ტექნიკით:
ერთი კონკრეტული სურვილის პროგრამირება მომავალში და ამავე სურვილზე მუშაობა რეიკის ენერგიაში.

კურსის გავლის მსურველების ჩაწერა დაიწყო.
ჩაწერა გაგრძელდება სანამ ჯგუფი შეივსება.
ჯგუფური კურსის შეძენის ღირებულებაა ️ 60  ლარი.

ხოლო იგივე პროგრამა,ოღონდ ინდივიდუალური დასწრებით ️ 100 ლარი. ინდივიდუალურ კურსში შედის პირადი კონსულტაციაც და პერსონალურ საკითხებზე ინდივიდუალურ ფორმატში მუშაობა.

კურსში მონაწილეობის  მსურველებმა სიაში წინასწარი ჩაწერისთვის მომმართეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებებში  ან დაფიქსირდით კომენტარებში. 🔜

ფეისბუქ გვერდის ,, მე – სამყარო” ბმული:

https://www.facebook.com/NoX.inexplicable/

აირჩიე ის,ვინც….

სტანდარტული
  1. აირჩიე ვინმე ისე,თითქოს ბრმა ხარ. დახუჭე თვალები და დააკვირდი რას იგრძნობ ამ ადამიანისგან.რას იგრძნობ მის ბუნებაზე,პიროვნებაზე,მის ერთგულების უნარზე. მეგობრობის,მისწრაფებების, შენდამი ყურადღებაზე,თავის თავზე ზრუნვის უნარზე,მის დამოუკიდებლობაზე. ჩვენს კულტურაში – ურთიერთობის დამყარების ფორმებში ძირითადად  ვეყრდნობით  იმ იმპულსს,თუ რას ვხედავთ თვალებით.მაგრამ როცა ვუყურებთ ჩვენი სიყვარულის ობიექტს,დანახულზე უფრო მნიშვნელოვანია რას ვხედავთ დახუჭული თვალებით.
  2. აირჩიე ვინმე,ვისაც აქვს ახლის ათვისების და შემეცნების უნარი.თუ კი რამ არსებობს,რაც ნამდვილად განასხვავებს ერთმანეთისგან დროებით ურთიერთობას და ცხოვრების რჩეულს – ესაა უნარი  შეეძლოს სწავლა. არის ასეთი გამოთქმა:
    ,,უცოდინარი ატოლერანტულია”.ის ადამიანები,რომელთაც არ შეუძლიათ სიახლის შეცნობა,დაინახონ რაღაცეები ნათელი,გახსნილი გონებით,იყვნენ ცნობისმოყვარენი,იკვლევდნენ ადამიანურ ურთიერთობებს – მათ არ აქვთ გონიერების ფართო დიაპაზონი და ანალიტიკური აზროვნება.ისინი არ ეხსნებიან ახალ ცოდნას,ახალ გამოცდილებებს და იკეტებიან თავიანთ უცოდინრობაში.ისინი არიან მკაცრი დოგმატიკოსები,სისტემის მორჩილები,შეზღუდული თავისუფლების განცდით და ღარიბი პერსონალიზმით.ისინი მუდმივად იმეორებენ: ,,არა,ეს ასე უნდა იყოს,სხვაგვარად მიუღებელია!” და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრება ასეთ ადამიანთან,პიროვნული რეგრესის ტოლფასია.უმჯობესია ცხოვრების პარტნიორი იყოს ადამიანი,ვინც მზადაა გაეხსნას სიახლეების შეცნობას და განიცდნის  მენტალურ ევოლუციას.
  3. აირჩიე ვინმე ისეთი,ვისაც სურს იყოს შენნაირი.ძლიერი და მგრძნობიარე – ერთდროულად. რომ არ ავცდეთ ამ სიტყვების ნამდვილ დეფინიციას,აღვნიშნავ,რომ იგულისხმება არ იქონიოთ ურთიერთობა სუსტთან და უხეშთან. ხის სიძლიერე რაში გამოიხატება? რაც უნდა ძლიერ ქარში აღმოჩნდეს,ის მაინც იდგება მყარად მიწაზე.გადაიხრება,გადმოიხრება ქარის ყოველ ძლიერ წამობერვაზე,მაგრამ იდგება მყარად.იმიტომ,რომ ის მოქნილია და ყვება შემტევი ქარის რიტმს და ძალას,მაგრამ არ მიჰყვება მას,არამედ თავის ადგილზე რჩება ისევ მყარად. ხოლო,რაც შეეხება მგრძნობიარეობას,იგულისხმება ყურადღებით ყოფნა ყველა მოვლენის მიმართ.ზოგს ესაჭიროება პატარა დახმარება ამ პროცესში.მაგრამ ხშირ შემთხვევაში,ვიღაც – თავის აზროვნების იდუმალ კუნჭულში ან გულის სიღრმეში,უკვე არის გამოღვიძებული და ხვდება,გრძნობს ყველაფერს ისე,როგორც უნდა ხვდებოდეს და გრძნობდეს.თუმცა,ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ.სწორედ ამიტომაა საჭიროც და აუცილებელის ამ ცნებათა ნომერი 2 პუნქტი – ათვისების და შემეცნების უნარი.
    შენ შეიძლება გქონდეს ყველაფერი რაც სასურველ პარტნიორად გხდიდეს – რაც იზიდავს შენკენ შენი ინტერესის ობიექტებს,მაგრამ თუ არ გაქვს ახლის შეცნობის,სწავლის უნარი,არც ერთი შენი პიროვნული მომხიბვლელობა არ გამოგადგება  საიმისოდ –  იყო შეუცვლელი ვინმესთვის.
  4.  აირჩიე ვინმე ისეთი,ვინც იცი,რომ როცა იმედგაცრუებული და გულნატკენი ხარ,ნამდვილად თანაგიგრძნობს.უმნიშვნელოვანესია ურთიერთობაში ესმოდეს შენი განცდების. ქვეყნად უამრავი ფორმაა,რომლითაც ადამიანები გამოხატავენ თავიანთ ტკივილს. ყურადღების მიქცევის მცდელობა კი მათ ზოგჯერ ექსტროვერტებად აქცევთ. მაგრამ ეს მათი გამოხატვის ფორმაა. ამაზე უარესი შეიძლება იყოს ის,როცა დაუფიქრებლად ატკენ გულს ადამიანს,მაგრამ ის ამას არ გამოხატავს.თითქოს თავს უფლებას არ აძლევს იყოს ჩვეულებრივი მგრძნობიარე ადამიანი შენს წინაშე.და თუ შენ არ იცნობ და არ გრძნობ მის შიდა პროცესებს,სწორედ აქ კარგავ იმ ძაფს,რომელზეც აქ ვსაუბრობ – შინაგან კავშირს,ერთ ვიბრაციას,ენერგიების ჰარმონიას.ცხოვრების განმავლობაში გავდივართ ბევრ ურთიერთობას,ან ცოტას,ან სულაც ერთს. მაგრამ როდესმე,თუნდაც საკმაოდ გვიან,მაინც ვხვდებით და ვგრძნობთ,რომ ვიცხოვრეთ ამ ძაფის გარეშე. რომ ჩვენი ურთიერთობები არ იყო სულისმიერი. არ გვქონდა ის კავშირი,ის შინაგანი სამყაროების ჰარმონია და ერთი ვიბრაცია.იწყებოდა დიდი მოლოდინებით ეს ურთიერთიობები,რომელთაც სასოებით შევცქეროდით,მაგრამ ბოლოს სრულდებოდა სიცარიელით და იმედგაცრუებით.მეორე მხრივ,თითქოს უდროო დროს გადაეყრები ისეთ ადამიანს,ვისთანაც სწორედ ის ძაფი იპოვე,რომელზეც აქ ვსაუბრობ.ძაფი,რომელიც აკავშირებს შენს სულს მის სულთან.მისმა სიახლის შეცნობის უნარმა შეაძლებინა მას ის,რომ შენ გეგრძნო მასში ის თავშესაფარი,რაც მასთან შეხვედრამდე ვერ იპოვე. ურთიერთობების დაძაბვის მომენტტბში არის წუთები,როცა ერთი მეორეს აყენებს ზიანს,ან ორივე ერთმანეთს აზიანებს კამათით.რამაც ეს ურთიერთობა ფატალურ შედეგამდე მიიყვანა.მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს შეცდომებზე სწავლის უნარი,ყოველ ახალ ურთიერთობაში გავიმეორებთ ძველ შეცდომას.ამიტომაა მნიშვნელოვანი შეგვეძლოს სწავლა და ძველი ტკივილის ერთხელ და სამუდამოდ უკან მოტოვება.
  5. აირჩიე ადამიანი,რომელსაც გააჩნია შინაგანი სამყარო. თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე შემხვედრიან ადამიანები,უბრალო ნაცნობები,რომელთაც თავიდანვე ეტყობათ შინაგანი სიცარიელე.
    ასეთ ადამიანებს თითქოს სული აქვთ გაუხეშებული,ან უკეთეს შემთხვევაში უგრძნობნი,სკეპტიკურები არიან.ზოგჯერ დავფიქრებულვარ,იქნებ მართლაც არ აქვთ სული.ასეთი ადამიანების გონება საზრდოობს ძირითადადა მატერიალური ინტერესებით.ისინი არ არიან რომანტიულები,არ არიან მრავალფეროვანნი.არიან მონოტონურები და მოსაბეზრებელნი. ასეთ ადამიანს არ აქვს მისწრაფება პიროვნული ზრდისკენ.მას შეუძლია მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ნიშნულზე იცხოვროს. ნუ იცხოვრებ ასეთთან,იცხოვრე ისეთ ადამიანთან,ვინც სავსეა შინაგანად და მხოლოდ მატერიალიზმით არ საზრდოობს.ვინც იცის სად გადის ზღვარი პიროვნებასა და სასიყვარულო ურთიერთობას შორის,ვინც პატივს სცემს შენს პირად სივრცეს.ასეთ ადამიანს არ შეეშლება მიხვდეს,როდის იყოს შენთან და როდის გაცადოს თავისუფლება.
  6. აირჩიე ვინმე,ვისთანაც საერთო ინტერესები გექნება.ურთიერთობა იგება მოგონებებზე. რაც ერთად გაგივლიათ,სწორედ ესაა რაც გხდით ერთმანეთისთვის ვინმე მნიშვნელოვანს.ერთად გატარებული ბედნიერი მომენტები,ასევე რთული პერიოდების ერთად გავლა.თუ არ გაქვთ არაფერი საერთო ისეთი,რითაც ნამდვილად დატკბებით ერთად,ძალიან ძნელი იქნება ერთად ყოფნა.რაც უნდა განსხვავებულები იყოთ ერთმანეთისგან,უნდა იყოს ისეთი რამ,რასაც ორივე სიხარულით და სიამოვნებით აკეთებთ ერთად.თუნდაც ეს იყოს ისეთი უბრალო რამ,როგორიცაა ერთად დასვენება აბაზანაში,ან ერთად თმის გაშრობა,ან უბანში გასეირნება საღამოობით და ა. შ.
  7. აირჩიე ვინმე ისეთი,ვისაც შენი მსგავსი  ფასეულობები ექნება საერთო შვილის აღზრდაზე,მამაკაცის(ქალის) როლზე ოჯახში, რელიგიაზე,ფულზე და ა.შ. შესაძლოა ეს ყველაფერი არ იყოს ადვილად პროგნოზირებადი ურთიერთობის დასაწყისში,მაგრამ მხედველობაში უნდა იქონიო,რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი დიდ გავლენას იქონიებს თქვენს ურთიერთობაზე. აირჩიო ვინმე ისეთი,ვისაც შენი მსგავსი შეხედულებები და ფასეულობები ექნება ზოგადად ცხოვრებაზე,ამცირებს კონფლიქტების და ტკივილის შანსს და ურთიერთობას ხდის  პასუხისმგებლობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებულს.
  8. აირჩიე ვინმე,ვისაც მოსმენის უნარი აქვს.ვინც გიგებს  და ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი.ვინმე,ვინც დროს გითმობს. თუ შენ იმპულსური და ფეთქებადი ხარ,ხოლო შენი პარტნიორი წყნარი და მშვიდი,ის შეანელებს შენს ენერგიას და ეს კარგია შენთვის პიროვნული თვალსაზრისით.
    ეს დაარეგულირებს თქვენ ორის ენერგიას დროთა განმავლობაში.მაგრამ თავიდან ძალიან გაგიჭირდებათ.ზოგადად კი წყვილს შორის ენერგიების სრული ჰარმონიზება 8-9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღწევა.თუ რასაკვირველია მანამ არ დაშორდნენ.სასწაულების მოხდენას დრო სჭირდება და მოთმინება,ეს ვიცით ალბათ.
    სასწაული იმიტომ კი არა რომ ერთად არიან,არამედ იმიტომ,რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად,სიყვარული მაინც ცოცხალია.
  9. აირჩიე ვინმე ისეთი,ვისთან ერთადაც იცინი ერთი და იგივე თემებზე.რაც ორივეს გხდით მხიარულს და პოზიტიურს.აირჩიე ისეთი ადამიანი,ვინც იუმორითაა სავსე იქამდეც კი,რომ საკუთარ თავზეც შეუძლია გაიხუმროს.
  10. აირჩიე ისეთი ვინმე,ვისაც მიუტევებდი ისეთ რაღაცეებს,რასაც სხვას არა.ისეთი ვინმე,ვინც მაინც მიგიზიდავდა თუნდაც დაძაბულობის ან კამათის დროს.არის რაღაცეები,რაც მიუღებელია ნებისმიერი სახის ურთიერთობაში.თუ შენ ასეთს გადააწყდები,რომ ვერ შეეგუები თუნდაც ის შენი ყველაზე სასურველი პიროვნება იყოს,აჯობებს ეს გააცნობიერო და არ შეეგუო.ეს შეიძლება იყოს მატყუარობა,არასანდოობა,ღალატი,ალკოჰოლიზმი,ნარკოდამოკიდებულება,სექსუალური ძალადობა და ა.შ.
  11. აირჩიე ისეთი ვინმე,ვინც შენი მეგობარია და არა მარტო სექსუალური პარტნიორი.
    მზად ხარ ყოველთვის მოუსმინო თუ რისი თქმა სურს მას შენთვის? ის არის მზად შენს ყველაზე აბსურდულ იდეებს უსმინოს და ამას მონოლოგის ხასიათი არ ჰქონდეს? გაქვთ ნამდვილი დიალოგი? აძლევთ ერთმანეთს რჩევებს როგორც საუკეთესო მეგობრები? დაფიქრდი პასუხებზე.
  12. აირჩიე ისეთი ვინმე,ვინც შენს ცხოვრებას გახდის უფრო ნათელს და დიდს და არ გახდის უფრო ვიწროს და უჰაეროს.

    66313398_463639087757089_980327578097156096_n

აფირმაციების როლი

სტანდარტული

აფირმაციები არის მოკლე სურვილები და მიზნები სამყაროსთვის გაცხადებული.აფირმაცია ეხმარება ქვეცნობიერი ბლოკების მოხსნაში ადამიანს,რომლებიც აბრკოლებენ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში. პოზიტიური ფიქრი განგვაწყობს მოტივირებულად,გვაძლევს ძალას და ენერგიას.ოპტიმისტური განწყობა კი მთლიანად ცვლის ჩვენს ენერგეტიკას,ვიბრაციას და დაბალი სიხშირიდან გადავყავართ მაღალ სიხშერეზე,ანუ დეპრესიული სიხშირიდან გადავყავართ ხალისიან სიხშირეზე.
ყოველი დილა დავიწყოთ პოზიტიურად და მთელი დღე ვიქნებით მოტივირებული. 😊
დავიწყოთ დილა ლამაზი აფირმაციით,რათაა მოვახდინოთ ჩვენს ცნობიერზე დადებითი ზეგავლენა და მივაწოდოთ იმპულსები იმ იდეების სახით,რაც გვინდა რომ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში.
ჩავისუნთქოთ დილის ჰაერი და ავივსოთ ფილტვები,სხეული,სისხლი,ტვინი სასიცოცხლო,უნივერსალური ენერგიით.
თითო აფირმაცია შეგვიძლია წარმოვთქვათ ერთი კვირა მაინც და მერე შევცვალოთ ახლით.ზოგადი კურსი კი არის 21 დღე.აფირმაციები შეინახეთ ტელეფონში და იმეორეთ ყოველ დილით. 🌞🌈🌼

პაგანისტური განმარტება მისნობის შესახებ:

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

როდესაც ადამიანი ლოცულობს,ლოცვით უმხელს ის ღმერთს/სამყაროს თავის გულისნადებს,სურვილებს,საჭიროებებს,წუწუნითაც კი წუწუნებს ლოცვებში. ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის ფორმაა – ელაპარაკო მას.
მაგრამ სად არის მისი პასუხი?
როგორ იღებს ადამიანი პასუხს ღმერთისგან?
როგორ უნდა მოისმინოს მან თუ რა აქვს ღმერთს სათქმელი მისთვის?
მისნობის სხვადასხვა სახეობებით მიიღება ღმერთისგან/სამყაროსგან პასუხი.საამისოდ ბევრი იარაღი არსებობს ადამიანის ხელთ: ქვები,რუნები,სტიქიის ელემენტები მაგალითად წყალი, ტარო, ორაკული, სანთლები,ასტროლოგია და ა.შ.

,,ღმერთის” ცნებაში შეგიძლიათ იგულისხმოთ ,,სამყარო” ან ,,უმაღლესი- ენერგო-ინფორმაციული ველი”.

თამაში ,,ლურჯი ვეშაპი”

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

 

მინდა მოგითხროთ ერთ მეტად საჭირბოროტო თემაზე,რომელიც ავი სენივითაა მოდებული თინეიჯერთა სამყაროში.
ამით მინდა გთხოვოთ მოზარდთა მშობლებო,ახლობლებო,მიაქციეთ ყურადღება რითია დაკავებული თქვენი მოზარდი შვილი.აკონტროლეთ მათი ინტერნეტში მოღვაწეობის ამბები,შეიძლება ისინი მეტად საშიშ თამაშში იყვნენ ჩათრეულნი.

საშიში ონლაინ თამაში ლურჯი ვეშაპი

2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ინფორმაცია,რომელმაც მოიცვა ჯერ რუსეთი,მერე ლათინური ამერიკის ქვეყნები და ევროპაშიც შეაღწია. არის საშიშროება,რომ მთლიანად მსოფლიოს მოედოს. ეს გახლავთ ინტერნეთ თამაში ,,ლურჯი ვეშაპი”.
ყველაფერი დაიწყო ვებ გვერდზე Vkontakte, რომელიც ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია,საქართველოში. პირადად მეც ვიყავი მისი მომხმარებელი 2008-2011 წლებში.მე და ჩემი მეუღლე ვიყენებდით მხოლოდ ფილმების ონლაინ რეჟიმში საყურებლად. რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი არქივის მქონე საიტი,სადაც ნებისმიერ ფილმს,დოკუმენტალს,ვიდეოს,ლაივ კონცერტების ვიდეო ჩანაწერებს თუ რასაც ისურვებთ, ყველაფერს იპოვით. იქამდეც კი,სანამ ფილმის ოფიციალური პრემიერა იქნებოდა, მსოფლიო კინოთეატრებში გამოსვლამდე უკვე მოპარული ჰქონდათ რუსებს და ვკონტაქტე-ზე იდო,შეგეძლო გენახა,რა თქმა უნდა დაბალი ხარისხით.
მოკლედ,ამ საიტზე დაიწყო ეს ონლაინ თამაში რუს ახალგაზრდებს შორის. თავიდან არავის გაჩენია რამე საწინააღმდეგო აზრი.მაგრამ როდესაც უკვე მსხვერპლი მოჰყვა,პოლიციამ კეთილი ინება და გამოძიებაში გაუშვა საქმე. აღმოჩნდა,რომ საქმე ეხებოდა მოზარდთა დაჯგუფებას,რომლებით კონტაქტობდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით,ჰქონდათ დახურული ჯგუფები სოც.ქსელებში და საერთო თამაშში ითრევდნენ თავიანთ თანატოლებს. ისინი ასევე ინტერნეტით გადასცემდნენ ერთმანეთს თამაშის პირობებს,რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. თამაში მოიცავდა 50 წესს,თუმცა მე აქ ძირითადებს მიგახსენებთ:
1) თამაში უნდა გაგრძელებულიყო 50 დღე.
2) მოთამაშეს ევალებოდა 24 სთ.ეყურებინა საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის.
3) არ უნდა დაეძინა 50 დღის განმავლობაში.
4) ბასრი დანით უნდა ამოეჭრა კანზე ვეშაპის გამოსახულება.
5) სუიციდი მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომით.

ეს არის ბოლო წესი თამაშისა.
ეს ინფორმაცია გავრცელებულია ,,The siberian times”-ის მიერ.დასახელებულია ორი მოზარდი გოგონა,15 წლის იულია კონსტანტინოვა და 16 წლის ვერონიკა ვოლკოვა.მათ ერთად დაასრულეს სიცოცხლე 14 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომით.
გამოძიების მასალებით დგინდება,რომ ორივე მოზარდმა გამოაქვეყნა ბოლო პოსტი თვითმკვლელობის წინ – ,,End” და ლურჯი ვეშაპის ფოტო.
ამ თამაშის გამო ასობით მოზარდი იქნა გაერთიანებული სოც.ქსელების დახურულ ჯგუფებში.ხოლო გამოძიების შედეგების მიხედვით რუსეთში 130 მოზარდმა მოიკლა თავი სწორედ ამ თამაშის წესების დაცვით.
ფსიქოლოგი,რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობდა ასკვნის,რომ ეს ბავშვები არიან იოლად ჩასათრევი,რომლებსაც მშობლების ყურადღება და სიყვარული აკლიათ.
მოგვიანებით დააკავეს არასრულწლოვანი,17 წლის გოგონა,რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება., რომელიც მიიჩნევა ,,ლურჯი ვეშაპის” დამფუძნებლად. მის ჯგუფს სოც. ქსელში ერქვა ,,სიკვდილის ჯგუფი”. ეს მოზარდი გოგონა მსხვერპლს ითრევდა თავის ჯგუფში,აწევრიანებდა თამაშში ,,ლურჯი ვეშაპი” და აძლევდა დავალებებს თამაშის წესების სახით. თუ მსხვერპლი წესებს არ დაემორჩილებოდა,ის ემუქრებოდა მისი ან მისი ოჯახის წევრების მოკვლით.
2017 წლის მაისში პოლიციამ დააკავა თამაშის მეორე ლიდერი 21 წლის ფილიპ ბუდეიკინი. დაკითხვაზე მან განაცხადა,რომ მისი ყველა მსხვერპლი იყო ,,ბიოლოგიური ნარჩენები” და ისინი ბედნიერები იყვნენ,რომ კვდებოდნენ.კითხვაზე,თუ რა იყო ამ თამაშის მთავარი მიზანი,ბუდეიკინი პასუხობს: ,,სოციუმის გაწმენდა”. ის მოთავსებულია სანკტ-პეტერბურგის ციხე ,,კრესტი”-ში. მას ასობით წერილი მისდის მოზარდებისაგან,სიყვარულით და სითბოთი სავსე,ისინი მას ამხნევებენ წერილებით.
მიუხედავად ლიდერების დაპატიმრებისა,თამაშს არ შეუწყვეტია არსებობა.ის ისევ გრძელდება.ნელ-ნელა გასცდა რუსეთის საზღვრებს.ლათინური ამერიკის ქვეყნებში უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა ამ თამაშში და ბევრმა მათგანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.ევროპაშიც შემოაღწია როგორც ცნობილია.მაგალითად ესპანეთში დაფიქსირდა ორი შემთხვევა,ბარსელონაში და პალმა დე მაიორკაზე,თუმცა საბედნიეროდ ყურადღებიანი მშობლების და მასწავლებლის წყალობით, მსხვერპლამდე არ მისულა საქმე.ესპანეთის ნაციონალური პოლიცია ყურადღებით აკონტროლებს ამ თამაშის საშიშ გავლენას.
ამ სასიკვდილო თამაშის ,,ლურჯი ვეშაპის” მიერ დაკარგულ ახალგაზრდა სიცოცხლეებს მტკივნეული რეაგირება მოყვა ოჯახების,საზოგადოების მხრიდან. უამრავი ოჯახი გაუბედურდა შვილის დაკარგვით.პროტესტის და დაღუპულთა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, ამ საბედისწერო თამაშს დაუპირისპირდა ბრაზილიის მთავრობა და შექმნა ახალი ონლაინ თამაში ,,ვარდისფერი ვეშაპი”.
,,ვარდისფერი ვეშაპის” წესებიც 50 წესისგან შედგება,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ თამაში მოუწოდებს სიყვარულის,ჩახუტების,კოცნის,მეგობრობისა და თანადგომის გამოხატვისკენ,ასევე სუსტის დაცვის და თანაგრძნობისკენ,პოზიტიური და მხიარული მესიჯების სოც.ქსელებში გამოქვეყნებისკენ.

Catherine-ს ფოტო.

როგორ დავამარცხოთ მტერი

სტანდარტული

luciernagas

როგორ დავამარცხოთ მტერი?!

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა.
არ არსებობს ადამიანი,ვისაც პირდაპირი გაგებით მტერი თუ არა,არაკეთილმოსურნე მაინც არ ჰყავდეს.
მტერში არ იგულისხმება მხოლოდ მოსისხლე მტერი,ვინც დაუფიქრებლად გაგიმეტებდათ სასიკვდილოდ.მტერში იგულისხმება ყველა ის ადამიანი,ვისაც შენთვის სიკეთე არ სურს.ეს არ აგვერიოს ინერტულად განწყობაში ვინმეს მხრიდან.ინერტული განწყობაა,როდესაც ვინმესთვის სულ ერთი ხარ.მტრის ძალა სწორედ იმაში გამოიხატება,რომ სულ ერთი არ ხარ მისთვის.
მაგრამ მტრობის ძალა არასოდეს არ არის ცალმხრივი.მტერი მაშინ იძენს ძალას,როცა მისი ნეგატიური განწყობა პასუხგაცემულია მსგავსივე დამოკიდებულებით.
მაგალითად, პიროვნება A მტრობს პიროვნება B-ს. B-ც იგივენაირად პასუხობს.სწორედ აქ იკვრება მოჯადოებული წრე.ეს ურთიერთობა არის თავად ,,ჯადო”. ურთიერთმიმართული ნეგატივი უკვე წარმოადგენს იმ ენერგიას,რომელიც რეალიზებას ჰპოვებს ფიზიკურ პლანზე.თუ მომხდური უმიზეზოდ გმტრობს და შენ მას მისივე იარაღით არ პასუხობ,მტერი ასეთ დროს კარგავს ძალას და ის შენ ვერაფერს დაგიშავებს ვერც ფიზიკურ,ვერც ენერგეტიკულ დონეზე.ეს არის მტრის განიარაღება და მისგან გამოსროლილი ნეგატივისგან თავის დაცვა.თუმცა ვიცით, რომ მხოლიდ ასე მარტივად არ ხდება მტრების ჩამოშორება.
მივუბრუნდეთ A და B პიროვნებების მაგალითს,როდესაც ორი პიროვნება თანაბრად მტრულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთის მიმართ.ისინი განუწყვეტლივ უშვებენ ერთმანეთისადმი სიტყვიერ,აზრობრივ,ენერგეტიკულ თუ ქმედით ნეგატივებს.ამით ისინი აძლიერებენ ერთმანეთს. A კვებავს თავისი საკუთარი ენერგიით B-ს და პირიქით,B კვებავს საკუთარი ენერგიით A-ს. ხანგრძლივი დროით გაგრძელებული მტრული ურთიერთგანწყობა,თავის მხრივ წარმოქმნის ახალ ენერგეტიკულ ველს,რომელიც დროთა განმავლობაში ხდება უფრო ძლიერი.მან შეიძლება განაპირობოს საგვარეულო მტრობის წარმოქმნაც ორი პიროვნების საახლობლოს შორის. ამ ახალ ენერგეტიკულ წარმონაქმნს კვებავს სიძულვილი. სიძულვილი არის ძლიერი ემოცია,რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე უნგრევს ადამიანს აზროვნებას.ანუ, სიძულვილი ჯერ აავადებს გონებას(არაჯანსაღი ემოციებისა და განცდების,ეჭვების,არასწორი დასკვნების,ყალბი ტკივილების და ა.შ. ფონზე),დაავადებული გონება წარმოშობს არაჯანსაღ აზრებს და ფიქრებს,აზრები და ფიქრები როგორც ვიცით ძლიერ ვიბრაციებს ფლობენ იმდენად, რომ მიზიდულობის ძალით იზიდავენ თავიანთ მსგავს მოვლენებს,რაც საბოლოო ჯამში ფიზიკურ პლანზე მატერიალიზდება.დაავადებული გონების,მატერიალიზებული ნეგატივის,მოზიდული უარყოფითი მოვლებების ფონზე ჯერ ზიანდება სუბიექტის აურა.დაზიანებული აურა კი პირდაპირ დარტყმას ახდენს ფიზიკურ სხეულზე და იწყება სხეულის დასნეულება.აი,ეს არის მტრობის, სიძულვილის,შურის,ბოღმის საბოლოო შედეგი.
ამბობენ – როდესაც დიაგნოზი ცნობილია,სნეულების განკურნებაც ადვილიაო.ასეცაა,როცა იცი მიზეზი და რეზულტატი,უკვე სწორ გზაზე ხარ იბრძოლო ამ მიზეზის აღმოფხვრით რეზულტატის გასანეიტრალებლად.
მტრობის მიზეზი თუ სიძულვილია,გამოდის სიძულვილის ანტონიმი გააქარწყლებს მას.
დიახ,მტრობის და სიძულვილის დასამარცხებელი უძლიერესი იარაღი სიყვარულია.
მე არაფერზე ვსაუბრობ,რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია.ასევე ვსწავლობ სხვათა მაგალითზეც,ვაკვირდები მათ თვისებებს,ცხოვრებას,რეზულტატებს. ამიტომ ვთვლი,რომ საკუთარი ნააზრევის და გამოცდილების გაზიარება შემიძლია.მე არც მასწავლებელი ვარ,არც გურუ,არც ფსიქიატრი და არც ეზოთერიკოს-ოკულტისტი,როგორც ვგონივარ თურმე ხალხს,მე ვარ მაძიებელი და მოსწავლე სამყაროსი.მე ყველასგან ვსწავლობ,თითოეული თქვენგანისგან ვსწავლობ,ბევრი ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებების ნაშრომებიდან ვიღებ ცოდნას.ვიღებ ინფორმაციას ბავშვისგან,მოხუცისგან,ცხოველისგან,მცენარესგან,ჩემნაირი მაძიებლისგან და ა.შ.რისთვისაც მადლიერი ვარ თითოეული მათგანის.
გამოცდილებაზე ვლაპარაკობდი – პირადად გამოვცადე თუ რა საოცრების ჩადენა შეუძლია ადამიანს მენტალურად,მხოლოდ აზროვნებით.ესენია:
1) რეიკის ენერგიით ფიზიკური ტკივილს დათრგუნვა.
2) სიყვარულის პრაქტიკით დაუძინებელი მტრის შემორიგება.
3) მედიტაციების საშუალებით წინა ინკარნაციების ხილვა.

ეს თემები და მათთან დაკავშირებული შეკითხვები ვისაც ექნება, შეუძლია მკითხოს.

რაც შეეხება პოსტის მთავარ თემას, მტრის დამარცხებას, არავითარი აზრი არ აქვს მას,თუ მთლიანად არ გავთავისუფლდით მისი ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან.მაგალითად,შეიძლება ადამიანს აპატიო,მაგრამ ვერ დაუვიწყო რაც გაწყენინა თუ დაგიშავა.ძალიან ჩვეულებრივი,ყოფითი დამოკიდებულებაა ეს.მაგრამ ასეთ პატიებას აზრი არ აქვს.ფაქტობრივად ეს არც არის პატიება.პატიება უფრო ფუნდამენტალური დამოკიდებულებაა სუბიექტის ბუნებისა – ზოგადი განწყობის ჩამოყალიბებაში.მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპატიეთ,მაგრამ გვახსოვს(ცნობიერად), რა გამოდის? ის განწყობა ისევ ჩვენს ცნობიერშია,ისევ ისე ნეგატიურ დამოკიდებულებაში ვართ ობიექტისადმი და ვფარისევლობ – თითქოს ვაპატიეთ. ეს არის განწყობა ,,ბომბი”, რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება.
მაშასადამე,ამ განწყობის გაქრობა,ცნობიერიდან ამოშლაა საჭირო,რათა დადგეს ის ნატურალური სიმშვიდის განცდა,რაც წესით მტრობისა და სიძულვილის გარეშე იქნებოდა.
ამ განცდის გამოწვევის მანიპულაცია შესაძლებელია ხელოვნურად.შესაძლებელია ცნობიერიდან წაიშალოს ის ნეგატიური დამოკიდებულება,რაც მთავარი კვების წყაროა სიძულვილისა.
და ეს მეთოდი არის სიყვარულის პროვიცირება ჩვენში.სიყვარულის ჯერ დაპროგრამება,მერე აღმოჩენა და ბოლოს ბუნებრივად წარმოქმნილი ვიბრაციებით გაშვება ინტერესის ობიექტისკენ,ე.წ. მტრისკენ.

პრაქტიკა მარტივია:

დღეში თუნდაც მინიმუმ სამჯერ(რაც მეტჯერ დააპრაქტიკებ მით უკეთესი,შედეგიც მალე დადგება.ჩემი შედეგი დადგა ორ თვეში.არც თუ ისე დააგვიანდა.) აპრაქტიკებ აზრობრივად ან სიტყვიერად:

,,მიყვარხარ,სიყვარულს გიგზავნი,სიყვარული შენ”

მიმართავ სახელით მას,ვის მიმართაც გზავნი.
ეს პრაქტიკა შეგიძლიათ განახორციელოთ ასევე ახლობლების,მეგობრების,საყვარელი ადამიანების,უცნობების,სამსახურში უფროსების,გამოცდებზე გამომცდელების,ცხოველების,დედამიწის,კოსმოსის,მზის და ნებისმიერის მისამართით.მაგრამ სასურველია თუ პირველად მოიხსენიებთ მტრებს ან იმ პირებს,ვისაც იცით რიმ არ უყვარხართ,ან თქვენ არ გიყვართ ისინი.
დამიჯერეთ,გამოცდილი და ფუნქციონირებადი მეთოდია მტრის დასამარცხებლად და მის საბოლოო,ენერგეტიკულ დონეზე ჩამოსაშორებლადაც კი.მას თქვენ საერთოდ ამოშლით თქვენი კარმიდან.

 

 

!

სტანდარტული

არასოდეს დაუშვათ დახატონ თქვენი პორტრეტი. ნახატი ცოცხალია,ინახავს ისტორიას და სულის ანარეკლს. არც ფოტოების გადაღებაა დიდად სასურველი,მაგრამ ბოლო ათასწლეულის დაუოკებელი მანია – კადრში აღვბეჭდოთ ყველა და ყველაფერი,ძნელად დასამარცხებელია. თუმცა,ვეცადოთ იოლად ხელმისაწვდომი არ იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახის ფოტოები უცნობი ადამიანებისთვის. 

Catherine-ს ფოტო.

Post Mortem ფოტოები

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ახალგაზრდა რუსი მსახიობი ქალი, ვერა ხოლოდნაია (30.07.1893 – 16.02.1919 ), რუსული მუნჯი კინოს პირველი ვარსკვლავი, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ,,ესპანური გრიპით”.მისი პიროვნება ბრწყინვალე კარიერის და შესაბამისად პოპულარობის ზენიტში იყო,როცა სიცოცხლე მოუსწრაფა ვერაგმა დაავადებამ. ,,ესპანური გრიპის” ეპიდემია, ევროპის დიდ ნაწილს პირველი მსოფლიო ომის დასასრულს მოედო და სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით ადამიანს.ჩვენ უკვე ვახსენეთ ჯგუფის ადრინდელ პოსტებში
მე-19-ე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული,მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებამდე(შემთხვევები დღესაც ფიქსირდება)ევროპაში დამკვიდრებული ფრიად უცნაური მოდა – გარდაცვლილი ადამიანებისთვის(ცხედრისთვის) ფოტოების გადაღება – Photos Post Mortem.ეს ტრადიცია რუსეთის სოციუმის მაღალ კლასებშიც იყო პოპულარული.ცნობილ პიროვნებებს,მეცნიერებს,წარჩინებული გვარების წარმომადგენლებს,მდიდრებს – მოკლედ საზოგადოების ნაღებს ტრადიციად ჰქონდათ დამკვიდრებული გარდაცვლილი ახლობლის საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული გვამის ,,ჩაკარტოჩკება”. ვერა ხოლოდნაია თავისი პოპულარობის წყალობით ცნობილი პიროვნებების რანგში გადიოდა და მისმა გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.სამახსოვროდ კი ფოტო გადაუღეს მიცვალებულ ვარსკვლავს.

 

სპირიტიზმის სეანსი უიჯას გამოყენებით.

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

 

იქნება ვინმეს მოესურვოს უიჯას დაპრაქტიკებათქო,ვიფიქრე და გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. 😎

ყველამ ვიცით რა არის უიჯა,ამიტომ არ დავიწყებ ახსნას.აქ რამდენიმე რეკომენდაცია მინდა დავწერო საკუთარი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე,თუ რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა,ვინც გადაწყვიტა უიჯას სეანსის ჩატარება.

1) დღის რომელ მონაკვეთში არის რეკომენდირებული უიჯას სეანსის ჩატარება.
როგორც ვიცით,ნებისმიერი სულიერი პრაქტიკების და რიტუალების ჩასატარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს.ასევეა უიჯას რიტუალის ჩატარების დროსაც.ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა სრული სიჩუმე და სიწყნარე.სეანსის მონაწილეები უნდა იყვნენ სიმშვიდის სტადიაში.აუცილებელია სეანსის წინ მოთავსდნენ კომფორტულად,დახუჭონ თვალები და სუნთქვითი რელაქსაცია განახორციელონ (ისე როგორც მედიტაციის დროს ვაკეთებთ).სუნთქვაზე აქ მოკლედ ვიტყვი – ნელა და ღრმად შესუნთქვა (თვლაზე 1,2,3 – საათის წუთების ტემპის მიხედვით),შესუნთქულის გაჩერება (თვლაზე 1,2,3 (ფილტვები,დიაფრაგმა მაქსიმალურად გაშლილი)) და ამოსუნთქვა ორმაგად ნელ ტემპში,ვიდრე შესუნთქვა(1,2,3,4,5,6,).სეანსის დაწყებისას ვაკეთებთ 10 ღრმა სუნთქვას.ამ დროს გონება ქვეცნობიერის პლანისკენ ინაცვლებს.
ე.ი. უიჯას რიტუალის ჩასატარებლად,საუკეთესო დრო არის ღამის 12 სთ-დან.ამ დროს არის ნაკლები მოძრაობა,ხმაური,გარემო შედარებით მშვიდია და ზედგამოჭრილი დროა რიტუალებისთვის.

2) განათება.
განათება არ უნდა იყოს მკვეთრი.უმჯობესია თუ იქნება სუსტი განათება.რეკომენდირებულია სანთლებით დაფის განათება.

3) სპეციალისტი.
სასურველია თუ რიტუალის წამყვანი მონაწილე ე.წ. სენსიტივია.იგივე მედიუმი.მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის,სულ მცირე, ისეთი ადამიანი მაინც უნდა მონაწილეობდეს რიტუალში,ვისაც ნაწილობრივ მაინც აქვს განვითარებული სენსორიკა.

4) შემადგენლობა.
რეკომენდირებული არაა სეანსის ჩატარება ორზე ნაკლები ადამიანის შემადგენლობით.სპეციალისტები კატეგორიულად ურჩევენ ადამიანებს თავი შეიკავონ უიჯას სეანსის მარტო ჩატარებისგან.გარდა იმისა,რომ არსებობს მთელი რიგი რისკებისა,ერთი ადამიანის ენერგეტიკა საკმარისი არაა არამატერიალურ არსებებთან კონტაქტის დასამყარებლად,თუ რა თქმა უნდა ის გამოცდილი ექსტრასენსი არაა.სეანსის ჩასატარებლად რეკომენდირებულია 3-5 ადამიანის მონაწილეობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყვნენ ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში(მეგობრები,ნათესავები,ოჯახის წევრები და ა.შ).

5) განლაგება.
სეანსის მონაწილეები უნდა იყვნენ განლაგებულნი წრიულად,ეს არის რიტუალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ,რომ მათი ენერგეტიკით იქმნება ელექტრომაგნიტური ველი დაფის გარშემო.რაც აუცილებელია პროცესში მონაწილე არსების გააქტიურებისთვის.

6)ასევე რეკომენდირებულია უიჯას სეანსის წარმართვა კონკრეტული სახელის ,,გამოძახებით’’.ანუ , სჯობს გამოვიძახოთ ვინმე კონკრეტული გარდაცვლილი ადამიანის სული,რათა არ მოხდეს არასასურველი ,,დაუპატიჟებელი სტუმრების’’ კონტაქტზე გამოსვლა.მართალია ამის გარანტია არ არსებობს,რომ ეს არ მოხდება,მაგრამ ჩვენ ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ განწყობას – გინდ კოლექტიურს და გინდა ინდივიდუალურს.

7)ემოციური განწყობა.
სასურველია ვიყოთ მშვიდად და პოზიტიურად განწყობილნი.სეანსის დროს კატეგორიულად იკრძალება ღლიცინი და ხორხოცი.ასევე იმ ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენება,რასაც დაფაზე ვკითხულობთ.თუ მაინცდამაინც ეჭვობ,ეცადე სეანსის განმავლობაში თავი შეიკავო ამ ეჭვების და მოჭარბებული იუმორის დემონსტრირებისგან.ეცადეთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი კონტაქტზე გამოსული არსების კრიტიკისგან.

8)მიზანი.
არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ სასტიკად არარეკომენდირებულია უიჯას გამოყენება ნეგატიური განზრახვებისთვის.სეანსის განხორციელების ერთადერთი მოტივი არის კომუნიკაცია არამატერიალურ სამყაროსთან.თუ თქვენ საშაყიროდ გამოიყენებთ ამ ,,თამაშს’’,დაზღვეული არ ხართ მომავალში აუხსნელი საშიშროებების თუ სხვადასხვა სახის პრობლემებისა ყოფით ცხოვრებაში,რომელთა ლოგიკურ ახსნასაც ცხადია ვერ იპოვით.

9) რიტუალის დახურვა.
რიტუალის უმნიშვნელოვანესი,შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობის ეტაპი არის სეანსის დახურვა.არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ,რომ სეანსი დაუხურავი დავტოვოთ.ეს ნიშნავს,იდენტობას,რომელიც კონტაქტზე გამოვიდა,აუცილებლად უნდა ,,დავემშვიდობოთ’’.ეს ხორციელდება მიმანიშნებელის (ან ჭიქის)მიყვანით სიტყვაზე ,,მშვიდობით’’.

10) ვისთვის არ არის რეკომენდირებული უიჯას სეანსში მონაწილეობა.
უიჯა არ უნდა გამოიყენონ არასრულწლოვნებმა,სკეპტიკოსებმა,დეპრესიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა და საერთოდ მათ,ვისაც აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები,შიზოფრენია,პანიკის,შიშის ნიშნები.ასევე ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებმა,მათაც ვისაც გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ. იმიტომ,რომ მათი მგრძნობიარე ნერვული სისტემა ვერ იქნება გარანტი,რომ სეანსის დროს ისინი შეინარჩუნებენ სიმშვისიდ სტადიას და ასეცვე სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას.არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი,ასეთ ადამიანებს აქვთ დაბალვიბრაციული ენერგეტიკული ველი და პრინციპში დახმარებასაც კი ვერ გაგიწევენ ადეკვატური, საერთო ენერგოველის შესაქმნელად.აკრძალული არ არის რა თქმა უნდა მათი სეანსზე დასწრება,მაგრამ როგორც აღვნიშნე,ამას შეიძლება სერიოზული რისკფაქტორები მოყვეს,ამიტომ სჯობს თავი შეიკავონ.
11) ნეგატიური კომუნიკაცია.
თუ კი სეანსი არასასურველად წარიმართა და ვგრძნობთ რომ შედგა ნეგატიური კომუნიკაცია,რის გამოც თავს ვერ ვგრძნობთ მაინცდამაინც კარგად,ვგრძნობთ ნეგატიურ ვიბრაციებს კონტაქტზე გამოსული ობიექტისგან (ფიზიკური და მენტალური ნეგატიური შეგრძნებები იგულისხმება აქ),როგორ უნდა მოვიქცეთ.სასწრაფოთ უნდა დავხუროთ სეანსი და ენერგეტიკული წმენდა ჩავუტაროთ უიჯას დაფას.საერთოდ გასათვალისწინებელია,ყველა სეანსის დასრულების შემდეგ(იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური კონტაქტი) აუცილებლად უნდა გაიწმინდოს დაფა ენერგეტიკულად.

12)როგორ შევინახოთ უიჯას დაფა.
უიჯას დაფა შეგვიძლია შევინახოთ ნებისმიერ ადგილზე,სადაც ბავშვები ვერ მიწვდებიან და ვერ ითამაშებენ მისით.

13) უიჯას დაფის მოშორება.
თუ გადავწყვიტეთ დაფის მოშორება,რათა შევეშვათ ამ რიტუალის ჩატარების ჩვევას,ან არ გვინდა ჩვენი სახლის გარემო რამე რისკის ქვეშ დავაყენოთ არაამქვეყნიურ არსებებთან კომუნიკაციების გამო,ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი არის დაფის და მაჩვენებლის დაწვა.

 

გიორგი გურჯიევი – სიყვარულის ორი სახე

სტანდარტული

Catherine-ს ფოტო.

ადამიანის ძილი – ეს სხვა არაფრია, თუ არა სხვადასხვა ცენტრებს შორის კავშირის დროებითი გაწყვეტა.

ადამიანის ცენტრებს არასდროს არ სძინავთ, ვინაიდან ასოციაციები წარმოადგენენ მათ ცხოვრებას. ასოციაციები კი არასოდეს არ წყდებიან და ჩერდებიან. ასოციაციათა შეჩერება სიკვდილს ნიშნავს. ასოციაციათა მოძრაობა არც ერთ ცენტრში, არც ერთი წამით არ ჩერდება. ისინი აქტიურობენ მუდამ, თვით ღრმა ძილის დროსაც კი არ სწყდება მათი მედინობა.

თუ ადამიანი ფხიზელ, მღვიძარე მდგომარეობისას ხედავს, ისმენს, შეიგრძნობს თავის აზრებს, იგი ხედავს, ისმენს, შეიგრძნობს თავის აზრებს ნახევრადმძინარე მდგომარეობისასაც და ძილს უწოდებს ამას. თვით მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ უკვე ღრმა ძილშია და სრულებით შეწყვიტა ხედვა და სმენა, მაშინაც კი არ წყდებიან ეს ასოციაციები.

ე. ი. ცენტრებში ასოციაციები არ წყდებიან. განსხვავება არსებობს მხოლოდ მათ შორის კავშირის სიმყარეში.

მეხსიერება, ყურადღება, დაკვირვება – არაფერია სხვა თუ არა ერთი ცენტრის მიერ მეორეზე დაკვირთბა, ან ერთი ცენტრის მიერ მეორის მოსმენა ან ყურება. აქედან გამომდინარე, თვითონ ცენტრებისათვის არ არის საჭირო არც გაჩერება, არც დაძინება. ძილს თვითონ ცენტრებისათის არც სიკეთე მოაქვს და არც ვნებს მათ. ამიტომ ე. წ. ძილი, არ არის განკუთვნილი ცენტების მოსასვენებლად როგორც უკვე ითქვა, ღრმა ძილი მოდის მაშინ, როდესაც ცენტრებს შორის კავშირი წყდება. ნამდვილად ღრმა ძილი, მანქანის სრული მოსვენება ხდება მაშინ, როდესაც ყველა კავშირი ყველა მაკავშირებელი კვანძები წყვეტენ ფუნქციონირებას. ჩვენ რამოდენიმე ცენტრი გაგვაჩნია და ამიტომ მათ შორის რამოდენიმე სახის კავშირია.

რაც დამახასიათებელია ჩვენი მღვიძარე მდგომარეობისათვის, არის ის, რომ ყველა ეს კავშირი შეუფერხებელ მუშაობის მდგომარეობაში იმყოფება. თუ ერთი ჯაჭვი გაითიშა – მაშინ ჩვენ არც ვფხიზლობთ, არც გვძინავს. თუ გაითიშა ორი ჯაჭვი ჩვენი სიფხიზლე კიდევ უფრო ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ახლაც არ გვძინავს. ამის შემდეგ, თუ კიდევ ერთი კავშირი გაწყდა, უკვე აღარ ვფხიზლობთ, მაგრამ არც ისე გვძინავს როგორც საჭიროა და ა. შ.

შესაბამისად, ჩვენს სიფხიზლეს და ძილს შორის არსებობენ განსხვავებული მდგომარეობები, სტადიები (ამ სტაადიაზე ლაპარკისას, ჩვენ ვიღებთ საშუალოს; არსებობენ ადამიანები, რომელთაც ორი კავშირი გააჩნიათ, სხვებს კი შესაძლოა შვიდი კავშირი გაჩნდეთ. მაგალითისათვის ვიღებთ ხუთს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველასათვის ზუსტი რიცხვია). ე. ი. ჩვენ გაგვაჩნია არა ორი მდგომარეობა ძილი და სიფხიზლე, – არამედ რამოდენიმე მდგომარობა.

ადამიანის ყველაზე აქტიურ, დაძაბულ მდგომარეობას და ყველაზე პასიურ (სომნამბულური ძილი) მდგომარეობას შორის განსაზღვრული სტადიები არსებობენ თუ ერთ-ერთი რგოლი წყდება, ეს ზედაპირზე ჯერ კიდევ არა ჩანს და სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მაშინაც კი შეუძლიათ სიარული, მოძრაობა, ცხოვრება, როდესაც ყველა კავშირი გაწყვეტილი აქვთ. მაგრამ არსებობენ სხვა ადამიანებიც რომლებშიც ორი კავშირიც კი თუ გაწყდა, მაშინათვე ჩაეძინებათ. თუ ავიღებთ შვიდკავშირიან რიგს ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშინ გამოვა, რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას ლაპარაკს სიარულს ძილის მესამე ხარისხის მდგომარეობისას.

ღრმა მდგომარეობები ყველასათვის ერთნაირია, მაგრამ შუალედურ მდგომარეობისას საქმე ხშირად გვაქვს სუბიექტურობასთან.

არსებობენ აგრეთვე „გამორჩეული“ ადამიანები, რომლებიც მაშინ, როდესაც მათში ერთი ან რამოდენიმე კავშირი დარღვეულია, ყველაზე აქტიურნი არიან. თუ ადამიანისთვის ასეთი მდგომარეობა ხდება ჩვეულებრივი მისი აღზრდისას, თუ მან ყველაფერი რაც კი გააჩნია (უნარები),ამ მდგომარეობაში მოიპოვა, მაშინ მისი მოღვაწეობა ამ მდგომარეობას დაეფუძვნება და მისთვის უკვე აქტიურობა შეუძლებელი ხდება, თუ ამ მდგომარეობაში არ იმყოფება.

პირადად თქვენთვის აქტიური მდგომარეობა ფარდობითია – რომელიღაც მდგომარობაში შეგიძლიათ აქტიურობა. მაგრამ არსებობს ობიექტური აქტიური მდგომარობა – როდესაც ყველ კავშირი სახეზეა და ასევე არსებობს სუბიექტური აქტიური მდგომარეობა, რომელიც არ წარმოადგენს სრულ აჭუიერობას, რადგან იგი რომელიღაც შესაბამის მდგომრეობაში ხორციელდება.

ამრიგად ძილს და ღვიძილს მრავალ ხარისხი გააჩნიათ. აქტური მდგომარეობა არის მდგომარეობა, როდესაც მთელი დაძაბულობით მუშაობენ აზრობრივი უნარები და გრძნობები. ჩვენი ინტერესის სფეროში უნდა იყოს, როგორც ობიექტურ ე. ი. ნამდვლად ფხიზელი მდგომარეობა, ასევე ობიექტური, ნამდვილი ძილს მდგომარეობა. „ობიექტური“ – ნიშნავს აქტიურს ან პასიურს ჭეშმარიტად, ნამდვილად.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ მიზანი მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ცენტრებს შორის არსებულ ყველა კავშირი დარდვეულია. მხოლოდ ასეთი ძილის დროს შეუძლია მანქანას გამოიმუშაოს ის, რისთვისაც არის განკუთვნილი ძილის ფუნქცია ამიტომ სიყვა “ძილი“ უნდა ნიშნავდეს მდგომარეობას როდესაც ყველა კავშირი გაწყვეტილია.

რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აუცილებელია გადაეჩვიოთ დაძაბულობას, როდესაც იგი საჭირო არაა. როდესაც გაუნძრევლად ზიხართ, ნება მიეცით სხეულს, რომ დაისვენოს; ძილის დროს კი თქვენში უნდა დაიძინოს ყველაფერმა.