პირადი გამოცდილება – გაკვეთილი პირველი.

სტანდარტული

04_Meditando_naturalezaპირველ რიგში მინდა აღვნიშნო,რომ გაკვეთილი განკუთვნილია უპირველესად პირადად ჩემთვის და ვთქვათ ასე – ჩავინიშნავ ჩემს ყოველ წინწადგმულ ნაბიჯს ამ ბლოგზე.დღეს ნამდვილად წინწადგმული ნაბიჯი გამომივიდა პირადი პრაქტიკული სავარჯიშოებიდან.რამაც ჩემს თავში წარმოშვა იდეა,საკუთარ გვერდზე ჩამენიშნა ყველა(თუნდაც უმცირესი) წარმატება,რომელსაც საკუთარი თავის ტრანსფორმაციის საკითხში მივაღწევდი.
ამიტომაც ხაზს ვუსვამ,ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადი – ,,პირველი გაკვეთილი” –  მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს მოიაზრებს მოსწავლედ.თუმცა აქვე დავამატებ,თუ კი ვინმეს გამოადგება რამეში ჩემეული გამოცდილება,ამით მხოლოდ ბედნიერი ვიქნები.მაგალითად,ჩემი მეუღლე,რომელიც სკეპტიკურადაა ზოგადად ამ სფეროსადმი განწყობილი,ცოტა არ იყოს და დაინტერესდა,როდესაც აღფრთოვანებული ვუყვებოდი ჩემი პატარა წარმატების შესახებ.
მაშ,ასე.დღეს ჩემთვის დიდად სასიამოვნო,აღმაფრენამდე სიხარულის მომგვრელი წარმატება განვიცადე ჩემკენ პოზიტიური ენერგიის მომართვის საკითხში.
დავიწყებ თავიდან.წუხელის მალაგაში გაუსაძლისი სიცხე იყო.ეს ბოლო დღეებია აფრიკის მხურვალე ჰაერი ე.წ. ,,terra”  გადაეფარა ესპანეთის სამხრეთს და ხვატი,ცხელი ქარი,ნესტის სზომოდ მაღალი დონე – გაუსაძლისია აქ ცხოვრება ასეთ დროს.და მოკლედ,წუხელის ისე გამიჭირდა,რომ დაძინება ვერ შევძელი.დილით დანგრეული,გამოუძინებელი ავდექი და ვიყავი საშინლად დაუძლურებული,გამოფიტული.რადგანაც საღამოს საათებში წასასვლელი ვარ საქმეზე,ენერგია,ხალისი და კარგი ხასიათი მესაჭიროებოდა სასწრაფოდ.არადა დარჩენილი მაქვს სულ რაღაც 3 საათი.ვცადე დაძინება,მაგრამ ისევ იმ მიზეზით(სიცხე)ვერ შევძელი.და სწორედ ამ დროს გამახსენდა დავკავებულიყავი სიყვარულის პრაქტიკით( იხ.აქ:   http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm   ) და ვიზუალიზაციით,რომელიც ჩემზე საკმაოთ დადებითად მოქმედებდა უახლოეს წარსულში.ავიღე ტელეფონი და ყურსასმენები,დავსერჩე იუთუბზე meditation music (რადგან ჯერ მთლად კარგად ვერ ვერკვევი კონკრეტულად რომელი მუსიკა მსიამოვნებს,არჩევის პროცესში ვარ) და უკვე რამოდენიმეჯერ გამოცდილი ავირჩიე.მაგალითად ეს:

ახლა ჩემი აზრობრივი განწყობა:
1)ვცდილობ ვიზუალიზაცია განვახორციელო.
2)მოვიზიდო დადებითი აზრები.
3)განვიცადო სოამოვნება ამ აზრების გათავისებისას.

1.
ე.ი.როგორ ვახორციელებ ვიზუალიზაციას.მარტივად – ვცდილობ წარმოსახვაში დავინახო ის,რაც მე მინდა.კიდევ უფრო მარტივად – ნათლად ვხედავ ფიგურებს,ფერებს,სახეებს,ფორმებს,ნივთებს,პიროვნებებს.
მაგალითად: ვხედავ მწვანე მდელოს,მობიბინე ბალახს და ამ ბალახებში გაბნეულ ყვითელ ბაბუაწვერებს.ვწევარ გულაღმა ამ ხასხასა,პრიალა ბალახზე და ვაკვირდები ნიავის მოძრაობას,რომელიც ტალღებივით ამოძრავებს აბიბინებულ ბალახს და ჰაერში აფრიალებს ბაბუაწვერას დაშლილ ყვევილედებს…. ამ ყველაფერს ვხედავ ნათლად და განვიცდი იმ სიხარულს და სიამოვნებას,რასაც ზოგადად ბუნებასთან სიახლოვე მანიჭებს.
პ.ს. ბუნებასთან სიახლოვე ენერგიას გვანიჭებს.
ვიზაულიზაციის სხვა მაგალითები:
ა)სასურველი სახლი(სასურველი დეტალებით).
ბ)სასურველი ავტომობილი(ასევე სასურველი დეტალებით).
გ)სასურველი პიროვნება,სასურველი სურვილებით მასთან.
დ)სასურველი ფიგურა(წონა,ფოფორმები);სასურველი გარეგნობა(თმის ფერი,სიგრძე და ა.შ. დეტალები).
და ა.შ.

2.
როგორ ვიზიდავ პოზიტიურ აზრებს:

ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე,თუ რა მინდა რომ მქონდეს.ვფიქრობ მხოლოდ იმ ადამიანებზე,ვინც მინდა რომ ჩემთან იყვნენ და კარგად,ბედნიერად გრძნობდნენ თავს.აქ მე მგონი ყველა შეძლებას საკუთარი ინდივიდუალური აზრები მოიზიდოს.ვფიქრობთ ჩვენს ოცნებებზე,მარტივად რომ ვთქვა.და რაც მეტჯერ და რაც მეტი სიხშირით  ვიფიქრებთ ამ ოცნებებზე,მით მეტად იზრდება შანსი განხორციელდნენ ისინი.გავიხსენოთ მიზიდულობის კანონის თეორიიდან: ,,ფიქრი ხორცს ისხამს,ხორციელდება და ხდება მატერიალური”.

 

3.
როგორ განვიცადო სიხარული,სიამოვნება ფიქრის დროს?
მე მაგალითად თავიდან არ გამომდიოდა ეს.მაგრამ ასე ვთქვათ თანდათან ,,დავამუღამე”.
მაგალითი:
წარმოიდგინე ის,რაც ყველაზე მეტად გინდა ამ ქვეყნად.
ჩემი მაგალითი:
წარმოვიდგენ რომ ვარ ისევ 58 კგ და ის ჯინსი მაცვია,რომელიც ყველა ტანსაცმელზე მეტად მიყვარდა,34 წლის განმავლობაში თუ რამე მქონია.
და ამას როცა მთელი სიცხადით წარმოიდგენ,უდიდესი სიამოვნება მოიცავს შენს გონებას და ეს იმდენად დიდი იმპულსია,მთელს სხეულში გივლის ჟრუანტელი.
მაგალითი 2:
წარმოვიდგენ,რომ მაქვს ის სახლი –  იმ დეტალებით,რომელზეც მუდამ მიოცნებია და ეს მანიჭებს დიდი სიხარულის შეგრძნებას.ამჯერადაც ვგრძნობ ჯრუანტელის დავლას ძარღვებში.
ე.ი. ამას ქვია სიამოვნებისა და სიხარულის განცდა.და ასეთი გულწრფელი პოზიტივია ელვის სისწრაფით რომ მიექანება სამყაროში,რათა მერე უკან დაგვიბრუნდეს.

 

 

მაშასადამე,ჩემი დღევანდელი პრაქტიკისას განვახორციელე შემდეგი რამ:
1) სიყვარულის პრაქტიკა(მაქვს კრიალოსანი და ყოველი მარცვალი ნიშნავს კონკრეტული ადამიანისადმი გაგზავნილ სიყვარულს.80 მარცვალი არის ჩემს კრიალოსანზე და ორ წრეს(ზოგჯერ მეტსაც) ვავლებ ხოილმე.ანუ 160  ადამიანს (ჩემი საახლობლოდან) ვუგზავნი სიყვარულს აზრობრივად.(ამას ღამით ვაკეთებ ხოლმე,მაგრამ ამერად დღისით გავაკეთე.ზოგადად რაც მეტერ გავაკეთებთ სიყვარულის პრაქტიკას დღეში,მით მეტად დადებითი ენერგიით ვიმუხტებით(ჩვენი აურა).ნუ,მე ასე მესმის და ჯერერობით კმაყოფილი ვარ ჩემეული პრაქტიკით.
2)ვაკეთებ ზემოთ მოხსენიებულ ვიზუალიზაციას(თავისი 2 მომდევნო პუნქტითურთ)
და ამ ყველაფერს ფონად უდევს რომელიმე სამედიტაციო მუსიკა,განწყობისთის და რელაქსაციისთვის.
3)ამ სავარჯიშოს სჭირდება აუცილებლად ზურგზე დაწოლა.სასურველია თუ თავი სწორად გვედება.თუ არადა შეგვიძლია თხელ ბალიშზე დავდოთ,თუ კი ასე უფრო გვსიამოვბნებს.მტავარია,მთელი სხეული იყოს კომფორტულად და მოდუნებული.აუცილებელია ყველა კუნთი,ყველა სახსარი მოვადუნოთ და შევიგრძნოთ ეს დუნე მდგომარეობა.
სიმართლე რომ ვთქვა,მე სიყვარულის პორაქტიკასაც,ვიზუალიზაციასაც ვაკეთებ დაწოლილ მდგომარეობაში.თუმცა ეს ორი სხვა პოზაშიც შესაძლებელია.
მოკლედ მესამე სავარიშო არის შემდეგი:
ვწვებით ან საწოლზე,ან იატაკზე გაშლილ რბილი რეზინის საფენზე,ხელები სხეულის პარალელურად და ვართ რაც შეიძლება მოდუნებული.თვალები დახუჭული და ვუსმენთ სასიამოვნო,დაბალ ხმაზე მედიტაციის ნებისმიერ მუსიკას.
ვცდილობთ მოვდუნდეთ მაქსიმალურად და არაფერზე ვიფიქროთ.ვეცადოთ თავიდან გამოვიბერტყოთ ყველა აზრი – გავაცარიელოთ ჩვენი აზროვნება.
კონცენტრირებას ვახდენთ აზრობრივად მხოლოდ ჩვენს სხეულზე,რომელსაც დავყურებთ ზემოდან.ვხედავთ ფეხებს,მკლავებს,ტორსს,ყელს,სახეს,დახუჭულ თვალებს,თავს…ნუ ხვდებით ალბათ ამას ვხედავთ წარმოსახვით,აზრობრივათ და არა სინამდვილეში. :დ
ვხედავთ როგორ გვივლის ფეხის ტერფებზე მსუბუქი,ჰაეროვანი,ფერადი(მწვანე,ნარინისფერი,ლური)ტალღა.გვეხვევა ტერფებზე,მერე წვივებზე,მერე ბარძაყებზე,თეძოებზე,მუცელზე,მკერდზე,გადადის ორივე მხარეს და ეხვევა მკლავებზე,ამოდის ყელზე,ეხვევა ყელს,სახეს და ეხვევა თავს.ამას ვაკეთებთ ძალიან ნელა.ანუ სხვეულის ნაწილებზე ფეხებიდან ზემოთ,ვანაწილებთ ტალღის შემოხვევას ძალიან ნელ ტემპში.წარმოვიდგინოთ რომ ფერადი კვამლი გვეხვევა სხეულზე და ბოლოს,როცა უკვე თავსაც დაფარავს,ჭუპრივით შიგ მოქცეულებად წარმოვიდგინოთ თავი.ანუ ეს კვამლი,ეს ტალღა არის პოზიტიური ენერგია,რომელმაც მთლიანად ჩვენი სხეული მოიცვა.
დაყავაით ამ მადგომარეობაში მანამ,სანამ არ იგრძნობთ რომ დაიმუხტეთ საბოლოოდ და ასე ვთქვათ – მეტი აღარ გინდათ.

გარწმუნებთ,მე ახალი ადამიანი ავდექი საწოლიდან.ჩემზე იმოქმედა არაჩვეულებრივად. ჩემი დაღლილობა,უენერგიობა,სიზარმაცე,უხალისობა,მოთენთილობა,გამოფიტულობა,დანგრეულობა,უძილობა,ტავისტკივილი ჯადოსნურად გაქრა სადღაც ამ პრაქტიკის განხორციელებისთანავე.და ზუსტად 20 წუთი მოვანდომე ამ ყველაფერს.თამამად ვიტყვი – 20 წუთში საწოლიდან ავდექი სრულიან სხვა ადამიანი. 🙂

ერთი კომენტარი »

  1. ეგ ვითომ სიხარული თავის მოტყუებაა და მარტო ქრისტესთან არის ჭეშმარიტი სიხარული.

    • საკუთარ თავში მოპოვებული სიმშვიდე,სულაც არ გულისხმობს ქრისტესადმი ინდიფერენტულობას. 🙂

დატოვე კომენტარი