აირჩიე ის,ვინც….

სტანდარტული
  1. აირჩიე ვინმე ისე,თითქოს ბრმა ხარ. დახუჭე თვალები და დააკვირდი რას იგრძნობ ამ ადამიანისგან.რას იგრძნობ მის ბუნებაზე,პიროვნებაზე,მის ერთგულების უნარზე. მეგობრობის,მისწრაფებების, შენდამი ყურადღებაზე,თავის თავზე ზრუნვის უნარზე,მის დამოუკიდებლობაზე. ჩვენს კულტურაში – ურთიერთობის დამყარების ფორმებში ძირითადად  ვეყრდნობით  იმ იმპულსს,თუ რას ვხედავთ თვალებით.მაგრამ როცა ვუყურებთ ჩვენი სიყვარულის ობიექტს,დანახულზე უფრო მნიშვნელოვანია რას ვხედავთ დახუჭული თვალებით.
  2. აირჩიე ვინმე,ვისაც აქვს ახლის ათვისების და შემეცნების უნარი.თუ კი რამ არსებობს,რაც ნამდვილად განასხვავებს ერთმანეთისგან დროებით ურთიერთობას და ცხოვრების რჩეულს – ესაა უნარი  შეეძლოს სწავლა. არის ასეთი გამოთქმა:
    ,,უცოდინარი ატოლერანტულია”.ის ადამიანები,რომელთაც არ შეუძლიათ სიახლის შეცნობა,დაინახონ რაღაცეები ნათელი,გახსნილი გონებით,იყვნენ ცნობისმოყვარენი,იკვლევდნენ ადამიანურ ურთიერთობებს – მათ არ აქვთ გონიერების ფართო დიაპაზონი და ანალიტიკური აზროვნება.ისინი არ ეხსნებიან ახალ ცოდნას,ახალ გამოცდილებებს და იკეტებიან თავიანთ უცოდინრობაში.ისინი არიან მკაცრი დოგმატიკოსები,სისტემის მორჩილები,შეზღუდული თავისუფლების განცდით და ღარიბი პერსონალიზმით.ისინი მუდმივად იმეორებენ: ,,არა,ეს ასე უნდა იყოს,სხვაგვარად მიუღებელია!” და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრება ასეთ ადამიანთან,პიროვნული რეგრესის ტოლფასია.უმჯობესია ცხოვრების პარტნიორი იყოს ადამიანი,ვინც მზადაა გაეხსნას სიახლეების შეცნობას და განიცდნის  მენტალურ ევოლუციას.
  3. აირჩიე ვინმე ისეთი,ვისაც სურს იყოს შენნაირი.ძლიერი და მგრძნობიარე – ერთდროულად. რომ არ ავცდეთ ამ სიტყვების ნამდვილ დეფინიციას,აღვნიშნავ,რომ იგულისხმება არ იქონიოთ ურთიერთობა სუსტთან და უხეშთან. ხის სიძლიერე რაში გამოიხატება? რაც უნდა ძლიერ ქარში აღმოჩნდეს,ის მაინც იდგება მყარად მიწაზე.გადაიხრება,გადმოიხრება ქარის ყოველ ძლიერ წამობერვაზე,მაგრამ იდგება მყარად.იმიტომ,რომ ის მოქნილია და ყვება შემტევი ქარის რიტმს და ძალას,მაგრამ არ მიჰყვება მას,არამედ თავის ადგილზე რჩება ისევ მყარად. ხოლო,რაც შეეხება მგრძნობიარეობას,იგულისხმება ყურადღებით ყოფნა ყველა მოვლენის მიმართ.ზოგს ესაჭიროება პატარა დახმარება ამ პროცესში.მაგრამ ხშირ შემთხვევაში,ვიღაც – თავის აზროვნების იდუმალ კუნჭულში ან გულის სიღრმეში,უკვე არის გამოღვიძებული და ხვდება,გრძნობს ყველაფერს ისე,როგორც უნდა ხვდებოდეს და გრძნობდეს.თუმცა,ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ.სწორედ ამიტომაა საჭიროც და აუცილებელის ამ ცნებათა ნომერი 2 პუნქტი – ათვისების და შემეცნების უნარი.
    შენ შეიძლება გქონდეს ყველაფერი რაც სასურველ პარტნიორად გხდიდეს – რაც იზიდავს შენკენ შენი ინტერესის ობიექტებს,მაგრამ თუ არ გაქვს ახლის შეცნობის,სწავლის უნარი,არც ერთი შენი პიროვნული მომხიბვლელობა არ გამოგადგება  საიმისოდ –  იყო შეუცვლელი ვინმესთვის.
  4.  აირჩიე ვინმე ისეთი,ვინც იცი,რომ როცა იმედგაცრუებული და გულნატკენი ხარ,ნამდვილად თანაგიგრძნობს.უმნიშვნელოვანესია ურთიერთობაში ესმოდეს შენი განცდების. ქვეყნად უამრავი ფორმაა,რომლითაც ადამიანები გამოხატავენ თავიანთ ტკივილს. ყურადღების მიქცევის მცდელობა კი მათ ზოგჯერ ექსტროვერტებად აქცევთ. მაგრამ ეს მათი გამოხატვის ფორმაა. ამაზე უარესი შეიძლება იყოს ის,როცა დაუფიქრებლად ატკენ გულს ადამიანს,მაგრამ ის ამას არ გამოხატავს.თითქოს თავს უფლებას არ აძლევს იყოს ჩვეულებრივი მგრძნობიარე ადამიანი შენს წინაშე.და თუ შენ არ იცნობ და არ გრძნობ მის შიდა პროცესებს,სწორედ აქ კარგავ იმ ძაფს,რომელზეც აქ ვსაუბრობ – შინაგან კავშირს,ერთ ვიბრაციას,ენერგიების ჰარმონიას.ცხოვრების განმავლობაში გავდივართ ბევრ ურთიერთობას,ან ცოტას,ან სულაც ერთს. მაგრამ როდესმე,თუნდაც საკმაოდ გვიან,მაინც ვხვდებით და ვგრძნობთ,რომ ვიცხოვრეთ ამ ძაფის გარეშე. რომ ჩვენი ურთიერთობები არ იყო სულისმიერი. არ გვქონდა ის კავშირი,ის შინაგანი სამყაროების ჰარმონია და ერთი ვიბრაცია.იწყებოდა დიდი მოლოდინებით ეს ურთიერთიობები,რომელთაც სასოებით შევცქეროდით,მაგრამ ბოლოს სრულდებოდა სიცარიელით და იმედგაცრუებით.მეორე მხრივ,თითქოს უდროო დროს გადაეყრები ისეთ ადამიანს,ვისთანაც სწორედ ის ძაფი იპოვე,რომელზეც აქ ვსაუბრობ.ძაფი,რომელიც აკავშირებს შენს სულს მის სულთან.მისმა სიახლის შეცნობის უნარმა შეაძლებინა მას ის,რომ შენ გეგრძნო მასში ის თავშესაფარი,რაც მასთან შეხვედრამდე ვერ იპოვე. ურთიერთობების დაძაბვის მომენტტბში არის წუთები,როცა ერთი მეორეს აყენებს ზიანს,ან ორივე ერთმანეთს აზიანებს კამათით.რამაც ეს ურთიერთობა ფატალურ შედეგამდე მიიყვანა.მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს შეცდომებზე სწავლის უნარი,ყოველ ახალ ურთიერთობაში გავიმეორებთ ძველ შეცდომას.ამიტომაა მნიშვნელოვანი შეგვეძლოს სწავლა და ძველი ტკივილის ერთხელ და სამუდამოდ უკან მოტოვება.
  5. აირჩიე ადამიანი,რომელსაც გააჩნია შინაგანი სამყარო. თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე შემხვედრიან ადამიანები,უბრალო ნაცნობები,რომელთაც თავიდანვე ეტყობათ შინაგანი სიცარიელე.
    ასეთ ადამიანებს თითქოს სული აქვთ გაუხეშებული,ან უკეთეს შემთხვევაში უგრძნობნი,სკეპტიკურები არიან.ზოგჯერ დავფიქრებულვარ,იქნებ მართლაც არ აქვთ სული.ასეთი ადამიანების გონება საზრდოობს ძირითადადა მატერიალური ინტერესებით.ისინი არ არიან რომანტიულები,არ არიან მრავალფეროვანნი.არიან მონოტონურები და მოსაბეზრებელნი. ასეთ ადამიანს არ აქვს მისწრაფება პიროვნული ზრდისკენ.მას შეუძლია მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ნიშნულზე იცხოვროს. ნუ იცხოვრებ ასეთთან,იცხოვრე ისეთ ადამიანთან,ვინც სავსეა შინაგანად და მხოლოდ მატერიალიზმით არ საზრდოობს.ვინც იცის სად გადის ზღვარი პიროვნებასა და სასიყვარულო ურთიერთობას შორის,ვინც პატივს სცემს შენს პირად სივრცეს.ასეთ ადამიანს არ შეეშლება მიხვდეს,როდის იყოს შენთან და როდის გაცადოს თავისუფლება.
  6. აირჩიე ვინმე,ვისთანაც საერთო ინტერესები გექნება.ურთიერთობა იგება მოგონებებზე. რაც ერთად გაგივლიათ,სწორედ ესაა რაც გხდით ერთმანეთისთვის ვინმე მნიშვნელოვანს.ერთად გატარებული ბედნიერი მომენტები,ასევე რთული პერიოდების ერთად გავლა.თუ არ გაქვთ არაფერი საერთო ისეთი,რითაც ნამდვილად დატკბებით ერთად,ძალიან ძნელი იქნება ერთად ყოფნა.რაც უნდა განსხვავებულები იყოთ ერთმანეთისგან,უნდა იყოს ისეთი რამ,რასაც ორივე სიხარულით და სიამოვნებით აკეთებთ ერთად.თუნდაც ეს იყოს ისეთი უბრალო რამ,როგორიცაა ერთად დასვენება აბაზანაში,ან ერთად თმის გაშრობა,ან უბანში გასეირნება საღამოობით და ა. შ.
  7. აირჩიე ვინმე ისეთი,ვისაც შენი მსგავსი  ფასეულობები ექნება საერთო შვილის აღზრდაზე,მამაკაცის(ქალის) როლზე ოჯახში, რელიგიაზე,ფულზე და ა.შ. შესაძლოა ეს ყველაფერი არ იყოს ადვილად პროგნოზირებადი ურთიერთობის დასაწყისში,მაგრამ მხედველობაში უნდა იქონიო,რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი დიდ გავლენას იქონიებს თქვენს ურთიერთობაზე. აირჩიო ვინმე ისეთი,ვისაც შენი მსგავსი შეხედულებები და ფასეულობები ექნება ზოგადად ცხოვრებაზე,ამცირებს კონფლიქტების და ტკივილის შანსს და ურთიერთობას ხდის  პასუხისმგებლობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებულს.
  8. აირჩიე ვინმე,ვისაც მოსმენის უნარი აქვს.ვინც გიგებს  და ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი.ვინმე,ვინც დროს გითმობს. თუ შენ იმპულსური და ფეთქებადი ხარ,ხოლო შენი პარტნიორი წყნარი და მშვიდი,ის შეანელებს შენს ენერგიას და ეს კარგია შენთვის პიროვნული თვალსაზრისით.
    ეს დაარეგულირებს თქვენ ორის ენერგიას დროთა განმავლობაში.მაგრამ თავიდან ძალიან გაგიჭირდებათ.ზოგადად კი წყვილს შორის ენერგიების სრული ჰარმონიზება 8-9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღწევა.თუ რასაკვირველია მანამ არ დაშორდნენ.სასწაულების მოხდენას დრო სჭირდება და მოთმინება,ეს ვიცით ალბათ.
    სასწაული იმიტომ კი არა რომ ერთად არიან,არამედ იმიტომ,რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად,სიყვარული მაინც ცოცხალია.
  9. აირჩიე ვინმე ისეთი,ვისთან ერთადაც იცინი ერთი და იგივე თემებზე.რაც ორივეს გხდით მხიარულს და პოზიტიურს.აირჩიე ისეთი ადამიანი,ვინც იუმორითაა სავსე იქამდეც კი,რომ საკუთარ თავზეც შეუძლია გაიხუმროს.
  10. აირჩიე ისეთი ვინმე,ვისაც მიუტევებდი ისეთ რაღაცეებს,რასაც სხვას არა.ისეთი ვინმე,ვინც მაინც მიგიზიდავდა თუნდაც დაძაბულობის ან კამათის დროს.არის რაღაცეები,რაც მიუღებელია ნებისმიერი სახის ურთიერთობაში.თუ შენ ასეთს გადააწყდები,რომ ვერ შეეგუები თუნდაც ის შენი ყველაზე სასურველი პიროვნება იყოს,აჯობებს ეს გააცნობიერო და არ შეეგუო.ეს შეიძლება იყოს მატყუარობა,არასანდოობა,ღალატი,ალკოჰოლიზმი,ნარკოდამოკიდებულება,სექსუალური ძალადობა და ა.შ.
  11. აირჩიე ისეთი ვინმე,ვინც შენი მეგობარია და არა მარტო სექსუალური პარტნიორი.
    მზად ხარ ყოველთვის მოუსმინო თუ რისი თქმა სურს მას შენთვის? ის არის მზად შენს ყველაზე აბსურდულ იდეებს უსმინოს და ამას მონოლოგის ხასიათი არ ჰქონდეს? გაქვთ ნამდვილი დიალოგი? აძლევთ ერთმანეთს რჩევებს როგორც საუკეთესო მეგობრები? დაფიქრდი პასუხებზე.
  12. აირჩიე ისეთი ვინმე,ვინც შენს ცხოვრებას გახდის უფრო ნათელს და დიდს და არ გახდის უფრო ვიწროს და უჰაეროს.

    66313398_463639087757089_980327578097156096_n

დატოვე კომენტარი